საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > წმინდა მართლმადიდებელი მეფეები

სტეფანე III დიდი (1429 – 1504) - მოლდავეთის მმართველი

ხსენება 2 ივლისს

ქვეყანას უძღვებოდა 47 წლის მანძილზე. მთელი ამ დროის მანძილზე იბრძოდა მოლდავეთის დამოუკიდებლობისათვის - აძლიერებდა ცენტრალურ ხელისუფლებას და თრგუნავდა ბოიარების ოპოზიციას. წარმატებით უმკლავდებოდა გაცილებით ძლიერ მეტოქეებს - ოსმანთა იმპერიას, პოლონეთს, უნგრეთს. მისი, როგორც მხედართმთავრის, დიპლომატის და პოლიტიკოსის მეოხებით მოლდავეთის სამთავრომ არა მხოლოდ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად იქცა აღმოსავლეთ ევროპაში.

1457 წელს მიტროპოლიტ თეოქტისტეს კურთხევით ავიდა ტახტზე. გაამაგრა ქვეყანა,  ილაშქრა პოლონეთში და აიძულა საზავო ხელშეკრულების დამყარება, გლეხები გაააზატა და მათით გააძლიერა ჯარი. დაანარცხა უნგრელები ბაიას ომში, შეუწყვიტა ხარკი ოსმალებს. გაათავისუფლა ვალახეთი ოსმალთა ბატონობისაგან. 1475 წელს მან აუწყა ევროპელებს ოსმალების განადგურების  შესახებ.

სტეფანემ განავითარა ქვეყნის მეურნეობა - მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, მევენახეობა, მეფუტკრეობა, ვაჭრობა, ხელოსნობა, ლითონის დამუშავება.

იყო მართლმადიდებლობის დიდი მეოხი -  ეკლესიებითა და ციხე-კოშკებით დაამშვენა თავისი სამშობლო; 1453 წელს ბიზანტიის დაცემის შემდეგ ის ეხმარებოდა ათონის მთას და იქაურ მონასტრებს. მან ააღორძინა ზოგრაფის მონასტერი, ვატოპედის მონასტერი, წმიდა პავლეს მონასტერი. 1992 წელს რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ  მოახდინა ამ მეფის კანონიზაცია.

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq