საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

კახეთის მეფე კონსტანტინე II-ის გარდაცვალების დღე

თეიმურაზ II-ის  ძმა, კახეთის მეფე  კონსტანტინე II (1722-1732), მაჰმადიანური სახელი მაჰმად ყული-ხანი (გ. 28 დეკემბერი, 1732)  კიდევ ერთი ტრაგიკული პიროვნებაა ჩვენი ისტორიისა...

 დაიბადა და აღიზარდა ისპაჰანში. მეფობა მიიღო ძმის, დავით II-ის (იმამყული-ხანის), გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰისაგან, რომელმაც კახეთს გარდა საგანგებოდ მისცა ერევანი, შამშადილი და ყაზახი (შემდეგში ერევნის ნაცვლად ებოძა განჯისა და ყარაბაღის გამგებლობა).

 1722-იდან კონსტანტინე II-ისა და ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს შორის მტრული ურთიერთობა იყო: ორივე არბევდა და ძარცვავდა ერთმანეთის სამფლობელოებს. 1723 შაჰის მიერ ვახტანგ VI-ის გადაყენების შემდეგ ქართლი კონსტანტინე II-ს ებოძა. თავდაპირველად ქართლისათვის ბრძოლაში კონსტანტინე II დამარცხდა, მაგრამ ლეკების დახმარებით 1723 წლის 4 მაისს თბილისი აიღო. ვახტანგ VI, მისი ძე ბაქარი და მათი მომხრეები შიდა ქართლში გამაგრდნენ. ამ დროს ირან-ოსმალეთს შორის ომი (1723-27) იყო და ოსმალთა ლაშქარი არზრუმის ფაშას იბრაჰიმის სარდლობით თბილისისაკენ მოიწევდა. ვახტანგ VI მას დამორჩილების ნიშნად ბაქარი და იესე მიაგება. შემდეგ კონსტანტინე II თვითონ მიეგება ოსმალთა სარდალს სოღანლუღში - ქართლის მეფობის შენარჩუნება სთხოვა, თბილისის ციხის გასაღები ჩააბარა, ერთგულებას შეჰპირდა და თანაც ერევნისა და განჯის დამორჩილება აღუთქვა.

 1723 წლის 12 ივნისს ოსმალები თბილისში შევიდნენ. ვახტანგ VI-მ შეძლო ფაშის მოქრთამვა, რის შედეგადაც ქართლის გამგებლობა ოსმალებმა ბაქარს მისცეს, ხოლო კონსტანტინე II დააპატიმრეს. მალე ბაქარის ფარული ხელშეწყობით კონსტანტინე II კახეთში გაიქცა, შემდეგ ბაქარიც განუდგა ოკუპანტებს და ოსმალებმა თბილისის გამგებლობა იესეს გადასცეს. კონსტანტინე II-მ და ბაქარმა მცხეთაში კავშირი შეკრეს ოსმალო ოკუპანტებთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ. კონსტანტინე II-ს იმედი ჰქონდა რუსეთის დახმარებისა. ამ მიზნით პეტრე I-ს

სთხოვდა ქართლ-კახეთის მიღებას რუსეთის მფარველობაში, მაგრამ რუსეთი ოსმალეთთან ზავის დარღვევას ერიდებოდა. ვახტანგ VI-ისა და ბაქარის რუსეთში წასვლის (1724 წლის 15 ივლისი) შემდეგ ქართლ-კახეთის მოსახლეობის ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგა კონსტანტინე II. იგი არაგვის ხეობაში გამაგრდა, კავშირი დაამყარა ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ ერევნის, განჯის, შამშადილის მოსახლეობასთან, მაგრამ საქართველოსა და სამხრეთ აზერბაიჯანის ძალების ერთდროული გამოსვლა ვერ მოხერხდა: მტერმა ჯერ ამ გამათავისუფლებელი მოძრაობის სამხრეთ აზერბაიჯანის დაჯგუფება გაანადგურა, შემდეგ კი, 1724 წლის სექტემბერში, კონსტანტინე II და მისი მომხრეები — ატენის ხეობაში, გუფთასთან, და საარწივედ წოდებულ ქედთან მომხდარ ბრძოლაში. კონსტანტინე II ჯერ შანშე ქსნის ერისთავს შეეხიზნა, შემდეგ კი მთელი წელი ფშავში გაატარა, რადგან თითქმის მთელ კახეთში ლეკები დათარეშობდნენ.

 1725 კახეთის მოსახლეობამ ლეკები განდევნა და მიიწვია ფშავში გახიზნული კონსტანტინე II, რომელიც თელავს ჩავიდა, ის შეეცადა ლეკების გამოყენებას ოსმალების წინააღმდეგ, მოურიგდა კიდეც მათ იმ პირობით, რომ კახეთით გზას მისცემდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საძარცვავად. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ კონსტანტინე II იძულებული გახდა დაზავებოდა ოსმალებს: კახეთმს ოსმალეთისათვის ხარკის მიცემა იკისრა, მაგრამ არც ერთი მხარე არ ენდობოდა ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლებში (1730-32) წარმატებას მიაღწია ნადირმა (შემდეგში ნადირ-შაჰი), ამიერკავკასიაში განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალმა ტალღამ იფეთქა. კონსტანტინე II ოსმალეთისათვის მთლად მიუღებელი აღმოჩნდა. კახეთში ლაშქრით მოსულმა ახალციხის ფაშამ უსუფმა (თბილისის ფაშის ისაყის შვილმა) კონსტანტინე II ზავზე მოსალაპარაკებლად ბეჟანბაღს (კახეთში) მიიწვია, სადაც ის ვერაგულად მოკლა ისაყ-ფაშას მსახურმა მაჰმადბეგმა (ვახუშტის მიხედვით ეს მოხდა 1729).

მამული, ენა, სარწმუნოება

თომა მოციქული (მისი თავის ქალა საქართველოშია დაცული)
6 (ახალი სტილით 19) ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს.
gaq