საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

იძულებითი ღია პასუხი უაზრო „ღია წერილის“ ავტორს ანუ ასე რამ შეგაძულათ ბაგრატიონ-მუხრანელები და ყველგან გაიოზ მამალაძე რატომ გელანდებათ
გაიოზ მამალაძე
ყველაფერი გარკვეული და განსაზღვრულია - ის უფლისწულია

24 იანვარს ინტერნეტგამოცემა reportiori.ge ფურცლებზე გამოქვეყნდა „პუბლიცისტ ბაია ამაშუკელის საპასუხო წერილი გაიოზ (გია) მამალაძეს“, რომელიც ჩემდამი არ უნდა ყოფილიყო მოწერილი, ვინაიდან რასაც ის პასუხობს, ჩემი დაწერილი არ არის, არც ხელი მომიწერია, და მართალი გითხრათ წაკითხულიც კი არ მაქვს...

თან არ დაეზარა ასეთი უზარმაზარი „ღია წერილის“ დაწერა?

აქვე მინდა ვურჩიო და იმედია ამიერიდან ქალბატონი პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი გაითვალისწინებს - როცა ვინმეს ღია წერილს მისწერთ, რაიმეს საპასუხოდ, უნდა მიუთითოთ თუ სად და როდის გამოქვეყნდა წერილი თუ განცხადება, რომელსაც პასუხობთ და რაც მთავარია, უსათუოდ გაარკვიეთ, იმ პიროვნების მიერ არის თუ არა ის დაწერილი, რომელსაც პასუხობთ, ან აქვს თუ არა ხელი მოწერილი მასზე...

რასაც პასუხობს ქ-ნი ბაია, როგორც მივხვდი ამ „პუბლიცისტური“ წერილიდან, არის თავადაზნაურთა საკრებულოს გამგეობის განცხადება. როგორც ვთქვი, ამ განცხადებაზე ხელი არ მომიწერია, არც ვარ თავადაზნაურთა საკრებულოს წევრი.

 თუმცა აქვე ვუდასტურებ დიდ პატივისცემას ქ-ნ ია ბაგრატიონ-მუხრანელს, ქ-ნ ელენე აბაშიძეს, ქ-ნ ლამარა შენგელიას, ქ-ნ ლეილა მირიანაშვილს, ბ-ნ ზურაბ რატიანს და სხვებს... დიდ პატივს ვცემდი აწ განსვენებულ კოტე ჩოლოყაშვილს...

ეს „ღია წერილი“ პირველი არაა, როცა მისამართი შეეშალათ, ფეისბუკში უკვე ანეკდოტივით დადის ამბავი, რომ 5-6 ადამიანს, რომელიც არ იზიარებს მავანთა „სამეცნიერო“ აზრებს, ქ-ნი ბაიას „თანამოაზრეები“დიდი ენთუზიაზმით, საჯაროდ და პირად მიმოწერაში უმტკიცებდნენ გაიოზ მამალაძე ხარო. მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანებს საკუთარ ექაუნთზე საკუთარი გვარი, სახელები  და სურათები არ დაუმალავთ (მაგალითად, გიორგი ჩიქოვანი, ნიკა ცინცაძეს, დავით ჩიკვაიძე, კახა კოლხი... ყველას სახელი არ მახსოვს).

მოკლედ, ქალბატონმა ბაიამ „მიპასუხა“ სხვების მიერ დაწერილი განცხადების გამო?! რაც არ ეკადრება  ნამდვილ პუბლიცისტს... 

 უბრალოდ გამეცინებოდა მისამართ არეული „ღია წერილის“ უაზრობაზე - ტყუილებით, ცილისწამებებით, ადამიანური თვალსაზრისით მიუღებელი პასაჟებით რომ არ იყოს სავსე... 

არაკომპეტენტურობაზე აღარაფერს ვამბობ, ბაგრატიონთა ისტორიაში ოდნავ მაინც გარკვეული ადამიანი თუ წაიკითხავს, უმალ მიხვდება, რასაც ვგულისხმობ...

ამაზეც არაფერს ვუპასუხებ, ვინაიდან არ მაქვს იმდენი თავისუფალი დრო არასერიოზულობის, თუ ნახევრად სიმართლის და უმისამართოდ ნასროლის პასუხები ვწერო და ვამტკიცო ის, რაც თავისთავად სიმართლეა.

თუმცა ორიოდე საკითხს მაინც აღვნიშნავ, რადგან იძულებული ვარ.

ქ-ნო ბაია რატომ მაბრალებს თითქოს მძულდეს ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახი?!

რატომ უნდა მძულდეს? რა დამიშავეს?

 პირიქით, ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო... და ბაგრატიონთა ქორწინება ხომ შედგა?! მუდამ ვდილობდი, ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახის უფროსის ინტერესები გაეთვალისწინებინა ყველას, იმავე მუხრანბატონთა ოჯახის დღევანდელ უფროსს, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილს. ამას მოჰყვა საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯი, ბაგრატიონთა დაპირისპირებულ ოჯახებს შორის ურთიერთგაგება და დაქორწინება. მე მგონი ბატონი ნუგზარის ოჯახი და მისი უფროსი ქალიშვილი, ნამდვილად გრძნობენ ჩემ მიერ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯის მნიშვნელობას...

 ვისარგებლებ შემთხვევით (ქ-ნი ბაიას მიერ მოწოდებული „პასით“) და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - მუდამ პატივისცემას გამოვხატავდი ბატონიშვილი ნუგზარისადმი, და ვერსად ვერ ნახავთ მისდამი არაკორექტულ ერთ წინადადებასაც კი, ჩემ მიერ დაწერილს...

 განსაკუთრებით ვაფასებ ბატონიშვილ ანას, რომელსაც უფალმა ასეთი მშვენიერი, ჩემთვის და მთელი საზოგადოებისათვის ნანატრი უფლისწულის დედობა არგუნა. მეტიც, მომავალში ისევ მისი იმედი მაქვს, იმედი მაქვს კვლავ გადადგამს გამბედავ და პრინციპულ ნაბიჯს, როგორც მას ახასიათებს ხოლმე... ასევე იმედი მაქვს ბატონიშვილი დავითისაც...  და იმედი მაქვს ჩვენს საყვარელ უფლისწულს ისევ ერთიანი ოჯახი ექნება!!!...

 და რაც მთავარია, მინდა ვთხოვო ქ-ნ ბაიას და მავანთ, სიძულვილი, ტენდენციურობა და გაბრაზება ამოიგდონ გულიდან, ნუ შეეცდებიან კვლავ შეურაცხჰყონ ქალბატონი ია ბაგრატიონ-მუხრანელი, ნუ გაავრცელებენ მასზე ჭორს, ნუ გაიმეტებენ იმერელ ბაგრატიონებს დაბალი ხარისსხის ბაგრატიონებად გამოსაცხდებლად, ეს ყოვლად მიუღებელია და არაა მართალი, და ასევე, ნუ ეცდებიან ნაკლები ღირსებისად გამოაცხადონ ბაგრატიონ-მუხრანელების შტო, ანუ უფლისწულის ს ა გ ვ ა რ ე უ ლ ო.

 რადგან ამგვარმა ინტრიგებმა დიდი წვლილი შეიტანა ბაგრატიონთა ოჯახის დაშლაში, რასაც ვაფრთხილებდი კიდეც და ვთხოვდი შეეწყვიტათ, მაგრამ არ დამიჯერეს მოკამათეებმა, ერთ-ერთი შტოს "გულშემატკივრებმა“, მუხრანელი და იმერელი ბაგრატიონების, რბილად ვთქვათ, არამოყვარულებმა - რატომ? 

 ერთი იცოდნენ კარგად - გაიზრდება უფლისწული გიორგი და ყველას პასუხს მოსთხოვს!

სწორედ ამგვარი დაპირისპირებების აღმოფხვრას ვცდილობდი მუდამ. გაერთიანების რამდენიმე ფორმულაც შევთავაზე ყველას, კარგად იცის ეს უწმინდესმაც, ბევრმა სხვამაც... მაგრამ ადამიანთა ურთიერთობებში, ბაგრატიონთა სხვადასხვა შტოებს შორის დამოკიდებულებაში მთავარია პრინციპი - ,,არ ჩამქოლავ, არ ჩაგქოლავ“, ,,შეეცდები ჩემს ჩაქოლვას? ჩემი შტოს დაკნინებას? არაფერში შეგეპუები“. ამის საპირისპიროა „პატივს მცემ - პატივს გცემ“, „დამაფასებ - დაგაფასებ“ – ესაა ადამიანთა შორის ურთიერთობის უმთავრესი პრინციპი. რომელიც, სამწუხაროდ, ირღვევა და ამის გამოა კამათი აღნიშნულ შტოებს შორის.

 

 დაბოლოს მთავარი: ყველგან ვამბობდი, არ მომბეზრდება და ახლაც გავიმეორებ - არავითარი განსაზღვრა არ სჭირდება უფლისწულის სტატუსს.  უფლისწულთა სტატუსის „განსაზღვრა“ თვით მოქმედ, თვითმპყრობელ მეფეებსაც კი არ შეძლოთ ჩვენს ისტორიაში .

უფლისწული გიორგის სტატუსი დაბადებიდანვე (მეტიც, მისი მშობლების ქორწინებით) განსაზღვრა , რომელმაც ის მოავლინა მამრობითი სქესის ადამიანად, მამითა და დედით ბაგრატიონად, და თანაც ჯვართამაღლების დღესასწაულზე. და საზოგადოებამაც უფლისწულად მიიღო, და ეკლესიამაც უფლისწულად ცნო.

დიდი ხანია კამათი მიმდინარეობს სხვადასხვა შტოების მომხრეებს შორის, თუ რომელია უპირატესი (განსაკუთრებით ერთ-ერთი შტოს მხარდამჭერთა აქტიურობაა აღსანიშნავი ამ ბოლო ხანს, პატრიარქისა და მონარქისტების საწყენად, რადგან სწორედ კამათის შესაწყვეტად მოხდა მათი დაქორწინება, არადა კამათი არ შეწყვიტეს). ჩემთვის ამას, "პრიორიტეტს" გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ვთვლი, რომ გიორგი მუხრანბატონიშვილი გამაერთიანებელი უფლისწულია ბაგრატიონთა სამეფო შტოებისა.

მას ღმერთმა წილად არგუნა ერთიანი საქართველოს უკანასკნელი დიდი ხელმწიფის - ალექსანდრე I დიდის მეორე შვილის პირდაპირი შთამომავალი იყოს მამის მხრიდან, და მესამე შვილისა დედის მამის მხრიდან, ამგვარად, გამაერთიანებელიც.

აქვე აღვნიშნავ, ნებისმიერს შეუძლია გაარკვიოს თუ „რა ინტერესი  მაქვს“, „რას ვიღებ“... გადაამოწმოს ჩემი ოჯახის შემოსავალი და შეადაროს ქ-ნი ბაიას ოჯახის შემოსავალთან, განსაკუთრებით 1991-1992 წლების ანტისახელმწიფოებრივი გადატრიალების შემდგომ, როცა დაამხეს ჩემთვის საყვარელი და ქალბატონი ბაიასათვის საძულველი ეროვნული ხელისუფლება.

არც შევარდნაძეს დავხვედრივარ აეროპორტში იარაღასხმული წითელი ინტილიგენტის აღფრთოვანებით, სააკაშვილსაც ვაკრიტიკებდი, როცა სხვები შესციცინებდნენ და არც ბიძინა ივანიშვილისთვის მიმიწერია მლიქვნელური ღია წერილი პრესით!..

ამიერიდან  ყველას გთხოვთ, პუბლიცისტისთვის დამახასიათებელი ელემენტარული ცოდნა გამოიჩინოთ, რაც მთავარია, აღარ ახსენოთ ჩემი პერსონა და მიხედეთ თავს.

 ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქალბატონი ბაიას პასუხად კი არა, უბრალოდ მცირე განმარტებისთვის, მკითხველისათვის დაიწერა.

 მკითხველებისადმი დიდი პატივისცემით

 სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ (გია) მამალაძე


 ეს წერილი დაიბეჭდა reportoriri.ge-ზე

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq