|
|
თამარ მეფის მემატიანეს აღწერილი აქვს შემდეგი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან:
- ვერ გაიტაცა მეფე თამარი ამქვეყნიურმა შვება-სიამემ, ვერც სამეფო გვირგვინისა და კვერთხის ძლიერებამ, ვერც ძვირფას ქვათა სიუხვემ და სხვა ულევმა სიმდიდრემ, რამეთუ ყველაზე მეტად მან უფალი ღმერთი შეიყვარა და ზურგი აქცია ქვეყნიურ საცდურთ.
|
|
მეფე წმიდა ცხოველ სვეტს მიეახლა, დაემხო მის წინაშე, ცრემლით ალტობდა იატაკს და მხურვალედ ევედრებოდა უფალს შენდობას...
|
|
ქართველი მეფეები მაგალითის მიმცემნი იყვნენ ხალხისათვის არა მარტო საერო საქმეებში - ბრძოლის ასპარეზზე და ქველმოქმედებაში - ისინი უპირველესად სულიერებაში წარემატებოდნენ და სულიერად განამტკიცებდნენ უკლებლივ მთელ ერს - აზნაურთა და უაზნოთა.
|
|
ღვთისმშობლის მეოხებით მიწიერი შეწევნა არ მოჰკლებია დავითს – მისმა თანაშეზრდილმა გლეხის ბიჭმა სოსანამ, რომელიც თან გაიყოლა უცხოობაში დავითმა, ინიშნა საპყრობილე და ყოველდღე ჩუმჩუმად ასაზრდოებდა პურითა და წყლით. ასე ზრუნავდა და ანუგეშებდა სოსანა თავის ბატონსა და მეგობარს შვიდი წლის განმავლობაში, მაშინ, როდესაც დავითი ყველას მკვდარი ეგონა აქაც და იქაც – საქართველოში.
|
|
მემატიანის შეფასებით: „ვახტანგ მეფე იყო: „ღვთის მოშიში, სამღვდელოთა პატივისმცემელი, მოწყალე და ყოვლითა კეთილითა სრული და არავისი მოშურნე“. იგი ეძიებდა სასუფეველსა ღვთისასა და მოიპოვა კიდეც საოცარი თავგანწირვით.
|
|
ერთ-ერთ ომში, მეფე ვახტანგ გორგასალი თავისი ქართული ლაშქრით, სპარსელ მოკავშირეებთან ერთად იბრძოდა ბიზანტიელთა წინააღმდეგ, მაგრამ დაპირისპირების მიუხედავად, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, მეომრებს საგანგებოდ მოუწოდებდა ეკლესიების ხელშეუხებლობისაკენ, ათავისუფლებდა ტყვეებს და მეფის ლმობიერებას მინდობილი მრავალი მღვდელი და მონაზონი გამოვიდა სამალავიდან.
|
|
ერეკლე მეორისა და დარეჯანის უფროსმა შვილმა ლევანმა ალაზანზე ლეკები დაამარცხა, დადგა სოფელ ველისციხეს; იქ უცბად გარდაიცვალა. ერეკლეს მტრებმა ხმა დაყარეს: ერთი კაცი თავის ცოლზე ლევან ბატონიშვილს მისწრებია და ხანჯლით მოუკლავსო. ეს ამბავი ერეკლეს მაშინათვე მოახსენეს. ერეკლემ არც თვითონ იგლოვა და არც სხვები აგლოვა.
|
|
"ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი" მოგვითხრობს: "ერთხელ შეიყარნენ მეფის წინაშე სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა წინამძღვრები, რომლებიც იჩემებდნენ, ყოვლად განსწავლულნი და მეცნიერნი ვართო, და სთხოვეს, კრების მოწვევა ებრძანებინა, რათა გამოეძიათ სჯულის საკითხები და ეკამათათ ქართველებთან: თუ ვისი სარწმუნოება იყო ჭეშმარიტი - ქართველების თუ სომხების. თუ სომხები დამარცხდებოდნენ ამ კამათში, ისინი ერთხმად აცხადებდნენ, ჩვენს სჯულს შევაჩვენებთო; ხოლო თუკი გავიმარჯვებთ, მაშინ ნუღარც მწვალებლებს გვიწოდებთ და ნუღარც შეგვაჩვენებთო.
|
1 |
|
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე. | 29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
|