| მეფეთა მეფე დავით აღმეშენებელი | ქართველი მეფის ტიტულატურა ქართული წყაროებით მრავლისმთქმელია. ეს არის დიდი, აღმატებული, სუზერენის, მეფეთა-მეფის, იმპერატორის ტიტული. იგი, ერთის მხრივ, ქრისტიანთა და მეორე მხრივ, მაჰმადიანთა იმპერატორის ტიტულია: მეფეთ-მეფე და შაჰანშა (შაჰთა-შაჰი) ქართველი მეფები მოიხსენიებიან როგორც ,,თვითმფლობელი აღმოსავლისა და დასავლისა და ჩრდილოეთისა და სამხრეთისა'' და სხვა. საინტერესოა, როგორი ტიტულით მოიხსენიებდნენ იმ დროს აღმოსავლეთში ქართველთა მეფეთ-მეფეს. ეს კარგად ჩანს ქ. თავრიზში დაცული კრებული ,,თარასსოლიდან'' (,,მიმოწერა''). ეს მიმოწერა გადაწერილი ყოფილა 1219 წელს ქალაქ აყსააში. კრებული გამოიკვლია და გამოსცა მ. თოდუამ (ლ. ტუხაშვილი, ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან''). ,,პასუხი მეფე დავითს, აბხაზის პატრონს (აქ აბხაზი სრულიად საქართველოს ნიშნავს – გ. მ.). უზენაესი ბრძანება უდიდესი მეფისა; აღზევებული ხელმწიფისა; უმოწყალესი კეისრისა; სახელგანთქმული დიდგვაროვნისა; ძლევამოსილი მართლმსაჯულისა; ქვეყნიერებისა და სახელმწიფოს სიდიადისა; ქრისტესმოსავთა შემწისა და იესოს მიმდევართა მფართველისა; კეისართა მძლეველისა; გოლიათთა მმუსვრელისა; დიდებული ჯვრის დამცველისა; ქრისტიანთა თავშესაფარი მღვიმისა; ქრისტეს მოწაფეთა გვირგვინისა; ტახტთა და გვირგვინთ მემკვიდრეობით მპყრობელისა; აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტეფანოსისა; ქრისტეს სარწმუნოები
| ბიზანტიის იმპერატორი ალექსი IV ანგელოსი, რომელსაც ევროპელებმა და თამარ მეფემ იმპერია წაართვეს | ს მცველისა; აბხაზის, შაქის, ალანის და რუსის მეფეთა-მეფისა; მესიის თანაშემწისა; (ალლაჰმაც განაგრძობს მეუფება მისი და მარადჰყოს სამეფო მისი''). როგორც ჩანს, აქ დავით აღმაშენებელია მოხსენიებული. დავითი და სხვა ქართველი მეფეები კიდევ შემდეგნაირად მოიხსენიებიან უამრავ ამგვარ დოკუმენტებში: ,,რუმის და რუსის მარზპანი'' (რუმი აქ საბერძნეთს უნდა ნიშნავდეს); ,,ამირთა თვითმპყრობელი; აბხაზის (ე.ი. სრულიად საქართველოს – გ.მ.) და შაქის ფალავნის; არმანის (არმენია – გ.მ.) და რუმის მარზბანი, ალანისა და რუსის სარდალი; უდიდესი კეისაროსი''; ,,ამირთა მეფე; არმანისა და შაქის სარდალი; აბხაზის წინამძღოლი; რუმისა და ფარანგის მარზბანი''; ,,აბხაზის, შაქის და ალანის მეფეთა მეფე; მესიის თანაშემწე ლაშა, ძე მეფე გიორგის ასულისა''; ,,აბხაზის და ალანის სამეფოს შემწეობა; არმანის ფალავანი; შაქის, ყევჩაყისა და ხაზარის ამირათა მეფე''. უფრო მეტიც, არა მარტო ქართველ მეფეებს, არამედ ქართველ ვაზირებსაც კი ფრიად აღმატებული ტიტულით მოიხსენიებდნენ აღმოსავლეთში: ,,აფხაზისა და ხაზართა ვაზირთა მეფეები (ჭყონდიდელი)''; აბხაზის, რუმის, არმანის, ხაზარის, შაქისა და ალანის ფალავანი, მესიის მახვილი'' (შალვა სარგისის ძე) და სხვა. ე.ი. აღმოსავლეთში საქართველოს მეფეს განიხილავდნენ როგორც საქართველოს; ალანიის (ჩრდილო კავკასიის მთიანეთის); რუსის (ტმუ
| ბიზანტიის იმპერატორი თეოდორე II დუკა 1254 - 1258 | ტარაკანის და დაღესტნის ჩრდილოეთით არსებული რუსული სამთავროების); არმანის (სომხეთის); რუმის (იკონიისა და საბერძნეთის, ასევე ტრაპიზონის); ხაზარეთის, ყივჩაღეთის მბრძანებლად. ლოვარდ ტუხაშვილის თქმთ: ,,უმთავრეს შემთხვევაში აქ წარმოდგენილია ჩრდილო კავკასია. ეს არის საქართველო სამხრეთიდან, ისლამური სამყაროდან დანახული თვალით. აშკარად ჩანს, რომ მაჰმადიანთა ჩამოყალიბებული თვალსაზრისით, ჩრდილოეთი კავკასია ქართველთა პოლიტიკური გავლენის არეალია. ჩვენ რომ გვქონდეს ასეთივე ჩრდილოური ,,თარასსოლი'', მაშინ საპირისპირო სურათს დავინახავდით. ჩრდილო კავკასიელთათვის სამხრეთის ქვეყნები ასევე განხილული იქნებოდა ქართველთა პოლიტიკური ბატონობის არეალად'' (იქვე). ასეთ ტიტულატურას, ასეთ მფლობელობას შეეფერებოდა ორთავიანი არწივის გამოსახულება გერბზე, ოღონდ არა ცენტრალურ ადგილას, რაც მერე რუსებმა მიითვისეს. ცენტრალური ადგილი ქართულ გერბზე მუდამ უფლის კვართისა იქნება. თუმცა, ჩვენს მეფეებს ეს არ აინტერესებდათ, მათ სხვა პრიორიტეტები ჰქონდათ... ამაზე სხვა დროს. ისე, თუ მომავალში საქართველო გადაწყვეტს ორთავიანი არწივი დაუმატოს თავის გერბს, ამის სრული უფლება აქვს, უფრო მეტი, ვიდრე რუსეთს, ვინაიდან ტრაპიზონის იმპერიის გერბი ორთავიანი არწივიც იყო, ხოლო ტრაპიზონ-ქალდეა და მთელი ლაზეთი რომ საქართველოს ისტორიის ნაწილია, ეს ცნობილია.
„მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა
| ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე IX მონომახი 1050-1055 | , კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმპყრობელობით მფლობელი". დასავლეთისა და აღმოსავლეთის მპყრობელობის სიმბოლოა ორთავიანი არწივი. ამას ხშირად უმატებდნენ ჩრდილოეთს და სამხრეთს: " მეფისა და დედოფლისა ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლისა, ჩრდილოეთისა [და სამჴრეთისა]". სხვაგან ვწერდი, რომ თამარ მეფის დროს ბიზანტიის იმპერიის გაუქმებას (ევროპელებისა და ქართველების მიზანს) და ტრაპიზონის იმპერიის დაარსებას, ზოგადად თამარ მეფის მიერ იმპერატორის დასმას (ხელდასხმას) საინტერესო იდეოლოგია ჰქონდა - ქართველი ხელმწიფე გახდა კეისრის (იმპერატორის), ფაქტიურად, უფროსი, სუზერენი, მასზე გავლენის მქონე. აქვე გავიხსენოთ, რომ ქართველები ბიზანტიის იმპერატორებს ძირითადად მეფეს უწოდებდნენ, ძალიან იშვიათად კეისარს.
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთიანი საქართველოს ხელმწიფეთა ტიტული - მეფეთ-მეფე (მეფეთა მეფე), სრულიადაც არ ჩამოუვარდება იმპერატორის ტიტულს. გაგრძელება იქნება
|