საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

მართლმადიდებელი მეფისა და მისი ზეობის მნიშვნელობა
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
მოხსენება წაკითხულ იქნა 2015 წლის 20 თებერვალს, უკანასკნელი ქართველი მონარქის, იმერეთის მეფის, წმ. სოლომონ მეორე სამშობლოსათვის თავდადებულის გარდაცვალებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე

 

”დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღვთისაგან“, - გვმოძღვრავს წმიდა  პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში. ჭეშმარიტად! ყოვლადსახიერი ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში ყოველივე აღესრულება ღვთის ნებით ან დაშვებით, მით უფრო წუთისოფლისეული უმაღლესი მმართველობა - საერო ხელისუფლება სწორედ ღვთის ნების ან დაშვების შედეგად მოვლენილია, იმ ფორმით, რა სახითაც იმსახურებს ერი თავისი მდგომარეობისა და ცხოვრების წესის მიხედვით. თუმცა, მეფის ზეობა, როგორც ღვთივდადგენილი ერთადერთი მმართველობა უშუალოდ წმიდა წერილიდან, ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს და გვევლინება, როგორც საღმრთო მადლის ხილული გამოვლინებით - მირონცხებით დამტკიცებული და დამოწმებული. ცნობილია, რომ ქრისტიანს სიცოცხლეში მხოლოდ ერთ-გზის ეცხება მირონი, ნათლისღებისას, როგორც სულის წმიდის ბეჭედი და აღარასდროს აღსრულდება მასზე განმეორებითი მირონცხება, გარდა ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებისა, თუ ის მეფედ იკურთხება, მაშინ მეორე-გზის ეცხება მირონი, რაც ყოველგვარი განვრცობის გარეშე, ჭეშმარიტად მრავლისმეტყველ ფაქტს წარმოადგენს მეფის, როგორც ღვთის ნებელობის შედეგად, მოვლენილი ერთადერთი მმართველის ზეობისა.

 

„ორი დიდებული ნიჭი მოგვცა უფალმა ღმერთმა ქრისტიანებს - მღვდლობა და მეფობა, რომელთა მიერ ზეციურის მსგავსად, იმართება ჩვენი მიწიერი საქმეები“,- ბრძანებს წმიდა თეოდორე სტუდიელი. ჩვენი ქვეყნის რეალობის მაგალითზე, აღსანიშნავია, ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ ქართველ ერს არასდროს განუცხადებია უარი მეფეზე, არ უარყვია სამეფო მმართველობა და არ აჯანყებია და დაუმხია მონარქიული ხელისუფლება, არამედ საქართველოში, მეფის ზეობა დამხობილ იქნა, გარეული მტრის მზაკვარი ხელით, ყოვლადუკანონო და ძალისმიერი მეთოდებით. ქართველი ერის ქვეცნობიერში, მეფისადმი უპირობო პატივგების ამოუძირკველი გრძნობა კიდევ ერთ-გზის მკაფიოდ გამოვლინდა, როდესაც უკანასკნელი ქართველი მეფე, სოლომონ მეორე მადლიერმა შთამომავლობამ, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ქუთათელ-გაენათელი მთავარეპისკოპოსის (ამჟამად მიტროპოლიტის) კალისტრატეს მღვდელმთავრული ღვაწლითა და ხელმძღვანელობით, დიდი მოკრძალებით გადმოასვენა სამშობლოში და მონარქიული პატივის სრული აღქმით მიაბარა გელათის მონასტრის სამეფო საძვალეს. ასევე, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა მრავალგზის შეჭირვებულმა, თუმცა მაინც ფესვძლიერმა სამშობლომ, არსებობის ათასწლეულთა განმავლობაში, თავისი ყოფნისა და შემოქმედების მწვერვალს, „ოქროს ვაშლების“ კრეფის შეუდარებელ ეპოქას, სწორედ სამეფო მმართველობითი სისტემის ჟამს მიაღწია.

 

გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ, როგორც ღვთივდადგენილი კანონებით, ისე ამქვეყნიური წეს-განგებით მეფის ზეობას არ გააჩნია ალტერნატივა ლეგიტიმაციის სრული ხარისხის თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ, სამეფო მმართველობას ძალუძს, ქვეყანა გაუთავებელი დაპირისპირების ასპარეზიდან, ცხოვრების მშვიდ, ურთიერთსიყვარულით აღსავსე რიტმზე გადართოს და წარმოდგენილი მრავალმხრივი სირთულეების ნაცვლად, სახელმწიფო არსებობის განუზომლად უკეთეს ჭრილში გადაიყვანოს.

 

მირონცხებული მეფე გახლავთ ის მძლავრი დუღაბი, რომელიც მკვრივად კრავს ერის ეროვნულ თვითმყოფადობას,  განამტკიცებს და აღორძინებს ეროვნულ თვითშეგნებას და წარმოადგენს შეუცვლელ,  უპირობო გარანტსა და რეალური ძალისა და მადლის მტვირთველ სიმბოლოს ქვეყნის სახელმწიფოებივი დამოუკიდებლობის ფუნდამენტური სიძლიერისა.  მეფე არ გახლავთ კონკრეტული ვიწრო დაჯგუფების წარმომადგენელი, არ ატარებს რომელიმე ერთი ძალის მოთხოვნებს, არ უწევს პროპაგანდას ცალკეულ პიროვნებათა კერძო და ვიწრო ინტერესებს,  არამედ ღვთის სახიერი განგებისამებრ, მოვლენილია, როგორც თითოეული მოქალაქის ინტერესების ძლიერი მცველი და ქომაგი - განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, თუ,  სხვა, ნებისმიერი შეხედულებისა.  გამომდინარე ყოველივე ზემოთ წარმოდგენილისა,  მეფე წარმოვიდგება, როგორც ღვთივდადგენილი ძლევამოსილი, შემაკავშირებელი უმაღლესი მმართველი, რომელსაც პატივს მიაგებს ერის თითოეული წარმომადგენელი.  მონარქი თავის გარშემო შემოჰკრებს და მამა-შვილურად გააერთიანებს დაპირისპირებულ მხარეებს და ღვთისაგან მასზე მინიჭებული, მირონცხებული, სამეფო მადლითა და ძალით წარმართავს მისთვის დადგენილი სამეფოს მოქალაქეთა მოთხოვნების თანაბარ, არატენდენციურ დაკმაყოფილებას, რაც ერთ-ერთი უპირველესი და უმთავრესი საწინდარი და საფუძველთა საფუძველი გახლავთ ქვეყანაში საღმრთო მშვიდობის განმტკიცებისა და შენარჩნუნების საერთო ეროვნულ მისიაში,  რომელიც ღვთის ნებითა და წყალობით, თავისთავადი ხასიათით ეტაპობრივად გამოიწვევს სახელმწიფოში ქრისტიანული სულისკვეთების, კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ აღმავლობას, რაც ლოგიკურად, მთელი თავისი სისავსით დაგვირგვინდება ჩვენი მრავალგზის კვეთებული სამშობლოს დროებით დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენითა და უკუნითი უკუნისამდე განმტკიცებით.

 

შევთხოვთ, ჩვენს წმიდა და მოწამე მეფეებს, რომელთა კეთილმსახურებით განვლეს საწუთრო ცხოვრება და აღასრულეს სამეფო მისია, დაუცხრომელად ევედრონ ყოვლადწმიდა სამებას, მისი უწმიდესი, ზეციური ტახტრევანის წინაშე, რათა მომადლოს ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და  გამოუბრწყინვოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიას, თავისი სახიერი და მამობრივი განგებით დადგენილი მირონცხებული მეფე, სადიდებლად ღვთისა, განმამშვენებელად ივერიის უძველესი სამოციქულო, საკათალიკოსო ეკლესიისა და სასოდ სრულიად საქართველოსი. ამინ! 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75)
23 ივლისს (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენელი ეპისკოპოსის (+დაახლ. 75) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (IV)
23 ივლისი (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამენი ტროფიმეს, თეოფილეს და მათთან ათცამეტი მოწამის (IV) ხსენების დღეს.
gaq