საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

რუსეთი არ არის მესამე რომი
გაიოზ მამალაძე

   მთელი კაცობრიობისათვის პრობლემად არის ქცეული რუსეთის იმპერიის ამბიციები. საუკუნეების მანძილზე რუსმა პოლიტიკოსებმა არა ერთი ხალხის გენოციდი მოაწყვეს. მათი საქციელი, არაობიექტურად მოტივირებული იყო რუსულ იდეოლოგიაში არსებული აბსურდული აზრით. რუსული იდეოლოგია საუკუნეების მანძილზე ჯიუტად იმეორებდა, რომ რუსეთი არის მესამე რომი. რუსული იდეოლოგია დღესაც ამას ამტკიცებს. რუსეთის ფედერაციამ (ნეო-იმპერიამ) თავის გერბად აირჩია რუსეთის იმპერიის გერბი, ორთავიანი არწივი.  

ოდესღაც ორთავიანი არწივი გახლდათ ბიზანტიის იმპერიის გერბი. ბიზანტია იყო აღმოსავლეთ რომის იმპერია  - "მეორე რომი". 

ორთავიანი არწივის გერბად არჩევით რუსმა ცარებმა გამოაცხადეს პრეტენზია რომის მემკვიდრეობაზე ანუ მსოფლიო ბატონობაზე. 

მსგავსი პრეტენზია ჩანს "გერმანელი ერის წმიდა რომის იმპერიის" დაარსებაშიც. პრინციპში, გერმანელებს უფრო დაბეჯითებით შეეძლოთ ეწოდებინათ თავისი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისთვის მესამე რომი, პირველი ხომ 476 წელს მათმა ბელადმა ოდოაკრმა დაამხო. პრინციპში, რომის ნანგრევებზე, წამოიმართა გერმანული იმპერია.  

ახალი რომი მხოლოდ რუსებს არ უწოდებიათ საკუთარი სახელმწიფოსათვის. XII საუკუნეში პოეტი იოანე შავთელი თამარის სახელმწიფოს შესახებ ამბობს: "ახალო რომო. შენთვის თქვეს, რომო / უფროს იქმნესო მყოფთა ყოველთა" (ქართული მწერლობა, III, იოანე შავთელი, აბდულმესიანი, გვ. 347, თბილისი 1988 .) . . ყველა აქამდე არსებულზე უმეტესი იქნება ჩვენი ახალი რომი, საქართველოო. მართლაც, დაუმარცხებელი და უაღრესად კულტურული სახელმწიფო იყო მაშინდელი საქართველო-კავკასიის თანამეგობრობა. 

სხვათა შორის, ორთავიანი არწივი იყო თამარ მეფის მიერ დაარსებული ერთ-ერთი ქართული ქვეყნის, ტრაპიზონის იმპერიის გერბიც. ლაზეთის იმპერიამ ბიზანტიის მემკვიდრედ გამოაცხადა თავი. ანუ იმ დროს ორთავიანი არწივის სიმბოლიკის მატარებელი ქვეყანა დაექვემდებარა (ემორჩილებოდა) საქართველოს მეფეთა-მეფეს.  

აქვე, უნდა განიმარტოს, ბიზანტიის იმპერიის პირველი დაცემა 1204 წელს განპირობებული იყო არა მხოლოდ ჯვაროსანთა შემოსევით, არამედ უპრინციპობით და იმპერატორის მიერ მართლმადიდებლობის პრინციპების ღალატით. მან, მაგალითად გაძარცვა ქართველი ბერები, რომლებსაც თამარ მეფის მიერ გახემული სახსრები მიჰქონდათ წმინდა ადგილების მონასტრებისთვის შესაწირად. 

  შემდგომში, ბიზანტიის, რომეების იმპერია აღდგა, მაგრამ 1453 წელს საბოლოოდ მაინც დაეცა. 

ობიექტურები რომ ვიყოთ, უნდა ითქვას, რომ ადრე რაღაც საფუძვლები ამგვარ იდეოლოგიას ჰქონდა, მაგრამ, მხოლოდ წარსულში და ისიც ნაწილობრივ. ასე მაგალითად, რუსეთი მართლაც იყო (და არის) დიდი იმპერია. აგრეთვე საინტერესოა რუსეთის იმპერატორების გვარი - Романов, შეიძლება ის აიხსნას როგორც "ახალი რომი" (Рома - რომის სახელწოდებაა, нов - новый - ახალი). ეს გვარი, სახელწოდება რომის (Roma) მსგავსად შეიძლება აიხსნას როგორც ძლიერი (იხ. ქვემოთ).   

 მაგრამ პეტრე I-ის მერე რომანოვთა გვარი რეალურად შეწყდა, ვინაიდან ის მდედრობითი ხაზით გაგრძელდა. ანუ ფაქტობრივად რომანოვთა დინასტია შეიცვალა.   

რუსული ლეგიტიმიზმის მიხედვით გვარის გაგრძელება შეიძლება ქალის ხაზით, მაგრამ, რეალურად ასე არ არის. ეს შეიძლება მხოლოდ თანამედროვე ლიბერალური კანონებით. არც ერთ ტრადიციონალისტურ ქვეყანაში დინასტიის გვარი არ გრძელდება ქალით. არც ევროპულში იყო ასე. მაგალითად, ბრიტანეთში სტიუარტების დინასტია სოფია სტიუარტის ვაჟის გეორგ I ჰანოვერის გერმანული გვარით შეიცვალა. დედოფალ ვიქტორია ჰანოვერის გარდაცვალების მერე დინასტიის გვარი შეიცვალა მისი ქმრის, ასევე გერმანული გვარით - საქს-კობურგ-გოთა (დღევანდელი უინძორები), რომელსაც ატარებდა მათი ვაჟი ედუარდ VII. ამგვარადვე გახდა ესპანეთის დინასტიის გვარი ჯერ ჰაბსბურგი, მერე ბურბონი და სხვა (იხ. ჩემი წიგნი "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", "სამეფო გვართა ცვლილებანი ევროპულ დინასტიებში ანუ ქართული დინასტიის განსხვავება ევროპულისგან", 2007 წელი თბილისი, ქართულ ენაზე).  

ლიბერალიზმის პრინციპების გამარჯვებამდე ამგვარი რამ ქრისტიანულ და ტრადიციონალისტურ ქვეყნებში, მით უმეტეს, დინასტიებში, წარმოუდგენელი იყო. პირველი რომისა და მით უმეტეს, მეორე რომის იმპერიის მემკვიდრეობას და ტრადიციებს ლიბერალიზმთან არავითარი კავშირი არ აქვს.  

 XIX საუკუნეში თეოდორე ტიუტჩევი წერდა:  

"მოსკოვი, პეტრეს ქალაქი (იგულისხმება რომი.-  . .) და კონსტანტინეს ქალაქი (კონსტანტინეპოლი. - . .), აი, რუსთა სამეფოს აღთქმული დედაქალაქები. მაგრამ სად არის სამანი, სად საზღვარი - ჩრდილოეთში, აღმოსავლეთში, სამხრეთში თუ დასავლეთში? მომავალი დრონი შემოსავენ მათ ბედს. შვიდი შინა ზღვა, შვიდი დიდი მდინარე... ნილოსიდან ნევამდე, ელბიდან ჩინეთამდე, ვოლგიდან ევფრატამდე, განგიდან დუნაიმდე... აი, რუსთა სამეფო.. და არასოდეს წარხდეს იგი, როგორც ეს განჭვრიტა სულმა და დანიელმა იწინასწარმეტყველა." 

რასაკვირველია, დანიელის წინასწარმეტყველებაში მსგავს რამეზე ლაპარაკი არ არის.

სხვათა შორის, დანიელის წინასწარმეტყველებას სულ სხვაგვარად ხსნიდა ბერძენი ბერი კირილე ლავრიოტისი (იხ. ამავე წიგნში "ასტერიოს არგირიუ: "ქართველი იმპერატორი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღორძინებისათვის"). 

მაგრამ, ახლა მინდა შემოგთავაზოთ ჩემ მიერ მიკვლეული ერთი მნიშვნელოვანი საკრალური არგუმენტი და სხვა ფაქტები, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთი არ არის (არც იყო) მესამე რომი.   

წმ. იუსტინიანე რომის მერე კონსტანტინოპოლს მოიხსენიებს მეორე რომად, როგორც დიდი პატივისა და ღირსების გამოხატულებად.  

ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მეტად მნიშვნელოვან მოვლენას.  

ქალაქ რომის დაარსებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს.  

 გავრცელებულია შემდეგი ლეგენდა (პლუტარქეს მიხედვით Plut., Romulus, I, II, III,): "ალბა-ლონგას მეფე პროკას ჰყავდა ორი ვაჟი - ნუმიტორი და ამულიუსი. უმცროსმა ძმამ, ამელიუსმა, ტახტიდან ჩამოაგდო თავისი უფროსი ძმა, ნუმიტორი, რომელიც მეფედ შეიქმნა მამის სიკვდილის შემდეგ. იმის შიშით, რომ ვაი თუ დამხობილი მეფის შვილმა დამიწყოს მამის ტახტის შეცილებაო, ამელიუსმა ბრძანება გასცა იგი მოეკლათ, ხოლო ნუმიტორის ქალი რეა სილვია ვესტას ქურუმად დაედგინათ, რათა მას შთამომავლობა ვეღარ გაეჩინა. მაგრამ რეა სილვიამ აღთქმა არ შეასრულა და გააჩინა ტყუპი - რომული და რემი. 

ამულიუსმა დედა სიკვდილით დასაჯა, ბავშვებზე კი ბრძანა ტიბრში დაეხრჩოთ. მაგრამ ამულიუსმა ეს ვერ შეძლო. ბავშვები წყალმა ნაპირზე გამორიყა და გამოკვება ძუ მგელმა, ხოლო შემდეგ ისინი აიყვანა მეფის მწყემსმა ფაუსტულმა და აღზარდა. როცა სრულწლოვანი შეიქმნენ, რომულმა და რემმა ამელიუსს წაართვეს სამეფო, დაანგრიეს ალბა-ლონგა და დააარსეს ახალი ქალაქი რომი. ახალი ქალაქისათვის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით ამტყდარ დავის დროს რომულმა მოჰკლა რემი და ქალაქს დაარქვა საკუთარი სახელი - Roma" (ვ. ს. სერგეევი, "ძველი რომის ისტორიის ნარკვევები", 1940, გვ. 33. ქართულ ენაზე).   

სხვა ვარიანტით რომის დამაარსებელი რომული წარმოშობით იყო ენეუსისა და ფორბანტის ქალის - დექსითეას შვილი. ტიბრის ადიდების დროს ყველა ნავი დაიღუპა, გადარჩნენ მხოლოდ ძმები. იმ ადგილს სადაც ნავი მიადგა ნაპირს, დაარსდა ქალაქი რომი.    

სხვა ვარიანტით რომულის დედა იყო ტროელი ქალის ქალიშვილი ლათინა (იქვე, გვ. 33). რომა ბერძნულად ნიშნავს ძალას, სიმტკიცეს (იქვე. გვ. 32). პლუტარქე სხვა ლეგენდებსაც გადმოგვცემს, მაგრამ საფუძვლიანად რომის ისტორიის დაკავშირება რომულთან მიაჩნია (იქვე, გვ. 32). 

მაშასადამე, რომის დამაარსებელი და პირველი ხელმწიფე იყო რომულუსი. გავიდა 1230 წელი, გერმანელთა ბელადმა ოდოაკრმა ახ. . აღრიცხვის 476 წლის 28 აგვისტოს რომის იმპერატორის ტახტიდან გადმოაგდო რომის უკანასკნელი იმპერატორი - რომულუს ავგუსტულუსი

ახ. . აღრიცხვის 330 წლის 11 მაისს რომის იმპერატორმა კონსტანტინემ დიდი ზარ-ზეიმით აკურთხა ახალი მსოფლიო "ცენტრი", "ახალი რომი" - ქალაქი კონსტანტინოპოლი. საინტერესოა, რომ კონსტანტინე ნიშნავს მტკიცეს, შეურყეველს. 1123 წლის მერე, 1453 წლის 23 მაისს დაეცა ქალაქი კონსტანტინოპოლი (დიდი კონსტანტინე მაისში ყოფილა დაბადებული). უკანასკნელ იმპერატორს ერქვა კონსტანტინე XI. იგი ქალაქის დაცვისას დაიღუპა.   

შევამჩნიე, რომ ამაში არის რაღაც საკრალური

კანონზომიერება - პირველი რომი დაარსა რომულმა, ბოლო იმპერატორს ერქვა რომული, მეორე რომი დაარსა კონსტანტინემ, ბოლო იმპერატორს ერქვა კონსტანტინე. ორივე რომის იმპერიამ იარსება ათას წელზე მეტი. ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იდეა ათასწლოვანი მეფობისა

რუსეთის იმპერიის ისტორია მსგავს საკრალურ ვითარებებს არ იცნობს

ტიუტჩევი ცდებოდა, მოსკოვი არ არის მესამე რომი, ის თითქმის არც კი იყო რუსეთის იმპერიის დედაქალაქი. ქალაქი მოსკოვი არ დაუარსებია იმპერიის დამაარსებელს. რაც შეეხება სხვა ვითარებას. რუსეთი პირველი იმპერატორი იყო პეტრე. მან მდინარე ნევას ნაპირებზე დააარსა ქალაქი სანკტ-პეტერბურგი, რაც ნიშნავს წმიდა პეტრეს ქალაქს. წმიდა პეტრეს ქალაქად ითვლებოდა რომი, ვინაიდან რომში მოღვაწეობდა მოციქული პეტრე. ამით პეტრე I-მა და რუსულმა იდეოლოგიამ ყველას განუცხადა, რომ რუსეთს პრეტენზია ჰქონდა რომის გეოპოლიტიკურ და სულიერ მემკვიდრეობაზე. ჩემი მხრიდან, ასევე, ობიექტურობისათვის უნდა დავამატო, რომ სახელი პეტრე ნიშნავს კლდეს. კლდე მტკიცეა, მასზე უნდა დაეშენოს ქრისტეს ეკლესია.  

თუმცა, პეტრე I-ის მიერ ქალაქისათვის წმინდა პეტრეს სახელის დარქმევა არის მფარველი წმინდანის, სეხნია წმინდანის სახელის დარქმევა საკუთარი ქალაქისათვის და შესაძლოა რომის იმპერიის იდეოლოგიის მიმსგავსებაც. მაგრამ, ეს არ არის ისეთივე ბუნებრივი მოვლენა, როგორც რომულისა და კონსტანტინეს ვითარებაში. მათ საკუთარი სახელები დაარქვეს თავიანთ დაარსებულ ქალაქებს. ეს არის მხოლოდ მიბაძვა. 

ამასთან, როგორც ვიცით, პეტრე პირველმა პატრიარქობა გააუქმა რუსეთში. ეს კი ნამდვილად არ იყო ურყევ კლდეზე წმინდა ეკლესიის დაშენება.   

თუმცა რუსეთი პეტრემდეც იყო იმპერია, იმიტომ, რომ სხვა ხალხთა მიწები დაიპყრო. თუ ივანე მრისხანეს მივიჩნევთ პირველ იმპერატორად (მას პირველს ეწოდა ცარი, მეფე), მაშინ ბოლო მეფეც ივანე უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ივანე მრისხანე ვერ ასრულებდა დიდი იმპერიის მეთაურის როლს (იხ. ჩემი წერილი "ივანე მრისხანე არ იყო მესამე რომის" იმპერატორი"). თუ პეტრე I-ს მივიჩნევთ პირველ მეფედ, რუსეთის დიდი სახელმწიფოს დამაარსებლად, მაშინ რუსეთის ბოლო იმპერატორი, მმართველი უნდა იყოს ასევე პიროვნება სახელით პეტრე, ასეთია რომისა და კონსტანტინოპოლის პირველი და ბოლო მეფეების სახელების განმეორების პრინციპი, პირველსა და მეორე რომში. 

რუსეთის ბოლო მეფეს კი არც პეტრე და არც ივანე არ ერქვა, არამედ ნიკოლოზი.   

თუმცა, შეიძლება ვინმემ ბრძანოს, რომ მომავალი წინაა, მაგრამ, ახლავე უნდა ითქვას, რომისა და კონსტანტინოპოლის სახელმწიფოების არსებობის დროს ეს ქვეყნები იყო უდიდესი ძალმოსილებისა (დაარსებისას და ზენიტის დროს მაინც), ასევე ამ ქვეყნებში ჰყვაოდა კულტურა, სამართალი, განსხვავებით რუსეთისგან.  

რომიც და კონსტანტინოპოლიც უდიდესი ცივილიზაციის ცენტრები იყო, რასაც ვერ ვიტყვით პეტერბურგზე. პეტერბურგის ხელმწიფენი და მმართველი ელიტა ყოველთვის ცდილობდა მიებაძა სხვებისთვის, ევროპისათვის. არც რომისა და არც კონსტანტინოპოლის იმპერატორები და ელიტა ასე არ იქცეოდნენ, პირიქით თვითონ აძლევდნენ (ან ცდილობდნენ მიეცათ) ტონი ყველაფრისათვის. ამასთან, პეტერბურგი მხოლოდ 1722 წლიდან 1917 წლამდე იყო იმპერიის დედაქალაქი. 1917 წლიდან ბოროტების იმპერიას ქალაქ მოსკოვიდან მართავენ.   ხოლო ნამდვილმა რომმა და მეორე რომმა - კონსტანტინოპოლმა ათასი წელი შეასრულეს დედაქალაქის როლი.   რაც მთავარია, მეორე რომი პირველი რომის საქმის გამგრძელებელი, მემკვიდრე გახდა იმავდროულად, რომის, შეიძლება ითქვას, დაცემამდეც კი. ხოლო 1453 წელს, როცა მეორე რომი, კონსტანტინოპოლი დაეცა საბოლოოდ, რუსეთი, ვერაფრისდიდებით, ვერ ასრულებდა ვერც მსოფლიო იმპერიის, ვერც ქრისტიანობის (მართლმადიდებლობის) მეთაურის როლს.  

 საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი  კირიონ II, ჯერ კიდევ ეპისკოპოსობის პერიოდში, თავის წიგნში Ерископъ Кирионь - «Культурная роль Иверии въ истории Руси». Тифлисъ, 1910, ст. 111. წერს: "იმდროინდელი რუსები მხოლოდ თავიანთ ირგვლივ რომ იყურებოდნენ (XVI), - ამბობს ე. ფ. შმურლო, - მზისქვეშეთში ვერ პოულობდნენ რუსებისთანა ხალხებს, მოსკოვისთანა სახელმწიფოს, რომელიც ღირსი იყო ეს საპატიო წოდება, ანუ ქრისტიანობის დამცველის ალამი ეტარებინა (Проф. Е. Ф. Шмурло. XVI векъ и его значение въ русской истории, стр. 22). ეკლესიის ისტორიკოსი მიტროპოლიტი მაკარი ამ ეპოქაზე მსჯელობისას ამბობს: რუსეთის მეფე იყო ერთადერთი, სრულიად დამოუკიდებელი მართლმადიდებელი მეფე მთელს ცისქვეშეთში" (Митрополитъ Макарий. История русской церкви, т, VIII, изд. втор. 345-346.), თუმცა ისტორიკოსების ს. მ. სოლოვიოვისა და ვ. ო. კლიუჩევსკის აზრით: "ყირიმმა მოსკოვი ბათუს შთამომავლებისგან საბოლოოდ გამოიხსნა (С. М. Соловьевъ. Ист. рос. кн. I, стр. 1137.) და უომრად, თვით თათართა ხელშეწყობითვე მხრებიდან ჩამოიხსნა ურდოს უღელი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის რუსეთს 21/2 ასწლეულის მანძილზე ტანჯავდა (1238-1480~ (В. О.  Ключевский. Кур. рус. ист. ч. I, стр. 151.), მაგრამ ამის შედეგად, რუსეთი თითქოს ყირიმის მძევლად იქცა (აქ თარგმანში თითქოს მაგიერ უნდა იყოს - ერთგვარად. წმინდა პატრიარქს ს. მ. სოლოვიოვის სიტყვები ასე აქვს გამეორებული: «чрезъ это Русь окозалась какъ бы данницей Крима». გ. მ.), იქ კეთილად  მოსაგონარი სახით ხარკს აგზავნიდა, რომლის ზომა ყირიმელი ხანების მიერ იყო დადგენილი" (С. М. Соловьевъ. Ист. рос. кн. I, стр. 1434-1435, 1593-1597; кн. II, стр. 19-20, 212-222, 1102-1103 и дал.), მიტროპოლიტ მაკარისა და პროფ. შმურლოს ზემოთ მოყვანილი მოსაზრება მეტ-ნაკლებად მხოლოდ პატრიოტულ გადაჭარბებად უნდა ჩაითვალოს. ეს სენი უვნებელია, თუმცა რუსეთში მან ეპიდემიური ხასიათი მიიღო.  

ისტორიული ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებენ. კონსტანტინოპოლის დაცემის ეპოქაში, რუსეთში გამოკვეთილი პოლიტიკური შეგნება ჯერ არ ჰქონდათ. "არც მოსკოვის მეფე, ამ სიტყვის პოლიტიკური მნიშვნელობით, - ადასტურებს ცნობილი ისტორიკოსი ვ. ო. კლიუჩევსკი, - არც ველიკორუსული სახელმწიფო ეთნოგრაფიული მნიშვნელობით ჯერ არ არსებობდა იმ წუთში, როცა ივანე III მამის ტახტზე ავიდა, არც ჩრდილოეთ რუსეთის მნიშვნელოვანი ნაწილი შედიოდა მოსკოვის სამთავროს შემადგენლობაში. იგი რამდენიმე დიდ სამთავროდ იყო დანაწილებული და ყოველი მათგანი - რამდენიმე საუფლისწულოდ დაყოფილი. მოსკოველი მთავარიც ერთ-ერთი ამ დიდ მთავართაგანი იყო, გარშემორტყმული თავისი უმცროსი ნათესავი უფლისწულებით... მოსკოვის რუსეთის ტერიტორიულმა გაერთიანებამ ჯერ კიდევ ვერ მოსპო ყველა დამოუკიდებელი ადგილობრივი თემი, რომლებიც ცენტრალურ და ჩრდილოეთ რუსეთში არსებობდნენ" (В. О. Ключевский. Лекции по . русской истории ч. I, стр. 255-256.). დიდ მთავარ ივანე III-ს (1462-1505) ყველაზე ნაკლებად შეეძლო მიეჩნია თავი აღმოსავლეთის მფარველად, მიუხედავად იმისა, რომ 1472 წლის 12 ნოემბერს დაქორწინდა რომში გაზრდილ სოფიო თომას ასულ პალეოლოგზე, რომელიც მამის მხრიდან ბიზანტიის უკანასკნელი იმპარატორის, ხოლო დედის მხრიდან დიდი დუკსუს ფერარელის ძმისწული იყო და "რუსეთის სამეფო კარის დიდმშვენიერებას მხოლოდ იმით უწყობდა ხელს, რომ ბიზანტიურ (კარის) მდიდრულ წეს-ჩვეულებათა ამბებს ატყობინებდა მათ" (Проф. В. Саава. Московск. царь и византийск. василевсы. Харковъ 1901 г.). ანდა, ისტორიკოს ვ. ო. კლიუჩევსკის სიტყვებით თუ ვიტყვით, სოფიოს გავლენა "მოსკოვის სამეფო კარის კულისებს მიღმა ცხოვრებასა და დეკორატიულ მორთულობაზეღა ვრცელდებოდა" (В. О.  Ключевский. Кур. русск. истории. часть. I, стр. 149-150.).   

   ბიზანტიის დამხობის შემდეგ პალეოლოგთა ოჯახში ორი ძმა დარჩა: დიმიტრი და თომა. პირველი მათგანი 1460 წელს თურქებს ტყვედ ჩაუვარდა და კონსტანტინოპოლში ათი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მას ერთადერთი ქალიშვილი დარჩა, რომელიც სულთანმა ჰარამხანაში წაიყვანა. უმცროსი თომა კუნძულ კორფუზე გაიქცა, მაგრამ შემდგომში პოლიტიკური მოსაზრებით გადასახლდა რომში, როგორც ბიზანტიის ტახტის პრეტენდენტი და თუმცა ენერგიულად დაიწყო ზრუნვა როგორც აქ, ისე ვენეციაში დაკარგულ ტახტზე თავისი უფლებების აღსადგენად, წარმატებას ვერ მიაღწია. გარდაცვალების შემდგომ (1462) დარჩა ვაჟიშვილები: ანდრია და მანუელი და ქალიშვილები ელენე და ზოია. ქალიშვილებიდან პირველი 1474 წელს გარდაიცვალა, მეორე კი ძმებთან ერთად რომის პაპის ხარჯებით იზრდებოდა. პაპი მათ შესანახად წელიწადში 12 000 მანეთს გამოყოფდა. ანდრია მოსამსახურეზე დაქორწინდა და შვილები არ ჰყავდა, ხოლო მანუელმა კონსტანტინოპოლში გაქცევა და გათურქება არჩია. სულტანმა მას ჰარამხანა უბოძა და ყოველმხრივ უზრუნველყო. მისგან პალეოლოგთა მუსულმანური განშტოება წარმოიშვა.   

დაახლოებით 1467 წელს ზოია (სოფიო) მდიდარ და დიდგვაროვან თავად პალაჩიოლოზე (Проф. Успенский. Какъ возникъ и развился въ России восточный вопросъ, стр. 28) დაინიშნა და პროფესორ უსპენსკის რწმუნებით, ცოლადაც გაჰყვა მას. 1772 წელს ზოია მოსკოვის მეფის საცოლე ხდება. ანდრია პალეოლოგი თავის დასთან მოსკოვში ორჯერ, 1480 და 1490 წლებში ჩავიდა (Полн. собр. русск. летоп. VIII 205 и 209.). ჯერ კიდევ 1483 წელს ანდრიამ ოსორნოს გრაფ პეტრე მანრიკეს ბიზანტიელ იმპერატორთა აღჭურვილობისა და ინსიგნიების ტარების უფლება დაუთმო; 11 წლის შემდეგ კი თავისი უფლებები საფრანგეთის მეფე კარლოს VIII მიჰყიდა, ხოლო 1502 წელს, სიკვდილის წინ, ისინი ფერდინანდ ესპანელს უანდერძა (Византийский временникъ т.I, стр. 153-155.). პროფესორი უსპენსკი უსამართლოდ ამტკიცებს, რომ რუსმა მეფემ ანდრიასაგან ბიზანტიის ტახტის მემკვიდრის უფლება იყიდა, და ამისი დამამტკიცებელი აქტი ვატიკანის არქივში უნდა ინახებოდეს (Проф. Успенский. Какъ возникъ и развился въ России восточный вопросъ, стр. 31), თუმცა ამ ფაქტის შესახებ არც რუსული, არც უცხოური ძეგლები და არც არქივის მასალები არაფერს გვეუბნებიან". 

    ასე წერს წმინდა პატრიარქი კირიონ II.

ჩემი მხრიდან, ყოველი შემთხვევისთვის, მინდა შევახსენო რუს იდეოლოგებს, რომ ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI საქართველოს მეფის გიორგი VIII-ის ასულზე იყო დანიშნული.  

წმიდა კირიონ კათალიკოსი განაგრძობს: "ივანე III ისე უძლური იყო, რომ მენგლი-გირეისა (1474 წ.) და ახმატ ხანს (1480 წ.) მორჩილებას უთვლიდა. მაშინ, როცა 1480 წელს ახმატ ხანმა ჯარებით მოსკოველთა წინააღმდეგ გაილაშქრა, დაშინებული ივანე მდინარე უგრაზე, თათართა პირდაპირ არ დადგა, ხოლო კრემენცში, მდ. ლუჟზე, მედინიდან 30 კილომეტრზე, ხანთან ივანე ტოვარკოვი ძღვნით, თაყვანისცემის არზით და შეწყალების თხოვნით გააგზავნა (С. М. Соловьевъ. История России съ древнейшихъ временъ. книга I, изд. втор. стр. 1428.). 1474 წელს ივანემ თავისი ელჩის, ნიკიტა ბეკლემიშევის მეშვეობით მენგელ-გირეის აჯა მიართვა, რომელმაც იარლიყი უწყალობა (С. М. Соловьевъ. История России съ древнейшихъ временъ. книга I, изд. втор. стр. 1433.). ნაცვლად იმისა, რომ ევროპელ გვირგვინოსნებთან პირი შეეკრა და ქრისტიანთა საერთო მტრების _ თურქ ოტომანთა წინააღმდეგ მათთან ერთად ემოქმედა, დიდი მთავარი ივანე III უნგრელი გვირგვინოსნის, ვლადისლავისა და პოლონელი მეფის ალბრეხტის თხოვნის მიუხედავად, რომ თავის სიძეს, ლიტვის დიდ მთავარ ალექსანდრეს შერიგებოდა, მასთან ბრძოლას განაგრძობდა. "ომი, - წერდნენ ისინი, - მთელ ქრისტიანობას დიდ ზიანს აყენებს, ასუსტებს ქრისტიან მეფეთა ძალებს, რომლებიც თურქების წინააღმდეგ ერთად უნდა იყვნენ..." (С. М. Соловьевъ. История России съ древнейшихъ временъ. книга I, изд. втор. стр. 1471). თავის თავზე ასეთივე შუამდგომლობა აიღო პაპმა ალექსანდრე VI-მ~ (С. М. Соловьевъ. История России съ древнейшихъ временъ. книга I, изд. втор. стр. 1472).  

წმინდა კირიონ II-ის მიერ მოწოდებული რუსივე ისტორიკოსების მიერ წარმოდგენილი ცნობილი ფაქტები მრავლისმთქმელია და ამტკიცებს, რომ ბიზანტიის დაცემის დროს და უახლოეს ხანაში რუსეთი არ იყო ბიზანტიის მემკვიდრე, არ იყო აღმოსავლეთის მფარველი ძლიერი მართლმადიდებლური იმპერია, არ იყო მესამე რომი. 

ტიუტჩევს და რუს იმპერიალისტებს ეგონათ რომ რუსეთის იმპერია განგიდან ნილოსამდე და დუნაიმდე გადაიჭიმებოდა. დუნაიმდე კი იყო გაჭიმული რუსეთი მაგრამ, გამოუშვეს უკან. ნილოსსთან კი რუსეთი არასოდეს მისულა და ვერც მივა. რაც შეეხება ევფრატს, რუსეთი ევფრატამდე ვერასოდეს ჩააღწევს.  

ტიუტჩევს ეგონა, რომ "პეტრეს ქალაქი" - რომი და "კონსტანტინეს ქალაქი" - კონსტანტინოპოლი, დღევანდელი სტამბოლი, რუსების იქნებოდა, მაგრამ მეტი საქმე არა აქვთ იტალიელებს და თურქებს, ვიღაც ტიუტჩევის „ნაწინასწარმეტყველების“ გამო თავისი ქალაქები დაუთმონ რუსულ იმპერიას.  ტიუტჩევი კითხულობდა, "სად არის სამანი". ე. ი. უსაზღვრებო იქნებაო რუსული იმპერია... მაგრამ ნურას უკაცრავად, რუსული იმპერია სულ უფრო და უფრო კარგავს ტერიტორიებს.   

მეოცე საუკუნეში რუსეთმა დაკარგა ფინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, აღმოსავლეთ გერმანია, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, იუგოსლავია, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელორუსი (ისიც კი), უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი. 

სულ მცირერიცხოვანმა ჩეჩნებმა კი ცხვირიდან ძმარი ადინეს დიდ რუსულ არმიასა და სახელმწიფოს. დღეს ბევრს ლაპარაკობენ სტალინის დროინდელი რუსეთის სიძლიერეზე, მაგრამ სტალინის ჯარები სულ პატარა ფინეთმა დაამარცხა. დიდი გენერალსიმუსის რუსული არმია შერცხვა ფინეთში.     

ასე რომ, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რუსეთი მესამე რომი არასოდეს ყოფილა. ის იყო უბრალოდ დიდი იმპერია, ხალხთა საპყრობილე (დღესაც არის). ხოლო პირველი და მეორე რომი, ორივე უაღრესად კულტურული სახელმწიფოები იყო და დიდი დამსახურება მიუძღვით კაცობრიობის წინაშე, როგორც სახელმწიფოებს. 

  ვარაუდი თუ ინფორმაცია განსჯისათვის:

 აშშ-ს სახელმწიფოს ერთ-ერთ დამაარსებელს და პირველ პრეზიდენტს ერქვა ჯორჯ ვაშინგტონი, მის საპატივცემულოდ დედაქალაქს დაარქვეს ვაშინგტონი (ტერიტორია თვითონ ამოარჩია). დღეს აშშ არის მსოფლიო ჰეგემონი და ცივილიზაციის ლიდერი, როგორც თავის დროს ჯერ რომი, მერე ბიზანტია. ძველად რომის ან ბიზანტიის წინსვლა, გარდა დაპყრობისა, განაპირობებდა, ძირითადად მაინც, გზების გაყვანას, სამართლის მოწესრიგებას, ვაჭრობის აყვავებას და ა. შ. (მოსწონდა ეს ვინმეს თუ არა, ეს სხვა საკითხია).

 დღეს აშშ-ს წინსვლა განაპირობებს (ყველაზე მეტად) დემოკრატიისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას (მოსწონს ის ვინმეს თუ არა, ეს სხვა საკითხია).

     რუსეთს კი წინსვლა საერთოდ არ შეუძლია...  

 კარგად მომზადებული რომ ყოფილიყო ქართული ჯარი, სულ ძმარს ვადენდით ცხვირიდან რუს დამპყრობლებს, ხოლო ჩრდილოეთიდან ესტონეთის არმია რომ წამოგვშველებოდა, მოსკოვსაც ავიღებდით ქართველები – ზუსტად ასე განაცხადეს გადამდგარმა რუსმა გენერლებმა რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვანი ომის 2008 წლის აგვისტოს აქტივირებული მონაკვეთის კომენტირებისას.

და ბოლოს, მე ვფიქრობ, რომ რომი იყო მხოლოდ ორი - რომი და ახალ რომად, მეორე რომად წოდებული კონსტანტინოპოლი, რომეების ქალაქები... 


მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-19
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა თომასი (I).
gaq