საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წინასწარმეტყველი ბარუქი
გია მამალაძე
28 სექტემბერს (ახალი სტილით 11 ოქტომბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა წინასწარმეტყველის - ბარუქის ხსენების დღეს (VI საუკუნე ქრისტეს შობამდე)

წმიდა ბარუქი იყო წმინდა იერემია წინასწარმეტყველის მოწაფე, მეგობარი, მისი წინასწარმეტყველებების ჩამწერი და თავადაც წინასწარმეტყველი. მან ჩაიწერა იერემის წინასწარმეტყველება იუდეველთა ცოდვების გამო ბაბილონელთა შემოსევის შესახებ და იერუსალიმის ტაძარში წაუკითხა ხალხს, თან ამხელდა ცოდვილებს. ორივე წინასწარმეტყველი ცდილობდა ხალხი სინანულის გზაზე დაეყენებინა და აფრთხილებდა ადამიანებს ღვთის რისხვის შესახებ. მათ მიმართ ცოდვილებს სიძულვილი აღეძრათ. გრაგნილები, რომელზეც ჩაწერილი იყო წინასწარმეტყველება, მეფემ დააწვევინა, ხოლო წინასწარმეტყველები საპყრობილეში ჩასვა.

საპყრობილედან ნაბუქოდონოსორის შემოსევის მერე გამოვიდნენ. წმინდა ბარუქი გოდებდა წმინდა იერემისთან ერთად ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დანგრევისა და იუდეველთა ტყვეობის გამო.

წმინდა ბარუქმა მიაბარა მიწას წმინდა იერემია, როდესაც იგი ჩაქოლეს.

წმინდა ბარუქი თავის წინასწარმეტყველებაში ამბობდა, რომ ცოდვების გამო დაისაჯნენ იუდეველნი, ცოდვების გამო დაატყდათ თავს ასეთი უბედურება - ბაბილონის ტყვეობა.

წმინდა ბარუქმა იწინასწარმეტყველა იუდეველთა დაბრუნება ბაბილონის ტყვეობიდან, ბაბილონის გაუდაბურება და უფლის განკაცება.

ბარუქი, 3, 36-38

3
6. ესე არს ღმერთი, არ შეირაცხოს სხუაჲ მის თანა.

37. მოიპოვა ყოველი გზაჲ ზედმიწევნულებისაჲ. და მისცა იგი იაკობსა, ყრმასა თჳსსა, და ისრაილსა, შეყუარებულსა მის მიერ.

38. ამის შემდგომად ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა თანა იქცეოდა.

წმინდა წინასწარმეტყველი ბარუქი შეეწიოს ჩვენს სამშობლოს და მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლებინოს ჩვენი ტერიტორიები ოკუპაციისაგან!

მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq