საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

რედაქტორის სვეტი: დამშვიდობება მკითხველთან
გიორგი ერიშვილი

წელიწადნახევრის წინ, თითქმის პატარა გიორგი ბაგრატიონის დაბადებასთან ერთად დაიბადა იდეა - შექმნილიყო მონარქისტული ორგანოები პრესისა და ელექტრონულ ქსელში, რომლებიც თავის მიზნად გაიხდიდა ეროვნულსა და რელიგიურ უმაღლეს იდეალზე - მონარქიულ საქართველოზე ზრუნვას!

ამ წერილის ავტორმა, ბატონ დავით კალანდაძესთან ტანდემში დაიწყეს საქმიანობა - შესაბამისად: რედაქტორისა და დირექტორის მოვალეობებით.  მომზადდა სამეფო ჟურნალის ორი ნომერი ”დიადემის” სახელწოდებით, რომელთაგან ვერცერთმა ვერ იხილა დღის სინათლე და რელიგიური - ”მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა” (გამოვიდა ერთი ნომერი).

შედარებით სვებედნიერი გამოდგა საიტის ”georoyal.ge”-ს ბედი, რომელსაც დაარსებისთანავე შეუერთდა სამეფო კლუბის ხელმძღვანელი გაიოზ მამალაძე. თვით სპონსორისაგან საიტზე  მეურვეობის დათმობის შემდეგაც კი საიტმა მოატანა დღემდე.

დღეის ამას იქით ბატონი გაიოზი  გადაიბარებს საიტს და ყველა საკითხი მკითხველს შეუძლია მასთან შეათანხმოს და განიხილოს.

ხოლო ჩვენი საიტის მკითხველთა საყურადღებოდ საგანგებოდ მსურს აღვნიშნო, რომ თქვენი მონამორჩილი სააღდგომოდ ამზადებს ახალ საიტს, რომლის სათაური იქნება: ”იყვარებოდით ურთიერთას” და, რომელიც სიძულვილის ბაცილაშეყრილ საქართველოში ეცდება სიყვარულის მქადაგებლობას.

თავის დროზე ერთ სულგანათლებულ ქართველს უთქვამს:

”ღმერთმა ქნას, ჩემს შემდეგ საქართველოში უკეთესობა ყოფილიყოს!”

მეც იმასვე მოგახსენებთ საიტთან დაკავშირებით: ღმერთმა ქნას, ჩემს შემდეგ საიტზე უკეთესობა ყოფილიყოს!

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ანტონი დიდი (+356)
მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე დიდი (+337, ხს. 21 მაისს) და მისი ძეები ანტონი დიდის მხურვალე თაყვანისმცემლები იყვნენ. მათ დედაქალაქში მოიწვიეს წმიდა მამა, მაგრამ მან არ ისურვა მეუდაბნოე ძმების დატოვება, იმპერატორები კი საპასუხო ეპისტოლით გააფრთხილა, არ გაამაყებულიყვნენ თავიანთი მაღალი მდგომარეობით და მარად ხსომებოდათ მომავალი სამსჯავრო: „უწყოდეთ, რამეთუ ქრისტე მეუფე არს”.
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი
16 (29) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს თაყვანისცემას პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი, რომელთაგან განთავისუფლებულ იქნა საპყრობილეში ანგელოზისა მიერ.
gaq