საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > ქართველი წმინდანი მეფეები

წმინდა მეფე აშოტ დიდი კურაპალატი (813-826)

აშოტ I ბაგრატიონმა ქართლის ერისმთავრად დადგინების დღიდან დაიწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და თბილისიდან განდევნა აგარიანნი. "ტფილისს არავინ დარჩა სარკონოზთაგანი, თვინიერ ალი შუაბის ძისა". ქართლის შემომტკიცების შემდეგ, ბარდავიც ქართლს შემოუერთა აშოტმა და სამი წლის მანძილზე მის "სახლად იყო ტფილისი და ბარდავი".

ამასობაში, ხალიფას ტახტზე ახალი მბრძანებელი ავიდა, "განძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტისა და ვერ უძლო წინააღმდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან". თბილისი კვლავ არაბებმა ჩაიგდეს ხელში. აშოტი იძულებული გახდა, ქართლს განრიდებოდა და საბერძნეთში წასულიყო ცოლ-შვილთან და მცირერიცხოვან სპასთან ერთად. ჯავახეთს მიწევნული ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეთ სარკინოზები დაესხნენ თავს. მცირერიცხოვანი სპა სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ "შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მათ ზედა და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი". ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღვთის ნიშანი განჭვრიტა, საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა.

ამ დროს სამხრეთ საქართველო სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ურჯულოთაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ქოლერის ეპიდემიაც დაემატა და "მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ".

უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულით და სიყვარულით მიიღო აშოტ კურაპალატი. იგი შეუდგა დანგრეული ქვეყნის აღდგინებას, " რომელნიმე სოფელნი მისი ქუეყანისანი მოიყიდნა საფასოთი, ზოგნი ოერნი აღაშენნა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქუეყანათა მათ შინა".  

აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმინდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული არტანუჯის ციხე, რომელიც მურვან-ყრუს მიერ იყო აოხრებული, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯელ ბაგრატიონთა საბრძანებელად გამოაცხადა. ააგო წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია. "მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტ კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა".

აშოტ ბაგრატიონმა შექმნა ვრცელი და ძლიერი სამთავრო, რომელ

საც დიდ ანგარიშს უწევდნენ მეზობელი ქვეყნები.

ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დასაბრუნებლად ემზადებოდა, მაგრამ "მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი".

აშოტი საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლები გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, "დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი". ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და "იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თვისი". საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენი აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე "მახვილითა საკურთხეველსა ზედა". "დაკლეს იგი მუნ,  ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს", - წერს სუმბატ დავითის ძე წიგნში "ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა".

ხოლო წმინდა საკურთხეველზე მეფის ზვარაკად შეწირვით, თითქოს კიდევ ერთხელ იკურთხა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია.

გულწრფელი ცრემლებით დასტიროდა საქართველო თავის იმედს, გულწრფელი სიტყვებით დაიტირა მირონცხებული მეფე ღირსმა გრიგოლ ხანძთელმა: "ჰო, მეფე ჩემო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტიანეთაო, სადათ-მე მოგელოდი, აღმოსავალით-მე ანუ დასავალით, ჩრდილოით ანუ სამხრით? რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელ იყავნ, რომელიცა წყობით ხელმწიფეთა  დაიმორჩილებდ, საკვირველი ეგე დიდებული, ღმრთის-მსახური ხელმწიფე. აწ ვითარ-მე მიეცი ხელსა შეურაცხსა უშჯულოთა და უნდოთა კაცთასა, რომელნი იგი იუდას მსგავსად შენ, უფლისა თვისისა მკლველ იქმნნეს მოსაკუდინებელად ჩუენ, გლახაკთა მლოცველთა შენთა უკუნისამდე".

აშოტ I რიცხვმრავალ შთამომავლობაში გამოიყოფა ორი მთავარი შტო: "კლარჯნი ხელმწიფენი" და "მეფენი ტაოსი". ამ უკანასკნელში IX საუკუნის დასასრულს მკვიდრდება ქართველთა მეფობა.

აშოტ კურაპალატი მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 29 იანვარი (11 თებერვალი) დააწესა.

მასალა  მოამზადა ნინო ტარყაშვილმა


 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq