საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

დემეტრე მეფის იამბიკოები
გაიოზ მამალაძე

დავით აღმაშენებლის მერე გამეფდა მისი უფროსი ვაჟი დემეტრე (დიმიტრი) I. ის საკმაოდ გამოცდილი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე გახლდათ - 1117 წელს დავით აღმაშენებელმა შირვანში სალაშქოდ გააგზავნა, სადაც შესანიშნავად გაართვა თავი დავალებას. 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მეთაურობდა გვერდითა ფლანგს, რომელმაც მტერს მოულოდნელად შეუტია.

დავით აღმაშენებელი ასე ახასიათებდა თავის უფროს ძეს "...შვილი ჩემი დიმიტრი, სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნითა უმჯობესი ჩემსა..."

როგორც ვთქვით, მამის გარდაცვალების მერე დიმიტრი I ავიდა ტახტზე. გამეფების წელსვე (1125) თურქები განდევნა ხუნანიდან. ის აგრძელებდა დიდი დავითის პოლიტიკას, თუმცა შიდა დინასტიური დაძაბულობების გამო ისეთი აქტიური საგარეო პოლიტიკის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რომელსაც დიდი იმპერატორი (მეფეთა-მეფე) დავით IV აწარმოებდა. ამის მიზეზი, როგორც ვთქვით, ალბათ, სამეფო კარზე არსებული უთანხმოება იყო. დიმიტრი მეფეს ჰქონდა პრობლემები უმცროს ძმასთან, ვახტანგთან (ცვატა).

1138 წელს მეფე დიმიტრიმ ილაშქრა განძაში, აიღო ქალაქი, განძის ალაყაფის კარი ჩამოხსნა და გელათს შესწირა. თუმცა ქალაქის შენარჩუნება ვერ შეძლო. იძულებული გახდა სომხური ქალაქი ანისი მაჰმადიანი მფლობელებისთვის დაეთმო ყმადნაფიცობის პირობით.

1150 წელს, მეფე დიმიტრის, უფროსი შვილი, დავითი უწყობდა შეთქმულებას, იმის შიშით, მამამ მეფობა ჩემს უმცროს ძმას, გიორგის არ დაუთმოსო. მეფემ შეიტყო, შვილს აპატია, სხვები კი დასაჯა. 1153 წელს ანისს შემოესის ამირა სალდუხი. დემეტრე მეფემ, ვითარცა ანისის მფარველმა და სუზერენმა გაილაშქრა, სალდუხი დაამარცხა და ტყვედ აიყვანა. ივანე ჯავახიშვილი: "ამირა სალდუხი 1153—1154 წლებში ქ. ანისს მოსდგომია და ალყა შემოურტყამს. ანისს, რომლის მმართველიც საქართველოს მეფის ყმად იყო ნაფიცი და თვით ქალაქიც მას ქართველთა მეფისაგან ჰქონდა გადაცემული, დემეტრე მეფე ძლიერის მხედრობით მიშველებია. ანისთან სასტიკი ბრძოლა მომხდარა, რომლის დროსაც «ღუაწლთა სიმრავლითა» მტერი დამარცხებული და უკუქცეული იქმნა და თვით სალდუხი დატყვევებული საქართელოს მეფემ თან წაიყვანა, მაგრამ მერე განათავისუფლა. ყურადღების ღირსია, რომ იბნ ალასირის უძველეს ხელნაწერში, დეფრემერის სიტყვით, ამირას სახელი «სალიკ»-ად კი არ სწერია, არამედ «სალტუკ»-ად, რაც ქართველი ისტორიკოსის მართლწერას «სალდუხ»-ს კარგად უდგება".


1155 წელს დავითმა შეძლო და აიძულა მამა ტახტი დაეთმო. დიმიტრი მეფე დამიანეს სახელით ბერად შედგა გარეჯში. 6 თვის მერე დავითი V გარდაიცვალა. დიმიტრი-დამიანე დაბრუნდა ტახტზე, თავისი მეორე ვაჟი გიორგი თანამეფედ გამოაცხადა. თუმცა, თვითონაც მალე გარდაიცვალა.

ბერის ჩოხა ტახტზე დაბრუნებისას არ გაუხდია. ამ პერიოდში ჯვაროსნებში გავრცელებული იყო ლეგენდა იოანე მეფე-მღვდელზე, რომელსაც საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელთან აიგივებდნენ. ამ გაიგივების გაგრძელების შემდეგი პერსონაჟი, ჩემი აზრით, იყო ტახტზე მჯდომი მეფე-ბერი დემეტრე-დამიანე.

მეფე დიმიტრი I შესახებ ანტონ კათალიკოსი ამბობს: "გამომთქმელი სტიხთა მაღალ შაირთა, რომელნიც დღესაც ჩანან აღწერილად". იოანე ბატონიშვილი კი წერს: "ის იყო მშვენიერი რიტორი, პიიტიკოსი და შემთხზველი უცხოდ შაირთა, რომელმანცა მრავალნი სწავლანი გამოთქვა."

დიმიტრი მეფის "მრავალთაგან" მხოლოდ ოთხი იამბიკოღაა ჩვენამდე მოღწეული. თუმცა ეს იამბიკოები იმდენად დიდებულია, რომ ქართველი ხალხის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ერთ-ერთია "შენ ხარ ვენახი", რომელიც საეკლესიო საგალობლად იქცა და ასევე მის საფუძველზე შეიქმნა ხალხური სიმღერის ვარიანტიც. კომპოზიტორი უცნობია, იქნებ თვითონ მეფე-ბერი იყო კომპოზიტორი... ან ვინმე სხვა გენიოსი.

დღეს ამ საგალობელის გარეშე წარმოუდგენელია საქართველო. "შენ ხარ ვენახი" არის ქართული სულის, ქართული ქრისტიანობის, ქართული პოეზიის, ქართული კულტურის, ქართული მსოფლმხედველობის, ქართული სიმბოლიკისა და საერთოდ, ქართული ტალანტის უმნიშვნელოვანესი გამოვლინება.

ძალიან დიდი განძია მისი შემორჩენილი სხვა იამბიკონიც (ლექსები), რომლებიც როგორც ვთქვით, სულ ოთხია: ერთი ასევე ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი, ხოლო ორი - შიო მღვიმელისადმი.

ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ამ იამბიკოში საოცარი პოეტური ენით გადმოცემულია ღვთისმშობლის სისპეტაკე (“ყოვლად პატიოსანი") და პოეტის (ქრისტიანთა) წარმოდგენაში ყოვლადწმინდასადმი დამოკიდებულება, ბრწყინვალე შედარება ("შვენიერი შროშანი"). მოთხრობილია ხარების სცენა და სამყაროს მეფის შობის წინასწარგანცხადება გაბრიელ ანგელოზის მიერ და სხვა. როგორც აღვნიშნეთ, ასეთივე დიდებულია "შენ ხარ ვენახიც", ბრწყინვალე შედარებებითა და პოეტიკით წარმოდგენილი.

ცამეტი ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, შიო მღვიმელისადმი დავით აღმაშენებლის დამოკიდებულება ცნობილია. დავით მეფე განსსაკუთრებით ზრუნავდა შიო მღვიმელის სახელობის მონასტერზე, სადაც თავის დროს მოღვაწეობდა და აღესრულა დიდი მამა შიო. დავით აღმაშენებელმა "შიო მღვიმისადმი" დაწერილ ანდერძში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ მომავალ მეფეებს დიდი პატივი უნდა ეცათ შიო მღვიმის ლავრისათვის. ასეთივე აღმატებული და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩანს მისი მემკვიდრის, ბერი-მეფე დემეტრი-დამიანეს შიო მღვიმელისადმი მიძღვნილ ორ შემორჩენილ იამბიკოში: "ორბობს მოხუცი, მღვიმე ფართობს სამყაროდ". როგორც ამბობენ ორბს ყველაზე მაღლა შეუძლია აფრენა და სამყაროს უმაღლესი სიმაღლიდან, სხვებთან შედარებით, უყურებს (სწორედ ამიტომ არის ორბი წმინდა ნინოს სიმბოლოც), შიო მღვიმე კი სამყაროსაა შედარებული, "სამყაროსავით ფართოვდება". ცოტა წინ პოეტი წერს, რომ ნილოსის ნაკადულების გვარად ირწყვება ქართლი ასურელი მამის მადლით და სხვა.

მეორე იამბიკოში შიო მღვიმელისადმი, შიო მღვიმელის სასწაულთმოქმედი ძალა შესანიშნავი პოეტური და "ზღაპრული" სიუჟეტებითაა გადმოცემული - მუმლზე იჯდა და მინდორში მისდევდა ქურციკს, ან ზღვაზე მიაჭენებდა ცხენს.

ძალიან სამწუხაროა, რომ დემეტრე მეფის სხვა ნაწარმოებები არ შემორჩა. საერთოდ, დიდი საუნჯე გვაქვს დაკარგული, ქართველებს. თუმცა რაც გვაქვს, მთელ რასას ეყოფოდა.

სურათზე გამოსახულია დემეტრე I მეფედ კურთხევის სცენა (მაცხვარიშის ფრესკა), წელზე ხმალს ადამიანები, დიდებულები არტყამენ, ხოლო გვირგვინს კი ანგელოზები ადგამენ თავზე. მაშინდელი წარმოდგენით მეფეთა ძალაუფლება ზეციდან მოდიოდა.

დღეს გავიხსენოთ საქართველოს იმპერატორი (მეფეთა-მეფე),  მეფე-ბერი დიმიტრი-დამიანე და მისი იამბიკოები, რაც შემორჩენილია. ეს შედევრები დიდ სულიერ სიამოვნებას მოგვანიჭებს.

1. შიო მღვიმელისა

შენისა დაფნისა იშიოებს ასურსა,
ისავსებს ქართლი ნილოისა ნაკადულთაებრ.
ორბობს მოხუცი, მღვიმე ფართობს სამყაროდ,
იბერწისწულებს მრავლად უდაბნოს ესე,
სულსა აღმრთისებს, მტვერისა მტვერად დამტევი.

2. შიო მღვიმელისა

ცასა ბეჭვითა ეკიდა, ვნახე, კაცი
და მასვე კაცსა შუბის წვერს ედგნეს დარბაზნი,
მუმლსა ზედა ჯდა, მინდორს სდევდა ქურციკთა,
და ზღვასა ზედა მოარბევდა ცხენითა,
და ესრეთ ღაღადებდა: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ!

1.  ღმრთისმშობლისა

ღმრთისმშობელი და ყოვლად პატიოსანი
დედა, ქალწული, შვენიერი შროშანი,
მას ახარებდა ანგელოსი ფრთოსანი:
შენგან იშვების მეფე გვირგვინოსანი,
და მას ჰმონებდეს მეფე მრავალყმოსანი.

2. ღმრთისმშობლისა

შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-12
მღვდელმოწამისა აბიბოსისა, ნეკრესელი ეპისკოპოსისა (VI); მოწამისა პარამონისა და მისთანა 370-თა მოწამეთა (250); მოწამისა ფილუმენისა (დაახლ. 274); ღირსისა აკაკი სინელისა (VI).
წმიდა მოწამენი: პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათი მის თანა (+250)
29 (12.12) ნოემბერი
ღირსი აკაკი სინელი (VI)
29 ნოემბერს (12 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი აკაკი სინელის (VI) ხსენების დღე.
gaq