საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > უფლის მსასოებელი გვირგვინოსნები

დავით აღმაშენებელი საღვთისმეტყველო პაექრობაზე

"ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი" მოგვითხრობს: "ერთხელ შეიყარნენ მეფის წინაშე სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა წინამძღვრები, რომლებიც იჩემებდნენ, ყოვლად განსწავლულნი და მეცნიერნი ვართო, და სთხოვეს, კრების მოწვევა ებრძანებინა, რათა გამოეძიათ სჯულის საკითხები და ეკამათათ ქართველებთან: თუ ვისი სარწმუნოება იყო ჭეშმარიტი - ქართველების თუ სომხების. თუ სომხები დამარცხდებოდნენ ამ კამათში, ისინი ერთხმად აცხადებდნენ, ჩვენს სჯულს შევაჩვენებთო; ხოლო თუკი გავიმარჯვებთ, მაშინ ნუღარც მწვალებლებს გვიწოდებთ და ნუღარც შეგვაჩვენებთო.

მოუწოდა დავით მეფემ კათოლიკოს იოანეს და მის ეპისკოპოსებს, აგრეთვე მეუდაბნოე ბერებს, არსენი იყალთოელს, კაცს განმმარტებელსა და ბერძენთა ფილოსოფიაში განსწავლულს, და სხვა მეცნიერ და ბრძენ მამებს, და მოაწყვეს სიტყვის-გება გამთენიიდან მეცხრე ჟამამდე, რადგან ორივე მხარე, ძლევის სურვილით, ისე      ჩახლართულ სიტყვამრავლობაში შეიჭრა, საიდანაც გამოსვლაც კი უძნელდებოდათ. ბოლოს მობეზრდა მეფეს ეს ყოველივე და უთხრა მოპაექრეებს:

- თქვენ, მამანო, ისეთ სიღრმეებსა და შეუცნობელ საგნებს მისწვდებით სიტყვით, ფილოსოფოსთა მსგავსად, რომ ჩვენ, ამ უსწავლელ ერისკაცთ ვერაფერი გაგვიგია! თქვენც იცით, რომ მე შორსა ვარ განსწავლულობისა და მეცნიერობისაგან,როგორც მხედრობათა და საომარ საქმეთა შორის აღზრდილი. ამიტომ უსწავლელი და მარტივი სიტყვით მოგმართავთ!

და ამის თქმაზე ისეთი მჭევრი და ღმრთივსულიერი სიტყვით ამეტყველდა მეფე დავითი, რომ ყველასათვის უეჭველი შეიქნა - ღმერთი ანიჭებდა ამის ძალას; ისეთ იგავთ და სახეთ წინადაუდებდა, ისეთ საკვირველ და უცილობელ ახსნა-განმარტებებს სთავაზობდა, რომ აღარაფერი დაუტოვა სათქმელი სომხებს და სრულიად დაამუნჯა ისინი ისევე, როგორც ეს ოდესმე ბასილი დიდმა უყო თავის გამომცდელ სომხებს ათენში. ამით ისეთი თავზარი დასცა მწვალებლებს, რომ მათ, სრულიად უღონოებმა, აღიარეს თავიანთი დამარცხება და მხოლოდ ესღა თქვეს:

- ჩვენ, მეფეო, მოწაფე გვეგონე ამ თქვენი მოძღვრებისა, აწ კი ვხედავთ, რომ თვით ყოფილხარ მოძღვართ მოძღვარი!

და ასე, ვაი-ვიშითა და ოხვრით, სირცხვილეულნი მიბრუნდნენ თავიანთ ქვეყანად, ისე, რომ მეტად აღარ გაუბედიათ ქართველებთან კამათი".

 

წმინდა თამარ მეფის საკვირველი ხილვა

თამარ მეფის მემატიანეს აღწერილი აქვს შემდეგი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან:

- ვერ გაიტაცა მეფე თამარი ამქვეყნიურმა შვება-სიამემ, ვერც სამეფო გვირგვინისა და კვერთხის ძლიერებამ, ვერც ძვირფას ქვათა სიუხვემ და სხვა ულევმა სიმდიდრემ, რამეთუ ყველაზე მეტად მან უფალი ღმერთი შეიყვარა და ზურგი აქცია ქვეყნიურ საცდურთ. ყოველღამ მღვიძარებდა, მუხლმოდრეკილი ილოცვიდა და მხურვალე ცრემლთაღვრით ევედრებოდა უფალს წყალობას მთელი ერისთვის, დანარჩენ დროს კი ხელსაქმეს უთმობდა, ღამ-ღამობით დაშვრებოდა და ამგვარი შრომით მოპოვებულ სახსარს ღარიბ-გლახაკთ და ქვრივ-ობოლთ შეაწევდა.

ერთი ასეთი შემთხვევა მოვიხსენიოთ:

ოდეს ღამით ხანგრძლივი ლოცვისა და შეუსვენებელი ხელსაქმობის შემდეგ დაღლილ თამარს უნებლიეთ მიეძინა, სიზმრისეულ ჩვენებაში საკვირველად წარმტაცი ადგილი იხილა - სამოთხე, რომლის სიმშვენიერის გადმოცემა არ ძალუძს ადამიანის ენას. იქ ოქრო-ვერცხლით შემკული ტახტები იდგა, წმინდანთა დასაჯდომელად. ერთ-ერთი მათგანი ყველაზე აღმატებული და ძვირფასი ჩანდა, ოქროთი და თვალ-მარგალიტით შემკული. როცა ეს ზეაღმატებული ტახტი იხილა, თამარმა გაიფიქრა:

"მე ხომ მეფე ვარ და ალბათ ეს ტახტიც ჩემთვის არის გამზადებული!"

და გაემართა კიდეც მისკენ, რათა ზე-დამჯდარიყო ხელმწიფებრივად. მაგრამ ნათლით მოსილმა კაცმა შეაჩერა და უთხრა:

"ეს ტახტი შენთვის არ არის განმზადებული, რადგან არ ძალგიძს მისი დასაკუთრება!"

გაოცდა თამარი:

"ვინ არის ჩემზე აღმატებული, რომ ეს ტახტი დაიკავოს?"

"ეს ტახტი შენს მსახურ დედაკაცს ეკუთვნის, რადგან თორმეტ მღვდელს მისი ხელით მოქსოვილი შესამოსელი აცვია, როცა საკურთხეველში ტრაპეზის წინაშე დგანან უსისხლო და პატიოსანი მსხვერპლის შესაწირად! ამიტომაც იგი შენზე აღმატებულია აქ. შენ კი, რაკი მეფე ხარ, ეგ დიდებაც გეყოფა, ხოლო ტახტად ეს იყოს საკმარისი შენთვის" - და დაბლა მდგომ, ნაკლები ღირსების ტახტზე მიუთითა...

გაიღვიძა თუ არა თამარმა, იმ მსახური დედაკაცის მოყვანა ბრძანა. და მართლაც, ღვთისნიერმა ქალმა აღიარა თავის ხელმწიფის წინაშე - ფარულად მოვქსოვე სამღვდელო კვართნი და ფილონნი და მივუძღვანე მღვდელმსახურებსო.

ამის შემდეგ წმინდა თამარმა ალექსანდრიიდან ვაჭრების მიერ ჩამოტანილი მატყლი შეიძინა, ძაფებად დართა და ასევე თორმეტი სამღვდელო შესამოსელი მოქსოვა, რომელნიც საკუთარი ხელით თავმდაბლად მიუძღვნა ღირსეულ მღვდელმსახურებს!..

 

პატარა კახი ზნეობის სადარაჯოზე

ერეკლე მეორისა და დარეჯანის უფროსმა შვილმა ლევანმა ალაზანზე ლეკები დაამარცხა, დადგა სოფელ ველისციხეს; იქ უცბად გარდაიცვალა. ერეკლეს მტრებმა ხმა დაყარეს: ერთი კაცი თავის ცოლზე ლევან ბატონიშვილს მისწრებია და ხანჯლით მოუკლავსო. ეს ამბავი ერეკლეს მაშინათვე მოახსენეს. ერეკლემ არც თვითონ იგლოვა და არც სხვები აგლოვა. მისი ბრძანებით, ლევანის გვამი კახეთიდან ავლაბრის დარიას ეკლესიაში დაასვენეს. ერეკლეს უთქვამს: "თუ ჩემი შვილი ლევანი მართლა ხანჯლით განგმირულია დედაკაცზე ქმრისაგან, ჭეშმარიტებას ვფიცავ, სახალხოთ ვათრევინებო ლევანის გვამს". მეფე ამალით ავლაბრისაკენ გაემართა. ლევანის სიკვდილით დამწუხრებული და მეფის ქადილით შეწუხებული ამალა სრული დუმილით მიემართებოდა. ერეკლემ შვილის ცხედარი ეკლესიიდან გარეთ, დღის სინათლეზე გამოასვენებინა, ტანს გაახდევინა და უბრძანა გაეჩხრიკათ სად იყო ნაჭრილობევი. ჭრილობა არსად არ აღმოაჩნდა, მთელი სხეული კი ძალზე ჰქონდა გალურჯებული. მაშინ ერეკლემ დაიჩოქა და მოთქმით ტირილს მოჰყვა.

კიდევ სხვა შემთხვევა:

ერთხელ, დილაადრიან ერეკლეს მოესმა, რომ მისი ორი მსახური ერთმანეთს ეკამათებოდა. ქართველმა მსახურმა ქურდაშვილმა თათარ მსახურს თურმე უთხრა: "შე რჯულ ძაღლო თათარო". ამის გამო, ერეკლეს ბრძანებით, ქურდაშვილს ენა ნემსით დაუჩხვლიტეს. მეფეს მსახურისათვის უთქვამს: კარგად უნდა იცოდე, რომ როგორც                    შენ შენი რჯული გიყვარს, ისე მაგას თავისიო. მეფეს თავისი სასახლიდან ქურდაშვილი გაუძევებია.

ხოლო თუ როგორი იყო ზრუნვა ქართველ ხალხში არსებული ზნეობრივი ტრადიციების დაცვისათვის, ამას შემდეგი მაგალითიც მეტყველებს.

მძიმე ავადობისას, მარხვაში, ერეკლეს გაუკეთეს ვარიის წვენი (შორვა), ბრინჯიც გაუკეთეს, - ექიმებმა თქვეს არგებსო. ერეკლემ სუნით იგრძნო და განრისხდა: მე რომ ხორციელს პირი დავაკარო, სხვები რას იზამენ, ქვეყანა გაირყვნებაო და მოიშორა საჭმელი.

ეს მომხდარა 1798 წლის 5 იანვარს და 11 იანვარს ერეკლე გარდაიცვალა.

ი. უთარაშვილის წიგნის "თეკლა ბაგრატიონის" (თბ., 1991წ.) მიხედვით.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-11-21
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: თბილისის, ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონი), დიმის (ბაღდადის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუამთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, რუსთავის, სეფიეთის (აბაშის რაიონი), ბერშუეთის (გორის რაიონი), აგარის (სიღნაღის რაიონი).
კრება წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა; მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა
8 (21) ნოემბერი
gaq