საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

სამეფო ხელისუფლების აუცილებლობა
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

,,ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფლება, ვინემ ხელისუფლება მართლმადიდებელი მეფისა’’  (ღირსი სერაფიმე საროველი)  

დე ნურავინ ირწმუნებს მაცთურთა სისინს, რომელნიც ამბობენ, თითქოს, ქრისტიანისთვის სულერთია სამოქალაქო ცხოვრებაში როგორი წეს-წყობილებაა, – წერს დაუღალავი მისიონერი, ახალმოწამე მეუფე ანდრონიკე, – არა, ჩვენ – ქრისტიანები – ამ სოფლად ვცხოვრობთ და ამ ქვეყნიდან არ გავალთ, უფრო ადრე, ვინემ შემოქმედმა დაგვიწესა (1 კორ, 5.10). ამდენად სულერთი სულაც არაა რა ხდება ჩვენს სამოქალაქო ყოფა-ცხოვრებაში, რადგანაც ცხოვრების ესა თუ ის წესი, ესა თუ ის წყობა ან ხელს უწყობს ჩვენს ცხოვნებას ანდა, პირიქით, დაბრკოლებას უქმნის.

ფიზიკურად შეუძლებელია ყველა იმ წმინდანთა ნააზრევის მოყვანა, რომლებიც ხალხისათვის სამეფო ხელისუფლების აუცილებლობისა და სარგებლობის შესახებ მსჯელობდნენ. გამონაკლისი დავუშვათ მონარქიული სახელმწიფოებრიობის უმთავრესი იდეოლოგისა და აპოლოგეტის ფილარეტ მოსკოველისთვის.

,,რამდენადაც, უეჭველია, ზეცა უკეთესია მიწაზე და ზეციური მიწიერზე: უსათუოდ ამდენადვე დედამიწაზე ყველაზე უმჯობესი ის უნდა იყოს, რაც ზეციური ხატების მიხედვითაა მოწყობილი, რასაც ასწავლიდა უფალი ღვთისმხილველ მოსესაც: იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე (გამოს. 25.40), ანუ ღვთისმხილველობის სიმაღლეზე.

მსგ

ავსად ამისა, თავისი ზეციური ერთმმართველობისდა დარად მოაწყო ღმერთმა მიწაზე მეფობა, თავისი ყოვლისმპყრობელობისდა მიხედვით – მეფე თვითმპყრობელი; თავისი წარუვალი სასუფევლისდა დარად, საუკუნიდან და უკუნისამდე რომ ჰგიეს, – მეფობა მემკვიდრეობითი. ნეტარება ხალხსა და სახელმწიფოს, რომელშივ ერთიან, საყოველთაო, ნათელ, ძლიერ, ყოვლადმიმზიდველ, ყოვლისმამოძრავებელ ცენტრად ქცეულა მეფე, მსგავსად მზისა თავის გალაკტიკაში, და რომელიც სიბრძნით, სულგრძელებით, სიყვარულით ხალხისადმი, საყოველთაო სიკეთის სურვილით, კეთილი რჩევისათვის ყურის მიპყრობით, თავის წინამორბედთა და საკუთარი კანონების პატივისცემით ზღუდავს თავის შეუზღუდველ თვითმპყრობელობას ნებითა ზეციური მეუფისათა.

ეროვნული იდეოლოგიის შესახებ და კონსტიტუციური მონარქიის პროექტები სამეფო კლუბის საიტზე georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-17
მოწამისა ევდემოზ კათოლიკოსისა (1642); მღვდელმოწამისა იეროთეოსისა, ათენელი ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III); მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელისა (III-IV); მოწამეთა: დომნინასი, ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი) (305-306); ღირსისა ამონისა (დაახ. 350); ღირსისა პავლესი (IV); მოწამეთა დავიკტისა (ადავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV).
წმიდა მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი (III)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა: გაიოზის, ფავსტოს, ევსებისა და ქერიმონის (III) ხსენების დღე.
მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსის (I) ხსენების დღე.
gaq