საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > წმინდა მართლმადიდებელი მეფეები

წმიდა მოწამე ერმინინგელდი, გუთების უფლისწული (+586)
ხს.1 (14) ნოემბერიწმიდა მოწამე ერმინინგელდი იყო გუთთა მეფის შვილი, იგი ესპანეთის ეპისკოპოსმა ლეანდრემ არიანელთა მწვალებლობიდან მართლმადიდებლობაზე მოაქცია. ერმინინგელდის მამა მტკიცედ იდგა არიანობაზე. ის ყოველმხრივ ეცადა, ძე კვლავ არიანელობაზე გადაედრიკა, მაგრამ ამაოდ. სარწმუნოებრივ ნიადაგზე მამა-შვილს შორის ატეხილი ბრძოლის დროს ერმინინგელდი შეიპყრეს და ბორკილებასხმული ვიწრო და ბნელ საკანში გამოამწყვდიეს. აღდგომის წინა დღეს პყრობილი მეფისწულის საზიარებლად არიანელი ეპისკოპოსი გაგზავნეს, მაგრამ უფლის რჩეულმა არ მიიღო ერეტიკოსი.

 გამძვინვარებულმა არიანელებმა ნეტარს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 586 წელს, 13-14 აპრილს. ძის სარწმუნოების სიმტკიცითა და სიმამაცით გაოცებულმა მამამ შეინანა თავისი საქციელი, მაგრამ მართლმადიდებლობის მიღება ვერ გადაწყვიტა და ეპისკოპოს ლეანდრეს უბრძანა, მისი მემკვიდრე რიჰარდი მაინც მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. გამეფების შემდეგ რიჰარდმა მთელს ქვეყანაში განამტკიცა მართლმადიდებლობა.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი
9 (22) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა კირილეს, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის (+444) ხსენების დღეს.
ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
gaq