საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > წმინდა მართლმადიდებელი მეფეები

სერბეთის მმართველ წმინდანთა ხსენების დღე
georoyal.ge
ნეტარი იოანე (+1503) და მშობელნი მისნი:
ნეტარი სტეფანე (+1446) და ნეტარი ანგელინა - სერბეთის მთავარნი


23 დეკემბერს არის ხსენება  ნეტარი იოანესი, მისი ძმის - მაქსიმესი და მათი მშობლების -  ნეტარი სტეფანესი  და ნეტარი ანგელინასი (XV ს.) - სერბეთის მთავართა.მართალი იოანესი, მისი ძმის - მაქსიმესი და მათი მშობლების უხრწნელ ნაწილებთან  მრავალი სასწაული აღესრულება.


სერბეთის მმართველის, სტეფანე ბრანკოვიჩისა და მისი ოჯახის ცხოვრება მოულოდნელობებითა და განსაცდელებით იყო აღსავსე. წმიდა სტეფანე უსინათლო განიწმინდა უფლის სახელისათვის მძიმე სატანჯველებით მეუღლესთან - წმიდა ანგელინასთან და ვაჟებთან - მაქსიმესთან და იოანესთან ერთად. ყმაწვილობაში ის გარკვეული დროის მანძილზე თავის დასთან ერთად (რომელიც ძალდატანებით იყო გათხოვილი სულთანზე) იმყოფებოდა სულთან მურად II-ის კარზე და  წაართვეს თვალისჩინი იედრენში. 1458 წლიდან წმიდა სტეფანე სერბეთის მმართველია, მაგრამ მალე იძულებული ხდება გაიქცეს ალბანეთში, სადაც დაქორწინდა მეფე გიორგის ქალიშვილ ანგელინაზე. დევნილობაში აღზარდა მან ორი შვილი. მიიცვალა იტალიაში - უსინათლო და მიუსაფარი, მაგრამ სრულად მინდობილი უფალზე. ღმერთმა მიანიჭა მას მარადიული სიხარული - უხრწნელი, კეთილსურნელოვანი და სასწაულთმოქმედი წმიდა ნეშტით. XV საუკუნის დასასრულს სერბეთის მმართველი გახდა წმიდა სტეფანესა და ანგელინას

ძე - ნეტარი იოანე. მათი მეორე შვილი მაქსიმე იყო ვალახეთისა დარუმინეთის არქიეპისკოპოსი. სიცოცხლის ბოლოს მან დააარსა მონასტერი კრუშედოლში,  სადაც მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები დავანებული იყო მშობლებისა და ძმის - წმიდა იოანეს წმიდა ნაწილებთან ერთად, რომელთაგან შემდგომში მრავალი სასწაული აღესრულა.

სურათზე: ზარდახშა ბრანკოვიჩთა წმიდა ნაწილებით კრუშედოლის მონასტერში

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი
9 (22) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა კირილეს, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის (+444) ხსენების დღეს.
ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
gaq