საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

საქართველოს მეფე საპატრიარქოში უნდა აღიზარდოს (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)
გაიოზ (გია) მამალაძე
ეს წერილი დაიწერა XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე. შემდეგ შევიდა 2007 წელს გამოცემულ ჩემს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის".

 
გია მამალაძე      

საქართველოს მეფე საპატრიარქოში უნდა აღიზარდოს (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)

  საქართველოს მეფეთ-მეფის ტახტის აღდგენის მსურველებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ვინ უნდა გახდეს საქართველოს მეფე, რომელ შტოს ეკუთვნის აიეტის, წმიდა დავით მეფსალმუნისა და ფარნავაზის გვირგვინი, რომელი ოჯახის წევრია ღირსი ავიდეს კურთხეულ ტახტზე, რომელი ბაგრატიონია უფრო ლეგიტიმური და ა. შ.    აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ ამ საკითხზე არაფრისდიდებით არ შეიძლება კამათი, დებატები, ურთიერთადაპირისპირება.
   საქართველოს მტრები მოისურვებენ მეფობის აღდგენის მშვენიერი იდეა შეგვილახონ პოლიტიკური პიარებით და სხვა ტექნოლოგიებით, ამიტომ, აქედანვე უნდა გავარკვიოთ ყველაფერი. 
   შევეცადოთ გავარკვიოთ რომელი შტო და რომელი ოჯახი არის უფრო ლეგიტიმური. 3                                 ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ საქართველოს სამეფო ტახტისათვის სულიწმიდის მიერ გამოირჩევა რჩეული ბაგრატიონი _ `მრავალ არიან წარჩინებულნი, ხოლო რჩეულნი მცირედ~. 
   ძველ საქართველოში, იბერიაში და კოლხეთშიც, სამეფო ტახტზე ადიოდნენ უფროსობის, უხუცესობის, გამორჩეულობის კანონით, სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლები.
 ამგვარ წესს თავისი უპირატესობა ჰქონდა, ტახტზე ოჯახის თანხმობით, საგვარეულოს თანხმობით ადიოდა გამოცდილი, ჭკვიანი, ძლიერი პიროვნება. ყველაფერი გარკვეული იყო. მის შემდეგ ტახტს დაიკავებდა კვლავ უხუცესი (ანუ ყველაზე გამოც
დილი).
 შემდგომ დამკვიდრდა ტახტის აუცილებელ მემკვიდრედ უფროსი ვაჟის მიჩნევის წესი. ეს წესი მრავალ ქვეყანაში იყო გავრცელებული. ამ  კანონსაც აქვს უპირატესობა: 
   1. ითვლება, რომ ღმერთი მეფის უფროს ვაჟს ჩასახვისას მოუვლენს განსაკუთრებულ ტალანტებს, მადლს; 
   2. მემკვიდრე აღიზრდებოდა, როგორც მომავალი მეფე. მხოლოდ იგი იზრდებოდა ასე, და ეს გარკვეულ უპირატესობას აძლევდა მას. სხვა ყველა, მათ შორის ძმებიც, მისი ყმები იყვნენ. ქვეყნისათვის ეს კარგი იყო.
  თითქოს, თუ დოკუმენტი ნამდვილია, წმიდა დავით აღმაშენებელმა სცადა ძველი იბერიულ-კოლხური უხუცესობის წესის აღდგენა: `უკეთუ ვარგ იყოს ცვატა, მეფედ ყოს შემდგომ თვისა~-ო, დაიბარა თავისი მემკვიდრის, დემეტრე I-ის მისამართით უმცროსი ძის, ვახტანგის (ცვატას) შესახებ. დემეტრემ კოლხურ-იბერიული წესი `არ გაიზიარა~ (როგორც ჩანს, დავით აღმაშენებელი წინასწარ ჭვრეტდა მოვლენებს).     სამწუხაროდ დემეტრემ არც დადგენილი, უფროსი ძის წესი მოიწონა, რის გამოც იგი უფროსმა ვაჟმა დავით V-მ გადააყენა ტახტიდან. თუმცა დემეტრე დავით მეხუთის უეცარი, მოულოდნელი, უდროო სიკვდილის მერე ტახტზე დაბრუნდა, თავისი მეორე შვილი, გიორგი III გამოაცხადა თანამოსაყდრედ და არა დავითის ძე დემნა (დიმიტრი), რომელსაც ტახტი ეკუთვნოდა ლეგიტიმურად, უფროსი ძის პრინციპით, და თავადაც მალე, მოულოდნელად გარდაიცვალა. 
   გიორგი III-მ დაარღვია, როგორც უფროსი ძის, ასევე უხუცესის და ვაჟის გამეფების პრინციპები, ყველა ერთად. 
 1177 წელს, დემნას და ორბელების აჯანყების დროს, ქვეყნის დიდებულთა უდიდესი ნაწილი გიორგი III-ის წინააღმდეგ გამოვიდა და მოითხოვა სრულწლოვანებას მიწევნული დემნასათვის გვირგვინის გადაცემა, ანუ უფროსი ძის ლეგიტიმიზმის პრინციპის დაცვა. 
    ზოგიერთი
ისტორიკოსის აზრით, დიდებულებს უნდოდათ მეტი უფლებების მოპოვება. ეს ვარაუდი არ უნდა იყოს სწორი. საქმე ისაა, რომ შვიდი ვაზირიდან ხუთი გამოვიდა დემნას მხარეს. ეს ამტკიცებს, რომ ვაზირებს უნდოდათ ლეგიტიმიზმის პრინციპის დაცვა და არა დაწინაურება, რადგან `ვაზირი~ ყველაზე უდიდესი თანამდებობა (`სახელო~) გახლდათ იმდროინდელ საქართველოში, უფრო მეტად როგორღა უნდა დაწინაურებულიყვნენ.      ამ ვარაუდს ამაგრებს ისიც, რომ გიორგი III-ს მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა, ქართული კანონებით კი ქალის ასვლა ტახტზე არ შეიძლებოდა. ამიტომ, ლეგიტიმისტების აზრით გიორგი III უნდა გადამდგარიყო და ტახტი დაეთმო ლეგიტიმური მემკვიდრე მამაკაცისათვის, დემნა (დემეტრე) დავითის ძისათვის. თანაც `ლეგიტიმისტები~ ნაკლებად აგრესიულები იყვნენ.
 ლეგიტიმისტების წინააღმდეგ გიორგი III თავიდან არაქართულ ძალებს დაეყრდნო _ ყივჩაღებს (ყუბასარს), სომხებს (მხარგრძელებს) და დაამარცხა ქართველი ლეგიტიმისტები და ფაქტიურად მოსპო მამკაცური ხაზი ლეგიტიმური დინასტიისა. ცნობილია, რომ აჯანყებულებს მეორე ეტაპზე, როცა გიორგი მეფემ მობილიზება შეძლო, განუდგა დიდებულების ნაწილი. 
   დიდებულების მიერ დემნას მიტოვებაში და არა მათს გამოსვლაში გიორგი მეფის წინააღმდეგ, უფრო ჩანს დიდებულების ნაწილის სურვილი დაწინაურებისა ან თავის გადარჩენისა.        მართლაც, გიორგი მეფემ დააწინაურა ყუბასარი, მხარგრძელები და სხვა.
 მართალია, გიორგი III-მ ტახტზე აიყვანა წმიდა თამარ მეფე, ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი იმპერატორი და დედა, და ამ გადაწყვეტილებამ დროებით გაამართლა, მაგრამ ლეგიტიმური მემკვიდრის მოკვლის ცოდვამ საქართველო დასცა.
 გიორგი III-ის დაშვებული წესი ქალის ტახტზე აყვანისა, მხოლოდ მაშინ  შეიძლება იყოს მისაღები, თუ მამრობითი წარმომადგენელი დინასტიას, საგვარეულოს აღარ
ჰყავს. თუმცა დიდებულებმა, ლეგიტიმისტებმა თამარს მაინც `ტომით ბაგრატიონი~ დავით სოსლანი მოჰგვარეს ქმრად, რათა გვარი ბაგრატიონთა გაგრძელებულიყო (პირველი ქმარი, მართალია ბაგრატიონი არ იყო, სამაგიეროდ მეფური (მთავრული) სისხლის გახლდათ). 
   რაც მთავარია, თამარი მეფის შვილი იყო, სამეფოდ გაზრდილი. სხვა შემთხვევაში ქალის ტახტზე აყვანა არ შეიძლება. რუსუდან მეფემ ეს კარგად დაგვიმტკიცა. 
 კოლხურ-იბერიული წესიც უნდა გამოვრიცხოთ, რადგან შეუძლებელია საქართველოში ყველა ბაგრატიონი აღიზრდებოდეს სამეფოდ და მათგან ირჩეოდეს მეფე. 
 ლეგიტიმიზმის კანონების მიხედვით ტახტი უნდა გადადიოდეს უფროს ძეზე. ასეთ შემთხვევაში მეფის უფროსი ვაჟი სამეფოდ აღიზრდება საპატრიარქოში, როგორც ადრე, ჭყონდიდელის მიერ და ეკლესიის მეთვალყურეობით იზრდებოდა დავით აღმაშენებელი. 
 ვფიქრობ, ეს საკითხი გარკვეულია და აღარ მოითხოვს მსჯელობას. ჩემი მიზანია გამოვთქვა აზრი იმის შესახებ, თუ მეფობის აღდგენის შემთხვევაში ვინ უნდა ავიდეს ორასი წლის მანძილზე დაქვრივებულ სამეფო ტახტზე.
 ალბათ ეს უნდა მოხდეს ლეგიტიმაციის, უფროსი ძის პრინციპით, თუმცა დროისა და ვითარების გამო, მთლად უფროსი ოჯახის უფროსმა ძემ, შესაძლოა უარი თქვას ტახტზე ან უარი თქვას თავისი ძის, მომავალი, აღდგენილი სამეფოს პირველი მეფის საპატრიარქოში აღზრდაზე.
   მთავარი კი, ჩვენი აზრით, არის ის, რომ ტახტზე უნდა ავიდეს სამეფოდ აღზრდილი, ვინც ბავშვობიდან გაიზრდება საპატრიარქოში სამეფოდ. და რაც მთავარია, ტახტზე უნდა ავიდეს ის, ვინც ამას დაიმსახურებს.   ჩვეულებრივ ოჯახში, თუნდაც ბაგრატიონების შესანიშნავ ოჯახებში აღზრდა ქართული ტახტისთვის არ არის საკმარისი. 
 გავიხსენოთ ისტორია: დავით აღმაშენებელი გაზარდა ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა გიორგიმ (ანუ ეკლესიამ) და მან შექმნა
დიდი საქართველო და თავად გახდა წმიდანი. ლაშა-გიორგი და, განსაკუთრებით, რუსუდანი აღზარდა დიდგვაროვანმა მხარგრძელმა და რუსუდანმა დაამხო საქართველო, ხოლო ლაშა ხშირად უგულებელჰყოფდა მეფის ვალდებულებებს. ვალდებულება მეფისათვის უმთავრესია.
 ამიტომ, ვფიქრობ, სრულიად გამართლებულია გეგმა, რომ საპატრიარქოში აღიზარდოს ბაგრატიონთა მამრობითი, ნამდვილი, ლეგიტიმური შტოს ვაჟი (აუცილებლად ვაჟი).
 გვახსოვდეს, ვინც არ იქნება გაზრდილი საპატრიარქოში, მას ქართველი ხალხი არ მიიღებს მეფედ, სამეფოდ გაზრდილსაც კი. 
   ესპანეთის მაგალითი მრავლისმეტყველია, იქ თუ ფრანკომ და არქიეპისკოპოსმა აღზარდეს ხუან კარლოსი, ჩვენთან უწმინდესი და უნეტარესი აღზრდის სრულიად საქართველოს მომავალ მეფეთ-მეფეს.  
   ღმერთმა ქნას, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოში მალე მიიყვანონ აღსაზრდელად პატარა ბაგრატიონი, რომელიც თავისი პირველი ნაბიჯებით და სწავლაში წარმატებებით გაახარებს ყველა ქართველის გულს.
  ტახტზე ასვლისას მას პატრიარქთან ერთად აკურთხებენ ანგელოზები, როგორც ერთ-ერთ ქართულ  ფრესკაზეა გამოსახული.
-----
შენიშვნა 
* - დღეისათვის ტახტის უმთავრესი პრეტენდენტია დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ძე - უფლისწული გიორგი, რომელიც მამით არის ალექსანდრე დიდის მეორე შვილის და დედით ალექსანდრე დიდის მესამე შვილის შთამომავალი (მეფე ალექსანდრეს პირველ შვილს შთამომავლობა არ დარჩენია) და ამგვარად დინასტიის გამაერთიანებელიც. 
არიან სხვა პრეტენდენტებიც... 
გარდა ამისა, სხვა ბაგრატიონებსაც ეყოლებათ შვილები და მათი შვილებიც იქნებიან სამეფო ტახტის დაკავების პრეტენდენტები, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ როგორ დაიმსახურებს ღვთისა და ერის წინაშე.

მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq