საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს დედოფალი (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის". 2007)
გია მამალაძე
დედოფლის პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა თანამედროვე მონარქისტულ ქვეყნებში.ჩვენ მონარქიის აღდგენა გვჭირდება არა იმიტომ, რომ სათამაშო მეფე და დედოფალა გვყავდეს, არამედ იმიტომ, რომ პირველმა ოჯახმა, პირველმა კაცმა და პირველმა ქალბატონმა ქვეყნისა, შეასრულონ თავიანთი ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა - იყვნენ მართლმადიდებლობის, ეროვნულობისა და სიკეთის მაგალითები.


ქვეყნის პირველი პირების მაგალითი განსაკუთრებულად გადამდებია მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პრესტიჟისათვის და ამიტომ, ვფიქრობ, ქართული სამეფოსათვის ეს საკითხიც უნდა დამუშავდეს.ჩვენი იდეალი ყოველთვის უნდა იყოს დიდი საქართველოს, ერთიანი საქართველოს პერიოდის საუკეთესო მაგალითები.ყოველთვის უნდა ვერიდოთ, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდგომი, იძულებითი თუ გადაგვარების გამოისობითი მაგალითები მივიღოთ წესად და იმ წესების აღორძინებაზე ვიზრუნოთ.ქართული სამეფო უნდა დაეყრდნოს მხოლოდდამხოლოდ მართლმადიდებლურ, საჭირო ტრადიციებს და არა ნებისმიერს. ყოველი ტრადიცია ტრადიცია არ არის. ჩვენთვის ღირებულია მხოლოდ პირველადი ტრადიციები.


ამიტომ გამოწვლილვით უნდა შევისწავლოთ, რა გამოგვადგება თანამედროვე ცხოვრებაში. თანამედროვეობამ ერთგვარი კორექტივები შეიტანა ადამიანთა ურთიერთობაში, მსოფლიო პოლიტიკაში, სახელმწიფოთა დიპლომატიაში. თანამედროვეობას ანგარიში უნდა გავუწიოთ.საქართველოს ერთიანობის დროს, როგორც გარკვეული არის ქართულ
გლეხების შთამომავალი ლეტიცია, ესპანეთის დედოფალი. მომავალი მონარქის დედა
ისტორიოგრაფიაში, საქართველოს მეფეს ეკრძალებოდა ქვეშევრდომის ცოლად მოყვანა. საქართველოს დედოფალი შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ მეფური წარმომავლობის ასული. შესაძლებელი იყო, რომ მეფის მეუღლე გამხდარიყო ვასალი სახელმწიფოს სამეფო ოჯახის შვილი, მაგრამ ამ ოჯახს ტიტული შენარჩუნებული უნდა ჰქონოდა, პირობითად მაინც. მაგალითად, ოვსთა სამეფოები გიორგი III-ის დროს საქართველოს ვასალები, ყმადნაფიცები იყვნენ. გიორგი III-ს ცოლად ჰყავდა ოვსთა ერთ-ერთი მეფის, ხუდანის  ასული, ბურდუხან დედოფალი. პოლიტიკური ქორწინებები აადვილებდა, არეგულირებდა სახელწიფოთაშორისო ურთიერთობებს.


ზემოთ აღნიშნული აკრძალვა სასურველი წესი იყო. მისი დარღვევა მოხდა ლაშა-გიორგის მიერ, უფრო სწორად ლაშას ჰქონდა ამის მცდელობა, მან ველისციხელი გლეხის ქალი დაისვა "დედოფლად". თუმცა იგი ეკლესიამ არ სცნო, ვინაიდან არ იყო მეფური სისხლის და, რაც მთავარია, იყო ქმრიანი. წლების შემდგომ ლაშა-გიორგისა და გლეხის ქალის შვილმა, ულუ დავითმა შეძლო ტახტზე ასვლა და მისი თესლიდან წარმოდგნენ ისეთი დიდი მეფეები, როგორიც იყვნენ დემეტრე თავდადებული და გიორგი ბრწყინვალე. თავად დავით ულუ, მემატიანის გადმოცემით, გველებმაც კი დაინდეს და არ დაგესლეს ჯურღმულში ჩაგდებული, როცა ტყვედ იყო თურქებთან. სხვა ვარაუდით, ველისციხელი ქალი იყო აზნაურული წარმოშობის, მაგრამ აზნაურების (ასევე თავადთა) ასულების ცოლად მოყვანაც ეკრძალებოდა ერთიანი საქართველოს მე
გლეხების შთამომავალი მათე-მარიტი, ნორვეგიის მომავალი დედოფალი და მომავალი მონარქის დედა
ფეს. 


მანამდე, ტახტის მემკვიდრე დემნა ბატონიშვილს, გიორგი III-ის უფროსი ძმის, დავით V-ს ძეს, ცოლად ჰყავდა ორბელის ქალი. დემნას ტახტი ეკუთვნოდა ლეგიტიმურად, გიორგი III-ს, ბიძამისს - არა. არის ვარაუდი, რომ ორბელის ქალი მას შერთეს სპეციალურად, რათა მისი ქორწინება ჩათვლილიყო მორგანატულად, არათანასწორუფლებიანად და მას დაეკარგა საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლის უფლება. ასეთი ვარაუდი შეიძლება დავუშვათ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ქართული კანონების მიხედვით მეფის ქორწინება იყო განსაზღვრული ზნეობრივი კანონებით და არა რაიმე შეზღუდვებით. მით უმეტეს, რომ სხვა მამრობითი სქესის მემკვიდრე არ ჰყავდა იმ დროს დინასტიას. ანუ, თუ მეფე ან მემკვიდრე შეირთავდა არამეფური სისხლის, ქვეშევრდომის ასულს, ის არ კარგავდა უფლებას ტახტზე ასვლისა, როგორც რუსეთშია ახლა, და როგორც იყო ევროპის ქვეყნებში. უბრალოდ, მას უნდა ჰქონოდა შეგნება იმისა, რომ ქვეშვერდომზე არ დაქორწინებულიყო. ეს იყო არა ისეთი კანონი, რომლის დარღვევაც, ევროპის ქვეყნებში  ტახტს აკარგვინებდა მეფეს ან მემკვიდრეს (რუსეთის  დინასტიაში ახლაც ასეა), არამედ, სახელმწიფოსათვის აუცილებელი პირობა, თუმცა ტახტის დაკარგვის დასჯა ქვესევრდომის ცოლად მოყვანისათვის არ იყო გათვალისწინებული, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისაგან.  


 ამის დასტურად მიგვაჩნია 1177 წელს დემნასა და ორბელების აჯანყება, როდესაც დემნას ლეგიტიმურო
გლეხების შთამომავალი, დანიის მომავალი დედოფალი და მომავალი მონარქის დედა - მერი
ბას მხარი დაუჭირა შვიდი დიდი "სახელოს" - თანამდებობის, ხუთმა ხელისუფალმა - "ვაზირმა" და თითქმის მთელმა ქართულმა არისტოკრატიამ. თავიდანვე, როგორც ჩანს, ქართული ორდენი ლეგიტიმიზმის მომხრე იყო, მით უმეტეს რომ გიორგი III-ს ძე არ ესვა.თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დემნას ქორწინება ორბელთა ასულზე, მთლად მოწონებული არ იყო დიდებულთა მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდის მიხედვით ორბელები "ჭინთა" ხელმწიფეების შთამომავლებად ითვლებოდნენ.

ქვეშევრდომზე ქორწინებას ძველად ჰქონდა ბევრი უარყოფითი მხარე. პირველი, ჩვეულებრივი მოქალაქე, არამეფური (გლეხური, აზნაურული თუ თავადური) სისხლისა ხდებოდა დედოფალი, სუზერენი; მეორე, დედოფლის მამა ხდებოდა მეფის სიმამრი და პრივილეგირებული. დედოფლის და-ძმებიც პრივილეგირებულნი ხდებოდნენ. ეს არღვევდა ბალანსს არისტოკრატიას შორის და ზიანს აყენებდა მეფის განსაკუთრებულობის იდეას. მეორე, უმთავრესი პირობა დედოფლის ტახტზე ასასვლელად იყო მართლმადიდებლობის აღმსარებლობა. გამონაკლისი ერთიანი საქართველოს დროს თითქმის არ იყო ამ საკითხში. გარდა იმისა, როცა ჩვენს მეფეებს აიძულებდნენ ცოლად დაესვათ მონღოლი ყაენებისა და ნოინების ასულები. თუმცა, ზოგიერთი მათგანი, ალბათ, გაქრისტიანდა. ისევე, როგორც დედოფლის ტახტზე ასვლამდე სომეხი პრინცესები ან ყივჩაღთა უმთავრესის ათრაღა შარაღანისძის ასული მართლმადიდებლურად მოინათლნენ.


როგორც ვთქვი, ზოგიერთ ქვეყანაში უფლისწუ

გლეხების შთამომავალი, იაპონიის მომავალი დედოფალი და მომავალი მონარქის დედა - მასაკო
ლი კარგავს ტახტზე ასვლის უფლებას, თუ იქორწინებს თავადის, აზნაურის, გლეხის ასულზე. ასეთი მაგალითები თანამედროვე მსოფლიოში ძალიან მცირეა (რუსეთი და აზიის რამდენიმე ქვეყანა) და არ ღირს საუბრის გაგრძელება.ახლა ის დრო არ არის, როცა პოლიტიკური ქორწინება იყო უმთავრესი დიპლომატიური ნაბიჯი დინასტიათა და ამით, სამეფოთა, სახელმწიფოთა შორის პრობლემების გადაჭრისა. ეს იყო აუცილებობით განპირობებული, რაც მერე ტრადიციად დამკვიდრდა.მეორეც, მართლმადიდებლური სამეფოს დინასტიები არც ისე მრავლადაა, რომ მათ მიერ გამოზრდილი პრინცესების შემყურე დარჩეს ქართული ტახტი. რუსეთთან აღარ შეიძლება, იქ სამეფო ოჯახის უფროსი მარია ვლადიმერის ასული დედით ბაგრატიონია, ნათესავები და ნათელ-მირონები არიან და ა. შ. ბულგარეთის სამეფო ოჯახს მირონი აკავშირებს ბაგრატიონებთან. კათოლიკურ და პროტესტანტულ ქვეყნებში არა მარტო რელიგიაა სხვა, არამედ მორალიც. გარდა ამისა, არაფრისდიდებით არ შეიძლება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული ადამიანების თანასწორობის პრინციპის დარღვევა. ბრიტანეთშიც კი არ არის აკრძალული არამეფური და არაარისტოკრატიული წარმოშობის ასულის მიყვანა სამეფო ოჯახის რძლად თუ დედოფლად, ასევეა ევროპის კონსტიტუციური მონარქიის სხვა ქვეყნებში. ამის მაგალითები ძალიან ბევრია. ევროპის სამეფო ოჯახებში ბევრია თანამედროვე "კონკია". დემოკრატიული პრინციპების დარღვევა დაუშვებელია.  


გლეხური წარმოშობის ნიდერლანდის დედოფალი მაქსიმა

 განვითარებულ ქვეყნებში, ევროპაში, იაპონიაში და ა. შ. ნებისმიერი წარმოშობის ასული შეიძლება გახდეს მეფის ან მემკვიდრე პრინცის მეუღლე. ბრიტანეთში აუცილებლად ითვლება მხოლოდ ქალწულობა. ესპანეთის მემკვიდრე პრინცი, ფილიპე დაქორწინდა უბრალო წარმომავლობის ახალგაზრდა ქალბატონზე. ფილიპეს დები გათხოვილნი არიან გლეხური წარმომავლობის მამაკაცებზე. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თანამედროვე "კონკიაა" ქეით მიდლტონიც, დიდი ბრიტანეთის პრინცის მეუღლე....ვფიქრობ, საქართველოს მეფე არ უნდა იყოს ამ მხრივ შეზღუდული. მას უნდა შეეძლოს დაქორწინდეს ნებისმიერ ქართველზე, "ქვეშევრდომზე", ვინაიდან ღვთის წინაშე და საქართველოს კონსტიტუციით ყველა ქართველი თანასწორია. 


მეფეს, ვაჟს, მამაკაცს, მხოლოდ იმიტომ გამოვარჩევთ ბაგრატიონ-ფარნავაზიანთაგან, რომ ასე დაადგინა უფალმა. სხვა ყველა თანაბარია. მეფეს არ უნდა წაერთვას სიყვარულის უფლება. როგორც ვთქვი, ბევრ ქვეყანაში, აბსოლუტურად უმრავლეს ქვეყნებში, ასეა და ამართლებს. მთავარი არის მამრობითი ხაზის სისხლის მეფურობა, გვარის ბაგრატოვნობა.


თუმცა, გარკვეული კრიტერიუმები, ალბათ, მაინც იქნება. მომავალი დედოფალი უნდა იყოს მართლმორწმუნე მართლმადიდებელი, ეკლესიური, გაუთხოვარი, წესიერი და პატიოსანი წარსულის მქონე. დანარჩენი თავად მეფის ასარჩევია. 

საქ

გლეხებისა და მეშახტის შთამომავალი, ბრიტანეთის მომავალი დედოფალი და ბრიტანეთის მომავალი მეფის დედა - ქეითი
ართველოს მომავალ დედოფალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მან, სრულიად საქართველოს მეფეთ-მეფესთან ერთად, მთელ ქართველ ხალხს და მთელ კაცობრიობას უნდა მისცეს მაგალითი ღვთისმოშიშობისა, კაცთმოყვარეობისა, სიკეთისა და სიყვარულისა.


წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007 წელი (მცირედი ცვლილებებით).
სამეფო კლუბის გერბი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ლუკია
13 (26) დეკემბერს აღინიშნება წმიდა მოწამე ლუკიას (+304) ხსენების დღე.
წმიდა ანა წინასწარმეტყველი - დედა სამოელ წინასწარმეტყველისა (1100 ქრისტეს შობამდე)
9 (22) დეკემბერს აღინიშნება წმიდა ანა წინასწარმეტყველის - სამოელ წინასწარმეტყველის დედის (1100 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
gaq