საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

"მეორმოცდათორმეტე მეფე, გიორგი. ძე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა. ბაგრატოანი"
გაიოზ მამალაძე

1027 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი I, ბაგრატ III-ის ძე.
იგი პირველი იყო, ბაგრატიონთაგან, ვინც გაერთიანებული სამეფოს უფლისწულად დაიბადა, გიორგი ერქვა და პირველი ეწოდა განგების მიერ.

სულ თორმეტი (12) წლისა იყო მამა რომ გარდაეცვალა და სახელმწიფოს მეთაურის - მეფის გვირგვინი დაადგეს თავზე.
რა კარგად შენიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ, საბავშვო სათამაშოების მაგივრად გვირგვინი შეაჩეჩეს ხელში და არიგებდნენ: „მეფე ხარ და ხამს, მეფე ხარ და გმართებს“.

ბავშვობა არ ჰქონია, ომი იყო მისი ბედისწერა, ომი სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის. თან უდიდეს იმპერიასთან, რომელმაც მოახერხა და ჩაყლაპა სომხური სახელმწიფოებრიობა, უძლიერეს იმპერატორთან, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ბულგარელებს სასტიკად გაუსწორდა. ასეთ ძალებს აღუდგა წინ ყრმა მეფე გიორგი პირველი.
ერთიანობა რომ ყოფილიყო ქვეყანაში, კახეთ-ჰერეთის დიდებულებს რომ არ გამოეტაცათ მისთვის მამამისის მიერ შემოერთებული კახეთ–ჰერეთი და სხვა გაიმარჯვებდა კიდეც ჭაბუკი ქართველი მეფე. ცოტა იღბალმაც უღალატა.

 ბასილი ბულგართმმუსვრელი თითქმის ღვთისგმობამდე მიიყვანა გიორგი მეფის ქართველთა ჯარის სასტიკმა შემოტევამ. მან მოაბრძანებინა წმინდა ჯვარი და ხატი და განწირულმა იყვირა, ბულგართა გამანადგურებელმა: - „უკეთუ მიმცე ჴელთა მტრისათა, არღარა ვიყო თაყუანის-მცემელ თქუენდამი უკუნისამდე“.

ხანდახან ღმერთი ბოროტის გამარჯვებას დაუშვებს ხოლმე. ბასილი ბულგართმმუსვრელი ბოროტი იმპერატორი იყო, ქართული მიწების მიმტაცებელი... დაუშვა ღმერთმა მისი გამარჯვება... ალბათ, ჯერ კიდევ უნდა გამოწრთობილიყო ქართული სული, ქართული სახელმწიფო… 

ოცდახუთი წლისა გარდაიცვალა დიდი მეომარი მეფე გიორგი I, მაგრამ დიდი სახელი კი დატოვა.

„ქართლის ცხოვრება“ მოკლედ გვიამბობს მის შესახებ. ამ საკმაოდ მოკლე თხრობაშიც კარგად ჩანს მეფის დიდი გულმოდგინება საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების საქმეში. მეფე სარგებლობს ბულგართა აჯანყებით, ბასილი იმპერატორის ბულგარეთში ყოფნით, და ათავისუფლებს ქართულ მიწებს, შემდეგ უკავშირდება ბასილის მოწინააღმდეგეებს...

კონსტანტინე გამსახურდია აღაშფოთა იმ უსამართლობამ, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ ამ დიდ მეომარს მხოლოდ ერთი ფურცელი ჰქონდა დათმობილი.

მაგრამ ეს ერთი ფურცელი დიდ ინფორმაციას იტევს. ქართველთა ჭაბუკი მეფის ვაჟკაცობის, პატრიოტობის, პოლიტიკური ვითარებების სწორად გამოყენების უნარისა და სხვა სიქველეების შესახებ. მნიშვნელოვანია ესეც (ხაზი ჩვენია):

 „გარდაიცვალა გიორგი მეფე, ს ა ვ ს ე  ყ ო ვ ლ ი თ ა  ს ი კ ე თ ი თ ა,  ჟ ა მ ს ა  ო დ ე ნ  ს ი ყ რ მ ი ს ა ს ა,  რ ო მ ე ლ  ა რ ა-ვ ი ნ  გ ა მ ო ჩ ე ნ ი ლ  ი ყ ო  მ ს გ ა ვ ს ი  მ ი ს ი  მ ა მ ა თ ა  შ ო რ ი ს  მ ი ს თ ა  ა ხ ო ვ ნ ე ბ ი თ ა,  ჭ ა ბ უ კ ო ბ ი თ ა  დ ა  ს ი ქ უ ე ლ ი თ ა,  ტ ა ნ ი თ ა  დ ა  ს ა ხ ი თ ა,  ც ნ ო ბ ი თ ა,  დ ა  ს ა ვ ს ე  ყ ო ვ ლ ი თ ა  გ ა ნ გ ე ბ ი თ ა  ს ა ჴ ე ლ მ წ ი ფ ო თ ა, ქრონიკონსა ორას ორმოცდაშჳდსა, თუესა აგჳსტოსა თექუსმეტსა, ქუეყანასა თრიალეთისასა, ადგილსა, რომელსა ეწოდების მყინვარნი გინა იწრონი. და დაუტევა გლოვა და მწუხარება ყოველთა მკჳდრთა მამულისა და სამეფოსა მისისათა. ი გ ლ ო ვ დ ე ს  ყ ო ვ ე ლ ნ ი  ს ი კ ე თ ი ს ა,  და  ს ი ჭ ა ბ უ კ ი ს ა,  დ ა  ა ხ ო ვ ნ ე ბ ი ს ა  მ ი ს ი ს ა თ ჳ ს.

გავიხსენოთ რას გვიამბობ "ქართლის ცხოვრება" გიორგი პირველის შესახებ.

"ქართლის ცხოვრება"


მეორმოცდათორმეტე მეფე, გიორგი. ძე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა. ბაგრატოანი

ხოლო ესე გიორგი ეუფლა ყოველსა მამულსა და სამეფოსა თჳსსა ჟამსა ოდენ სიყრმისა და სიჭაბუკისა მისისასა, რამეთუ იყო, რაჟამს მეფე იქმნა, წლისა თორმეტისა.

მას ჟამსა გან[უ]დგა ამას ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა, და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერის-თავნი, მათ ქუეყანით კუალად-ვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი.

ხოლო მეშჳდესა წელსა მეფობისა მისისასა გამოვიდა ბასილი, მეფე ბერძენთა, მას ზედა ყოვლითა სპითა საბერძნეთისათა და უცხო-თესლითა ურიცხჳთა. ხოლო გიორგი მეფე განვიდა სპითა დიდითა წინა-აღდგომად მისსა. და დაიბანაკეს ორთა-ვე ქუეყანასა ბასიანისასა მრავალ-დღე, და არა მიმართეს ბრძოლად ურთიერთას. მორიდა გიორგი მეფემან, მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი. და მუნით მოვიდა კოლას, და გამოუდგა კუალსა, და მოუდგა უკანა ბასილი, მეფე ბერძენთა. და შეკრბეს უკანა-მავალნი გიორგისნი და წინა-მავალნი ბასილისნი, და იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა, რომელსა რქჳან შირიმნი. და მოისრნეს ორ-კერძო-ვე მრავლად, მოკლნეს ერის-თავნი და დიდებულნი: რატი, ძე ლიპარიტისი, და ხურსი. და გჳანად ეწია ჴმა გიორგი მეფესა, ვითარმედ ომი არს უკანა-მავალთა ზედა. მაშინ უბრძანა სპათა თჳსთა და აღიჭურნეს მსწრაფლ. განვიდა თჳთ გიორგი მეფე, რამეთუ ახოვან იყო და უშიში ყოვლითურთ ვითარცა უჴორცო, და მის თანა სიმრავლე სპისა მისისა. და მოვიდა მუნით ბასილი მეფე ყოვლითა სპითა მისითა. შეკრბეს იმიერ და ამიერ, იქმნა ბრძოლა დიდი, და მოისრნეს ბერძენნი ფრიად, და წარმოიღეს ავარი. ეგზომ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, რომელ სივლტოლად განემზადა ბასილი მეფე.
ხოლო ვითარ სულ-მოკლე იქმნეს ქართველნი, მორიდეს და წარმოვიდეს. წარმოუდგეს უკანა ბერძენნი და დაჴოცნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისათა. მოუწია ლაშქარმან არტანს, ტყუე ყვეს და მოაოჴრეს არტანი. და რაჟამს წარვიდა გიორგი მეფე თრიალეთს, წარმოუდგა უკანა, ასწმჳდა ქუეყანა ჯავახეთი
სამეფო კლუბი დიდ პატივს მიაგებს მეფე გიორგი პირველს და აღნიშნავს მისი გამეფებიდან 1000 წელს
სა და გარდავიდა თრიალეთს. კუალად-ცა დაეახლნეს ურთიერთას, რამეთუ განძლიერდა გიორგი მეფე და მოირთო ძალი კახეთისა და ჰერეთისა, გარნა დაუშალეს შებმა მეორედ.
შეიქცა ბასილი მეფე თრიალეთით, უკუ-მოიარა ჯავახეთი და არტანი. და კუალად უბოროტესადრე შურის-გებით მოაოჴრნა ქუეყანანი იგი; წარვიდა და დაიზამთრა ქუეყანასა ხალდისასა, მახლობელად ქალაქსა ტრაპიზონთასა. და ვიდოდეს მათ შორის მოციქულნი ზავისა და სიყუარულისათჳს.

მას ჟამსა იქმნა დიდი განდგომილება საბერძნეთს. შეიერთნეს სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა და წარიდგინეს ქუეყანა აღმოსავლეთისა. და დიდად შეძრწუნდა ამისთჳს ბასილი. გარნა პატივ-სცა ღმერთმან მას-ვე, და მოკლა წარვეზი ქსიფე; და გადგეს რომელნი მირთულ იყვნეს. ხოლო ქსიფეს მიეგო ცრუობა წარვეზისა: რამეთუ შეიტყუეს ციხესა დალასანოსთა სისხლისათჳს ფოკას ძისა, შეიპყრეს და მოჰგუარეს ბასილი მეფესა, და მან ექსორია ყო კუნძულსა რომელსა-მე. და მისთანათა მრავალთა მოჰკუეთა თავი მახჳლითა, რომელთა თანა იყო ფერის, ძე ჯოჯიკისი, ნათესავით ტაოელი, და სხუანი იყვნეს ბერძენნი.

კუალად შემოიქცა ბასილი, მოვიდა ბასიანს, ითხოვდა ქუეყანათა და ციხეთა, და აღუთქმიდა ზავსა და მშჳდობასა. ცნა რა გიორგი მეფემან, წარავლინა ზჳადი ერის-თავი სპითა მისითა და უბრძანა, რათა[მცა] ზავის მიპყრობითა მცირედ-ხან დაიმჭირვა ადგილსა, და თჳთ წარუდგა უკანა სპითა ძლიერითა. და განიზრახვიდა ესრეთ: „უკეთუ ინებოს ზავი ბასილი მეფემან, იქმნეს ესრეთ; და უკეთუ ინებოს ომი, განვემზადნეთ მისთჳს-ცა“. ხოლო რომელთა არა უნდა ყოფად მშჳდობისა, იწყეს განმზადებად ბრძოლად და მივიდეს ბასილი მეფესა ზედა დაბანაკებულსა, რომელსა უწოდიან სჳნდაქსად.

იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ლაშქრისა მისისა. განუწერა ბასილი მეფე, უბრძანა მოყვანებად ძელისა ცხოვრებისა, და მანდილი წმიდა დადვა ქუეყანასა ზედა, და თქუა: „უკეთუ მიმცე ჴელთა მტრისათა, არღარა ვიყო თაყუანის-მცემელ თქუენდამი უკუნისამდე“. და ვითარ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, კუალად-ცა მეოტ იქმნნეს სპანი ქართველთანი და წარმოვიდეს მეოტად, მოისრნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისათა; და რომელნი-მე ტყუე იქმნნეს. და წარიღეს ავარი დიდ-ძალი და განძი სამეფო, რომელი ჰქონდა თანა.

და წარმოუდგა უკანა ბასილი მეფე. ხოლო კუალად-ცა იწყეს ზავად, ვითარცა პირველ; რამეთუ შიში დიდი აქუნდა საბერძნეთით განდგომისა. და ყვეს მშჳდობა და დაიზავნეს, და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ წელიწდისა სამისა და ციხენი რომელ პირველ გაეცნეს აზნაურთა დაუცალნა და მისცნა; სხუანი-ცა ციხენი პირველ მიცემულნი და უკანის თოთხმეტნი; და ქუეყანა, რომელი ჰქონდა დავით კურაპალატსა ტაოსთა, ბასიანს, კოლა-არტანთა და ჯავახეთს. ხოლო რომელნი-მე ამა ქუეყანათაგან ეკლესიანი, სოფელნი და ადგილნი დაულოცნა გიორგი მეფესა. და წარვიდა ბასილი მეფე და თანა წარიყვანა ბაგრატ უფლის-წული მძევლად ძე გიორგი მეფისა ჩუენისა. აღუთქუა ფიცითა აღთქმა, ვითარმედ: „წელსა მესამესა გამოგიგზავნო ძე შენი“. და იყო სამ წელ ქალაქსა სამეფოსა კოსტანტინეპოლეს და წელსა მესამესა გამოგზავნა, ვითარცა აღუთქუა.

რაჟამს მოიწია მამულსა და სამეფოსა თჳსსა, მოჰყვა თანა კატაბანი აღმოსავლეთისა ვიდრე საზღვართამდე მამულისა მისისა. და ვითარ შეიქცა გარე, მოეწია სწრაფით მანდატური და მოართუა კატაბანსა წიგნი კოსტანტინე მეფისა, რომელსა წერილ იყო ესრე სახედ, ვითარმედ: „განგებითა ღმრთისათა მიიცვალა სანატრელი ძმა ჩემი, ბასილი მეფე, და ნაცვლად მისსა ვიქმენ მე მეფედ ყოველსა საბერძნეთსა. აწ უკუე, სადა-ცა მიწევნულ იყოს განსაგებელსა ჩემსა ბაგრატ, ძე გიორგი აფხაზთა ჴელმწიფისა, შეაქციეთ სწრაფითა დიდითა, რომელ მოიწიოს წინაშე ჩუენსა“.

ხოლო მან, ვითარცა წარიკითხა ბრძანება მეფისა, ენება, რათა-მცა შეაქცია გარე ბრძანებისა-ებრ მისისა შეიქცა სწრაფით, დევნა უყო უკანა. რაჟამს მიეახლა, იხილა, რომელ სიმრავლე დიდ-ძალი მიგებებულ იყო წინა: დიდებულნი, ერის-თავნი და აზნაურნი ტაოელნი, მესხნი და ქართველნი, რომელთა არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მათისა. შეიქცა გარე და უთხრა მანდატურსა, რომელი მიწეულ იყო: „უკეთუ ძალ გიც შენ, აქციე, ჩემგან კულა ესე აღარა ეგების“.

ჵ, დიდი საკჳრველება და მოწყალება ღმრთისა! ვითარ მყის განერა მართალი ჴელთაგან მათთა, რომელთა ენება ზაკჳთ შექცევა მისი. და თუ ვის-მე გენებოს განცდად ესე-ვითართა, შეწევნითა ღმრთისა-მიერითა იხილეთ და განიცადენით ურიცხუნი ჴელის აპყრობანი ღმრთისა-მიერნი ამას დიდსა ბაგრატს აფხაზთა მეფესა ზედა, რომელნი არა-ვის ზედა. მოწევნულ იყვნეს სხჳსა მეფისა, რომლისათჳს ჟამსა და ჟამსა გაუწყოს წინამდებარემან სიტყუამან.

ვითარ უკუე მოიწია წინაშე მამისა თჳსისა გიორგი მეფისა, სახლად მათდა ქუთათისს, იხილეს მშობელთა მისთა შვილი მათი მსგავსი განუცდელისა და მიუთხრობელისა სიკეთისა მათისა, ყოვლითურთ შუენიერი, რომლისა სიკეთისა მისისათჳს შეუძლებელ არს კაცთაგან მითხრობა. იხილეს რა, განიხარეს სიხარულითა მიუთხრობელითა და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. იყო ქრონიკონი მას ჟამსა ორას ორმოცდახუთი.

ამისა შემდგომად წარვიდა პატრიაქი მელქისედეკ კოსტანტინე მეფისა წინაშე კოსტანტინეპოლედ. შეიწყნარა მეფემან ბერძენთამან კოსტანტინე და მოსცა შესამკობელნი ეკლესიათა, ხატნი და ჯუარნი, და ყოველი სამღდელთმთავრო და სამღდელო სამკაული. მოვიდა ქუეყანასა და სამწყსოსა თჳსსა და იყიდა სოფლები ტაოს: ზადკარეკი ხუთითა აგარა[ჲ]თა, და ძაღლის-ჴევს იყიდა სოფელი ოროთა სამითა აგარა[ჲ]თა. ესე ორნი-ვე სოფელნი მათითა აგარა[ჲ]თა თჳსთა ძმათა განძითა იყიდა. და კლარჯეთს მოიგო სოფელი ერთი სხლოანი. და შავშეთს მოიგო სოფელი დიდი სხლობანი, აგარა მისი ნაღუარევი. და ჯავახეთს მოიგო სოფელი ტონთიო. და კოლას მოიგო და დააშენა სოფელი დიდი ოროტანი აგარა[ჲ]თა. და ფანავარს ააშენა სოფელი ერთი მახაროვანი. და საკოეთს შეიპყრნა და ააშენნა სოფელნი ორნი

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq