საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი
ბაგრატიონის საფლავის გრანიტის კოლონა
ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი (დ. 1796 ან 1797 ― გ. 5 თებერვალი, 1862). რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი, კავალერიის გენერალი; იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილი.

მამამისი, გიორგი იყო სოლომონ პირველის ვაჟის, ბატონიშვილ ალექსანდრეს ქორწინების გარეშე შობილი შვილი. თუმცა ბატონიშვილის სტატუსით სარგებლობდა

ჭაბუკი ბაგრატიონი იმერეთის მეფე სოლომონ II-მ დააპატიმრა, როგორც ტახტის პოტენციური პრეტენდენტი. პატიმრობიდან გაქცევის შემდეგ (1811) დასახლდა რუსეთში. მანამდე იბრძოდა სოლომონ მეფისა და რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულებთან, რის გამოც რუსეთის იმპერატორმა დააჯილდოვა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით.

 დაამთავრა პაჟთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო კორნეტად ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში. იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ. დეკაბრისტების აჯანყების ცახშობაშიც მიიღო მონაწილეობა. თავი გამოიჩინა 1828-1829 რუსეთ-ოსმალეთის ომში როგორც ნიჭიერმა სამხედრო მოღვაწემ. მეთაურობდა ცხენოსანთა დივიზიას. 

გიორგი ბატონიშვილის შთამომავლებს ალექსანდრე პირველმა უგანათლებულესი თავადების წოდება და იმერეტინსკის გვარი  მიანიჭა. უგანათლებულესი თავადი ყველაზე აღმატებული წოდება იყო რუსეთის იმპერიაში, თუმცა რომანოვების წოდებაზე, დიდი თავადის (მთავრის) და იმპერატორის სისხლის თავადის (მთავრის) შემდეგ. ანუ ბაგრატიონები ამგვარად დაკნინდნენ რუსეთის იმპერიაში. ასეთივე წოდება მინიჭეს ქართლ–კახეთის მეფეების შამომავლებსაც. ქართლის მეფეების შთამომავლებისთვის ესეც კი არ მიუციათ.

ალექსანდრე ბაგრატიონ–იმერეტინსკი დასაფლავებულია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ლაზარეს სასაფლაოზე.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq