ფიქრობთ, რომ მონარქია ცუდია? დაფიქრდით კიდევ ერთხელ. მონარქიის ინსტიტუტი ახალ ამბებს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ტახტიდან გადადგა ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი და ავიდა მისი ძე, ფელიპე VI. ყველგან მსოფლიოში, მონარქიები კვლავ ახალი ამბების წყაროს წარმოადგენენ და ცვლიან მოვლენებს სხვადასხვა ადგილებში, ტაილანდში, ბუტანში, ბელგიაში, მაროკოსა თუ საუდის არაბეთში. ბევრი თანამედროვე მკითხველისთვის მონარქიები აღიქმება უდანიშნულებო ანტიკვარულ რელიკვიად, ანაქრონიზმად, რომლებმაც ნელ-ნელა გზა უნდა დაუთმოს რესპუბლიკებს. საწინააღმდეგოდ ამისა, არაფერია უფრო შორს ჭეშმარიტებისგან. მონარქიებს აქვთ განსაკუთრებულად ფასეული როლი, თვით 21-ე საუკუნეშიც. მათი რიცხვი უნდა გაიზარდოს, ვიდრე ის, რომ შემცირდეს. თუ რატომ, ამის გასაგებად, მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს მონარქიის სარგებელი, ობიექტურად, ტავტოლოგიაში ჩარჩენის გარეშე, რომ „ქვეყნები იმიტომ უნდა იყვნენ რესპულიკურები, რომ უნდა იყვნენ რესპუბლიკურები“. მონარქიას 21-ე საუკუნეში არაერთი უპირატესობა აქვს. უპირველესად, როგორც სერჟ შმემან ამტკიცებს The New York Times-ში, მონარქებს შეუძლიათ დადგნენ პოლიტიკაზე მაღლა იმგვარად, რაც არ ძალუძს სახელმწიფოს არცეულ მეთაურს. მონარქი წარმოადგენს მთელ ქვეყანას ისე, რაც არც შეუძლია და ვერც გააკეთებს თუნდაც დემოკრ
| ატიულად არჩეული მეთაური. მონარქიაში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის არჩევანი შეუძლებელია მოექცეს ფულის, მედიის თუ პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ. მეორე და წინა პუნქტთან მჭიდროდ დაკავშირებული საკითხი არის ის, რომ ხელოვნურად შექმნილი ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად ტაილანდი, მონარქის პირობებში ახერხებს მხოლოდ, რომ თავიდან აიცილოს სამოქალაქო ომი. მონარქიები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი მრავალეროვანი ქვეყნებისათვის, როგორიცაა ბელგია, ვინაიდან მონარქის ინსტიტუტი აერთიანებს განსხვავებულ და ხშირად დაპირისპირებულ ეთნიკურ ჯგუფებს საერთო პატივისცემის მქონე მონარქის ქვეშ, ნაცვლად რომელიმე ეთნიკური თუ ტომობრივი ჯგუფისა. ჰაბსბურგებს დინასტია მართავდა დიდ, წარმატებულ ქვეყანას, რომელიც სწრაფად დაიშალა მცირე ქვეყნებად, რომელთაგან რეალური ძალაუფლება აღარცერთს აქვს. თუ მაგალითად 2001 წელს თალიბების დამხობის შემდეგ აღდგებოდა ავღანეთის მეფის ზაჰირ შაჰის ძალაუფლება, რომელსაც ყველა ავღანელი სცემს პატივს, ავღანეთი გადაურჩებოდა იმ უთვალავ ომს, რაც ამ ქვეყანაშია. მესამე, მონარქიები იცავენ მმართველობის უკიდურესი ფორმის გამოყენებისაგან თავიანთ ქვეყნებს, ამყარებენ რა მმართველობის ფორმას. ყველა პოლიტიკური ლიდერი, პრემიერ-მინისტრი თუ მინისტრი, მოღვაწეობს, როგორც მეფის მსახური. თვით იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რეალური ძალაუფლება ამ პირებზეა, მონარქის არსებობა უზრ უნველყოფს ქვეყნის დაცვას რადიკალური თუ სრული უზურპაციისაგან. კამბოჯის, იორდანიისა და მაროკოს მეფეთა არსებობა იცავს ამ ქვეყნებს პოლიტიკური ლიდერების თუ დაჯგუფებების უარყოფითი და უკიდურესი ტენდენციების გამოვლენისგან. მონარქია ასევე ასტაბილურებს ქვეყნებს, ახალისებს რა მათში ნელ, საფუძვლიან ცვლილებებს, განსხვავებით არჩეული მმართველობების ექსტრემალური გამოვლინებებისგან. არაბული სახელმწიფოების მონარქიებმა შეინარჩუნეს ბევრად სტაბილური საზოგადოება, ვიდრე არამონარქიულმა არაბულმა ქვეყნებმა, რომლებშიც ძალიან ბევრი რყევა განხორციელდა არაბული გაზაფხულის დროს. მეოთხე, მონარქიებს აქვთ წონა და პრესტიჟი, საიმისოდ, რომ მიღებულ იქნეს საბოლოო, მძიმე, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებები – გადაწყვეტილებები, რასაც სხვა ვერავინ მიიღებს. მაგალითად, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა პირადად განახორციელა ქვეყნის გადასვლა კონსტიტუციურ მონარქიაზე საპარლამენტო ინსტიტუტების გაძლიერებით და შეძლო შეეჩერებინა სამხედრო გადატრიალების მცდელობა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, იაპონიის იმპერატორმა ხიროხიტომ შეძლო გადარწმუნება სამხედროებისა, რომ აღარ გაეგრძელებინათ ბრძოლა და დააჯერა რა ისინი იაპონიის დანებების აუცილებლობაში, ქვეყანა იხსნა ურიცხვი სისხლისღვრისგან. მეხუთე, მონარქიები არიან ტრადიციულობის და განგრძობადობის დამცველები ცვალებად სამყაროში. ისინი ინარჩუნებენ ქვეყნებს ისე, რასაც ისინი წარმოადგენენ და საიდანაც ისინი მოდიან, რაც ხშირადაა მიცემული მივიწყებას, პოლიტიკათა სწრაფი ცვლილებების პირობებში. უმეტესი კრიტიკა მონარქიისა, დღესდღეობით აქტუალური აღარაა, თუკი ის ოდესმე იყო. კრიტიკა უმეტესად ეფუძნება ორ იდეას. პირველი ისაა, რომ მონარქმა შეიძლება ჩაიგდოს მთელი ძალაუფლება და მოგვევლინოს ტირანად. თუმცა, თანამედროვე ეპოქაში, უმეტესი მონარქები შეზღუდული არიან როგორც კონსტიტუციური, ისე ტრადიციული საკანონმდებლო ჩარჩოებით, რაც უზრუნველყოფს მათი ხელისუფლების სტაბილურობას. მეორე კრიტიკა ეხება იმას, რომ ნებისმიერ კარგ მონარქს შეიძლება ჰყავდეს უღირსი მემკვიდრე. თუმცა, დღესდღეობით უფლისწულები განსაკუთრებულად აღიზრდებიან დაბადებიდანვე მომავალი მეფობისთვის და მუდმივად არიან მედიის დაკვირვების ქვეშ. ეს იცავს მათ ცუდი საქციელისგან. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ისინი იბადებიან რა მმართველობისთვის, გადიან მუდმივ, პრაქტიკულ აღზრდას როგორ იუერთიერთონ ხალხთან, პოლიტიკოსებთან და მედიასთან. მონარქიის ამ ყველა უპირატესობის შუქზე, ახლა გასაგები ხდება, რესპუბლიკათა მრავალ მოქალაქეს რატომ უჩნდება ნოსტალგია მონარქიაზე. როგორც წინა საუკუნეებში, მონარქია გააგრძელებს აჩვენოს თავისი თავი, როგორც მნიშვნელოვანმა და მომგებიანმა პოლიტიკურმა ინსტიტუტმა, სადაც იგი ჯერ კიდევ არსებობს. ახილეშ ფილალამარი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული,დიპლომატიის მაგისტრი უსაფრთხოების საკითხებში, ინტერნეტგამოცემა The Diplomat-ის გამომცემლის თანაშემწე. © თარგმანი დავით ჩიკვაიძის.
|