საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

საკრალური მსგავსება და განსხვავება დავით აღმაშენებელსა და პეტრე პირველს შორის
გია მამალაძე

ყველა ქვეყანაში ჰყავთ განსაკუთრებულად საყვარელი მეფე, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი და დამსახურებული.

დავით აღმაშენებლის მემატიანეს ის ყველა მეფეზე აღმატებულად მიაჩნია. ასე ფიქრობენ ქართველი ისტორიკოსებიც, ასევე ფიქრობს ყოველი ქართველი და, ალბათ, ყველა ერის წარმომადგენელს ასეთივე დამოკიდებულება აქვს თავისი ქვეყნის საუკეთესო მეფისადმი. 

საინტერესოა, რომ ჩვენს სათაყვანებელ დავით აღმაშენებელს, ცხოვრების ქრონოლოგიითა და თავისი ქმედებებით, რაღაცნაირად წააგავს რუსეთის იმპერატორი პეტრე პირველი.

დავით აღმაშენებელი 16 წლის ასაკში გამეფდა, 1089 წელს, ესე იგი, უნდა დაბადებულიყო 1072 ან 1073 წელს. 

პეტრე პირველი დაიბადა 1672 წელს, ზუსტად 600 წლის მერე. 

ჩვენ ვიცით, რომ 16 წლის ჭაბუკი დავითის გასამეფებლად მისი მამა, მეფე გიორგი მეორე, რომელიც ქვეყანას სათანადოდ ვერ მართავდა, გადააყენეს, თუმცა მეფეთ-მეფის წოდება შეუნარჩუნეს (ეს როგორც ვთქვით, მოხდა 1089 წელს). გიორგი მეფის გარდაცვალებამდე ქვეყანას ფორმალურად ჰყავდა ორი მეფე.

პეტრე პირველი ფორმალურად გამეფდა 1682 წელს, თავის უფროს, სუსტი ჯანმრთელობის მქონე ნახევარძმასთან, იოანესთან ერთად. სინამდვილეში პეტრემ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო 1689 წელს, 16 წლის ასაკში, როცა თავისი ნახევარდა, სოფია, რომელიც მართავდა ქვეყანას, მონასტერში გამოკეტა. ამის შემდეგ, იოანეს გარდაცვალებამდე (1696) რუსეთს ფორმალურად ჰყავდა ორი მეფე.

ეს მოხდა დავით მეოთხის გამეფებიდან ზუსტად 600 წლის მერე... 

ამგვარად, ორივე 16 წლისა გამეფდა და ორივე შიდა სამეფო გადატრალების მაგვარი ქმედებით. 

ორივე მეფე გამოირჩეოდა დიდი ენერგიით, შრომისმოყვარეობითა და ცნობისმოყვარეობით. დავით აღმაშენებელს ძალიან უყვარდა წიგნები, ფილოსოფიისა და რელიგიის საკითხები, სამხედრო საქმე, მშენებლობა...

პეტრე სიყმაწვილიდან ცდილობდა არაერთი

საქმის შესწავლას, მათ შორის – სამხედრო გემების მშენებლობის, არტილერიის, არქიტექტურის... მან 14 ხელობა იცოდა.

დავით აღმაშენებელი, თურმე, გელათის მშენებლობაში მონაწილეობდა და დიდ ქვებს ეზიდებოდა. პეტრეც მშრომელი ადამიანი იყო, გემებისა და ქალაქის მშენებლობაზე მუშაობდა ხოლმე.

ორივე ფიზიკურად ძლიერი იყო, ორივეს უყვარდა უბრალო ადამიანები. დავით აღმაშენებელი თავად უვლიდა სნეულებს. პეტრე პირველი მოკვდა უბრალო ჯარისკაცების გადარჩენის გამო, რომელთა ნავიც იძირებოდა. ისედაც დასნეულებული იმპერატორი წყალში გაცივდა, გაურთულდა დაავადება და გარდაიცვალა.

დავით აღმაშენებელმა 1099 წელს ხარკი შეუწყვიტა თურქ-სელჯუკებს და დაიწყო ხანგრძლივი ომი მათთან, რომელიც 20-21 წლის შემდეგ დიდგორის გამარჯვებით, თბილისის დაბრუნებითა და საქართველოს გაერთიანებით დაგვირგვინდა... ამას მიაყოლა შირვანი, დარუბანდი და საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში შემოვიდა დარუბანდის (კასპიის) ზღვისპირეთი...

1700 წელს პეტრე პირველი შეუერთდა ჩრდიოეთის კავშირს „ჩრდილოეთის ოცდაერთწლიან (ზოგი 20-წლიანს უწოდებს) ომში“ შვედებთან (და სხვებთან), რომელიც მისი გამარჯვებით დამთავრდა. 1721 წელს ფინეთის ქალაქ ნიშტადტში დადებული შეთანხმებით, რუსეთმა „გაჭრა სარკმელი ევროპისკენ” და იქცა საზღვაო სახელმწიფოდ, მის შემადგენლობაში შევიდა ბალტიის ზღვისპირეთი.

დავით აღმაშენებელმა დიდგორის გადამწყვეტი ბრძოლის შედეგად დაიბრუნა თბილისი. მანამდე მისი სამეფოს სატახტო ქალაქი იყო ქუთათისი. შემდეგ ქვეყანას შემოუერთა შირვანი (დღევანდელი აზერბაიჯანი), დარუბანდი და ანისის სომხეთი. ეს მოხდა 1122-1124 წლებში. ამგვარად, საქართველო გახდა სამი ზღვის სახელმწიფო. ჩვენი სამეფოს გავლენა ვრცელდებოდა აზოვისა და შავი ზღვებიდან „დარუბანდის (კასპიის) ზღვადმდე“, „ზღვებიდან ზღვადმდე“. ამით იგი იქცა მეფედ-მეფედ, იმპერატორად. 

600 წლის შემდეგ იმპერატორად გამოაცხადა თ

საკრალური მსგავსება და განსხვავება დავით აღმაშენებელსა და პეტრე პირველს შორის
ავი პეტრე პირველმა. მანაც შეცვალა სატახტო ქალაქი და მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში გადაიტანა.

პეტრე პირველსაც ჰქონდა ინტერესი კასპიის ზღვის მიმართულებით და კასპიისკენ ილაშქრა 1622-1623 წლებში, ზუსტად 600 წლის მერე (აქვე მოკლედ ვახსენოთ, რომ პეტრე პირველს აზოვის ზღვის მიმართულებითაც ჰქონდა ინტერესი). 

ორივე მეფე რეფორმატორი იყო – ორივემ ბევრი რეფორმა გაატარა სახელმწიფოს მართვის საქმეში; ორივე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მშენებლობას, განათლებას, კომუნიკაციებს, უსაფრთხოებას, არმიას... 

დავით აღმაშენებელმა შექმნა მუდმივი ჯარი – მონა სპა; ასევე, დაიქირავა ყივჩაღები, დაასახლა საქართველოში და შექმნა მუდმივმოქმედი არმია. 

პეტრე პირველმა შემოიღო სარეკრუტო გაწვევა, ანუ, მუდმივი არმია შექმნა. 

დავით აღმაშენებელმა რეფორმა ჩაატარა სამეფოს მმართველობაში, პეტრე პირველმა ქვეყნის სამართავად შექმნა კოლეგიები...

დავით მეოთხის დროს წინაურდებოდნენ ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანები, მიუხედავად სოციალური წარმოშობისა. 

პეტრე პირველმა შემოიღო „ტაბელი ჩინებისა”, რომლის მიხედვით, ყველა მოქალაქეს, სოციალური წარმოშობის მიუხედავად, შეეძლო დაწინაურება სამსახურში. სამოქალაქო პირები მე-8 ტაბელის მერე შთამომავლობით იღებდნენ „დვარიანსტვოს” (თავად-აზნაურთა წოდებას – რუსეთში აზნაურთა და თავადთა შორის უფლებრივი განსხვავება არ იყო), ხოლო სამხედროები ამავე პრივილეგიას იღებდნენ მე-12 ტაბელიდან (სულ 14 ტაბელი იყო).

დავით აღმაშენებელმა დააარსა სნეულთა სამკურნალოები, გელათისა და იყალთოს აკადემიები...

 პეტრე პირველმა შექმნა რუსეთის საზღვაო, სამედიცინო აკადემიები, საფუძველი ჩაუყარა მეცნიერებათა აკადემიას.

ორივე მეფემ შექმნა იმპერია: დავით აღმაშენებელმა – ქართულ-კავკასიური, პეტრემ – რუსულ-აღმოსავლური (თუმცა, ცდილობდა მის ევროპულ ყაიდაზე გადაკეთებას).

ორივეს ჰყავ

საკრალური მსგავსება და განსხვავება დავით აღმაშენებელსა და პეტრე პირველს შორის
და ორი ცოლი, პირველი ცოლები მონასტერში წავიდნენ...

დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წლის 24 იანვარს, მისი ხსენების დღე აღინიშნება 26 იანვარს ძველი სტილით, ახალი სტილით – 8 თებერვალს. 

პეტრე პირველი გარდაიცვალა 1725 წლის 28 იანვარს, ახალი სტილით – 8 თებერვალს.

ეს არის ზოგიერთი მსგავსება, დამთხვევა თუ პარალელი დავით აღმაშენებელსა და პეტრე პირველს შორის, თუმცა, წმიდანად შერაცხილ მეფე დავით აღმაშენებელსა და პეტრე პირველს შორის არის უდიდესი განსხვავებაც – მათი ზოგიერთი ქმედება არსობრივად ძალიან განსხვავებულია.

დავით აღმაშენებელი იყო მართლმორწმუნე ქრისტიანი, ეკლესიური პიროვნება. იყო მკაცრი, მაგრამ შემდნობი, სიკვდილით არ სჯიდა მოღალატეებსაც კი. იყო მშვიდი.

მან ქრისტიანობას დაუმორჩილა სახელმწიფო, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დააახლოვა სახელმწიფო და ეკლესია და, ფაქტობრივად, გააერთიანა საერთო მიზნისთვის – შეექმნა ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო. ეს მოხდა ქართული ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, გიორგი ჭყონდიდელის მწიგნობართუხუცესად დანიშვნით, ამ სახელოს (თანამდებობის) შემოღებით, ანუ, მეფემ ეკლესიის წარმომადგენელს მისცა დიდი საერო ხელისუფლება, თანამედროვე პრემიერ-მინისტრის რანგის მაგვარი... დავით აღმაშენებლის დროს, ხშირ შემთხვევაში, საეკლესიო ლიტერატურა, რა თქმა უნდა, დოგმატიკისა და რუის-ურბნისის კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, სამეფო სასახლიდან ურიგდებოდათ ეკლესია-მონასტრებს.

პეტრე პირველი იყო ხან ძალიან მხიარული და მოსიყვარულე, ხან – ახირებული ან ფსიქიკურად აშლილი გამოხდომებით, ამასთან – დაუნდობელი. ხანდახან თვითონ ასრულებდა ჯალათის მოვალეობას. ის აშკარად დასცინოდა ეკლესიას... 

პეტრე პირველმაც ჩაატარა „საეკლესიო რეფორმა“, თუმცა, პირიქით მოიქცა: მან გააუქმა პატრიარქობა რუსეთში, სინოდი კი დაუქვემდებარა თავის დანიშნულ ობერ-პროკურორს. ამგვარად, პეტრემ რუსული ეკლესია

საკრალური მსგავსება და განსხვავება დავით აღმაშენებელსა და პეტრე პირველს შორის
დაუქვემდებარა სახელმწიფოს, საერო მმართველობას.

ეს, ფაქტობრივად, იყო რუსული ავტოკეფალიის უარყოფა, ან, მინიმუმ, შეზღუდვა მაინც.

ამის გამო, პეტრე პირველი ბევრ რუსს არ მოსწონს, მათ შორის – გამოჩენილ რუს ისტორიკოსებს. „მან რუსეთი მართლმადიდებლობის გზას ააცილა და ხელოვნურად გააევროპულა, რის გამოც ქვეყანა ვეღარ განვითარდა ბუნებრივად და რუსეთში მომხდარი ბევრი კატაკლიზმი ამის ბრალია” – ამბობენ ისინი. თუმცა, რუსეთში პეტრე პირველს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და ის უდიდეს მეფედ ითვლება. 

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელს კი ყველა ქართველი ეთაყვანება.

აქ გვახსენდება ჭორი იმის შესახებ, რომ პეტრე პირველი ერეკლე ბაგრატიონის, კახთა ბატონიშვილის (მომავალში ერეკლე პირველი, ნაზარალიხანი, რომელსაც რუსეთში „ცარევიჩ ნიკოლაის” უწოდებდნენ) უკანონო შვილი იყო.

ერეკლე ბაგრატიონი რუსეთში იყო სიყმაწვილიდან. იგი გახლდათ რუსეთის მეფის, ალექსი რომანოვის უახლოესი ადამიანი, მისი აღზრდილი „საყვარელი ძე”, როგორც მას უწოდებდნენ. 

ქართველმა ბატონიშვილმა მეფე ალექსი რომანოვის მომავალი მეორე მეუღლე, ნატალია ნარიშკინა გაიცნო მანამ, სანამ ნატალია მეფის კანონიერი თანამეცხედრე გახდებოდა. მეფე ალექსი თავის საცოლეზე 22 წლით უფროსი ყოფილა. შემდეგ ერეკლე ბაგრატიონი ხელისმომკიდე იყო მეფე ალექსისა და ნატალია ნარიშკინას ქორწილში და, ასევე, ქორწილის მესტუმრე. ქორწინების დროს რუსეთის მეფე უკვე დაავადებული იყოო, ამბობენ.

1773-1774 წლებში ერეკლე ბატონიშვილი ცივად გამოისტუმრეს მოსკოვიდან. 

თუ ეს ჭორი მართალია, რაც ძნელი დასამტკიცებელი მგონია, მაშინ, დიდი დანაშაული ჩაუდენია ერეკლეს – მან უღალატა პატიოსნებას, მეგობრობას, ქრისტიანობას და ჩაიდინა დიდი ცოდვა.

და, მეორე – ერეკლე ბაგრატიონის ცოდვიანად დაღვრილმა თესლმა საფუძველი ჩაუყარა  იმპერიას, რომელიც მას მერე ჩვენი ქვეყნის ჩაყლაპვას ცდილობს.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq