საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ფარნავაზიანები

ვახტანგ გორგასლის სიზმარი, მისი ახსნა და მისი შედეგები
გია მამალაძე

მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარი მნიშვნელოვანი ქარტეხილებით იყო სავსე ქრისტიანობისთვის. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში დიოფიზიტობას (მართლმადიდებლობას) ებრძოდნენ მონოფიზიტები და სხვა ერესების მიმდევრები. ბიზანტიას ამ დროს საგარეო პოლიტიკაშიც ძალიან უჭირდა. მას თავს ესხმოდნენ სხვადასხვა მხრიდან – გუთები, ვანდალები, ჰუნები. აღმოსავლეთში ბიზანტიას ებრძოდა ირანი. ირანი კავკასიის ქვეყნების დაპყრობას და აქ, მაზდეანობის გავრცელებას ცდილობდა. 

428 წელს ირანმა მეფობის გაუქმება შეძლო ქართლის მოსაზღვრე არმენიაში. არმენები მონოფიზიტურ სარწმუნოებას აღიარებდნენ. ირანის მმართველებმა გადაწყვიტეს, არმენული მონოფიზიტური ეკლესია გამოეყენებინათ საკუთარი ზრახვებისთვის – დიოფიზიტობის, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, რომელიც ოფიციალური რელიგია იყო ახალ რომსა (ბიზანტიაში) და იბერიაში.

ქართლსა და ბიზანტიას შორის ტერიტორიების გამო შუღლი იყო. ახალ რომს მისაკუთრებული ჰქონდა ქართული მხარეები, ტრაპიზონ-ქალდეა, დიდი მესხეთის სამხრეთი ნაწილი და აფხაზეთი.

ასეთ ვითარებაში ქართლის მეფე გახდა ვახტანგ პირველი, რომელსაც „გორგასალს“ უწოდებდნენ მუზარადზე გამოსახული მგლისა და ლომის გამო. 

მომავალი წმიდა მეფე დაიბადა 442 წელს. 7 წლისა დაობლდა. 15 წლის ასაკიდან შეუდგა სახელმწიფოს მეთაურობას. დაქორწინებული იყო ირანის შაჰის ჰორმიზდ მესამის ასულ ბალენდუხტზე, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე - დაჩი. 

ჰორმიზდი ძმამ, პეროზმა მოაკვლევინა და თვითონ დაიკავა ირანის ტახტი.

ვახტანგ პირველმა 16 წლის ასაკში ჩრდილოეთ კავკასია დალაშქრა, გაათავისუფლა ოსების მიერ ბავშვობაში მოტაცებული მისი და და მრავალი ქართველი. დაიმორჩილა ჩრდილო კავკასია, ოვსები,, ჯიქები (ჯიქები ამ დროს ჯერ კიდევ არ ცხოვრობდნენ აფხაზეთის ჩრდილოეთში, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე) და სხვები. მერე ვახტანგ მეფე შავი ზღვის სანაპიროს გამოუყვა და შემოვიდა აფხაზეთში. 

22 წლისამ ილაშქრა ბიზანტიის მიერ მიტაცებულ პონტოს ქართული მიწა-წყალზე. შეიჭრა ახალი რომის სახელმწიფოში. აიღო ციხე-ქალაქები: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. მიადგა შავი ზღვის ქალაქებს. სპარსელები და ქართველები ერთად ებრძოდნენ და დიდ ზიანს აყენებდნენ ბერძნებს. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გორგასალმა ტყვეები დაუბრუნა ბიზანტიელებს.

ამ დროს მოხდა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა, რამაც განსაზღვრა ვახტანგ მეფის გეოპოლიტიკური არჩევანი და საქართველოს მომავალი, როგორც გვიამბობს ჯუანშერის სახელით ცნობილი ისტორიკოსი.

 პონტოს ზღვისპირა ქალაქთან, ალბათ, ტრაპიზონთან, რომელიც ისტორიულად ქართული ტომების ტერიტორიაზეა, ლაზეთში, მან გაიცნო მღვდელი პეტრე და ბერი სამოელი. მეფე დაუახლოვდა მათ. პეტრე კაპადოკიაში, ნაზიანზში, გრიგოლ ღვთისმეტყველის საფლავზე იყო ნამოღვაწარი და მისი მოწაფე, ანუ მიმდევარი გახლდათ. 

გრიგოლ ნაზიანზელი (უმცროსი) მართლმადიდებლობის შუქურაა ბასილი დიდთან და იოანე ოქროპირთან ერთად. 

პეტრე და სამოელი ძალიან დაუახლოვდნენ მეფეს. ერთხელაც, მათი ლოცვის ძალით, ვახტანგ მეფეს გამოცხადება ჰქონდა. 

მეფემ სიზმარში ნახა, თითქოს კონსტანტინოპოლში იყო და გამოეცხადა გრიგოლ ღვთისმეტყველი, ნათლის გვირგვინით მოსილი და წმინდა ნინო. მათთან ერთად იყო ბიზანტიის მოქმედი იმპერატორი (აქ იგულისხმება ლეონ პირველი, თრაკიელი, რომელიც მაშინ განაგებდა აღმოსავლეთ რომის იმპერიას. ეს იმპერატორი კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმიდანადაა შერაცხილი (ხს. დღეს 20 იანვარი, რადგან ფხიზლად იცავდა ბიზანტიაში ქალკედონის მრწამსს, მართლმადიდებლობას, ანუ დიოფი

ზიტობას მონოფიზიტობისა და სხვა ერესებისგან).

ქართველთა მეფის ერთი ხელი პეტრეს ეპყრა ხელში, მეორე – სამოელს. გრიგოლ ნაზიანზელმა უთხრა მეფეს, დედაღვთისა და წმინდა ნინო იღვწიან ქართველებისთვის და ამიტომ, გეპატიაო ქრისტიანების წინააღმდეგ ომი. 

შემდეგ ვახტანგი ეამბორა წმიდანის ხელს. გრიგოლ ღვთისმეტყველმა ხელი დაიდო ნათლის გვირგვინზე, მსგავსი გვირგვინი შეიქმნა და  გადასცა ქართველ მეფეს სიტყვებით:

- „დაადგი პეტრეს“! 

შემდეგ პეტრემ თავისი გვირგვინიდან წარმოქმნილი მსგავსი გვირგვინი ასევე დაადგა სამოელს. 

წმინდა ნინომ უთხრა ქართველ მეფეს: მიდი, კეისართან „და მიიღე ნიჭი შენი“! მივიდა ჩვენი მეფე რომაელ-ბიზანტიელთა მეფესთან. 

მეფეებმა გადაკოცნეს ერთმანეთი. საიმპერატორო ტახტზე მჯდომი კეისარი ჩაიწია და ქართველთა მეფე გვერდით დაისვა. მერე ბერძენმა ხელმწიფემ მოიხსნა ნათელთვლიანი ბეჭედი ხელიდან, ვახტანგს გადასცა და უთხრა: 

– თუ გნებავს, რომ მოგცე გვირგვინი, აღუთქვი მას, ვინც დგას ჩვენს ზემოთ, რომ შეებრძოლები მის მტრებს და მიიღე მისგან გვირგვინი. 

მოიხედა ვახტანგ მეფემ და დაინახა ჯვარი, რომელსაც თავს ედგა გვირგვინი. ჯვრის ხილვამ შეაძრწუნა მეფე. წმიდა ნინომ, პეტრემ და სამოელმა ერთხმად თქვეს:

- ჰოი, ჯვარო უძლეველო! ჩვენ ვართ თავმდებნი!

კეისარმა მოხსნა გვირგვინი ჯვრისგან და დაადგა ვახტანგ გორგასალს თავზე.

ეს ხილვა მეფეს ჯერ კიდევ სიზმარშივე და ხელმეორედ ცხადში, აუხსნეს პეტრემ და სამოელმა. მათი თქმით, ნათლისგვირგვინიანი მოხუცი იყო გრიგოლ ღვთისმეტყველი. ნათლის გვირგვინის გადაცემა პეტრესთვის ნიშნავს ეპისკოპოსთა მთავრად დადგინებას. სამოელისთვის ნათლის გვირგვინის დადგმა, მის ეპისკოპოსად დადგინებას მოასწავებს. კეისრის ბეჭედი ნიშნავს მის ასულზე დაქორწინებას და ქართული მიწების დაბრუნებას ბერძენთაგან, ხოლო გვირგვინი ჯვრისგან ნიშნავს – „მრავალი ღვაწლი გექნება ჯვრის შეწევნით... ემსახურები ჭეშმარიტებას... შენ მიერ დადგინდება ქართლის კათალიკოსი და ეპისკოპოსები. და მიიღებ წამების გვირგვინს ბრძოლაში, ტყვედ კი არ ჩავარდები“.

ამ ხილვის აღწერით მემატიანე ჯუანშერი გვაუწყებს, რომ კეისარმა თავის თანასწორად სცნო ვახტანგი, გვერდით დაისვა საიმპერატორო ტახტზე. 

მართლაც, ვახტანგ გორგასლის სიზმარი ახდა.

ბიზანტიის კეისარი ლეონ პირველი იძულებული გახდა, ზავი ეთხოვა ვახტანგ მეფისთვის. იმპერატორმა ფიცით შემოუთვალა ქართველ მეფეს, რომ თავისი მეფობის სწორად ცნობდა.

როგორც გვამცნობს ჯუანშერი, ზავის პირობებით უკვე დაქვრივებული ვახტანგ მეფე დაინიშნა იმპერატორ ლეონ პირველის ასულ ელენეზე. საქართველოს დაუბრუნდა მისი მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო მას შემდეგ, რაც მეფე იქორწინებდა კეისრის ასულზე, აფხაზეთსაც დააბრუნებდა ბიზანტია, ოფიციალურად, სადედოფლოს მზითვად.  

გარდა ამისა, ბიზანტიის იმპერატორის წინადადებით, კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის პატრიარქებმა ქართლის ეკლესიის ავტოკეფალია ცნეს. იმ დროს კათალიკოსის ტახტის (საყდრის) არსებობა რომის იმპერიის გარეთ მყოფი ეკლესიებისთვის, ავტოკეფალიას ნიშნავდა და კათალიკოსს ბიზანტიელი პატრიარქების თანაბარი პატივი ჰქონდა. 

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, მოციქულთა მიერ დაარსებული ყველა ეკლესია დამოუკიდებელი იყო, ასევე საქართველოს ეპარქიებიც (ეკლესიაც) დასავლეთში თუ აღმოსავლეთში. მაგრამ, საეკლესიო კანონებით, და ასევე, პოლიტიკურად, ამას ყველაფერს დადასტურება სჭირდებოდა.

ვახტანგ მეფის სურვლისამებრ, ბიზანტიის (აღმოსავლეთ რომის) იმპერატორისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის თხოვნით, ანტ

იოქიის პატრიარქმა საქართველოს (ქართლის) კათალიკოსად აკურთხა პეტრე პირველი. მასთან ერთად თორმეტი ეპისკოპოსიც აკურთხა (მათ შორის იყო სამოელი) და ისინი კონსტანტინოპოლის გავლით გამოემართნენ საქართველოსკენ და თან, წამოიყვანეს იმპერატორის ასული – ელენე, საქართველოს სადედოფლო და პირველი კათალიკოსი პეტრე პირველი 467–474 წლებში განაგებდა მცხეთის საკათალიკოსოს. პეტრეს შემდეგ კათალიკოსის ტახტზე ავიდა სამოელ პირველი (474–502), ორივე წმიდანადაა შერაცხილი ეკლესიის მიერ.  

სამოელი გახდა მცხეთის ეპისკოპოსი, დანარჩენები გამღვდელმთავრდნენ შემდეგ ადგილებში: კლარჯეთში, ერუშეთში, ჯავახეთში, მანგლისში, ბოლნისში, რუსთავში, ნინოწმინდაში, ჭერემში, ჩელეთში, ხორნაბუჯში, აგარაკს.

თუ დავაკვირდებით, ისინი განლაგდნენ იმ ადგილებში, საიდანაც შეიძლებოდა განხორციელებულიყო მეზობელი არმენიის ეკლესიაში გაბატონებული მონოფიზიტური ერესის შემოტევა, რასაც ასე უფრთხოდნენ ქართველები (ასევე, ალბანეთის მხრიდან, ალბანეთის ეკლესიას ძალზე უტევდნენ არმენი მონოფიზიტები და სპარსები). ეს მართლაც დიდი საფრთხე იყო, თუ გავიხსენებთ, რომ სპარსეთის სამეფო კარი მხარს უჭერდა მონოფიზიტიზმს, ქრისტიანულ სამყაროში არეულობის შეტანის მიზნით. 

მოკლედ, დასავლეთიდან მოსული მღვდელმთავრები განლაგდნენ, ვითარცა მცველები, საქართველოს სამხრეთ (ერთი აღმოსავლეთში) მხარეებში. 

კეისართან დაზავების დღიდან ვახტანგ მეფისთვის მიზანი ძირითადად მიღწეული იყო – სამცხე, კლარჯეთი შემოიერთა, დასავლეთ საქართველოზე გავლენა გაავრცელა, კეისარმა თანასწორად ცნო და მოყვრობა შესთავაზა. ამის შემდეგ სპარსელების, სხვა სარწმუნოების მიმდევრების, ქართლზე თავისი გავლენის გავრცელების მოსურნეების მოკავშირეობა, საჭირო აღარ იყო. ამის მერე ქრისტიანობის, ანუ საკუთარი ცივილიზაციის მთავარი მახასიათებლის დაცვა გახდა მიზანი. ამ დროისთვის სპარსთა მეფეს უკვე დაკავებული ჰქონდა პალესტინა. დადგა ახალი გამოწვევის გადალახვის დრო. მთლიანი კონფრონტაცია ბიზანტიასთან შეუძლებელი შეიქმნა, რადგან აღმოსავლეთიდან, ირანიდან მაზდეანობის შემოტევა იყო, ხოლო სამხრეთიდან კი – ირანის დახმარებით, არმენული მონოფიზიტიზმის. 

ამგვარად, სასწორზე დადგა მართლმადიდებლობის გადარჩენა ქართლში და ამიტომ, მას არ აწყობდა ბიზანტიის დამარცხება. ქართველთა მეფემ შუამავლობა იკისრა, დაარწმუნა სპარსთა შაჰი და დააზავა რომაელები და სპარსები. 

ვახტანგ გორგასლის მოთხოვნით, შაჰმა ქრისტიანებს დაუბრუნა პალესტინა, ბიზანტიისა და საქართველოს საზღვრების კანონიერება და ხელუხლებლობაც ცნო. ასევე, ხაზართა მეფეს, თავის მოკავშირეს ამცნო მათ შორის მშვიდობის დამყარება.

სამაგიეროდ, ვახტანგ მეფისგან მოითხოვა, გაერთიანებულებს, სპარსებს და ქართველებს ერთად ელაშქრათ აღმოსავლეთით ჰუნების, ასევე ინდოეთის, სინდეთისა და სხვათა წინააღმდეგ. ჯუანშერის ცნობით, ამ ლაშქრობაში ქართველებს ბიზანტიის კეისრის სარდალი ლეონი  და მისი ჯარი ახლდა. აღმოსავლეთში გარდახდილ ომებში ქართველი მეფე ცდილობდა სპარსეთის შაჰი დაეყოლიებინა დასაპყრობი ქვეყნების მშვიდობიან ვასალიტეტზე...

გავიდა ხანი, სპარსეთის ახალმა შაჰმა საკუთარი ასული და მოკავშირეობა შესთავაზა ვახტანგ მეფეს ბიზანტიის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის სანაცვლოდ. მაგრამ, მეფეს სპარსთაგან სრული დამოუკიდებლობა და მართლმადიდებლობის  გაძლიერება უნდოდა, ამიტომ უარი შეუთვალა და მის წინააღმდეგ ამხედრდა. ეს საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის, მაგრამ ქართული სამყაროსთვის გადამწყვეტი – ჩვენ ჩვენი  სახე ამგვარად შევინარჩუნეთ!

ასე იმოქმედა სასწაულებრივმა სიზმარმა დიდ პოლიტიკასა და საქართველოს მომავალზე.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ლეონტი ათონელი (+1605)
18 (1.07) ივნისი
ქრისტესმოსავი წმიდა მოწამენი – წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)
წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (I), რომელთა ხსენება აღესრულება 1 ივლისს, რომაელი მხედრები იყვნენ. უღმერთო იმპერატორმა ვესპასიანემ (70-79) ფინიკიის ოლქის გამგებლად სენატორი ადრიანე დანიშნა და უბრძანა, ეწამებინა და დაეხოცა ყველა ქრისტიანი ვინც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა. ადრიანეს მოახსენეს ქრისტიანი ლეონტის შესახებ, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას.
gaq