საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > უფლის მსასოებელი გვირგვინოსნები

დავით მეფის სინანული სვეტი ცხოვლის მიმართ ეჭვის გამო

ეჭვი და უჯერო ფიქრი ზოგჯერ წმიდა ადამიანებსაც სწვევია. მაგრამ უმალვე საღვთო განგებულებას თავისი ძალმოსილი გამოვლინებით განუფანტავს მათი ყოველგვარი დაეჭვება და კვლავ და კვლავ განუდიდებინებია უფალი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება.

რა დიდი იყო მეფეთა შორის დავითი, თავისი ყოველი სიტყვით ყველა ადამიანზე მეტად მსასოებელი ღმრთისა, მაგრამ სვეტიცხოვლის მიმართ ერთხელ ცოტაოდნად დაეჭვებულა და გულში უთქვამს: ”ვიცი კი, რა დევს ამ სვეტის ქვეშ და რასა ვცემ თაყვანს?!” და ამას ფიქრობდა იმ ბოროტი სულის ჩაგონებით, ვინც კაცთა მოდგმის დაუძინებელი მტერია - ყველაზე მეტად კი ღმერთის მსახური და წმიდა ადამიანებისა.

და აი, ერთხელაც, როცა ეს ღვთისმოყვარე მეფე ქვემო ქართლის მხრიდან მოემართებოდა, ეკლესიაში შემოვიდა და ცხოველ სვეტს მიეახლა სალოცავად. ამასთან, კვლავაც ბრკოლდებოდა ეჭვით განმსჭვალული ფიქრით. მოლოცვის შემდეგ თავისთან წავიდა და იმ ღამით ასეთი ჩვენება იხილა: ცხოველ სვეტს მოხუცი ვინმე დადგრომოდა, ძველი დროის მსგავსად და იმგვარი ნათლით იყო გაბრწყინებული, რომ მისგან ელვისებრ გამოკრთოდა ცეცხლის ალები, რის გამოც ადამიანი თვალს ვერ გაუსწორებდა. ამ საკვირველი სახილველით შეძრწუნებულ მეფეს მოხუცმა საშინელი ხმით მიმართა ზემოდან და უთხრა:

”დავით, დავით! განა არ უწყი, ვინა ვარ მე, რომელსაც აქ მხედავ?! იცოდეთ შენც და ყველამ,  რომ ვისაც ჩემდამი მტკიცე სასოება აქვს, არასოდეს იქნება სირცხვილეული! მაშ, ნუ იქნები ურწმუნო ჩემს მიმართ ნურაფერში, რამეთი ყოველი ურწმუნო დიდ სასჯელს მიიღებს!”

ძალზე შეშინებულ დავით მეფეს ძილი გაუკრთა და იგი უმალ წამოიჭრა საწოლიდან, ამხედრდა და  ღამიანად წამოვიდა ეკლესიაში ცისკარზე. როცა პატრიარქმა და მცხეთას მყოფებმა მეფე დაინახეს, ასე უდროოდ და მოულოდნელად მოსული, დიდად განკვირდნენ და შეშინდნენ. მეფე კი მაშინვე წმიდა ცხოველ სვეტს მიეახლა, დაემხო მის წინაშე, ცრემლით ალტობდა იატაკს და მხურვალედ ევედრებოდა უფალს შენდობას თავისი უწინდელი ცდუნებისა და ეჭვისათვის.

პატრიარქმა ჰკითხა მეფეს, რა შეგემთხვაო და მანაც დაწვრილებით მოუთხრო ყოველივე, რაც კი იმ ღამის ჩვენებით იხილა. პატრიარქმაც და  ყველა იქ მყოფმაც ერთხმად განადიდეს უფალი ღმერთი და სვეტიცხოველი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq