საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხუროთმოძღვრება

წმინდა კირიონ II (საძაგლიშვილი): "მცხეთის საპატრიარქო ტაძრის ეკვდერები"
წმინდა კირიონ II
მცხეთის ტაძარი აშენებულია იმ ადგილას, სადაც დაკრძალულია ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე - უკერველი კვართი უფლისა, რომელიც, მართლმადიდებელი ეკლესიის საღმრთო გადმოცემით, თვით ყოვლადკურთხეულ ღვთისმშობელს მოუქსოვია თავისი უწმინდესი ხელებით. ამ გარემოების გამო ტაძარს ძველთაგანვე აღმატებული პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობოდნენ არა მარტო მართლმადიდებელი ქართველები, მუსულმანებიც კი. მართლაც რომ წმინდაა მცხეთა, დედა ქართულ ქალაქთა, და კურთხეულია მისი მიდამო. საქართველოს ეკლესიის გადმოცემით, ღვთის განგებულებამ ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, ქრისტიანულ ერამდე მოავლინა უდიდესი სიწმინდე ძველი აღთქმისა _ წმინდა ილია წინასწარმეტყველის სასწაულთმოქმედი ხალენი, რომელიც აქ მოუტანიათ განთესილ ძეთ იერუსალიმისა. ყოველი მტკაველი მცხეთისა განწმენდილია წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორი ნინოს ფერხთა მიერ. ოდესღაც დიდებული დედაქალაქი, ქართველ მეფეთა და კათოლიკოს-პატრიარქთა საბრძანებელი, დღეს ერთი უბადრუკი დასახლებაა, რომელიც მხოლოდ ერთი უდიდებულესი წარსულის ძეგლითღა იქცევს ყურადღებას _ ესაა თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელსაც ქართველები სვეტიცხოველს ეძახიან.

სვეტიცხოველი - ეს უწმინდესი ემბაზი ქართველთა, დიდება, მშვენება და სიამაყე ივერთა მიწისა, განსასვენებელია მრავალ ქართველ მეფეთა და კათოლიკოსთა. ეს სიწმინდე უტყვი მოწმეა ივერიელთა სულიერი აღორძინებისა, მოგვიანებით რომ შეიქმნენ ერთგული მცველნი ქრისტეს საფლავისა. ზოგიერთი ქართველი ღვთისმოსავი მეფე და კათოლიკოსი ისწრაფოდა ჰქონოდა ტაძარში სოფლის მაცხოვართან საუბრისა და თავისი საუკუნო განსასვენებლისათვის განსაკუთრებული ეკვდერი, რომელიც, იმის გარდა, რომ ძვალშესალაგი იყო, იცავდა კიდეც ტაძრის კორპუსს. ეკვდერებს, ჩვეულებრივად, იმავე მასალით აშენებდნენ, რითიც ტაძარი იყო ნაგები, გადაიხურებოდა იმავენაირად, როგორც იყო გადახურული მთლიანად ტაძარი. ეკვდერები ზომებით, რა თქმა უნდა, ერთნაირი არ გახლდათ. ზოგიერთი თუ საკმაოდ ტევადი იყო, სხვები თავისი მინიატურულობით გამოირჩეოდნენ. თუმცა ასეთი სხვადასხვანაირი და ზომებითაც განსხვავებული მიშენებები არ არღვევდა მცხეთის ტაძრის არქიტექტურულ ჰარმონიას, ისევე, როგორც გელათის ტაძრის კორპუსის ახლოს მრავალრიცხოვანი ეკვდერი კი არ აუშნოებენ ტაძარს, არამედ მთლიანობაში მის ჰარმონიას და სილამაზეს აძლიერებენ. ეკვდერებს, სადაც მოუხდებოდათ, იქ კი არ აშენებდნენ, არამედ მხოლოდ ტაძრის ჩრდილოეთით და სამხრეთით.

პლატონ იოსელიანის ცნობების მიხედვით, ხუთი ასეთი ეკვდერი იყო მცხეთის ტაძარს მიშენებული. სახელდობრ: 1. მცირე ტაძარი მთავარანგელოზისა, სავარაუდოდ, წმინდა გაბრიელისა; 2. ეკვდერი წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელზე; 3. ოდიგიტრიას სახელობისა; 4. ცნობილია, როგორც ეკვდერი ოქროპირისა (ბერობაში _ მელქისედეკი) და 5. უფლისწულ ლევანის მიერ აშენებული. გაგაცნობთ პლატონ იოსელიანის მიერ ისტორიული და ხალხური გადმოცემების მიხედვით შეგროვებულ ამ მცირე ცნობებს.

მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ეკვდერი აუგია მეფე ალექსანდრე-I-ს (1407-1414წ.წ.). სიგრძით იყო 9 და სიგანით 6,5 არშინი (ერთი არშინი _ 0,71 მ - კ.კ.). ის არსებობდა გასული საუკუნის (XIXს-ის - კ.კ.) 40-იან წლებამდე, როცა მსხვერპლად შესწირეს ვითომდა ტაძრის სილამაზეს, თითქოს აუშნოებდა მას. არც მისმა სიძველემ, რომელიც თავისთავად პატივისცემის ღირსია, არც ადგილის სიწმინდემ, საუკუნეების განმავლობაში განწმენდილმა, ვერც ძველი მცხეთელი დიდებულების - გედევანიშვილების თხოვნამ და რწმუნებამ, არც მრავალთა ცრემლებმა და ვერც განრისხებამ ადგილობრივი მოსახლეობისა ვერ იხსნა ეს დიდებული საყდარი დანგრევისაგან. ის დენთით ააფეთქეს, რამაც ტაძარი დააზიანა, გაუჩნდა ბზარები და დაიკარგა მისი დამხმარე კონტროფორსები.

ქართველთა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკვდერი აუშენებია მეფე ალექსანდრე I-ის ვაჟს, კათოლიკოს დავითს და იქვე დაუკრძალავთ.

ღვთისმშობლის დაუჯდომელის (ოდიგიტრია) სახელობის ეკვდერი ყოფილა სიგრძით 2,5, სიგანით კი 1,5 საჟენი (1 საჟენი _ 2,13 მ), სიმაღლე ჰქონია 5 არშინი. თავის ძვალშესალაგად აუგია მეფე ალექსანდრე I-ის ცნობილ თანამოღვაწეს, კათოლიკოს შიოს. ეკვდერს 1803 წლამდე ცალკე თავისი წინამძღვარი ჰყოლია. როგორც მოგვითხრობს განსვენებული ისტორიკოსი, მათგან ცნობილნი არიან:

ამბროსი. ის მეფე ლუარსაბთან ერთად დაატყვევა შაჰ-აბას I-მა. გამოიქცა სპარსეთიდან არაბეთში სინას მთაზე. დაკრძალულია იქვე, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ქართულ მონასტერში. სიცოცხლის ბოლომდე თურმე მკაცრად იცავდა მდუმარების აღთქმას.

სოფრონი. მეფე ერეკლე I-ის თანამედროვე. ახალგაზრდობაში მასვე ახლდა რუსეთში მოგზაურობისას, თუმცა საზღვრამდე ვერ მიაღწია - გარდაიცვალა ჩერქეზეთის ველებში. ჩერქეზები, რომელთაც ქართულ სამეფო კართან ნათესაური კავშირები ჰქონდათ, წმინდად მიიჩნევდნენ მამა სოფრონის საფლავს. როცა მის გვერდით ჩაივლიდნენ, დაეცემოდნენ მუხლებზე და ლმობიერებით ეამბორებოდნენ მამა სოფრონის საფლავის ქვას.

თადეოზ ბერძენი ხელმძღვანელობდა ტაძართან არსებულ სასწავლებელს. ცნობილია იმითაც, რომ ახალგაზრდობაში ბერძნულ ენას ასწავლიდა მეფე ერეკლე II-ის მემკვიდრეს, უფლის¬წულ გიორგის. მხოლოდ მან ერთმა დაიტირა მამა თადეოზის გარდაცვალება 1772 წელს და სიცოცხლის ბოლომდე უცრემლოდ არ შეეძლო მისი გახსენება. თავისი საყვარელი მოძღვრის საფლავზე ვერცხლის კანდელი დაჰკიდა, რომელიც ჩაუქრობელი იყო გიორგი მეფის აღსასრულამდე.

იეროთეოსი წარმოშობით ახალქალაქელი გახლდათ, ათაბაგთა შთამომავალი. ტრაპეზუნში უკურთხებიათ არქიმანდრიტად. მოულოცია კონსტანტინოპოლი, ათონი და პალესტინა. 50 წლის გახლდათ, როცა ივერიის კათოლიკოსის თხოვნით ჩამოვიდა საქართველოში (მისი მოსვლის თარიღი უცნობია). 5 წელი იყო ეკვდერის წინამძღვარი, შემდეგ კი ორ მღვდელმონაზონსა და მსახურებთან ერთად გაემგზავრა შფოთიან ოსეთში, რომლებიც ურღვევდნენ ხოლმე მყუდროებას ქართლის ქრისტიანებს. მათ მეთაურობდა ოსეთის მთებში სახელგავარდნილი მრისხანე ავაზაკი, სახელად ბაკონი, რომელიც ადრე აღიზარდა ქართველი მეფის კარზე, მაგრამ რაღაცაზე ნაწყენმა დაუტევა წყნარი ცხოვრებაც, პატივიც და ქრისტიანული სარწმუნოებაც. იეროთეოსი მის წინაშე მუხლებზე დაეცა და თვალცრემლიანმა შესთხოვა, შეეწყალებინა გაჭირვებული ხალხი. შეახსენა ფრიად ცოდვიანობა და საშინელება მისი ცხოვრების წესისა. გააღვიძა მასში თანაგრძნობა, შეუძრწუნა სული სახარების უარმყოფელს და ზეციური მადლით განუბრწყინვა. აქამდე მოუდრეკელმა ავაზაკმა ფეხზე წამოაყენა მოძღვარი, თვითონ დაემხო მის წინაშე მუხლებზე და ცრემლთა ღვრით ელოდა, რას უბრძანებდა ღირსი მამა. იეროთეოსმა აკურთხა ის წმინდა გიორგის ხატით, მკერდზე ჩამოჰკიდა ჯვარი პატიოსანი, სთხოვა აეშენებინა ეკლესია და სახარებისეული მშვიდობა მოეფინა მას დამორჩილებული ავაზაკებისთვის, ჩასდგომოდა სათავეში მაღრან-დვალეთისა და ქსნის ხეობის ოსებს და ყოფილიყვნენ ქართველთა მეფის მფარველობის ქვეშ. ბაკონი წმინდა ეკლესიის ერთგული შვილი შეიქნა, ერქვა ქრისტიანული სახელი _ დავითი და ვიდრე აღსასრულამდე იყო ოსთა წინამძღოლი. იეროთეოსიც, დავითის სიყვარულის გამო, მას აღარ მოშორებია. ქადაგებდა, ქრისტიანულ სარწმუნოებაში განამტკიცებდა მთიულებს და მათ შორისვე აღესრულა. ამის მერე მამა იეროთეოსის ადგილი დაიკავა მისმა მოწაფემ, მღვდელმონაზონმა მეთოდემ. დიდხანს გაგრძელდა თუ არა ეკლესიისთვის ასეთი სასურველი დრო, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სარწმუნოებაში მოქცეული ავაზაკი თავისი საყვარელი მოძღვრის იეროსთეოსის გარდაცვალების შემდეგ მალევე აღესრულა და დაკრძალეს თავისივე აშენებულ წმინდა გიორგის ეკლესიაში. მისი ღვთისმოშიში შვილიშვილი ნიკოლოზი მოვიდა ქართლში
, დიდი პატივით მიუღია მეფეს, შემდეგ განმარტოებულა ქვაბთახევის მონასტერში, მონაზვნად აღკვეცილა და ძმათა სურვილით, მონასტრის წინამ¬ძღვრადაც დაუდგენიათ. აქვე დაამთავრა მან თავისი სიცოცხლე, გულისხმისსაყოფელი ბევრისთვის და ღირსსახსოვარი ისტორიისთვის.

პიმენ არქიმანდრიტი თუში ყოფილა. 13 წლისა მოუტაციათ და მონად გაუყიდიათ სინოპში. ტყვეობიდან ბერძენ მთავარეპისკოპოსს, ტრიფონს გამოუსყიდია და გაუზრდია. პიმენი მოუწვევია თავისთან ხინოწმინდელ ეპისკოპოსს და მასაც გურიაში დაუარსებია სასწავლებელი. გურიის მმართველი გიორგი IV დიდად ენდობოდა მას, პოვა პიმენში დიდებული მქადაგებელი და დამხმარე ტახტის შენარჩუნებაში, რომელსაც განუწყვეტლივ არყევდა თურქთა ინტრიგები და შინაური მტრები. ეს შფოთი იყო ალბათ მიზეზი იმისა, რომ პიმენი მცხეთაში ჩამოვიდა. მეფე ვახტანგ VI-მ თავის მფარველობის ქვეშ მიიღო. სამღვდელოებამ და ხალხმა ერთხმად გამოირჩია და მეფის სურვილიც გახლდათ, რომ პიმენი წილკნის ეპისკოპოსად დაედგინათ. მაგრამ ის ვერ მოესწრო მღვდელმთავრობას, გარდაიცვალა ეკვდერის წინამძღვრობის პირველსავე წელს, 1716 წელს.

ევაგრე კახელი გახლდათ, თავად ჩოლოყაშვილების გვარიდან. მშობლებს აღთქმისაებრ ყრმობიდანვე მიუბარებიათ შუამთის მონასტერში, აქვე აღზრდილა და მონაზვნად აღკვეცილა. ლეკთა თავდასხმის შემდეგ გაუქმდა მისი მონასტერი, ისიც მცირე ხნით ტფილისში ჩამოსულა მეფე როსტომთან (1634-1658). დედოფალმა მარიამმა მამა ევაგრე მცხეთის საპატრიარქო ტაძრის ჩამოქცეული გუმბათის აღსადგენი სამუშაოების მეთვალყურედ დაადგინა. ღვთის სახელის სადიდებლად, ამ საქმის წარმატებით დამთავრებისა და მისი მაღალი ზნეობის გამო, კათოლიკოსის ნებართვით და კურთხევით, ჯერ კიდევ მღვდელმონაზონი ევაგრე, სხვათათვის მაგალითის მისაცემად, დააჯილდოეს _ ნება მიეცა ძვირფასი ქვებით შექმნილი პატარა ჯვარი ეტარებინა ბარტყულზე. იგი განსაკუთრებით იმით იყო გამორჩეული, რომ ფულს ხელით არასოდეს ეხებოდა, არ იღებდა და არც შინ იჩერებდა. საწინააღმდეგოდ მისი ნებისა, ქრისტიანები გულუხვად სწირავდნენ ფულს, მამა ევაგრე კი მას გზავნიდა ტყვეების გამოსასყიდად, ობოლთა გამოსაზრდელად, ავადმყოფთა და გლახაკთა შესაწევად. საოჯახო ნივთები, ჭურჭელი მხოლოდ ხისა და თიხისა ჰქონდა. მის უბრალო სუფრას ყოველთვის გლახაკნი ინაწილებდნენ, რომელთა გარეშეც არ შეეძლო მამა ევაგრეს ყოფნა. მისთვის ყველაზე სასურველი მოვალეობა გახლდათ ავადმყოფების მოხილვა, მათთან ყოფნა და ზრუნვა გამოჯანმრთელებამდე. ცისკრის, სერობის და საღამოს ლოცვებს ავადმყოფების საწოლთან კითხულობდა, რომელთაც ეს უფრო ანუგეშებდათ, ვიდრე მიწიერი მკურნალობის ხერხები. გარდაცვლილი ღატაკის დაკრძალვას ყოველთვის თვითონ კისრულობდა, ამიტომაც მას საქართველოს ეკლესიის ტობითას ეძახდნენ. ევაგრე პირუტყვზე არასოდეს ჯდებოდა, ახლოს მდებარე უდაბნოში მგზავრობისას თუ შორეულ ადგილებში სიწმინდეების მოსალოცად ყოველთვის ფეხშიშველა, კვერთხით ხელში ქვეითად მიდიოდა. ავდარში _ თოვლსა თუ წვიმაში ღია ცის ქვეშ რჩებოდა ღვთისადმი ლოცვაში ჩაღრმავებული. მისთვის ლოც¬ვის აღსავლენად ყველაზე უკეთესი დრო შუაღამე გახლდათ, მშვიდი და უშფოთველი დრო, როცა ლოცვაში წინ ვეღარ აღგიდგება სოფლის ხმაური, ამპარტავნება, ვნებები და თავისუფლად, მთელი არსებით უფალს მიეყრდნობი. მისმა საქციელმა ძალზე დააინტერესა ადგილობრივი მცხოვრებნი და სთხოვეს აეხსნა, რატომ ლოცულობდა მხოლოდ ღამით. ევაგრემ კი მათ დაურიგა წმინდა იოანე ოქროპირის სწავლება შუაღამიანის ლოცვის სიკეთეზე. ამ დროიდან ეს უცნობი სწავლება ევაგრეს წყალობით ფართოდ გავრცელდა საქართველოს ეკლესიაში და მას აუცილებლად და მონდომებით აღასრულებდნენ სამეფო პალატებში, დიდებულთა ოჯახებში თუ ღარიბთა ქოხებში. მთელ საქართველოში გავრცელდა წმინდად მცხოვრები ბერის, ევაგრეს სახელი, მრავალნი მოდიოდნენ მასთან შორეული მხარეებიდან, რამაც აიძულა, დაეტოვებინა მცხეთა. ორი თვით დაეთხოვა მეფეს და დედოფალს. გამოსამშვიდობებლად მისულმა, საიდუმლო საუბრისას მათ უწინასწარ¬მეტყველა თავისი ცხოვრების, ეკლესიის თუ სამეფოს ბედი, რამაც ძალიან დააბნია და დაამწუხრა ისინი. კახეთში, ნეკრესის მონასტერში განმარტოებული მამა ევაგრე ერთ თვეში გარდაიცვალა. მალევე, სამეფო კარის გასაკვირად, ერთი მეორის მიყოლებით ზედმიწევნით აცხადდა მამა ევაგრეს ნაწინასწარმეტყველები. მაშინ კი შეიტყო ხალხმა, რამხელა დიდი მნათობი მოაკლდა ქართულ ეკლესიას და სამეფოს.

ბოლო სამ ეკვდერზე პლატონ იოსელიანი არაფერს გვაუწყებს. ისინი თავის დროზე მნიშვნელოვანი იყო ხალხისთვის, ამიტომაც მათ წინამძღვრებს არქიმანდრიტებს უძახდნენ, რომლებიც განაგებდნენ საკუთრივ ამ ეკვდერებისთვის შეწირულ მამულებს. მათგან ისტორიკოსისთვის ცნობილი იყვნენ:

1) პორფირე, რომელიც სულ თან ახლდა საქართველოში უფლის საფლავისთვის შესაწირავთა მოსაგროვებლად ჩამოსულ იერუსალიმის პატრიარქ თეოფანეს. ცხოვრობდა მე-17 საუკუნის შუა ხანებში და დაკრძალულია თავის ეკლესიაში.

2) დანიელი. მას მეფე თეიმურაზ მეორისაგან (1744-1762) მიუღია წინამძღვრობის პატივი. მართლმადიდებლობის ღალატის გამო უპატიოდ მოქცევია კათოლიკოს ანტონ I-ს და მღვდელმთავარიც განრისხებულა მასზე. 1763 წელს რუსეთში განდევნილი კათოლიკოსი დაუბრუნდა თავის ტახტს. დანიელმა დატოვა ქართლი და იმერეთში დაბრუნდა, საიდანაც იყო წარმოშობით.

3) პეტრე წინამძღვრად კათოლიკოს ანტონ II-ს დაუდგენია. ის ორჯერ იყო დაღესტანში ტყვე ქართველთა გამოსასყიდად და იმდენი პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა ლეკთა შორის, რომ მცხეთაში იქაურ წარჩინებულთაგან მონიჭებული დიდძალი შემოწირულობით დაბრუნდა. თავისი მეგზური ლეკი ქრისტიანად მოაქცია და დაარწმუნა, ბერად აღკვეცილიყო. ახალმოქცეული ქრისტიანი, სახელად გაბრიელი, ბერად აღესრულა ნათლისმცემლის მონასტერში. თვითონ პეტრე წინამძღვარმა კი ეს ამაო სოფელი დატოვა 1744 წელს.

მცხეთის საპატრიარქო ტაძრის სიახლოვეს მდებარე საყდრებს შორის უნდა ვახსენოთ `გეთსიმანიად~ წოდებული ეკლესია. ის მთავარი ტაძრიდან დასავლეთით, 350 საჟენის დაშორებით, მცხეთიდან პომპეუსის ხიდისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობდა. მის გარშემო გეთსიმანიის ბაღის მსგავსად გაშენებული წალკოტი განადგურდა XVIII საუკუნეში. ტაძარი კი სპარსეთის შაჰს აბას დიდს დაუნგრევია და ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, 180 საჟენზე, ფრიალო კლდის ძირში, მდინარე არაგვის წიაღში დგას "ანტიოქიად" წოდებული ნახევრად დანგრეული ტაძარი (დღეს იქ დედათა მონასტერია - კ.კ.). როგორც ჩანს, ტაძარი სიგრძით 6, სიგანით 3 და სიმაღლით 3,5 საჟენი ყოფილა. თავიდან, როცა საქართველოს ეკლესია ანტიოქიის საყდარს ემორჩილებოდა, "ანტიოქია" საპატრიარქოს მეტოქი იყო და აქ ცხოვრობდა ანტიოქიის პატრიარქის ნაცვალი, ხოლო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვების მერე სამრევლო ეკლესიად გადაქცეულა. კათოლიკოსი ერთ თავის სიგელში წერს, რომ ეკლესიის უკან, მდინარე არაგვთან "ერთი ჩარდახი ჩაუდგამს".

მცხეთის მთავარი ტაძრის შესახებ კი პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს: კათოლიკოსი ანტონ I რუსეთიდან რომ ჩამოვიდა, ტაძრის იატაკი გაათანაბრა, მაგრამ 1795 წელს, საქართველოზე სპარ¬სელების უკანასკნელი თავდასხმისას, ქვაფენილი აუთხრიათ. ამან აიძულა კათოლიკოსი ანტონ II, ტაძარი განეახლებინა. მერე საქართველოს პირველმა ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა ვარლამმა, განაახლა ეკლესიის კარიბჭე და ქვებით მონიშნა მისთვის ცნობილ პირთა საფლავები. ტაძარში კედელზე გამოსახული იყო მეფე ვახტანგ გორგასალი. ფრესკისგან ასლი აუღია პლატონ იოსელიანს და მეცნიერებათა აკადემიისთვის გაუგზავნია. როგორც მოწმობენ, ამის შემდეგ მცირე ხანში ფრესკა უკვე წაუშლიათ...

„Духовный вестникь грузинского экзархата“ за 1901 №9

თარგმნა კახაბერ კენკიშვილმა

ჯურნალი „კარიბჭე“. 2006 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq