საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > წმინდა მართლმადიდებელი მეფეები

წმიდა სტეფანე მილიუტინი - სერბეთის მეფე, ძმა მისი დრაგუტინი და დედა მათი ელენე
ხსენების დღე 12 ნოემბერი

წმიდა სტეფანე მილიუტინი, სერბეთის მეფე, ძმა მისი დრაგუტინი და დედა მათი ელენე. წმიდა სტეფანე სერბეთის სამეფო ტახტზე ავიდა 1275 წელს და 1320 წლამდე ბრძნულად განაგებდა ქვეყანას. წმიდა სტეფანეს მეფის ტახტი ნებაყოფლობით გადასცა მისმა უფროსმა ძმამ დრაგუტინმა, რომელმაც სამეფო მოღვაწეობას ბერული ცხოვრება არჩია და ფარულად მოღვაწეობდა მის მიერ გათხრილ ორმოში. მათი წმიდა დედა ელენე ლოცვითა და დედობრივი რჩევებით შეეწეოდა ხორციელი დიდებისა და სულიერი აღმაფრენის მწვერვალზე მდგომ წმინდა შვილებს.

დედამ და შვილებმა, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი იღვაწეს ერეტიკოსი ბოგომოლების ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისთვის. წმიდა დრაგუტინი გარდაიცვალა 1316 წლის 2 მარტს.

წმიდა მეფე სტეფანე მილიუტინი სიტყვითა და საქმით ახოვნად იცავდა მართლმადიდებელ სერბებს მრავალრიცხოვანი მტრებისაგან. ყოვლადსახიერი უფლის სამადლობლად მან ააგო ორმოცზე მეტი ტაძარი, მრავალი მონასტერი და დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარი განსაკუთრებით ათონის სავანეებზე ზრუნავდა. წმიდა სტეფანე გარდაიცვალა 1320 წლის 29 ოქტომბერს. ორი წლის შემდეგ აღესრულა ნეტარის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება.

წმიდა ელენემ, უფლის სათნომყოფელი ძეების კეთილმსახურმა დედამ, მეუღლის სიკვდილის შემდეგ საღვთო საქმეებისთვის გადადო თავი, სიკვდილის წინ მონაზვნად აღიკვეცა და 1306 წლის 8 თებერვალს მშვიდობით შეჰ

ვედრა სული უფალს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი
9 (22) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა კირილეს, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის (+444) ხსენების დღეს.
ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
gaq