საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

მეფე, როგორც სიმბოლო
georoyal.ge

(სიმბოლოთა ლექსიკონიდან)

მეფე - რეალური სიმბოლური ფიგურაა, რომელიც კულტურის განვითარების მაღალ საფეხურზე ან ამ კულტურის გავლენის სფეროებში განასახიერებს ძალაუფლებას. იგი ღმერთების სამყაროს პატრიარქალური პრინციპის პროეცირებას ახდენს  ადამიანთა საზოგადოებაზე, სხვა სიტყვებით - წარმოადგენს მზის ენერგიის მამაკაცური სუვერენიტეტის (უზენაესი უფლების) ანარეკლს დედამიწაზე.  (დედოფლებს უფრო იშვიათად აქვთ სიმბოლური მნიშვნელობა, ხოლო თუ აქვთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოცემულ კულტურას აქვს მატრიარქატის ნიშან-თვისებები.) ბევრ უძველეს კულტურაში ითვლებოდა, რომ მეფე უნდა იმყოფებოდეს  ძალთა სრული გაფურჩქვნის ხანაში - სავსე სასიცოცხლო  ენერგიით და არ ამჟღავნებდეს  სიბერის ნიშნებს. და თუ ეს ნიშან-თვისებები ახასიათებს, მაშინ ის უნდა დაემორჩილოს წეს-ჩვეულებას და საკუთარი თავი მიიტანოს მსხვერპლად. იდეალურ შემთხვევაში მას მოეთხოვებოდა ყოფილიყო უდიდესი გმირი, თუმცა არ ჰქონდა  ბრძოლებში აქტიური მონაწილეობის მიღების უფლება. ღვთაებრიობასთან ანალოგიით  მას მიეწერებოდა ზებუნებრივი უნარები - მაგალითად ავადმყოფის განკურნებისა სნეულთან უბრალო შეხებით; ითვლებოდა, რომ ეს უნარები მას ენიჭება კორონაციის - გვირგვინის დადგმის საკრალური აქტის პროცესში. ის საკუთარ თავში ითავსებს კოსმოსის ღვთაებრივ  მსოფლიო წესრიგს საკუთარი სამეფოს შიგნით, ისევე, როგორც ამას

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
იქმს მზე ცის კაბადონზე.

სამაგალითოდ  შეიძლება გამოდგეს ფარაონი, როგორც ღმერთი „რას“ მიწიერი ანარეკლი, იაპონური ტენო, ან  მეფე-მზე ლუდოვიკო XIV. ხელისუფალთა რომაული კულტი, მოკლული იულიუს კეისრის განღმრთობის შემდეგ და როგორც შედეგი, წარმოშობილი საიმპერატორო ხელისუფლება - მოგვიანებით მოდიფიცირებული“ღვთივ კურთხეულ ხელისუფლებად“ - წარმოადგენგნენ სტიმულს ამ სამყაროს იდეის ქრისტიანობაში განსავითარებლად,  რაც გამოიხატებოდა ეკლესიის მხრიდან სანქცირებულ მირონცხებასა და კორონაციაში მონაწილეობით.  მიზანი იყო   მეფეში იმ ავტორიტეტის ჩანერგვა, რაც ხალხის საერთო კეთილდღეობის გარანტი იქნებოდა.

„სამი წმიდა მეფე“ - სამი მოგვი, მოსული  ბაგაში მწოლიარე ყრმა ქრისტესთან - იწოდებიან უბრალოდ  ბრძენებად  (მოგვებად, ვარსკვლავთმრიცხველებად),  თუმცა უძველესი გადმოცემებით ისინი ცნობილი არიან  მეფეთა ღირსებით  და სამი ცნობილი ქვეყნის ნაწილის წარმომადგენლებად - აზიის, აფრიკისა და ევროპის. მათი სახელებია - კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი (თუმცა ბიბლიური ტექსტებით დაუმოწმებელი). ამას გარდა, ისინი წარმოადგენდნენ სამ ასაკს: კასპარი - ევროპელი და ხნიერი; მელქიორი - აზიელი და ზრდასრული,  ხოლო ბალთაზარი - ყმაწვილი მავრი). ისინი განასახიერებდნენ  ჯერ მოუქცეველი, მაგრამ უკვე ხსნის მომლოდინე წარმართული სამყაროს 

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
თაყვანისცემას ახალდაბადებული ქრისტეს წინაშე. 

ალქიმიურ სიმბოლიკაში მეფე უმრავლეს შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ დედოფალთან ერთად, როგორც მზისა და მთვარის დუალისტური სისტემის ელემენტი, რომლებიც  ალქიმიური პროცესის განწმენდის გზის გავლის შემდეგ ერთად წარმოქმნიან  „კორონირებული ანდროგინის ქვას“. ევროპულ ხალხურ ზღაპრებში მეფის ფიგურა,  როგორც წესი, არის ყველა თავგადასავლისა და მოგზაურობის მიზანი, რომლის არსიც  გმირმა უნდა განიცადოს და შეიცნოს საკუთარი ზრდისა და გამოცდილების მიღების პროცესში, რათა გახდეს მასზე დაკისრებული ამოცანის გადაწყვეტის ღირსი. კეთილშობილი წარმომავლობა აქ არავითარ როლს არ თამაშობს - საქმე ეხება საზოგადოების უბრალო ფენებიდან წარმომდგარი ცენტრალური ფიგურის უნარს, მოახდინოს იდენტიფიცირება მეფის პიროვნებასთან და აქეთკენ მიმართოს საკუთარი ნიჭი და უნარი.

 

 

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-04-26
წმ. დიმიტრისა, სამშობლოსათვის წამებულისა (ყიფიანი, 1887); მღვდელმოწამისა არტემონისა, ლაოდიკიელი ხუცისა (303); მოწამისა კრისკენტი ლიკიელისა (დაახ. 740); მოწამისა თომაიდა ეგვიპტელისა (476).
27 აპრილი - ხსენება წმიდა მარტინე აღმსარებლისა, რომის პაპისა (+655)
წმიდანმა მათ უთხრა: „თუნდაც ამკუწოთ, არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, სანამ ის მწვალებლობაშია“. ჯალათები გაოგნებულები დარჩნენ აღმსარებლის სიმტკიცით და სიკვდილით დასჯა ხერსონეში გადასახლებით შეუცვალეს.
27 აპრილი - ხსენება მოწამე არდალიონისა (+305-311)
ქალაქის მმართველს სურდა ხალხი დაერწმუნებინა, რომ წმიდა არდალიონი თამაშობდა და სანახაობის ბოლოს მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, მაგრამ წმიდანი განაგრძობდა ქრისტეს აღიარებას. მაშინ მმართველმა მისი გახურებულ ღუმელში ჩაგდება ბრძანა. ქრისტესმოსავმა მსახიობმა, რომელმაც არ შესწირა მსხვერპლი კერპს, საკუთარი თავი მიუტანა ღმერთს მსხვერპლად!
gaq