საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > ქართველი წმინდანი მეფეები

დოკუმენტი იმერთა მეფის წმ. სოლომონ II-ის გარდაცვალების შესახებ.
მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ეს წერილი გამოაქვეყნა სარგის კაკაბაძემ წიგნში: “წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისთვის”.

შემთხვევით მე ხელში ჩამივარდა ფრიად საინტერესო დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს წერილს სოლომონ 2-ის მოძღვრის იასე ყანჩაველისას იმერთა დედოფლის მარიამისადმი 1817 წელს. წერილი ფრიად დაქონქილია და ზოგი ადგილი გაჭირვებით იკითხება. სათაურად მისამართის ადგილს აქვს: “მათს უმაღლესობას დედოფალს დადიანის ასულს მარიამს მიერთუას იმერეთიდამ რუსეთს სადაც ბრძანდებოდეს.”

აი ეს წერილი უცვლელად:

მათს უმაღლესობას სრულიად იმერთა დედოფალს დადიანის ასულს მარიამს, მოწყალე ხელმწიფეს.ქრისტეს მიერ ლოცვას და კურთხევას და თქუენის უმაღლესობის ტახტს. კოცნას. მოვახსენებ. შ-დ ვინადგან ბატონი ჩემი მეფე სოლომონ გარდაიცვალა და ჩემის აურაცხელის ცოდვისაგან დაბნელებული შევიქენი და უნუგეშო ყოვლითურთ: მერმეთ თქუენ წიგნი მოგართვით და ყოველივე ამბავი გამოვაცხადე და მოგართვი ერთი ტრაპიზონიდამ. მოგართვით წიგნი და ერთი იმერეთიდამ აროდეს პასუხი არ მებოძა თქუენ მიერ არც ვიცი. მოგერთუათ თუ არ მოგერთუათ და ახლა მოგახსენებ ამბავს ჩვენი ცოდვის კითხვისას. მათის უმაღლესობის, კურთხეულის და ნეტარ ხსენებულის მეფე სოლომონის მიცვალებას. ოდეს თქუენი წერილი მოერთვა ბატონს ფოთს ბრძანდებოდა და ავათ იმყოფებოდა, თქუენი წერილი მოერთვა აპრილის იბ, რომ ყოვლად მოწყალეს ხელმწიფეს გაურიგდიო, აქ გირჩევნია ისევ თათარში ყოფნასაო ბევრათაო, მაგრამ მაშინ ავათ ბრძანდებოდა და ტრაპიზონს წაბრძანდა. იქ აქიმი გახლდათ, მაგრამ ვერა ქნა რა იმ წყეულის ჭირისაგან რაც ერთი ბზუკვა იყო მარჯუენა ძუძუს ქუეით. ბრძანებდა არ მომარჩენსო და მოახსენებდენ თავადნ
ი ნუ ბრძანებო, კარგათ ბრძანდები, ცხენზე ჯდომა შეგიძლია და აგრე რათ ბრძანებო, მამაკვდავმა რაღა უნდა სთქუასო, მაგრამ მე ასე ვგონებ, რომ სამღთო მადლით იცოდა, ნახევარი წლით მიხუდა თავის განსაცდელს, მიბრძანებდა ნიადაგ, რომ მე არ მოვრჩებიო და შენ იციო, შენს მეტი მომხსენებელი არ მეყოლება საკუთარიო და ანაწერი მიბოძა, თუ რამ იქანა ქონდა, ათი ქესა თეთრი იყო და ათი ქესიც თუ რამ საქონელი იყო, ოცი ქესა ყურუშის ქესა. რაც შეიძლებოდა ღვთის მადლი და მეფის მადლი შემეწია და გავარიგე. ის ოცი ქესა ასე გარიგდა, რომ ასი ქესა თეთრი ვერ იქმოდა, ღვთის მადლით ისე ვიცოდვილე ასორმოცდაათს მონასტერზე. მეორედ მოსულამდი მოსახსენებელი დავსდევი. ბერძნულად ქარუსია ქვიან იმ დასადებელს თავის საფლავზე, ერთი სახარება მოვაჭედინე, სინათელი ოსტატი მოვიყვანე, რომ იქ იმისთანა ოსტატი არ იპოვება არსად, თერთმეტი ას მარჩილად ისეთი გაკეთდა, რომ ზ ქესად აფასებენ. ერთი ხელი შესამოსელი დავსდევი ბატონის საფლავზე და სამასი მარჩილი სამთავნო იმ წმინდის გრიგოლის ეკლესიაზედ. რომელზედაც ბატონი მარხია. ასე, რომ მისმა სარგებელმა წირვა არ უნდა გაუსხლიტოს იმ საფლავზედ იმ ეკლესიაში, ქუაზე მიწერილი არის. მღუდელმთავარი დგას იმ ეკლესიაზედ და დიახ სასოებით მიღებული აქუსთ ბატონი ასე, რომ ხატის მსგავსად ემთხუევიან ბატონის საფლავს. ქრისტიანები ოცდაათი ათასი ქრისტიანი არის იმ ეკლესიის შამომავალი იმ მიტრაპოლიტის სამწყსო სულერთობით ბატონის მომხსენებელნი და მლოცველნი. რაც გახუდა იმ ოცი ქესიდან იმ საკვირველ ღარიბებს მივართვი ყე მე სხვა ვერ შევიძელი. და იმ ბერძნებისაგან საწირავათ მოცემული და თუ ან ულუფას გამოვრჩი რასმე ორას სამოცი ყურუში მქონდა და ისიც ღარ
წმინდა გრიგოლ ნოსელის ეკლესია ტრაპიზონში, სადაც იყო დაკრძალული წმინდა სოლომონი, დაანგრიეს გასული საუკუნის 30-იან წლებში
იბებს მიუეცი რომ მწუხარება მომაყენეს ღარიბებმა ღუთის მოწყალებით ასე დაიმარხა, რომ როგორც ეკადრებოდა. სხუა მეფე ისე არ დამარხულა მე ასე მგონია იმ კაი ქრისტიანებისაგან. ქუეყანის განწესება არის თუარამ. გაცემა, რაღათ ეჭირვებოდა ნეტაი თქუენ რომ თქუენც გაცხოვნებს მისი კეთილი გონება და მისი სიწმინდე და მისი კაი ლოცვა, ასეთი მლოცველი შეიქმნა რომ საკვირველი არ დაცხრებოდა ლოცვისაგან. ხატი უდაბნოს შესაწირავათ მინდოდა, ბატონმა ანაწერში ჩამიწერა გასაცემად, მაგრამ მერე შევიტყუე დედოფლის არისო, მე არ ვიცოდი და ვთქვი რომ დედოფალს მივართმევ და რავარც ინებოს მეთქი. ახლა სხუას მიტომ არ ვანდევ, რომ ეგებ მატყუებდენ და დედოფალს არ მიართუან თქუა, თორემ ბევრმა მითხრა იმერეთს მე გაუგზავნი დედოფალსო, მაგრა მე არავის {გადავსცემ} თუ თქუენი წერილი არ მომივიდა და ნიშნოულობა არ მენიშნა არავის მივსცემ როდესაც თქუენი წერილი და ნიშნოულება მომივა, მაშინ მიბრძანებ იმის ხელით გამომიგზავნე და მომიტანს იმას მივსცემ და მოგართმევს თუ არა ის კი აღარ ვიცი, იმერეთში სიცრუე გამრავლებულა დიაღ ძალიანს და ვეღარავის ვენდვე თუარამ აქნამდის მანდ მოგერთმევოდა ეს ხატი ახლა მერ{მი}ს ნათლის ცემლის უდაბნოში უნდა გიახლო აგვისტოს გამლევს და ეს ხატიც იქ მექნება და თუ მიბოძოთ წერილი იქ მიბოძეთ და რავარც თქუენი წერილი გამომიცხადებს {ისე} ვიქ. აქნამდის მინდოდა უდაბნოში შესულა, მაგრამ მეგონა მიხმობდით და თქუენს ამბავს უყურე, ახლა ნათლის ცემლის უდაბნოში უნდა გიახლო მეფის სულის სალოცუელად რადგანაც კურთხეული ბატონი ჩემი. მეფე სოლომონ გარდაიცვალა ამ სოფლიერად არასფერი კეთილი და არასფერი დიდება არ მინდა და ღმერთმა ნურც მომცეს, ბატონო.

ქრისტე
წმინდა სოლომონ მეორის საფლავი გელათში, გადმოასვენეს 1990 წელს
ს წინ მხურვალის გულით თქუენი მლოცველი და მომხსენებელი მეფის მოძღუარი, ყანჩაშვილი მღდუელი იესეწელთა ჩყიზაპრილის კვ.

. . .

ათი ქესა, რომელიც დარჩენია სოლომონ მეორეს სიკვდილის დროს უდრიდა მაშინდელი კურსის მიხედვით 1500 მანეთს. ამდენივე დარჩენია მეფეს, როგორც ზემო წერილიდან ჩანს საქონლად. ამ წერილში მოხსენებული ფოთში მეფის ჩასვლა მოხდა 29 ოქტომბერს 1813 წელს. ფოთიდან დაბურუნებული მეფე გარდაიცვალა ტრაპიზონდს 7 თებერვალს 1815 წელს. თეოდოსიპოლის მიტროპოლიტის წერილიდან საქართველოს მთავარმართებელისადმი 13 მარტს 1815 წ. (იხ. აქტები კავკასიის არქ.კომისიისა, ტომი 5) სჩანს რომ უკანასკნელს ხანს მეფის ამალში ირიცხებოდა 60 კაცი, რომელიღაც ულუფად ეძლეოდათ სოლომონ მეორისაგან თითოს 500 ყურუში (მაშინდელი კურსის მიხედვით დაახლოვებით 115 მანეთი). ტრაპიზონდის წმიდა გრიგოლის საყდარში მეფის მოძღვრის მიერ დადებულს ბერძნულ სახარებას ოქროთი მოჭედილი აქვს შემდეგი აწარწერა: “ შეიწირე წმინდაო გრიგორ, აქა მდებარე სრულიად იმერთა მეფე ძე არჩილისა მეორე სოლომონისა მიერ წმინდა ესე სახარება”. მეორე გვერდზედ : “მოიხსენე უფალო სრულიად იმერთა არჩილის ძე მეფე სოლომონ, რომელ არს მდებარე წმინდა გრიგორის საყდარზედ ტრაპიზონდს. მიიცვალა წელსა ჩყიე თებერვლის ზ-ს და შესწირა ეს წმიდა სახარება წმიდა გრიგორის ეკლესიას სულის საოხად, რათა შენდობა უბრძანოთ ქრისტეს მოყვარემან მხილველმან სახარებისა ამისამან. მოიხსნე უფალო მშრომელის სახარებისა ამისა მეფის მოძღვარი მღვდელი ყანჩაველი იესე. ვითხოვ მეცა ყოველთა ქრისტეს მოყუარეთაგან შენდობას. მონა და მომსახურე მეფისა ამის მადლითა ღუთისათა ვიქმენ შეძლებისაებრ ჩემისა”.


მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-27
წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე); წმ. მეთოდიოსისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (847).
ელისე - წინასწარმეტყველი და გულთამხილავი
წინასწარმეტყველი ელისე, ვისი ხსენებაც აღესრულება 27 ივნისს, იყო ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. ღმერთმა ელისე დიდ წინასწარმეტყველად აქცია და მრავალ სასწაულს ახდენდა მისით. ერთხელ, როცა ელისე ქალაქ იერიქონში იყო, ამ ქალაქის მცხოვრებნი მივიდნენ მასთან და უთხრეს: ”კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს...მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა”. მაშინ ელისემ მოითხოვა მოეტანათ ერთი ახალი თასი და შიგ ცოტაოდენი მარილი ჩაეყარათ. როცა თასი მოუტანეს, წყაროსთან მივიდა, შიგ მარილი ჩაყარა და თქვა, რომ უფლის სიტყვით წყალი გამოსწორდებაო.
ნიფონტ ათონელი - წმიდა ბერი
წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV) (ხსენება 14 (27) ივნისს) ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა. ნიფონტმა ისეთ წარმატებას მიაღწია თავის ღვაწლში, რომ ჩვევად ექცა ფსალმუნის ზეპირად კითხვა ცალ ფეხზე მდგომს, რათა ფიქრი სხვაგან არ გაქცეოდა. საკვებად მას ჰქონდა მცირეოდენი მშრალი პური, რასაც კვირაში ერთხელ იხმევდა.
gaq