საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

მარიკა ლორთქიფანიძე: საქართველოში ბაგრატიონების დინასტიის შეცვლა არასოდეს უცდიათ
ხათუნა ბოჭოიძე


გვესაუბრება აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე

– ქალბატონო მარიკა, როდის დაიწყო ბაგრატიონთა აღზევება საქართველოში?

– ბაგრატიონთა გვარის მემატიანის, სუმბატ დავითის ძის მიხედვით, VI საუკუნის 70-იანი წლებიდან, როდესაც ქართლში აღდგა ადგილობრივი, ქართული ხელისუფლება. მანამდე სპარსელებმა გააუქმეს მეფობა ქართლში და მეფის ნაცვლად თავიანთი მოხელე დანიშნეს.

VI საუკუნის 70-იანი წლებიდან აღდგა ქართული ხელისუფლება ერისთავთა მთავრის სახით. მეფედ ვერ იწოდებოდნენ, მაგრამ პირველი ერისმთავრები ბაგრატიონები იყვნენ და აქედან მოდის მათი აღზევება. ამ წყაროს მიხედვით, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ბაგრატიონთა ზეობა საქართველოში VI საუკუნიდან იწყება. ზოგი მკვლევარი კი მიიჩნევს, რომ, რადგან ისინი მაშინ მეფეები არ იყვნენ, მათი ზეობის აღნუსხვა უნდა დავიწყოთ IX საუკუნიდან.

ზოგი წყაროს პირდაპირი თუ არაპირდაპირი მითითების საფუძველზე მკვლევარები, პავლე ინგოროყვა, შემდეგ, გურამ მამულია, თვლიან, რომ ბაგრატიონთა გვარი ფარნავაზიანთა ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს, რომელიც სათავეს იღებს ძველი წელთააღრიცხვის IV-III საუკუნეებიდან.

– არიან თუ არა ბაგრატიონები იესიან, დავითიან, სოლომონიანები და არსებობს თუ არა ამის შესახებ ცნობები?

– პირველად ეს დაფიქსირდა გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის'' ცხოვრებაში. თხზულების მიხედვით, გრიგოლ ხანძთელი პირდაპირ მიმართავს აშოტ კურაპალატს, ,,უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო''. ე.ი. შენ წოდებული ხარ უფლის ჩამომავლადო. ბაგრატიონები იწოდებიან, როგორც უფლის ჩამომავლებად, ასევე უფლის მიერ მეფეებად დადგენილად. ქრისტიანულ სამყაროში უფლის მიერ დადგენილად ითვლება თითქმის ყველა დინასტია და მეფე, მაგრამ უფალთან ნათესაობის იდეა ძალიან იშვიათად გვხვდება.

X საუკუნის სომეხი ისტორიკოსიც იზიარებს და ადასტურებს ბაგრატიონთა კავშირს დავით წინასწარმეტყველის შტოსთან. X საუკუნის ბიზანტიის იმპერატორი, კონსტანტინე პორფიროგენეტი თავის ერთ-ერთ თხზულებაში წერს, რომ იბერიელი ბაგრატიონები თავს უფლის ჩამომავლებად თვლიან.

ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის იდეა აისახება ბაგრატიონთა ტიტულატურაშიც: მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, შირვანშა, შაჰანშა, იესიან, დავითიან, სოლომონიანი.

– ქართულმა ეკლესიამ თუ ცნო ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობა?

– ქართულმა ეკლესიამ ცნო ამ გვარის ღვთაებრივი წარმოშობის იდეა. ამან, რასაკვირველია, შეუწყო ხელი მათი მდგომარეობის განმტკიცებას.

გასათვალისწინებელია, რომ ეკლესია, ალბათ, რამე რეალური საფუძვლისა და ბაგრატიონების დამსახურების გარეშე არ აღიარებდა ამ გვარის იესიან, დავითიან, სოლომონიანობას.

ფაქტობრივად ბაგრატიონების დინასტია ერთადერთი სამეფო დინასტიაა შუა საუკუნეების საქართველოში. ეს უიშვიათესი გამონაკლისია შუა საუკუნეების ქრისტიანული ქვეყნების ისტორიაში.

ევროპის ცივილიზებულ სამყაროში ჩვეულებრივი მოვლენა იყო მეფის ტახტიდან გადაგდება, მეფის მოკვლა, შეთქმულება, დინასტიების შეცვლა.

VI საუკუნიდან თუ არა, როცა სუმბატ დავითის ძის თქმით ბაგრატიონები გაერისმთავრდნენ, არამედ IX საუკუნიდან მაინც რომ ავითვალოთ მათი ზეობის ხანა, ბაგრატიონების დინასტია, ყველაზე უფრო დიდხანს არსებული დინასტია გამოდის.

საქართველოში ბაგრატიონთა დინასტიის შეცვლის სურვილი არ გაჩენილა. შიდა არეულობების მეტი რა იყო. თვითონ ბაგრატიონთა სახლშიც ბევრი შეხლა-შემოხლა იყო მამებსა და შვილებს, ძმებს შორის, მაგრამ ქვეყანაში ხალხი ბაგრატიონთა გადაგდების მოთხოვნით არ აჯანყებულა.

ქართულმა საზოგადოებამ განვითარების არცერთ ეტაპზე, არასოდეს არაბაგრატიონი მეფედ არ ცნო. ეს ძალიან ანგარიშგასაწევი ფაქტორია.

– საინტერესოა, გავიხსენოთ ბაგრატ მეფისა და ლიპარიტის დაპირისპირება, როცა ამ უკანასკნელმა ვერ გაბედა გამეფება...

– როდესაც ბაგრატ IV გამეფდა 1027 წელს, ბიზანტიის იმპერიასა და საქართველოს შორის, დაძაბული ვითარება იყო. ბიზანტიის იმპერია მეტნაკლებად შეურიგდა საქართველოს გაერთიანებას და ერთიანი ფეოდალური ქართული მონარქიის შექმნას, მაგრამ არ ურიგდებოდა თავისი გავლენის, ძალაუფლების დაკარგვას. ამიტომ, სხვადასხვა ხერხით ცდილობდა საქართველოს სამეფოს დასუსტებას და მეფის მოწინააღმდეგე ფეოდალების დახმარებას.

ეს არის ეპოქა, როცა საკმაოდ მსხვილი ფეოდალური ერთეულები იქმნება საქართველოში. ასეთი ერთეულია ბაღუაშების სამფლობელო, კლდეკარის საერისთავო. კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღუაშია, რომელიც X საუკუნის ბოლოს და XI საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ფაქტია, რომ ბაგრატ IV-ის დროს კლდეკარის საერისთავო ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი ადმინისტრაციული ერთეულია საქართველოში.

ლიპარიტ ბაღუაში სეპარატისტი არ ყოფილა. მას არასოდეს უფიქრია საქართველოდან გამოყოფა. მას სურდა პირველკაცობა საქართველოში, მეფის კარზე უმაღლესი თანამდებობა და, რაც მთავარია, მის საერისთავოში უზენაესი ხელისუფალი მხოლოდ ის უნდა ყოფილიყო.

მოხდა რამდენიმე დაპირისპირება ბაგრატსა და ლიპარიტის შორის. ბაგრატი ვერ მოერია ლიპარიტს, რადგან ამ უკანასკნელს ბიზანტია ეხმარებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბაგრატ მეფე იძულებული გახდა თვითონ წასულიყო ბიზანტიაში, რათა მოეგვარებინა ურთიერთობა ლიპარიტთან. ეს არის XI საუკუნის ორმოცდაათიანი წლები.

ბაგრატი ბიზანტიაში დიდი პატივით მიიღეს. ის საპატიო ტყვეობაში იყო სამი წელი. ბაგრატმა, სანამ ბიზანტიაში წავიდოდა, თადარიგი დაიჭირა და თავისი მცირეწლოვანი შვილი, გიორგი II აკურთხა მეფედ და თავის დას ჩააბარა. ამ სამი წლის მანძილზე საქართველოს ფაქტობრივად მართავდა ლიპარიტ ბაღვაში. მან ერთხელ უკვე ბაგრატის მიერ მეფედ ნაკურთხი გიორგი, რუისის საეპისკოპოსო ტაძარში მეორედ აკურთხებინა. თავი კი მის მრჩევლად გამოაცხადა.

– რამ შეუშალა ხელი ლიპარიტ ბაღუაშს, რომ თვითონ გამეფებულიყო?

– რომ გადავხედოთ ბიზანტიის ისტორიას, იქ ჩვეულებრივი მოვლენა იყო დინასტიათა ცვლა. საქართველოში კი, ეტყობა, უკვე იმხელა ავტორიტეტი ჰქონდათ ბაგრატიონებს, რომ ლიპარიტმა ვერ გაბედა გამეფება. ბაგრატიონთა ასეთი ავტორიტეტი განპირობებული იყო იმით, რომ მათ მხარს უჭერდა ეკლესია, მათი გვარის ღვთიური წარმომავლობის გამო.

ბაგრატი სამი წლის მერე ბიზანტიიდან იმიტომ გამოუშვეს, რომ სელჩუკები საქართველოში შემოტევას აპირებდნენ და ბიზანტიაც ამ დროს სელჩუკების წინააღმდეგ იბრძოდა. საქართველოში წამოსვლის წინ ბაგრატსა და ბიზანტიის იმპერატორს შორის შეთანხმება დაიდო. ბაგრატი აღიარებული იქნა საქართველოს უზენაეს ხელისუფლად. ბიზანტიის იმპერიამ შექმნა ისეთი ვითარება, რომ ლიპარიტი იყო დამოუკიდებელი მმართველი სახელმწიფოს შიგნით, მაგრამ ბაგრატ მეფის ხელისუფლება მაინც აღიარეს.

 

ესაუბრა ხათუნა ბოჭოიძე

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
gaq