საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > უფლის მსასოებელი გვირგვინოსნები

როგორ იცავდნენ მარხვას საქართველოს მეფენი
ნინო ტარყაშვილი

მეფე ბაკურ დიდი და დედოფალი დუხტი

  

მეფე ბაკურ დიდი და მისი მეუღლე დუხტი, მიუხედავად მეფური წარმომავლობისა, მონაზვნურ–ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდნენ. ისინი ღვთისმოშიშობის ისეთ სიმაღლეზე ავიდნენ, რომ ერთმანეთში დადებული შეთანხმების საფუძველზე ხორციელი კავშირი შეწყვიტეს და დაკმაყოფილდნენ იმ შვილებით, რომელნიც უკვე ჰყავდათ. მეფე ბაკური, გარდა იმისა, რომ ლოცულობდა და მარხვას მკაცრად ინახავდა, კვირაში სამჯერ გვიდა ქალაქის ეკლესიას და გლახაკთა თავშესაფარში თავად მიჰქონდა საჭმელი კალათებით. ერთხელ იგი სპარსთა მეფესთან ერთად სალაშქროდ გაემართა. როგორც კი მზე ამოიწვერა, სპარსთა მეფე და მისი მხლებლები ცხენებიდან ჩამოხტნენ, რათა მზისთვის თაყვანი ეცათ. მხოლოდ მეფე ბაკური დარჩა ცხენზე ამხედრებული. "მე ქრისტიანი ვარ და თაყვანს ვცემ მხოლოდ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, ყოველთა შემოქმედს და არა მის მიერ გაჩენილ მზეს", – აღნიშნა ბაკურ დიდმა. ბაკურის მეუღლემ, დედოფალმა დუხტიმ ტანთ ძაძა ჩაიცვა. ძვირფასი სამკაულები გაყიდა და აღებული თანხა ღარიბებს დაურიგა. მხურვალედ მლოცველ დუხტის უფლისაგან კურნების ნიჭი მოემადლა.

  ათას ხუთასი მეტანიით მოპოვებული მადლი

 

წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულზე ჟამთააღმწერელი გვამცნობს: ახალგაზრდა მეფეს „ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუხლთყრა ფრიადი, რამეთუ ათას ხუთასი მუხლი მოადგის მდაბლად მიწასა ზედა, ესრეთ ყოვლითურთ განშვენებული და განათლებული იყო“. სამწუხაროდ, შემდგომ მეფე „სისრულისაგან მცირედ მიდრკა და აღერია წარმართთა და ისწავლა საქმენი მათი უძღებებისა და სიძვისა“. და მოიყვანა სამი ცოლი. ნიკოლოზ კათოლიკოსი დღენიადაგ „ამხილებდა მრავლად და ვერ არწმუნა“ და „ამისათვის დაუტევა კათოლიკოსობა“. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებით „მოიწია წინაშე დიმიტრი მეფისა“ წინასწარცნობის მადლით გაბრწყინებული მონაზონი ბასილი, რომელმაც ჰკადრა მეფეს: „უკეთუ დაუტევნე უწესონი ქორწინებანი, მე თავმსდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობანი შენი“. ხოლო როცა ვერაფრით შეასმინა მეფეს, საბოლოოდ უთხრა მას: „უკეთუ არ განეყენო უწესოთა ქორწილშეყოფათა და შეურაცხყვენ სიტყვანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ“. მხოლოდ მოწამეობრივი აღსასრულით შეძლო მეფემ თავისი შეცდომების გამოსყიდვა და დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი. ხოლო ამ თავგანწირული ნაბიჯის გადადგმაში, მას უთუოდ ეხმარებოდა მარხვისას ათას ხუთასი მეტანიით მოპოვებული მადლი.

 

როგორ იცავდა წმიდა მეფე ლუარსაბი დიდმარხვას

დიდმარხვის დროს შაჰის ნადიმზე ლუარსაბმა შემოთავაზებული თევზი არ ჭამა. მან პირდაპირ უთხრა შაჰს: დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ - ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო. სიბრაზისაგან გახელებულმა შაჰმა პირდაპირ სჯულის უარყოფა მოსთხოვა მეფეს

- მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო! - მხნედ უპასუხა ლუარსაბმა.

დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები, რათა ეცდუნებინათ მეფე - „შეიბრალე შენი სიჭაბუკე, თუ არა, მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელისო. „რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანება ყაენისაო“ - პასუხობდა წმიდა ლუარსაბი.

 

მეფე გიორგის უკანასკნელი სათხოვარი

საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII დიდი მმარხველი და მლოცველი იყო. ის განსაკუთრებით განიცდიდა იმ ამბავს, რომ „განმანათლებლური“ იდეების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მისი ძე, ტახტის მემკვიდრე დავითი, საჭიროდ სულაც არ მიიჩნევდა მარხვის დაცვას. შეშფოთებულმა და შეწუხებულმა მეფემ შეუთვალა რუსეთში მყოფ ვაჟიშვილს: „თუ ჩემი სიამოვნება გინდა, მარხვის ჭამაზედ ხელი აიღე და ეკლესიაში ხშირად იარეო“. დავითმა კი დაუბარა: „რაც მე მწამს, ის შენ გაგიწყრესო და შენ რაცა გწამს, მე გამიწყრესო“.

მაშინ ბრძანა მეფე გიორგიმ ფსალმუნი ესე: „დადგა იგი ყოველსა გზასა არა კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინაო“.

კიდევ არა ერთხელ შეახსენა მეფემ ვაჟიშვილს თავისი ქრისტიანული ვალი: შვილო დავით, თურმე თეატრს წარმოდგენას ეძახი და წირვას სათამაშოს. ნუ იქცევი ეგრე. მოიქეც და იწამე, თორემ ღმერთი ღვთისმგმობელს ტახტს არ აღირსებსო. მაგრამ ამაო გამოდგა მამის შეგონება. სამწუხაროდ, გამართლდა მისი წინასწარმეტყველება - დავითმა სამეფო ტახტი დაკარგა.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq