საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > უფლის მსასოებელი გვირგვინოსნები

ვახტანგ III

მემატიანის  შეფასებით: „ვახტანგ მეფე იყო: „ღვთის მოშიში, სამღვდელოთა პატივისმცემელი, მოწყალე და ყოვლითა კეთილითა სრული და არავისი მოშურნე“. იგი ეძიებდა სასუფეველსა ღვთისასა და მოიპოვა კიდეც საოცარი თავგანწირვით.

ხარბადი ყაენმა მოისურვა გილანის დაპყრობა და მოკავშირეებად ქართველები იხმო. დამარცხდა ყაენი, მაგრამ ვახტანგს და მის ლაშქარს საარაკო მხნეობისათვის დიდი პატივი სცა და დასაჩუქრებულები გამოისტუმრა საქართველოსაკენ.

ყაენის დამარცხებით ისარგებლეს მაჰმადიანებმა და დაარწმუნეს ხარბადი: ,,თუ შენ არ დაატევებინებ ქრისტიანეთა სჯულს და არ გაამაჰმადიანებ მათ, თუ არ მოაოხრებ მათ ეკლესიებს, ვერასოდეს დაამარცხებ მტერს და შენი ხელმწიფობაც არ წარგემართებაო“.

ეს ჩაგონება დაიჯერა ყაენმა და ერთ–ერთი ნოინი გამოგზავნა საქართველოსკენ, ქართველთათვის სჯულის შესაცვლელად და ეკლესიათა მოსაოხრებლად. ნოინმა დაიწყო ეკლესიების ნგრევა და ნახჭევანში ვახტანგ მეფეს წამოეწია. როდესაც მეფემ შეიტყო ეს ამბავი, კი არ შეშინდა, ,,არამედ უმეტესად განმხნევდა და განამხნევებდა თავის სპათა, შეახსენებდა ქრისტეს მცნებებს და აღთქმებსა, მოწამეთა მხნეობას და მოუწოდებდა მათ, რათა წარმდგარიყვნენ ყაენის წინაშე, იქ ეღიარებინათ ქრისტე და თავი დაედოთ მისთვის“. ლაშქარმაც სიხარულით მოუსმინა მეფეს და ეახლნენ ყაენს.

ხოლო, როდესაც ყაენმა დაინახა ვახტანგ მეფე თავისი ლაშქრით უკან მობრუნებული, ძლიერ გაუკვირდა. მაშინ ვახტანგი ,,წინააღუდგა დატევებისათვის ქრისტესა და მოოხრებისათვის ეკლესიებთა“. განრისხებულმა ყაენმა ლაშქრიანად შეიპყრო იგი და ქრისტესთვის ტანჯვით მოკლა ვახტანგ მეფე.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq