საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > ქართველი წმინდანი მეფეები

წმინდა მეფე ლუარსაბ II (1606-1615)

იდგა 1606 წელი. მოულოდნელად გარდაიცვალა ქართლის მეფე გიორგი X. ერთ-ერთი ვერსიით, იგი იმ დროს საქართველოში მყოფმა ირანის შაჰმა მოაწამვლინა. ამავე წელს შაჰ-აბას პირველმა ქართლის სამეფო ტახტზე 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცა.

ამ დროს, მემატიანის თქმით, "ფრიად გლახაკ და უპოვარ იყო ქართლი", სადაც ოსმალები დათარეშობდნენ. მალე ოსმალების უღელი ყიზილბაშურ-სპარსულით შეიცვალა. 1609 წ. თურქ-ოსმალ-ყირიმელ თათართა ოცი ათასიანი მხედრობა ქართლში შემოიჭრა.

ლუარსაბი მცირე ამალით ცხირეთის ციხეში დაბანაკებულიყო. მტერმა შეიპყრო კველთელი მღვდელი თევდორე და მეგზურობა უბრძანა. მღვდელმა თევდორემ მტერს შეგნებულად აუბნია გზა და ცხირეთს დააშორა.

ოსმალები გვიან მიხვდნენ ამას და მღვდელი ხმლებით აკუწეს (თევდორე კველთელი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა).

ამასობაში კი, მეფე ლუარსაბმა მოასწრო ჯარის შეკრება და ქვიშხეთის ბოლოს, ტაშისკართან, ჩაუსაფრდა მტერს. რიჟრაჟზე ქართველები უეცრად დაეცნენ ომის მოლოდინით ღამენათევ თურქებს და თოფები დაუშინეს. შემდეგ ხმალდახმალ მიეჭრნენ. მედგრად იბრძოდა ახალგაზრდა სარდალი გიორგი სააკაძე. სააკაძემ გათათრებული ქართველი ფერად ფაშა შეიპყრო და ხელ-ფეხ გაკოჭილი მიჰგვარა მეფეს.

მეფე ლუარსაბის კეთილგონიერებითა და გიორგი სააკაძის საზრიანობით ტაშისკარის ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. თურქთა განადგურება, ბუნებრივია, შაჰ-აბასის წისქვილზეც ასხამდა წყალს. 1610 წელს ლუარსაბ II შაჰ-აბასს ეახლა ირანში, რომელმაც შეიწყნარა ქართლის მეფის თხოვნა და მას თბილისის ციხე დაუბრუნა.

1612 წელს შაჰ-აბასმა ლუარსაბ II და თეიმურაზ I ნადირობის საბაბით მაზანდარანს დაიბარა. მაგრამ ისინი არ ეახლნენ შაჰს. ურჩი ვასალების დასასჯელად 1613 წელს, შაჰი საქართველოსაკენ დაიძრა. გულუშიშრად დაუხვდა მას მეფე თეიმურაზი, მაგრამ იძლია მტერთა სიმრავლით. ყიზილბაშებმა ალყაში მოაქციეს თეიმურაზი, საიდანაც სასწაულებრივად გაიქცა და მივიდა მუხრანს, სადაც მეფე ლუარსაბი ელოდებოდა. ორივემ იმერეთს მიაშურა და მეფე გიორგი III შეაფარა თავი.

შაჰ-აბასმა მთელი კახეთი აიკლო, ააწიოკა, გაძარცვა, მოსახლეობა აჰყარა და ირანში გადაასახლა. ცბიერმა აბასმა ბოლოს მეფე ლუარსაბი ირანს გაიტყუა. ბევრს ეხვეწნენ მეფეს თეიმურაზი და იმერეთის წარჩინებულნი - არ ხლებოდა შაჰს. ლუარსაბმაც კარგად იცოდა შაჰის ვერაგობა, მაგრამ მეფურმა სინდისმა ამგვარად გადაწყვიტა ეს საკითხი: "უკეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქვეყანათა და მოაოხრებს, რა მადლი არს ჩემდა".

აბასმა ლიქნით და პატივით მიიღო მეფე, მეგობრულად მოექცა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქართლში ახალი მმართველი დანიშნა და ჯარებიც ჩააყენა. ლუარსაბი, ვითომცდა სანადიროდ ყარაიაში წაიყვანა, იქიდან კი სპარსეთში.

ყარაიაში ყოფნისას ლუარსაბმა ყველა განაცვიფრა თავისი ახოვნებით და სიმამაცით. მისი მხნე ნადირობის ხილვამ შურით აღავსო შაჰი. ლუარსაბის დამ - თინათინმა, რომელიც ყაენის ცოლი იყო, სთხოვა თავის პირმშვენიერ და ახოვან ძმას, ასეთ ვაჟკაცობას ნუ იჩენ შურით აგზნებული აბასის წინაშეო. მაგრამ მეფემ სევდიანი ღიმილით უპასუხა: "უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისათვის უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისა".

დიდმარხვაში შაჰის ნადიმზე, ლუარსაბი თევზს არ გაეკარა და პირდაპირ უთხრა შაჰს: დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ – ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ ქრისტეს განგდებასაც მომთხოვო. სიბრაზისაგან გახელებულმა შაჰმა სჯულის უარყოფა უბრძანა ქართლის მეფეს.

- მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამს! - მხნედ უპასუხა ლუარსაბმა.

დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და გულაბის ციხის დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები, რათა ეცდუნებინათ მეფე - შეიბრალე შენი სიჭაბუკე, თუ არა, მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელისო. "რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანება ყაენისაო", - პასუხობდა ლუარსაბი.          

უკანასკნელად, როცა შაჰმა შეუთვალა ქართველთა მეფეს, უარყავ ქრისტეო, მეფემ პასუხის ღირსიც არ გახადა. აბასმა ლუარსაბის წამებით მოკვდინება ბრძანა. მეფემ სიკვდილის წინ ლოცვის უფლება ითხოვა. ლუარსაბმა წრფელი გულით ილოცა ღვთისმშობლის მიმართ და შეევედრა: "შენ მიოხე წინაშე ძისა შენისა და შემრთე წმინდა მოწამეთა თანა".

ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბელით მოაშთეს ღვთისმოსავი მეფე. იდგა 1622 წელი. ღამით წმინდა მოწამის დაუფლველ ნეშტს საკვირველი ნათელი დაადგა და გააკვირვა მნახველნი. მეორე დღეს წმინდა დიდებული მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს. "თუმც ესე სვეტი მრავალჟამ იხილვებოდა დღე და ღამე, და რომელნიცა ხედვიდეს, იტყოდეს, დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა, რომლისათვის ესე მოიკლა."

ბერი ეგნატაშვილის (XVIII ს.) ცნობით, "ესე მეფე ლუარსაბ იყო კაცი შუენიერი და კეკლუცი და სანახავად სატრფიალო, და არსად გამოსულა ამისთანა შუენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა საღმთო - საკაცობოთ ზნეობით გათავებული და უკლები."

საქართველოს ეკლესიამ ლუარსაბი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ 21 (4 ივლისი) ივნისი დააწესა, ამ დღეს საქართველოს ეკლესია წმინდა არჩილ მეფის ხსენებასაც დღესასწაულობს. (ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მათი ღვაწლისა და წამების მსგავსების გამო). კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (1921წ.) ამ ორი დიდმოწამე მეფის თითქმის ერთნაირ მოწამეობრივ აღსასრულს მიაწერს "ჩვენი წამებული და მრავალტანჯული სამშობლოს თითქმის ყოველ დროს ერთსა და იმავე ვაებას, ერთსა და იმავე სიმწარეს." თუმცა არსებობს მოსე ჯანაშვილის მიერ მოწოდებული ამგვარი ინფორმაციაც, რომ "მეფე ლუარსაბი ეწამა 1622 წლის 20 მარტს, სწორედ იმ დღეს, როცა არაბთა მიერ მოკლულ იქმნა არჩილ მეორე" ("ივერია" 1898წ. ¹61 "მამა-პაპათა ანდერძი") და სწორედ ამიტომ ვზეიმობთ მათ ხსენებას ერთ დღეს.

ქართველთა სავალალოდ, წმინდა ლუარსაბის ძვლები დღესაც სპარსეთში განისვენებენ.

როგორც მოსე ჯანაშვილი გვამცნობს თავის "საქართველოს საეკლესიო ისტორიაში", "წმინდა გვამი მეფისა ჰმარხია შირაზს. საფლავისა მისისაგან ეხლაც სნეულნი მიიღებენ კურნებასა".

მასალა  მოამზადა ნინო ტარყაშვილმა

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-17
მოწამისა ევდემოზ კათოლიკოსისა (1642); მღვდელმოწამისა იეროთეოსისა, ათენელი ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III); მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელისა (III-IV); მოწამეთა: დომნინასი, ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი) (305-306); ღირსისა ამონისა (დაახ. 350); ღირსისა პავლესი (IV); მოწამეთა დავიკტისა (ადავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV).
წმიდა მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი (III)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა: გაიოზის, ფავსტოს, ევსებისა და ქერიმონის (III) ხსენების დღე.
მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსის (I) ხსენების დღე.
gaq