|
|
ხსენება 2 (15) მაისი
ბულგარელები ხშირად ეომებოდნენ მეზობელ ტომებს, ქვეყანა შიმშილობდა, 860 წელს კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ბორის მეფე წარმართული ქვეყნის ხსნას ქრისტიანული რწმენის მიღებაში ხედავდა. ბერძნებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ბულგარელებმა ტყვედ ჩაიგდეს სახელოვანი დიდებული თეოდორე კუფარა, რომელსაც ბერობის აღთქმა ჰქონდა დადებული.
|
|
კეთილმსახური პეტრე, ბულგარეთის მეფე წმინდანად აღიარა მართლმადიდებელმა ეკლესიამ.
|
|
ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელმა იმპერატორმა, წმიდა თეოდოსი დიდმა თავისი ზეობის დროს (379-395) გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა წარმართობას.
|
|
წმიდა ელეზვოიმ აღთქმა დაუდო უფალს, რის შემდეგაც მტერზე გაიმარჯვა, ქვეყანაში ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა და ტაძრები გახსნა. ამის შემდეგ წმიდანმა დატოვა სამეფო ტახტი და ერთ-ერთ სავანეს მიაშურა, სადაც თხუთმეტი წელი დაყუდებით ცხოვრობდა.
|
|
წმიდა სტეფანე მილიუტინი, სერბეთის მეფე, ძმა მისი დრაგუტინი და დედა მათი ელენე. წმიდა სტეფანე სერბეთის სამეფო ტახტზე ავიდა 1275 წელს და 1320 წლამდე ბრძნულად განაგებდა ქვეყანას. წმიდა სტეფანეს მეფის ტახტი ნებაყოფლობით გადასცა მისმა უფროსმა ძმამ დრაგუტინმა, რომელმაც სამეფო მოღვაწეობას ბერული ცხოვრება არჩია და ფარულად მოღვაწეობდა მის მიერ გათხრილ ორმოში. მათი წმიდა დედა ელენე ლოცვითა და დედობრივი რჩევებით შეეწეოდა ხორციელი დიდებისა და სულიერი აღმაფრენის მწვერვალზე მდგომ წმინდა შვილებს.
|
|
23 დეკემბერს არის ხსენება ნეტარი იოანესი, მისი ძმის - მაქსიმესი და მათი მშობლების - ნეტარი სტეფანესი და ნეტარი ანგელინასი (XV ს.) - სერბეთის მთავართა.მართალი იოანესი, მისი ძმის - მაქსიმესი და მათი მშობლების უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულება.
|
|
აღდგომის წინა დღეს პყრობილი მეფისწულის საზიარებლად არიანელი ეპისკოპოსი გაგზავნეს, მაგრამ უფლის რჩეულმა არ მიიღო ერეტიკოსი. გამძვინვარებულმა არიანელებმა ნეტარს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 586 წელს, 13-14 აპრილს.
|
|
წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე, რომლის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია აღასრულებს 15 (28) ივნისს, ცხოვრობდა XIV საუკუნეში.
წმიდა ლაზარე დაიბადა ქალაქ პრილეპცში, სერბი მეფის - სტეფან დუშანის დიდებულის - ლაზარე პრიბაც ხლებელიანოვიჩის ოჯახში. ბავშვობიდან ქრისტიანული რწმენით იზრდებოდა - გამოირჩეოდა სიმამაცით, კეთილშობილებით, გონიერებით და ზნეკეთილობით. ხასიათის ამ თვისებებით მან მიიპყრო თვით მეფე დუშანის ყურადღება - ლაზარე მიიწვიეს სამეფო კარზე სკოპიეში და ჩართეს სახელმწიფო საქმეებში.
|
|
მოწამეობრივი აღსასრულის წინ კეთილმსახურმა მთავარმა ბოიანმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანობა მთელ ბულგარეთში გავრცელდებოდა, აშენდებოდა ქრისტიანული ტაძრები, ხოლო კერპები და სამსხვერპლოები შეიმუსრებოდა.
|
|
უნგრეთში 25 დეკემბერი არის უდიდესი დღესასწაული - წმიდა მეფის, იშტვანის (სტეფანეს) კორონაციის დღე.
|
|