|
|
შეიკრიბა სამეფო დარბაზი და მეფეს სთხოვეს, არ დამორჩილებოდა ყაენის ბრძანებას, გახიზნულიყო მთიულეთში ან დასავლეთ საქართველოში, სადაც მონღოლები ვერ ახერხებდნენ შესვლას. მაგრამ დიმიტრი მეფემ არ ჩააგდო ხიფათში თავისი ხალხი, რომელთაც, ასეთ შემთხვევაში, თავს დაატყდებოდა მონღოლთა რისხვა...
|
|
ქართველი ერი ბითუმათ და ერთობლივათ აღიმართა აბეზარ მტრის წინააღმდეგ. ქართველების აწინდელმა დატაკებამ რუსეთთან, უკვე მიიღო გარკვეული სახე ნამდვილ ეროვნული ბრძოლისა: დაპირისპირებულ არის ორი განთვისებული სახეობა, ორი ისტორია, ორი კულტურა, ორი ნაციონალ-სოციალი წყობილობა, ორი ადათი და ზნე, ორი ფსიქიკა და შეიძლება თამამად ითქვას _ ორი მსოფლმხედველობა...
|
|
მრავალი განსაცდელი დაატყდა უმეფო იმერეთს, შავმა ჭირმაც გაანახევრა კაცთაგან ეს მხარე - აუცხადდათ მამა ზაქარიას წინასწარმეტყველება. წითელ ვეშაპს არათუ მეფე სოლომონი, უკვე მთელი საქართველო გადაეყლაპა. მეფის გარდაცვალებიდან გაივლის 6 წელი და რუსთა წინააღმდეგ ხმალზე ხელის გავლება იმათაც მოუწევთ, სოლომონი რომ რუსეთს ჩააბარეს, - ახლა უკვე ცხებული მეფის გარეშე...
|
|
1798 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 5 იანვრიდან გაუნძრევლად იწვა საწოლში. 11 იანვარს, გამთენიისას, თელავის სამეფო სასახლეში, ერეკლე იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც 78 წლის წინ დაიბადა.
|
|
გიორგი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1712 — გ. 19 დეკემბერი. 1786) — მოსკოვის ქართული კოლონიის მეთაური XVIII საუკუნის II ნახევარში, რუსეთის არმიის გენერალ-ანშეფი, ვახტანგ VI-ის ძე. 1724 მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რუსეთს გაემგზავრა და დამკვიდრდა მოსკოვში.
|
|
თეიმურაზ ბატონიშვილმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ვეფხისტყაოსნის შესწავლას („განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“), ტექსტის დადგენას და პოემის 1841 გამოცემას. მიუხედავად იმისა,რომ მცირე ასაკის გამო არ მონაწილეობდა კრწანისის ომში, აღწერა ეს ბრძოლა. აღწერა ერეკლე მეორეს ცხოვრების ბოლო პერიოდი.
|
|
27 სექტემბერი უდიდესი მნიშვნელობის თარიღია ქრისტიანთა ცხოვრებაში - ამ დღეს იდღესასწაულება ბიზანტიელი იმპერატორის, მოციქულთასწორ კონსტანტინე დიდის მიერ იერუსალიმს წარგზავნილი მისი დედის - წმიდა ელენეს მიერ ჯვრის ამაღლება, რომელზეც ეწამა მაცხოვარი. მაცხოვრის ჯვარზე შეხებამ აღადგინა მიცვალებული და მთელ სამყაროს მიეცა საყოველთაო აღდგინების სასოება.
|
|
27 (09.06) მაისს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამა ბასილის, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის ძის ხსოვნას.
|
|