საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

კონსტანტინე ბატონიშვილი (დავით II-ის ძე)
კონსტანტინე ბატონიშვილი როტმისტრობის დროს, 1813 წელი. მხატვარი მიხეილ ზაცეპინი
კონსტანტინე ბატონიშვილი (დ. ივლისი. 1789 — გ. 3 მაისი. 1844, მოსკოვი), იმერეთის მეფის დავით II-ის ძე, გენერალ-მაიორი.
 3 წლის კონსტანტინე ბატონიშვილი მამამ ერთგულების საწინდრად სოლომონ II-ს მისცა. დავით II-ის მიერ ტახტის დაბრუნების ცდის გამო 1792 სოლომონმა უფლისწული მუხურის ციხეში ჩაკეტა. 1803 რუსეთის მთავრობის მოთხოვნით სოლომონ II-მ გაათავისუფლა კონსტანტინე ბატონიშვილი და იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ცნო, რადგამ მეფეს შვილი არ ჰყავდა. შემდეგში სოლომონმა შეძლო ახალგაზრდა უფლისწულის შემორიგება. 

იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კონსტანტინე ბატონიშვილი პეტერბურგს გაემგზავრა და კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკში ჩაირიცხა როტმისტრად. მონაწილეობდა 1812 რუსეთ-საფრანგეთის ომში. დააჯილდოვეს ვლადიმერის ორდენით. მისი შვილები (დავითი, გიორგი, კონსტანტინე, ნიკოლოზი, ალექსანდრე) რუსეთში "იმერეტინსკებად" ან "ბაგრატიონ-იმერეტინსკებად" იწოდებოდნენ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq