საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

გიორგი ბატონიშვილი (ბაგრატიონი), რომელსაც ვერ იტანდა ეკეტერინე II
ასეთი იყო ბაგრატიონტა საძვალე 1913 წელს, მოსკოვის დონის მონასტერში
გიორგი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1712 — გ. 19 დეკემბერი. 1786) — მოსკოვის ქართული კოლონიის მეთაური XVIII საუკუნის II ნახევარში, რუსეთის არმიის გენერალ-ანშეფი, ვახტანგ VI-ის ძე. 1724 მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რუსეთს გაემგზავრა და დამკვიდრდა მოსკოვში. 

საიმპერატორო კარზე შეისწავლა ფილოსოფია, ისტორია, სამხედრო ხელოვნება; წერდა ლექსებსაც. რუსეთ-შვედეთის ომის (1741-1743) დროს გიორგი ბატონიშვილი ფლოტს მეთაურობდა. თავი გამოიჩინა რაინის კამპანიაში (1741-1748), შვიდწლიან ომში (1756-1763). დაჯილდოებული იყო ალექსანდრე ნეველისა და წმინდა ნინოს ორდენით. 

ბაქარის გარდაცვალების შემდეგ (1750) გიორგი ბატონიშვილი მოსკოვის ქართული კოლონიის ფაქტობრივი მეთაური გახდა. მას ახლო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტის მესვეურებთან, მატერიალურადაც ეხმარებოდა უნივერსიტეტს (1785 უნივერსიტეტისათვის გადაუცია 10 ათასი მანეთი). 

მოსკოვში მის სახლში თავს იყრიდნენ რუსეთისა და საქართველოს მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლები. თანამედროვეთა ცნობით, გიორგი ბატონიშვილი საქართველოში მეცნიერების გავრცელების დიდად მოსურნე და ნივთიერი ხელშემწყობი ყოფილა. დაკრძალულია მოსკოვის ქართველთა ნეკროპოლში — დონის მონასტერში.

ეკატერინე მეორე მასზე წერდა: "Менее безобразный, чем граф Скавронский, он был зато круглый дурак; в особенности подчеркивало в н
ასე გამოიყურება ძველი სასაფლაოების ნაშთები ახლა
ем этот недостаток то, что он никогда порядком не выучился говорить ни на одном языке, кроме своего родного, которого никто в России не понимал, кроме его грузин."


ეს სიტყვები არ უნდა იყოს ობიექტური, ისევე როგორც გრაფ სკავრონსკის დახასიათება, რომელიც იყო იმპერატრიცა ეკეტერინე პირველის ძმისშვილი და ძალიან კეთილი ადამიანი. არაობიექტურობა ხშირად ახასიათებთ იმპერატორებს, მით უმტეს მათ, რომლებიც სხვათა სახელმწიფოს განაგებენ. ცნობილია, რომ გერმანული წარმოშობის ეკეტერინემ დაამხო თავისი ქმარი, რუსეთის კანონიერი იმპერატორი პეტრე მესამე, მოახდინა უზურპაცია ხელისუფლებისა და გახდა სხვა რუსებზე მეტად რუსი იმპერიალისტი. მის ზნეობაზე არაფერს ვამბობთ, რადგან მისი გარყვნილება, თანაც ბებრულ ასაკში, ყველასთვის ცნობილია
გიორგი უფლისწულის პირველი ცოლი მარია იაკობის ასული დოლგორუკოვა-ბაგრატიონ-გრუზინსკი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq