საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > უფლის მსასოებელი გვირგვინოსნები

ღვთისმშობლის ხატის მიერ გადარჩენილი უფლისწული

ლაშა გიორგის სიკვდილის შემდეგ, მისივე ანდერძის თანახმად, საქართველოს ტახტზე უნდა ასულიყო დაი მისი რუსუდან, ხოლო მას შემდეგ – უფლისწული დავითი. დედოფლობის პირველ ხანებში რუსუდანი მზრუნველობას არ აკლებდა ძმისშვილს, მაგრამ როდესაც არზრუმის სულტნის ვაჟზე დაქორწინებულს, საკუთარი შვილი გაუჩნდა, წინანდელი სიყვარული სიძულვილმა შეცვალა და შიშმა, რომ თანახმად ძმის ანდერძისა, მას ჩამოართმევდნენ მეფობას, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ საქართველოს ტახტს საკუთარი ძის ნაცვლად ლაშა გიორგის შთამომავლები დაიმკვიდრებდნენ.

რუსუდანი, ერთი, რომ ვერ პატიობდა ძმისწულს დედის მდაბიო წარმომავლობას და მეორეც – აფრთხობდა უფლისწულის, როგორც მეტოქის სამეფო ღირსებებიც.

ხოლო იმისათვის, რათა სახიფათო მოწინააღმდეგე ჩამოეცილებინა თავიდან, რუსუდანმა გადაწყვიტა სიცოცხლეს გამოესალმებინა ყმაწვილი, მაგრამ არა თავისი ხელით, არამედ სხვისი შუამავლობით, რათა ხალხს არ შეეტყო მისი ბრალეულობა და სიკვდილი მიეწერათ უბედური შემთხვევისათვის. ამისათვის მან უბოროტესი ხერხი აირჩია – თავდაპირველად დავითი გაისტუმრა შორეულ მგზავრობაში – თავის ქალიშვილ თამართან, რომელიც მცირე აზიაში იყო გათხოვილი და სულთან ყიასდინს ჰყავდა ცოლად და თან წერილიც მიადევნა, რომ სიძე-ქალიშვილს მოეკლათ მისი ტახტის მოქიშპე ძმისშვილი. მაგრამ არც თამარს, რომელსაც გულწრფელად უყვარდა თავისი ბიძაშვილი – მშობლიურ ენაზე ერთადერთი გამომლაპარაკებელი და მისებრ ხატ-ჯვარზე მლოცველი, და არც მის მეუღლეს ფიქრადაც არ გაუვლიათ ამ უკეთური მოთხოვნის ასრულება და როდესაც გამძვინვარებულმა დედოფალმა ვერ აისრულა გულისწადილი, სულმთლად ვერაგულ საშუალებას მიმართა – თავის სიძეს მისწერა, ჩემი ქალიშვილის – შენი ცოლის გამოსარჩლების მიზეზი ბიძაშვილისადმი არის არა ნათესაური, არამედ ვნებისმიერი ცოდვიანი სიყვარულიო.

ამ ცილისწამებამ კი ადვილად მიაღწია მიზანს – სულთანი ეჭვითა და რისხვით აივსო, ცოლს ორგულობა და ღალატი დასწამა და ჯოჯოხეთურ ტანჯვაში ჩააგდო. უარესი დღე დაადგა დავითს – მას გადაუწყვიტეს წამებით მოკვდინება – სულთანმა მენავეებს გადასცა იგი, რათა შუაგულ ზღვაში ჩაეგდოთ დასახრჩობად განწირული. მართლაც, მენავეებმა ჩასვეს ნავში დავითი და, როცა შუა ზღვაში შევიდნენ, დაუპირეს წყალში გადაგდება. დავითმა უკანასკნელი თხოვნის შესრულება სთხოვა მათ – ლოცვის უფლება მიეცათ მისთვის და როცა ისინი დაითანხმა, უბიდან ამოიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატარა ხატი, რომელზეც მავედრებელი დედა ღვთისა იყო გამოსახული და, რომელსაც დავითი განუშორებლად თან ატარებდა. უეჭველი სიკვდილის წინ ქართველმა უფლისწულმა ასეთი ლოცვით მიმართა დედა ღვთისმშობელს:

«ყოვლადწმიდაო დედოფალო, დედაო მხსნელისა ჩვენისა იესო ქრისტესო, ცოდვილთა შესავედრებელო და ნუგეშინისმცემელო, შენ შეივედრე სული ჩემი, რამეთუ შენ ხარ ნუგეშინისმცემელი მწარისა ამის სიობლისა ჩემისა და უსამართლოდ სიკვდილისა, რამეთუ სამარესა და მიწასა შინაც დაფლვად არავინ ღირს მყო, რამეთუ საჭმელად თევზთა მივეცემი და საფლავი ჩემი არა საცნაურ იქნების; არამედ მოწყალებათა შენთა მინდობილი ვითხოვ უკანასკნელს ამას ჟამს, რათა მიხსნა ჰაერის მცველთა - ეშმაკთა ხელთაგან და საშინელთა მათ სატანჯველთაგან, რომელსა მიდიან ჩემებრ ცოდვილნი და ბრალეულნი».

გაასრულა თუ არა ლოცვა, დავითმა გულზე დაიკიდა ღვთისმშობლის ხატი. მერე ვიდრე ზღვაში გადააგდებდნენ, ერთ მენავეს შეებრალა უბედური ყმაწვილი და ხელში მომცრო ფიცარი მისცა. მენავეებმა ჩააგდეს ზღვაში უფლისწული და აჩქარებით მოუსვეს ნიჩბებს, რათა დროზე გასცლოდნენ განწირულს.

ყმაწვილი ამ ფიცრიანად აჰქონდა და დაჰქონდა აღელვებულ ზღვას, ჩაძირვით კი არ სძირავდა და დავითიც სასოწარკვეთილებას არ ეძლეოდა, რადგან ღვთისმშობლის იმედი ჰქონდა, რომლის ხატიც გულზე ეკიდა. მართლაც, უეცრად დიდმა ქარმა მოჰბერა შუა ზღვიდან, ვეებერთელა ტალღამ ყმაწვილი სწრაფად წამოიღო ნაპირისკენ, შეუსვენებლივ ატარა, მიუახლოვა ხმელეთს და გააჩერა ნაპირის ახლო თხელ წყალში. იგი იმდენად მოქანცული იყო, წამოდგომისა და ნაპირზე გასვლის ძალა არ ჰქონდა. ამ დროს მას თვალი მოჰკრა ხმელეთიდან ერთმა ვაჭარმა, სწრაფად შეგზავნა ზღვაში მოცურავე და ნაპირზე გამოაყვანინა ყმაწვილი. როდესაც მან გადარჩენილის ვინაობა შეიტყო, შინ წაიყვანა და ექვსი თვის განმავლობაში მართლაც მეფურ პატივში ჰყავდა. თუმცა სტუმარიცა და მასპინძელიც ხიზანის ვინაობას არ ამხელდნენ, ბოლოსდაბოლოს მაინც მიაღწია სულთნის ყურამდე დავითის გადარჩენის ამბავმა. დავითი შეიპყრეს და სულთანმა მას კიდევ უფრო საშინელი სასჯელი განუწესა. დავითი ჩააგდო ღრმა, ნესტიან ორმოში, სადაც ის უნდა დაღუპულიყო უსმელ-უჭმელი. ერთადერთი მოწყალება მოიღო სულთანმა მასზე – შეიწყნარა მისი თხოვნა და ნება მისცა თან ჩაეტანა ორმოში ზღვაში მისი გადამრჩენი ღვთისმშობლის ხატი. უბედური ყმაწვილი ჩაუშვეს საშინელ ხაროში, ზევიდან დაადეს ვეებერთელა ლოდი და ცოცხლად დამარხეს.

ორმო სავსე იყო გველგესლებით, რომელთაგან ერთმა დაკბინა დავითი, მაგრამ დანარჩენებმა შესჭამეს ის გველი და მკბენელი გველის გესლი გამოსწოვეს დავითს და განკურნეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შემწეობით, რომელიც მთელი შვიდი წლის განმავლობაში იფარავდა მასზე მავედრებელ უფლისწულს. ღვთისმშობლის მეოხებით მიწიერი შეწევნა არ მოჰკლებია დავითს – მისმა თანაშეზრდილმა გლეხის ბიჭმა სოსანამ, რომელიც თან გაიყოლა უცხოობაში დავითმა, ინიშნა საპყრობილე და ყოველდღე ჩუმჩუმად ასაზრდოებდა პურითა და წყლით. ასე ზრუნავდა და ანუგეშებდა სოსანა თავის ბატონსა და მეგობარს შვიდი წლის განმავლობაში, მაშინ, როდესაც დავითი ყველას მკვდარი ეგონა აქაც და იქაც – საქართველოში.

ამასობაში დედოფალმა თავისი ცოდვილი სული მიაბარა უფალს და მის ვაჟს, დავით ნარინს კი უცხოობაში – ყარაყორუმს გაუხანგრძლივდა ყოფნა. უპატრონოდ დარჩენილ საქართველოს მტერი ჩაგრავდა და ავიწროებდა. საქართველოს ერისთავები და დიდებულები წუხდნენ და არ იცოდნენ, როგორ ეშველათ ქვეყნისათვის და ვინ დაესვათ მეფედ. სწორედ ამ დროს, ერთი ვაჭრის პირით მიაწვდინა სოსანამ საქართველოში ხმა – ცოცხალია ძე ლაშა გიორგისაო. ქართველებმა დაუყოვნებლივ გამოგზავნეს სულთნის საბრძანებელში ორი გამორჩეული დიდებული – ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი. მათ მოსძებნეს უფლისწულის სამყოფელი და, როდესაც თოკი ჩაუშვეს ორმოში და დავითი იქიდან ამოიყვანეს, იმისთანა ყოფაში იხილეს, რომ თუმცა გულმაგარი ვაჟკაცები იყვნენ, მათაც კი ვერ გაუძლეს მისი საცოდაობის დანახვას და მდუღარე ცრემლი წასკდათ თვალთაგან. დავითი ვარამ გაგელსა და სარგის თმოგველს გაჰყვა საქართველოში, სადაც აუწერელი სიხარულით მიეგებნენ რწმენით გადარჩენილ ღმერთის მსასოებელ უფლისწულს ერისთავები, დიდებულები, თავად-აზნაურები, სამღვდელოება და გლეხობა – მთელი ქართველი ხალხი!

დავით-ულუს ღვთისადმი სასოების დასტურია ფრაგმენტი მისი ბიოგრაფიიდან, რომელსაც გვამცნობს  ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსი“:

„დასნეულდა ძე მისი გიორგი ვიდრე სიკუდილად და იდვა, ვითარცა მკვდარი. მაშინ მოეხსენა მეფესა ხატი დმანისის ღვთისმშობელისა, წარვიდა ფეხთ-შიშველად და მოიყვანა ხატი იგი და დასდვა ძესა თვისსა; მყის განიკურნა და აღდგა; და განკვირდებოდნენ ფრიად მისნი მხილველნი. მერმე წავიდა სიბას და მოიქცა რა მუნით დასნეულდა თვით მეფე სენითა მუცლისათა, რამეთუ მკურნალთაგანცა უსასო იქმნა. მგზავრ მოაყვანინა ხატი მარტყოფისა ხელით-უქმნელი და შეხებისა თანა განიკურნა მეფე და მოვიდა ტფილისს, იხარებდა და მეფობდა კეთილად ყოველთა ზედა“.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq