საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > წმინდა მართლმადიდებელი მეფეები

წმიდა დიდმოწამე ლაზარე - სერბეთის მთავარი
georoyal.ge

 წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე, რომლის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია აღასრულებს  15 (28) ივნისს, ცხოვრობდა XIV საუკუნეში.

წმიდა ლაზარე დაიბადა ქალაქ პრილეპცში, სერბი მეფის - სტეფან დუშანის დიდებულის - ლაზარე პრიბაც ხლებელიანოვიჩის ოჯახში. ბავშვობიდან ქრისტიანული რწმენით იზრდებოდა -  გამოირჩეოდა სიმამაცით, კეთილშობილებით,  გონიერებით და  ზნეკეთილობით. ხასიათის ამ თვისებებით მან მიიპყრო თვით მეფე დუშანის ყურადღება -  ლაზარე მიიწვიეს სამეფო კარზე სკოპიეში და  ჩართეს სახელმწიფო საქმეებში.

დუშანმა მას მიათხოვა თავისი ნათესავი მილიცა - დიდი მთავრის, ნემანიჩთა ცნობილი საგვარეულოს წარმომადგენელ ვრატკოს ასული (ეს „იუგ-ბოგდანის“ სახელით ცნობილი ის ვრატკოა, რომელმაც კოსოვოს ომში ცხრა ვაჟიშვილი მიიყვანა და მათთან ერთად დაეცა გმირულად ბრძოლის ველზე).ლაზარეს და მილიცას ჯერ 5 ქალიშვილი ეყოლათ და შემდეგ - 3 ვაჟი. თუ რამდენად ღვთივსათნო ოჯახი ჰქონდათ, ამის თქმა შეიძლება იმის გათვალისწინებით,  რომ ცოლ-ქმარი და უფროსი ვაჟი სტეფანე წმინდანად შერაცხა მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

 დუშანის სიცოცხლეში სასიკეთოდ წარიმართა ქვეყნის ვითარება - მან  გააფართოვა სერბეთის საზღვრები და 1346 წელს  ახალ დედაქალაქ სკოპიეში  იმპერატორადაც გამოაცხადეს. სწორედ მაშინ ამაღლდა სერბული საარქიეპისკოპოსო საპატრიარქოს რანგში. მისი სიკვდილის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ  უფლისწულ უროშ V-ეს  ყოველმხრივ გვერდში ედგა ლაზარე, ბუნებით დამთმობმა ახალგაზრდამ ვერ შეძლო შინააშლილობით ძირგამოთხრილი მამის დანატოვარი ქვეყნის ჯეროვნად  მართვა და სერბული მიწების ღირსეულად პატრონობა.  1371 წელს  უროში გარდაიცვალა და მისი სიკვდილის შემდეგ  არაერთბრძოლაგადატანილი მთავარი ლაზარე სერბმა ხალხმა   „მეფის“ სახელით შეამკო. 

ლაზარე განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ტაძრებისა და მონასტრების მიმართ - იყო მათი ქტიტორი და ქველმოქმედი. სერბული და კონსტანტინოპოლის ეკლესიების შერიგების შემდეგ კრუშევცში ააგო წმიდა სტეფანეს ტაძარი -  დღეისათვის „ლაზარიცას“ სახელით ცნობილი. თურქებისგან დევნილ ბერ-მონაზვნებს ლაზარე სამლოცველოდ უჩენდა ადგილ-მამულებს -  1379 წელს სინაელი ბერებისათვის მან ააგო ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე და მონასტერი; ეს მონასტერი  მოქმედებს დღემდე და იწოდება“გორნიაკის“ სახელით. ლაზარე ეხმარებოდა ხილანდარის სერბულ მონასტერს ათონის მთაზე. მან  ხუროთმოძღვრები გაგზავნა ტაძრის გასაფართოვებლად; ზრუნავდა წმიდა მიწაზე დამკვიდრებულ სერბ ბერებზე, სინას მთაზე მყოფებზე  და კიდევ სხვა მრავალ ეკლე

სია-მონასტრებში. წმიდა ლაზარეს ყველაზე დიდი საეკლესიო ნამოღვაწარი მაინც არის ცნობილი მონასტერი რავანიცა - 1381 წელს დაფუძნებული   უფლის ამაღლების სახელობაზე.  მისი შუამდგომლობით კონსტანტინოპოლის ეკლესიის წინამძღვარმა თანხმობა განაცხადა სერბეთის მთავარეპისკოპოსის პატრიარქად ცნობაზე.  განსაკუთრებულ მზრუნველობას სერბების მთავარი იჩენდა ობლებისა და უპოვართა მიმართ, აგებდა თავშესაფრებსა და საავადმყოფოებს; ტაძრებთან და მონასტრებთან მას გამართული ჰქონდა სახალხო სკოლები.

ეს ის დრო იყო, როცა თურქებმა დაიპყრეს მეზობელი ქვეყნები და სერბეთის ხელში ჩასაგდებად ემზადებოდნენ. სერბეთს არ ასვენებდა თურქთა გამუდმებული თავდასხმები.  როგორც იუსტინე პოპოვიჩი წერდა: „თურქები სულ წინ მიიწევდნენ  ცეცხლითა და მახვილით  -სიცრუითა და ძალადობით იკვლევდნენ გზას სულ უფრო და უფრო დასავლეთისკენ, ისინი აღარ კმაყოფილდებოდნენ  ქრისტიანებისაგან ხარკით და ცდილობდნენ ყველა ქრისტიანი ხალხი სრულად დაექვემდებარებინათ და დაემონებინათ“.

თურქებს სათავეში ედგა  მურადI.  მასთან პირველი შერკინებისას  მან ლაზარეს წინაშე უკან დაიხია, შემდეგ წელს კი მას დამარცხება აგემა ვლატკო ვუკოვიჩმა ბოსნიაში; მაგრამ სერბთა შორის კვლავ იჩინა თავი შინააშლილობამ და ბოლოს მურადი და ლაზარე ერთმანეთს შეერკინენ  მთავარ, კოსოვოს ბრძოლაში.

ლაზარეს გვერდში ედგნენ ბოსნიის ვოევოდა ვლატკო ვუკოვიჩი, ივანიშ ხორვატი ხორვატიიდან და ლაზარეს სიძე, კოსოვოელი ვუკ ბრანკოვიჩი.

მურადს თან ახლდნენ ვაჟები - იაკუბი და ბაიაზიდი.

კოსოვოს ბრძოლა მოხდა 1389 წლის 15 ივნისს. ამ გადამწყვეტ ომში მამაცმა სერბმა ვოევოდამ, მილოშ ობილიჩმა  თურქთა ბანაკამდე მიაღწია და სულთანი მურადი განგმირა მახვილით.  ამ უეცარმა სიკვდილმა არია თურქთა რიგები, მაგრამ თურქების ხელმძღვანელობა გადაიბარა მისმა ვაჟმა ბაიაზიდმა და  ძლიერი შეტევებითა და თვალთმაქცური მანევრებით გარდატეხა შეიტანა ომში.  სწორედ ბაიაზიდმა მოიჰკვეთა თავი წმიდა ლაზარეს, რომელსაც მანამდე თექვსმეტი ჭრილობა ჰქონდა მიღებული და სამი ცხენი ჰყავდა გამოცვლილი.

როდესაც იხილა, თუ როგორი ღირსებით აღესრულა ლაზარე, ბაიაზიდმა უფლება მისცა ბერებს მისი ცხედარო ღირსებით დაეკრძალათ  ამაღლების ტაძარში  პრიშტინაში. ერთი წლის შემდეგ სერბი პატრიარქის რჩევით ლაზარეს შვილებმა მთელ მორწმუნე ერთან  ერთად გახსნეს  მისი სამარე და ლაზარეს ცხედარი დახვდათ უხრწნელი,  რომელიც კეთილსურნელებას გამოსცემდა. პროცესია ჯვრის დიდების მსვლელობით გაემართა რავანიცისაკენ, სადაც დაავანეს ლაზარეს წმინდა ცხედარი.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-22
მოციქულისა მატათასი (დაახ. 63); მოწამისა ანტონი ალექსანდრიელისა; ღირსისა ფსოე ეგვიპტელისა (IV); მოწამეთა: იულიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტიოსისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა (730).
ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)
8 (21) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი ექვთიმეს - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის (+1804) ხსენების დღეს.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq