საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

იოანე ბატონიშვილის ღვაწლი
გაიოზ მამალაძე

1768 წლის 16 მაისს ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრის, გიორგი ბატონიშვილის ოჯახში დაიბადა მეორე ვაჟი, იოანე, მომავალი მწერალი, მწიგნობარი, ლექსიკოგრაფი, მეცნიერი, სარდალი და საზოგადო მოღვაწე. როგორც შეეფერებოდა სამეფო ოჯახის შვილს, მიიღო შესანიშნავი განათლება დავით რექტორის ხელმძღვანელობით.

მონაწილეობდა ომებში. კრწანისის ბრძოლის დროს თავისი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და ვაჟკაც თანამებრძოლებთან ერთად მეფე ერეკლე II, თავისი პაპა, ალყიდან გამოიხსნა.

 1794-1799 წლებში ჯერ პაპისა და მერე მამის დავალებით აღწერა ქართლ-კახეთის, ხევსურეთის, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მთიანეთის, დაღესტნის, ჩეჩნეთ-ინგუშეთის, ნაწილობრივ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ახალციხის ტერიტორიები. მის ნაშრომს დღეს დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს. 1799 წელს შეადგინა და მამას, გიორგი XII წარუდგინა სახელმწიფოებრივი მოწყობის რეფორმის გეგმა (“სჯულდება"), რომლის განხორციელებაც ვერ მოესწრო, რუსეთის იმპერიის გამოისობით.

 1801 წელს იძულებით საცხოვრებლად გადაიყვანეს სანკტ-პეტერბურგში. პეტერბურგში ყოფნისას ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას. შეისწავლა უცხო ენები. ქმნიდა სხვადასხვა ლექსიკონებს, სახელმძღვანელოებს, აგრეთვე ნაშრომებს ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, ბუნებისმეტყველების, მათემატიკის, არტილერიის შესახებ და სხვა დისციპლინებშიც. მას ეკუთვ

ნის “შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა”; საბუნებისმეტყველო მეცნიერების ენციკლოპედია; ყრმათა სასწავლებლად განკუთვნილი „სხვათა და სხვათა სწავლათა შეკრებილებანი“, ვრცელი რუსულ-ქართული ლექსიკონი; სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონიდან“ გამოკრებილი მცირე ქართული განმართებითი ლექსიკონი, „ქართული ლეკსიკონი“ (ჩვენამდე მხოლოდ ნაწილია მოღწეული), მის კალამს ეკუთვნის "პატარა ედემით განძება", "აღსარება", ლექსად დაწერილი "მიბაძვა იოანე სინელის კიბისა". გამოსცა "მუსიკალური სახელმძღვანელო". იგი ხატავდა კიდეც. ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზაციას. ათარგმნინა გერმანელი მხატვრის იოანე პრეისლერის ხატვის სახელმძვანელო, საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი. მანვე ჩაიწერა “ვეფხისტყაოსნის” ხალხური ვარიანტი - “ტარიელიანი”.

 იოანე ბაგრატიონმა თარგმნა ა. ფერგიუსონის "მოძღვრება ზნეობითი ფილოსოფიისა", პ. ჰოფმანის "საექიმო ნაშრომი", გ. დერჟავინის ლექსი "ღმერთი", "სამიჯნურო მიწერ-მოწერა იულიასთან", აბატ კონდოლიაკის "ლოღიკა", სპარსულიდან "სეილანიანი", ვოლტერის ლექსები.

 იოანე ბაგრატიონის წვლილი დიდია ქართულ მედიცინაში. მან შეადგინა სამედიცინო ლექსიკონი, თარგმნა სამკურნალო კარაბადინი (თვითონაც დაამატა). შეადგინა სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონი, “სამკურნალო წიგნი”. მასში აღწერილია ავადმყოფობები, მოცემულია რეცეპტე

ბი და ასევე, წამლის დამზადების წესები.

 გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თვითონ იოანე ბატონიშვილი ასე აღწერდა თავის ნაშრომებს: “ექვსი ტომი ლექსიკონი რუსული და ქართული, კონდილიაკის “ლოღიკა”, ინგლისური ზნეთსწავლება საღმთო და საერო თანამდებობის წიგნი, ორი ტომი საზოგადო ისტორია, ენციკლოპედიური გვარი წიგნი, ვიდრე სხვადასხვა ჰსწავლათა ორასამდინ სწავლა, იკონოლოღია, შემოკლებული დავითნის განმარტება, დოდოს ანგელიელის პასტორის განსახვა, არიტმეტიკა, ლოგარითმა, ღეომეტრია, მტერეომეტრია, ღონგიმეტრია, პლანომეტრია, ტრიღონომეტრია, ვიშეღეომეტრია, ფორთეფიკაცია, არხიდექტურა, არტელერია, ტაკტა, სამკურნალო წიგნი, ბოტანიკა, ნატურალური ისტორია, ევდუქსია, და სხვანიცა” (აქ ყველაფერი არ არის ჩამოთვლილი).

 იოანე ბაგრატიონის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია "კალმასობა" ("ხუმარსწავლა").

 დიდმა ქართველმა მეცნიერმა ალექსანდრე ბარამიძემ "კალმასობას" “ძველი ქართული მწერლობის უკანასკნელი და ახალი ქართული მწერლობის პირველი თვალსაჩინო ძეგლი” უწოდა. ეს არის საუკეთესო ნაწარმოები, სადაც შესანიშნავი დიალოგებითა და თხრობის ლამაზი მანერით გადმოცემულია სხვადასხვა ისტორიები, ენციკლოპედიური ამბები (ტრაქტატები), სამეცნიერო ვარაუდები, ისტორიები და დასკვნები - რა სჭირდება ადამიანს და ქვეყანას.

 უნდა აღინიშნოს, რომ იოანე ბაგრატიონის ვაჟი, გრიგოლი აქტიური მონაწილე იყო რუსეთის

იმპერიის წინააღმდეგ კახეთის 1812 წლის აჯანყებისა. აჯანყებულებმა, ის მეფედაც გამოაცხადეს.

 თავისი ერთ-ერთი ნაშრომის წინასიტყვაობაში იოანე ბატონიშვილი წერდა:

 “სიყვარულისა და ერთგულებისა გამო მამულისა ჩუენისა ვიიძულე ხელდებად წიგნისა ამისა”. თვითონ დარწმუნებული იყო, რომ მის ნაშრომებს “საქართველოს შინა მოსწავლენი არა უგულებელს ჰყოფენ და ამით ვიქნები მათგან დაუვიწყებელიო”.

 იოანე ბაგრატიონი გარდაიცვალა 1830 წლის 15 თებერვალს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq