საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

დადგება ისევ მონარქიის აღდგენის ჟამი!
გიორგი ერიშვილი

მძიმეა პირველგამკვალავის ხვედრი.

 ზვიად გამსახურდია იყო ადრე მოსული გაზაფხულის წინამორბედი.

მისი ხალხი არ აღმოჩნდა მზად მონობის უღლის გადასაგდებად.

მოსემ ებრაელები 40 წელი ატარა, ვიდრე აღთქმულ მიწაზე მიიყვანდა. ზვიადს 1 წელიც არ დააცადეს! ქართველებმა ვერ შეიღირსიეს თავისუფლების მსუბუქი ტვირთი.

ადრე მოუვიდა!

დღემდე ვერ შეუფასებია ქართველობას ღირსეულად,  რას ნიშნავდა ზვიადის მიერ ქვეყნის ორსაუკუნოვანი მონობიდან გამოხსნა; დღემდე იმეორებენ გალიაში გაზრდილი თუთიყუშები - რას ბაქიბუქობდა,  ხომ გათავისუფლდნენ თავისით  საბჭოთა ქვეყნებიო! თავისით არ მოდის თავისუფლება. არ უფიქრდებიან, რომ ის საბჭოთა ქვეყნები  გამსახურდიას ძალისხმევით გათავისუფლდნენ!

საბჭოთა კავშირი  ეკონომიკური აგონიის ბოლო წუთებს ითვლიდა. ცივილიზებული სამყარო, ამერიკის მეთაურობით ცდილობდა,  ბოლშევიკური იმპერიისთვის ეცვალა სახე; ოღონდ რევოლუციურ ბუნტს უნდა ასცილებოდნენ. მამა ბუშსა და გორბაჩოვს შორის 1989 წლის  დეკემბერში შედგა მალტის შეხვედრა. შეხვედრაზე დაიდო ფარული ხელშეკრულება.  რუსეთს უნდა ეცნო ბალტიისპირეთის ქვეყნების თავისუფლება. ეს ქვეყნები ისედაც არ ჰყავდა აღიარებული ცივილიზებულ მსოფლიოს.  დანარჩენ რესპუბლიკებს ახალ ეკონომიკურ კავშირს სთავაზობდნენ.  ზვიად გამსახურდიამ საქართველო გამოთიშა ახალი კავშირიდან - ბალტიისპირელებთან ერთად გაარიდა კომუნისტურ საპყრობილეს.

ამიტომ თქვა მასზე მამა ბუშმა: ” ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს”.   ამიტომ უპასუხა ზვიად გამსახურდიამ: ”დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან”.

არცერთ  საბჭოთა ქვეყანას არ დაუფასებია ეს ღვაწლი გამსახურდიასთვის - საქართველოს მეოხებით მოპოვებული  შედარებითი თავისუფლებები დსთ-ში.

ან რა იყო მათგან მოსალოდნელი -  მშობელმა ხალხმა ვერ შეიშნოვა  გამსახურდია:  ”ჯერ დემოკრატია და მერე თავისუფლებაო” - დაჰყიჟინებდნენ!

სუსხიანმა ჩრდილოეთმა და გულგრილმა დასავლეთმა გააქეზა პრეზიდენტის თანამემამულეთა ბრბო.  დაუზამთრეს საქართველოს გამარჯვების გაზაფხული. თვით დამარცხებაშიც ეწია გამსახურდია გამარჯვებას. ”ბუნკერში” მყოფი ხელისუფლება  ცნო მსოფლიოს 33-მა ქვეყანამ!

მაგრამ დღემდე ადევს ტაბუ გამსახურდიას სახელს.  როგორც ილია ჭავჭავაძის სახელს ედო 30 წლის განმავლობაში.

ადრე მოუვიდა ზვიად გამსახურდიას მონობით მიძინებული ხალხის გამოღვიძება!

ჩვენც ადრე მოგვივიდა...

ზვიად გამსახურდიას მხარდამხარ დავიწყეთ მონარქისტული მოძრაობა. თვით  პრეზიდენტი გვამხნევებდა და გვაგულიანებდა. გადავიტანეთ შევარდნაძის შავბნელი პერიოდი;  გადავიტანეთ ჯაბა იოსელიანის ტირანია, სააკაშვილის პერიოდის გულგრილობა,  ივანიშვილის ხანის განურჩევლობა... პოლიტიკოსების იმედი არც გვქონია -  ქართველი ხალხის გვეიმედებოდა.

მწარედ მოვტყუვდით - წლების მანძილზე თან გვსდევდა ქირდვა და ქილიკი;

წელიწადნახევარი ვუძლებდით  თანამემამულეების მწარე კომენტარებს ჩვენს საიტზე,  მოთმინებით ვიტანდით ბატონყმობის აპოლოგეტებად ხმობას; თვით ახლობლების და კეთილმოსურნეების ლანძღვა-გინებას.

მაგრამ, დღემდე მაინც კიდევ ვდგავართ ფეხზე; კვლავაც არ ვეპუებით დრო-ჟამს;

არ ვკარგავთ სულიერი და მატერიალური თანადგომის იმედს;

მაინც კიდევ ვანახლებთ საიტს!

ვრჩებით უკეთესი დროების იმედად. ვფიქრობთ, აუცილებლად დადგება ეს დრო.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჯერ 22 წელია გასული.  მოსეს გზის ნახევარზე მეტია გავლილი; დაგვრჩა 18 წელი.

ამ 18 წელიწადში მონური სულისკვეთებით აღზრდილი ყველა ადამიანი დაასრულებს  მიწიერ ცხოვრებას. 2031 წელს თავისუფლების სულით აღზრდილი ქართველები შეაბიჯებენ  ნამდვილ თავისუფლებაში. ის საქართველო დაუდგამს ძეგლს ზვიად გამსახურდიას; დაუდგამს რუსთაველის პროსპექტზე - იქ, სადაც ძეგლია ილია ჭავჭავაძის.

მაშინ დადგება მონარქიის აღდგენის ჟამიც - გიორგი ბაგრატიონი 20 წლის იქნება უკვე.  ქართველები აღარ შეაგინებენ სამეფო ხელისუფლებას; არც უფლისწული მისცემს ამის საბაბს. უკან დარჩება ლანძღვა-გინების პერიოდი. დიდებით აიყვანენ წინაპრების ტახტზე უფლისწულს. კვლავ ეყოლება საქართველოს მირონცხებული მეფე. გვირგვინს დაიდგამს გიორგი XIV - გაბრწყინდება ბაგრატიონთა დროშა  საქართველოს სადიდებლად!

 


მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq