საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

წმიდა სტეფანე უროში - სერბეთის მეფე
სტეფანე უროში იყო სერბეთის დამოუკიდებელი და ქმედითუნარიანი გამგებელი. ის სათნოეყოფოდა უფალს, განიკითხავდა ქვრივ-ობოლს, ყოველგვარ სადავო საკითხებს კეთილად აგვარებდა, ღარიბებს წყალობას არ აკლებდა, დაჩაგრულთ მფარველობდა.
ნორვეგიის წმინდა მეფე - ოლაფ II
29 ივლისს ნორვეგიაში აღინიშნება ნორვეგიის მეფის, ოლაფ II ჰარალდსონის (Olaf II Haraldsson), წმინდა ოლაფის ხსოვნის დღე - ეროვნული გმირის, ქვეყნის გამაერთიანებლისა და მეოხის. მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყნის გაქრისტიანება. ია-ვარდით არ იყო მეფის ცხოვრება მოფენილი, რადგან ქრისტიანობის დასამკვიდრებლად ხშირად მკაცრ მეთოდებსაც მიმართავდა - ბევრი შიშის გამოც კი ინათლებოდა. დროდადრო ხალხში მძაფრდებოდა ძველი კერპთაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობა, რასაც მღელვარება მოსდევდა
მოციქულთასწორი ვლადიმირი - წმიდა ნათლისღებით ბასილი (+1015)
ხსენების დღე 15 (28) ივლისი მოციქულთასწორი ვლადიმირი (წმიდა ნათლისღებით - ბასილი) ნეტარი ოლღას (ხს. 11 ივლისს) შვილიშვილი და კიევის მთავრის, სვიატოსლავის უმცროსი ძე იყო. მისი დედა, მალუშა - სიკვდილით დასჯილი დრევლიანთა მთავრის ტყვექმნილი ასული - გათხოვებამდე ოლღას მეკუჭნავედ მსახურობდა. ტახტის მემკვიდრე ძის მხევალთან შეუღლებით განრისხებულმა ოლღამ რძალი სასახლეს განარიდა - თავის სამშობლოში გაგზავნა, ვიბუტის მახლობლად. სწორედ აქ დაიბადა დაახლოებით 960 წელს ქვეყნის მომავალი განმანათლებელი.
საბა II სერბეთის არქიეპისკოპოსი
საბა II არჩეულ იქნა სერბეთის მესამე არქიეპისკოპოსად და შვიდი წლის მანძილზე უძღვებოდა სერბულ ეკლესიას გარდაცვალებამდე.
კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი (+1263).
წმიდა ალექსანდრე მართლმადიდებლობის მტკიცე აღმსარებელი იყო: როცა იგი პირველად ჩავიდა თათართა ბანაკში, ქურუმებმა კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა მტკიცე უარით უპასუხა და განაცხადა: „მე მხოლოდ ცისა და ქვეყნის შემოქმედ, სამებით ქებულ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვსცემ თაყვანს“. პაპმა ინოკენტი IV-მ წმიდანს რომაული კათოლიციზმის მიღება შესთავაზა, რაზეც ალექსანდრემ უპასუხა, ჩვენ მოციქულებისგან გადმოცემული სწავლება გვიპყრია და თქვენი სწავლების მიღება არ გვსურსო.
ბარლაამი, იოდასაფი - ინდოეთის მეფის ძე და მისი მამა, მეფე აბენესი (IV)
ბარლაამისა და იოასაფის ცხოვრება შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძეგლია. თხზულება ქართულად IX საუკუნეში უთარგმნიათ არაბული ენიდან. X-XI საუკუნეთა მიჯნაზე ექვთიმე მთაწმინდელმა ქართული „ბალავარიანი“ ბერძნულად თარგმნა. ბერძნულის გზით კი თხზულება დასავლეთ ევროპაში გავრცელდა.
წმიდა სერბი მეფის - სტეფანეს ხსენების დღე
სტეფანე პირველგვირგვინოსანი იყო სტეფანე ნემანიას ძე. როდესაც მამამ, სტეფანე ნემანიამ მიაშურა ათონის მთის მონასტერს, ქვეყნის მართვა-გამგეობა ჩააბარა შუათანა შვილს - სტეფანეს.
წმიდა სტეფანე ნემანია (1114 – 1200) სერბეთის დიდი მთავარი, ნემანიჩების დინასტიის დამფუძნებელი
1170 წელს ძმებთან ბრძოლაში დაიკავა სერბეთის ტახტი და გამოაცხადა სერბეთის დამოუკიდებლობა ბიზანტიისაგან. გააფართოვა სერბეთის საზღვრები. 1196 წელს 82 წლის ასაკში უარი თქვა ტახტზე საკუთარი ვაჟის, სტეფანე პირველგვირგვინოსნის სასარგებლოდ, თავად ბერად შედგა სიმეონის სახელით და დაემკვიდრა მონასტერში.
სტეფანე III დიდი (1429 – 1504) - მოლდავეთის მმართველი
ხსენება 2 ივლისს ქვეყანას უძღვებოდა 47 წლის მანძილზე. მთელი ამ დროის მანძილზე იბრძოდა მოლდავეთის დამოუკიდებლობისათვის - აძლიერებდა ცენტრალურ ხელისუფლებას და თრგუნავდა ბოიარების ოპოზიციას. წარმატებით უმკლავდებოდა გაცილებით ძლიერ მეტოქეებს - ოსმანთა იმპერიას, პოლონეთს, უნგრეთს.
1 2

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq