საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

დავით აღმაშენებლის საფლავის მისტერია
გაიოზ მამალაძე

წინაპრის საფლავი ყოველ დროში და ყოველ ქვეყანაში საკრალურ ადგილად ითვლებოდა.

განსაკუთრებული დატვირთვა აქვს გმირის, რელიგიური მოღვაწის, მეფის და სხვა დიდი ადამიანებისუკანასკნელ განსასვენებელს ყველაერისათვის. დიდი მოწიწებითა ეპყრობიან ასეთ ადგილებს: აშენებენ მავზოლეუმებს, სალოცავებს. ზოგიერთი ადამიანი სიცოცხლეში იმზადებდა თავის საძვალეს და ცდილობდა, მისი პიროვნებით, თუ საფლავით, სიკვდილის მერეც აღფრთოვანებულიყვნენ. დაწყებული პირამიდებიდან სხვადასხვა მონარქნი და ამა ქვეყნის ძლიერნი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს საფლავების პომპეზურობით, სილამაზით, სიმდიდრით...

ქრისტიანობამ პომპეზურობაზე უარი თქვა.

ყველა კონფესიის მიმდევრები ცდილობენ საკუთარი წმინდანის, წინასწარმეტყველის, მოციქულის თუ მეფის საფლავზე მისულებმა განსაკუთრებული შეგრძნება განიცადონ და ეს გრძნობა დიდი ხნის მანძილზე გაჰყვეთ.

წინაპრის საფლავზე გასვლა და იქ რიტუალის ჩატარება: ლოცვა, ღვინის დალევა, სანთლის დანთება და ა.შ. მისტერიაა. იგი უუძველესი ხანიდან მომდინარეობს.

ქართველებისათვის, მით უმეტეს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წინაპრის საფლავი. მთელი ჩვენი მიწა წინაპრების საფლავად მიგვაჩნია. ამიტომ ვიცავთ თავდაუზოგავად. ერთ-ერთი უდიდესი საფიცარია ჩვენთვის მამის საფლავი. აღდგომის დღესასწაულზე ყველაზე ამაღლებული გრძნობა, ალბათ, ლიტონიობის მერე, წინაპრების საფლავზე გასვლისას გვეუფლება.

ყველაფერს ვივიწყებთ, ყველაფერს გადავდებთ, ყველაფერს ვიშოვით საფლავზე გასატანად. იქვე ვხვდებით ნათესავებს. იქ არის ჩვენი უსათუო შეკრების ადგილი. მივალთ, მიგვიხარია რომ ვახაროთ - ქრისტე აღსდგა!!!

გავალთ წინაპრების საფლავებზე, ქედს მოვიხრით, თაყვანს ვცემთ, გადავაგორებთ წითელკვერცხს, ღვინოს შევსვამთ და დავაქცევთ საფლავზე და ვალმოხდილები მოვდივართ იქიდან სიცოცხლის გასაგრძელებლად.

თაყვანისცემა ძველი ქართულ-ურარტული სიტყვაა და თავის მიწამდე დახრას, ქედის მოხრას ნიშნავს.

ქედის მოხრა, თაყვანისცემა საფლავზე მისტერიაა. ეს ყველა ხალხმა იცის, ამიტომ ფრანგებმა ნაპოლეონის საფლავს გადასახედი გაუკეთეს, თურმე, რათა გადაიწიო, მოიხარო და თაყვანისცემა გამოგივიდეს.

ცნობილია, რომ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი უაღრესად განვითარებული ადამიანი იყო, როგორც ფიზიკურად და გონებრივად, ასევე სულიერად.

მემატიანის სიტყვებით, წმინდა მეფეს "ნადირთა დევნასა შინა ოდესმე მუხნარს წარექცა ცხენი".

სამი დღეღამის მანძილზე თითქმის უსულოდ, უძრავად იწვა. მხოლოდ ოდნავი სუნთქვით მიხვდნენ რომ ცოცხალი იყო. სამი დღის მერე მან სისხლი ამოანთხია და გამოჯანმრთელდა. ლეგენდის თანახმად იგი თორმეტი ირმის მონაწველ რძეში განბანეს და ამის შემდეგ გაცოცხლდა. მართალია მემატიანე ამაზე დუმს, მაგრამ, ალბათ იმიტომ, რომ ეს საიდუმლოა. ამ დროს წმიდა მეფემ ქრისტიანული ინიციაცია გაიარა.

გელათი (გაენათი) დავით მეფემ ააშენა თავის საძუალედ და, რაც მთავარია, "სხუად ათინად" და "მეორე იერუსალემად". გელათი დიდი ხნის მანძილზე იყო აღმოსავლეთის ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სულიერ-კულტურულ-სამეცნ

იერო ცენტრი.

წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს გელათის ერთ-ერთ შესასვლელში. "ესე არს განსასვენებელი ჩემი, ესე მთნავს აქა დავემკვიდრო მე”, აწერია მისი საფლავის ქვას მისსივე დიდი წინაპრის, დავით მეფსალმუნე მეფის სიტყვები. ეს შობს თუ ამართლებს ლეგენდას, რომლის მიხედვით წმინდა მეფემ მოისურვა ყველა ქართველს ფეხი დაედგა მისი საფლავისათვის.

ზოგი ვარაუდობს, დავით აღმაშენებელი გელათის კარიჭეში იმიტომ დაკრძალეს, რომ ჯერ არ იყო დასრულებილი ტაძარი. თუმცა, რამდენიმე წელიწადში ტაძრის მშენებლობა დასრულდა და მისი ანდერძი რომ ყოფილიყო ტაძარში დაკრძალვა, დემეტრე მეფე,, უსათუოდ გადაასვენებდა მამის ნეშტს ტაძარში. ისე, მშენებარე ტაძარშიც შეეძლოთ დაეკრძალათ, დავით მეფეს რომ დაებარებინა. თუმცა, არა, ჩვენი დიდი ხელმწიფე დაკრძალეს კარიბჭეში, საფლავის ქვის წარწერა ნათლად გვეუბნება, რომ ეს იყო მეფის ანდერძი. შესაძლოა, სულაც არ დაუბარებია მეფეს ტაძარში ყოველმა შემსვლელმა ფეხი დამადგითო და ეს მხოლოდ ლეგენდაა. შესაძლოა, კარიბჭე მხოლოდ აკლდამაა. 

თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, მხოლოდ აკლდამა, მხოლოდ განსასვენებელი,მხოლოდ  საფლავი რომ იყოს და არა შესასვლელი, მაშინ, ალბათ ორივე მხრიდან არ ექნებოდა კარი. სულ სხვანაირი იქნებოდა საფლავი. და რადგან შესასვლელია, კარიბჭეა, შესაძლოა, მართლაც დაიბარა მეფემ თავმდაბლურად, ფეხი დამადგითო. 

მისი თავმდაბლობა არის მისი უდიდესი ნიჭი. მისმა ქრისტიანულმა თავმდაბლობამ გამოიწვია მისი მადლიანობა, "ძლევაჲ საკჳრველი" დიდგორში, დიდი საქართველოს შექმნა, ქართველი ერის არსებობა დღემდე...

მისმა თავმდაბლობამ უდიდესი მისტერია მოგვცა თითოეულ ქართველს.

აბა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ძველი დროის გელათში: შევდივართ ეზოში (ახლა შესასვლელი სხვა მხრიდანაა).

წმიდა მეფის საფლავთან მიახლოებისას („ფეხის დადგმისას“), გინდა თუ არ გინდა, თავი იხრება ქვეშ დასახედად – ეს ქედის მოხრაცაა (ამ ვითარებაზე დიდი ხნის წინ ყურადღება მიმაქცევინა ჩემმა აწ განსვენებულმა მეგობარმა მალხაზ ბერიშვილმა). ეს თაყვანისცემაცაა ქრისტიანული თავმდაბლობისადმი, მისი უდიდებულესობისადმი – ხელმწიფისადმი.

გინდა თუ არ გინდა, მოწიწება ჩნდება და აღიძრება ფიქრები: რა დიდი კაცი იყო, როგორი დიდი ქვეყანა შექმნა,კი მაგრამ მე ვინ ვარ, რომ მის საფლავს ფეხი დავადგა? ასეთი პატიოსანი, წმინდა მეფე ასეთი თავმდაბალიიყო. მე?.... მე როგორ ვცხოვრობ? მე როგორი ქრისტიანი და ქართველი ვარ?..

და შემოდის ჩვენში მადლი კათარზისისა, განწმენდისა...

მართალია დღეს დავით მეფის წმიდა ნაწილები აღარ განისვენებს საფლავში, მეთხუთმეტე საუკუნეში ისინი აღმოიყვანეს და გადააბრძანეს ტაძარში, საკურთხეველში. ახლა მისი წმინდა ძვლების ადგილსამყოფელი უცნობია. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, მის საფლავთან უნდა მივიდეთ ანდერძისამებრ, ფეხი უნდა დავდგათ (შევიდეთ) გელათის ეზოში და თაყვანი ვცეთ (ამაზე ქვემოთ). არ არის ლაპარაკი ისტორულ ქვაზე, საფლავზე ფეხის დადგმაზე, არამედ გელათში მისვლაზეა საუბარი

გაუჩინარებული საფლავების მისტერია კიდევ სხვაა. ჩვენ ვიც

ით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიძინების მერე ზეცად იქნა აღყვანილი. ბევრი მოწამისა თუ გამოჩენილი პიროვნების საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია, მაგრამ გაუჩინარებული საფლავები თუ გაუჩინარებული წმინდა ნაწილები საკრალურ მოწიწებას მაინც (და შესაძლოა მეტადაც) გვინერგავენ (გაუჩინარებული საფლავების შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ).

საქართველოში გაუჩინარებული საფლავი (თუ ნაწილები) რამდენიმეა. ერთ-ერთი, გაუჩინარებული წმინდა ნაწილები დავით აღმაშენებლისაა. შესაძლოა, ის გელათის მონასტერში რომელიმე ადგილას გადამალეს, რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში.

გარდა ამისა, გელათში კიდევ რამდენიმე გაუჩინარებული თუ გასაიდუმლებელი საფლავია საგულვებელი. მაგალითად თამარ მეფისა. შესაძლოა თამარ მეფის წმინდა ნაწილები გელათიდან იერუსალიმსაა გადასვენებული.

თამარის საფლავი, ალბათ მართლაც, გახდებოდა ძარცვის ობიექტი ურჯულოთა მხრიდან. მტრებს ეგონებოდათ, რომ ის სიმდიდრით, განძით იქნებოდა სავსე. წმინდა თამარი ხომ უმდიდრესი ქვეყნის ხელმწიფე იყო. მტრები ფიქრობდნენ, ქართველები ტაძრებში განძს მალავდნენო. ამის დამადასტურებელია განძისმაძიებელთა მიერ გადათხრილი და აფეთქებული ქართული ტაძრები დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე.

ქართველები მართლაც მალავდნენ ტაძრებში, და სხვაგანაც, განძს, ხშირად ეს ძვირფასად მოოჭვილი ხატები და წმინდა წიგნები იყო. მაგრამ, შეუძლებელია, რომელიმე მეფისთვის, მით უმეტეს, წმინდა ცხოვრებით ცნობილისთვის, როგორიც დავით აღმაშენებელი და თამარი იყვნენ, ოქრო ჩაეტანებინოთ საფლავში. პირიქით, მათი საფლავები განსაკუთრებული ქრისტიანული სისადავით იქნებოდა გამორჩეული, როგორც ბერ-მონაზვნების სამარეები.

ასევე არ ჩანს ლაშა-გიორგის და სხვა მეფეების საფლავები გელათში. შესაძლოა, არა ტაძარში, არამედ ტაძრის ეზოში კრძალავდნენ დიდი საქართველოს მეფეებს. რაც დამაჯერებლად არ მიმაჩნია. ჩვენი აზრით, გელათში სადღაც უნდა იყოს, დროთა განმავლობაში, შემთხვევით გასაიდუმლოებული სარკოფაგი. ვფიქრობ, გელათის ტაძარი როცა გაგვიხსნის თავის საიდუმლოს, ბევრი სურპრიზი გველოდება.

ასეა თუ ისე, ყოველი ქართველი კარგია თუ შეასრულებს მეფის ანდერძს და მივა დავითის საფლავთან და დავითის ყოფილი საფლავის მახლობლად ქედს მოიხრის. რაც ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ მეფის თავმდაბლურ სიტყვებში - ფეხი დამადგან (არ იგულისხმება საფლავზე ფეხის დადგმა, ეს არ იგულისხმება, რათა არ დაზიანდეს ისტორული რელიქვია, დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა).

საფლავის ქვას და იქაურობას საერთოდ უნდა გადაეფაროს გამჭვირვალე, გამძლე მასალა, რათა დრომ, ტემპერატურის ცვლამ და მომლოცველთა დიდმა რაოდენობამ არ დააზიანოს ერთ-ერთი უწმინდესი ადგილი ქართველი ხალხისთვის.

სხვათა შორის, საფლავის ქვაზე უკვე გადაშლილია წარწერის ნაწილი...

ქართველი, რომელიც შეასრულებს წმიდა მეფის ანდერძს უფრო კარგი გახდება... არ არის აუცილებელი არც სიტყვების წარმოთქმა და არც პომპეზურობა. უბრალოდ ფეხი უნდა დავდგათ (შევიდეთ) გელათის ეზოში და ქედი უნდა მოვიხაროთ წმიდა დავით მეფის საფლავის ქვასთან...


 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-22
მოციქულისა მატათასი (დაახ. 63); მოწამისა ანტონი ალექსანდრიელისა; ღირსისა ფსოე ეგვიპტელისა (IV); მოწამეთა: იულიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტიოსისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა (730).
ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)
8 (21) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი ექვთიმეს - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის (+1804) ხსენების დღეს.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq