საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

საქართველოს საპრეზიდენტო ინსტიტუტი არ გამოადგა (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)
გაიოზ (გია) მამალაძე
რომ არა 1991-1992 წწ. კრიმინალური გადატრიალება, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა და საპრეზიდენტო ინსტიტუტი უაზრო არ გახდებოდა, არც ზიანს მიაყენებდა ქვეყანას და არც კარიკატურული გახდებოდა, შემდეგ კი ქვეყანა დაადგებოდა ქვეყანა ბუნებრივი განვითარების გზას,
ეს წერილი დავწერე დაახლოებით 2004 წელს, თუმცა, ვფქრობ ის ახლაც აქტუალურია და მომავალში უფრო აქტუალური გახდება.

გია მამალაძე


საქართველოს საპრეზიდენტო ინსტიტუტი არ გამოადგა 1  
           
   ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს ირჩევენ მხოლოდ 4 წლით (ორი ვადით), საქართველოში კი 5 (X2).     საოცარია, ჩვენ ამერიკელებზე მეტი გამოცდილება გვაქვს და მეტი ვიცით, რამდენი წლით შეიძლება ენდო ერთ ადამიანს ქვეყნის მართვაში?

   ევროპის განვითარებულ, მდიდარ და ძლიერ ქვეყნებში საპრეზიდენტო ინსტიტუტი არ არსებობს (ძირითადად). საპრეზიდენტო ინსტიტუტის არარსებობამ განაპირობა აღნიშნული ქვეყნების სიძლიერე, ამ ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობა.

  საპრეზიდენტო ინსტიტუტი მისაღებია მხოლოდ ძალიან ძლიერი სახელმწიფოსათვის, ისეთი სახელმწიფოსათვის, რომელიც რაღაცით მოგვაგონებს რომს.

  რომის იმპერიაში რესპუბლიკის დროს იყო საოცარი ტრადიცია, ქვეყანა თუ დადგებოდა საშიშროების წინაშე, ირჩევდნენ დიქტატორს, რომელსაც დროებით ემორჩი
ლებოდა სახელმწიფო მანქანა. ერთი პიროვნებისათვის დიდი ძალაუფლების ჩაბარება საჭიროდ ითვლებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაკარგულიყო დრო ფუჭად დემოკრატიულ კამათებში, ქვეყანას ჰყოლოდა ერთი მთავარსარდალი, რომელსაც უსიტყვოდ დაემორჩილებოდა მთელი სამხედრო მანქანა, რადგან ომში საჭიროა ერთიანი მმართველობა და დისციპლინა.

  რომის იმპერიას რაღაცით ჰგავს აშშ. როგორც რომის მოქალაქე, ამერიკის მოქალაქეც არის, პირდაპირ რომ ვთქვათ, პრივილეგირებული სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით. აშშ-ს შეუძლია თავისი მოქალაქეების ინტერესები დაიცვას მთელს მსოფლიოში. მას შეუძლია დემოკრატიის ინტერესების დაცვაც მთელს მსოფლიოში (ვის როგორ მოსწონს დემოკრატია, სხვა საქმეა). მას შეუძლია სამხედრო შეტევა განახორციელოს არადემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ, მას შეუძლია ძალის დემონსტრირება და ა. შ.  

  აშშ იცავს თავისი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენ რომ დავბადებულიყავით ამერიკაში, მოგვეწონებოდა ეს.

  ამერიკაში არის დემოკრატიული წყობილება, სახელმწიფო ჩამოყალიბებულია, მისი პრეზიდენტის უფლებანი მკაცრად არის განსაზღვრული. პრეზიდენტს აკონტროლებს რამოდენიმე ასწლეულის მანძილზე დახვეწილი კონსტიტუცია. 

  ამერიკის პრეზიდენტს თავის საქმიანობაში გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისათვის (ომის გამოცხადება, საგარეო ორიენტაციის შეცვლა და სხვა) სჭირდება სენატისა და კონგრესის მხარ
დაჭერა (საერთოდ აშშ-ს ორიენტაცია აშშ-ზეა).   ამ მხარდაჭერისათვის პრეზიდენტს სჭირდება საკუთარი პარტიის მხარდაჭერაც. საკუთარ პარტიაში კი ამერიკის პრეზიდენტი არ არის ბატონ-პატრონი. პარტია (დემოკრატიული თუ რესპუბლიკური) მისი ჩამოყალიბებული არ არის. პარტია მისი ფულით არ ცხოვრობს. ამ პარტიის რეიტინგი ოცწლეულების მანძილზე კოლექტიური შრომით შექმნეს მისმა წინამორბედებმა. ასე რომ, პარტია მის ვალში არ არის, საკანონმდებლო ორგანოს წევრები მისი მეშვეობით არ გამხდარან დეპუტატები (სენატორები და კონგრესმენები), მის პრეზიდენტობაზე არ არის დამოკიდებული პარტიის წევრების კეთილდღეობა (კარგი სამუშაო ადგილი, კანონიერი თუ უკანონო იმუნიტეტი, დიდი შემოსავალი და სხვა).

  ამერიკის პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს საკითხებში ეკითხება მოსახლეობასაც (გამოკითხვა, რეიტინგები და სხვა).
  ამერიკაში ერთი კაცის ჯანმრთელობაზე (ადეკვატურობაზე) არ არის დამოკიდებული ქვეყნის ბედი. თუ ის არაადეკვატური გახდება, კონტროლი დიდია, კონტროლი ძლიერია, მექანიზმი იმპიჩმენტისა მოქმედებს. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა რომ გასცეს ბრძანება ომის დაწყებისა, მას არავინ დაემორჩილება, ერთი ბომბი, ერთი ტყვიაც კი არ გავარდება საკანონმდებლი ორგანოს თანხმობის გარეშე.

  აშშ-ში დამოუკიდებელია სასამართლოც. 

  ამერიკის პრეზიდენტს ირჩევენ მხოლოდ ოთხი წლით (4X2). ამერიკელებმა დიდი გამოცდილება დ
ააგროვეს და იციან, რომ ერთი კაცი არ შეიძლება ქვეყანას მართავდეს 8 (რვა) წელიწადზე მეტი.

  საქართველოს კონსტიტუციით მოქალაქეს აქვს პრეზიდენტად ორჯერ არჩევის უფლება 5-5 წლით. ანუ საქართველოს პოტენციური პრეზიდენტი, ითვლება ამერიკის პოტენციურ პრეზიდენტზე 20%-ით ჭკვიანად და ორი წლით უფრო მეტად შრომისუნარიანად?!

  აშშ-ში საპრეზიდენტო მმართველობა გამართლებულია, აშშ მსოფლიო ზესახელმწიფოა. 
 
  საპარლამენტო მმართველობის (კონსტიტუციური მონარქიისაც) დროს ქვეყნის უმთავრეს პოლიტიკოსს ირჩევენ მხოლოდ 4 წლით. 

  ასეთი წყობის დროს ერთი კაცის ჯანმრთელობაზე არ არის დამოკიდებული ქვეყნის ბედი. თუ მმართველი პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი არაადეკვატური გახდა, მას თავად პარტია გაიწვევს და მის მაგივრად პარლამენტს წარუდგენს სხვა კანდიდატურას. 

  ევროპის საპარლამენტო რესპუბლიკებში და კონსტიტუციური-მონარქიის ქვეყნებში არაადეკვატური პოლიტიკური ლიდერის მოშორება ადვილია. იქ მთელი პარლამენტი უნდა გახდეს არაადეკვატური (!), რომ სახელმწიფოს ბედი საფრთხეში ჩავარდეს.

  საქართველოში არ არსებობს, რეალურად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თუ კონტროლის მექანიზმები. პრეზიდენტს აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება. მართალია, იგი პარლამენტის გარეშე ვერ გამოაცხადებს ომს, მაგრამ  საქართველოს რეალობაში, ყოველთვის, პარლამენტის დიდი უმრავლესობა პ
რეზიდენტის მოვალეა, მისით უდგია სული (ფული აქვს), მმართველი პარტია არაფერს წარმოადგენს, ისიც მისი შექმნილია, ასე რომ, საფრთხე რეალურია (კარგად გვახსოვს, შევარდნაძე ვერ მოვიშორეთ 11 წელი).

  გარდა ამისა, თუ აშშ-ის პრეზიდენტის შესაძლო უკანონო ბრძანებას საომარი საფრთხე არ მოჰყვება, საქართველოში ასე არ არის. იმიტომ, რომ მთავარსარდალი პრეზიდენტია, ხოლო პრეზიდენტის გავლენა შეუზღუდავია ტრადიციით, გამოცდილებითა და კანონითაც, ხშირ შემთხვევაში. ასეთმა რამემ კი შეიძლება საქართველო დიდი საფთხეში ჩააგდოს (გავიხსენოთ სამეგრელოს დარბევები, აფხაზეთის ავანტურა (თუ ღალატი).

  ამერიკელები მიხვდნენ, რომ ნაციას სჭირდება ერთპიროვნული ლიდერის სიმბოლო. ვინაიდან ისინი თავისუფლებისთვის ებრძოდნენ მონარქიულ ქვეყანას, მეფეზე უარი თქვეს (არასოდეს ჰყოლიათ) და შემოიღეს მხოლოდ 8 (4+4) წლიანი სიმბოლოს ინსტიტუტი, რომელიც ძალიან შეზღუდეს ძალაუფლებაში.    ევროპულ ქვეყნებში კარგად იცოდნენ ხალხის ფსიქოლოგია, ლტოლვა ლიდერისადმი, ასევე კარგად იცოდნენ ერთპიროვნული ლიდერის მიდრეკილება - გაიხანგრძლივოს და გაიზარდოს ძალაუფლება. ამიტომ, მონარქიის ინსტიტუტი არ გააუქმეს, დატოვეს. სამაგიეროდ, მონარქს არ დაუტოვეს შეუზღუდავი ძალაუფლება. იგი შეზღუდეს კონსტიტუციით. მას დააკისრეს სიმბოლოს მოვალეობა და სხვა ინდივიდებს კი მონარქის მეშვეობით და კონსტიტუციით შეუზღუდეს ძალაუფლება.   ა
მით შენარჩუნებული გახდა ნაციის წინამძღოლის პერსონა (მონარქი), რეალური ძალაუფლება გადაეცა პარლამენტს, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს ახორციელებს მთავრობის მეშვეობით. მთავრობას და მის ხელმძღვანელს აკონტროლებს მონარქი, პარლამენტი, საკუთარი პარტია და ხალხი. ასევე სასამართლო, რომელიც დამოუკიდებელია.

   საპრეზიდენტო მმართველობის სახელმწიფოები, ძირითადად ის სახელმწიფოებია, სადაც დიდი რევოლუციური კატაკლიზმები ხდებოდა, მაგალითად: საფრანგეთი, რუსეთი ან გამოუცდელი ქვეყნები (აღმოსავლეთ ევროპა), რომლებსაც საკუთარი სახელმწოფოები და მონარქები ბოლო საუკუნეებში არ ჰყავდათ, დამპყრობლების გამოისობით. 

   რუსეთი და საფრანგეთი არასტაბილურია ფსიქოლოგიურად (შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ორივე ქვეყანაში ბევრჯერ მოხდა კატასტროფული რევოლუცია). 

  ორივე ქვეყანა იმპერია იყო (რუსეთი ისევ იმპერიაა), რომის მსგავსად. ორივეს სისხლში აქვთ იმპერიალისტობა და განუსაზღვრელი ძალაუფლების ლიდერის ყოლის სურვილი. 

  ორივე ქვეყანა (განსაკუთრებით რუსეთი) ჩამორჩება კონსტიტუციური მონარქიისა და საპარლამენტო მმართველობის განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად მონარქიულ შვედეთს და გერმანიის საპარლამენტო რესპუბლიკას (გერმანელებს წაართვეს მონარქი, მაგრამ საპრეზიდენტო წყობა მაინც არ შემოიღეს). მართალია, საფრანგეთი მდიდარი და განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ სად, მაგალითად,
მონარქიული ნიდერლანდი ან იაპონია, და სად საფრანგეთი. რაც მთავარია, კარგად გამოჩნდა, რომ საფრანგეთში დიდი არეულობების გამოწვევა სულ ადვილი ყოფილა. 

  ჩვენს ქვეყანაში, თავისუფლებისათვის ბრძოლის პერიოდში და პირველი პრეზიდენტის, დიდი ეროვნული მოღვაწისა და საქართველოსთვის თავშეწირული, ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში საპრეზიდენტო ინსტიტუტი ქვეყნის დამოუკიდებლობის ატრიბუტად, თითქმის ინსიგნიად აღიქმებოდა, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპაში. ამიერიდან მისებრ დემოკრატს, ეროვნულად განწყობილს, განათლებულ და თავდადებულ ადამიანს პრეზიდენტად ვეღარ გავიყვანთ. 

       ევროპაში საპრეზიდენტო არჩევნებისას (პოლონეთი, უკრაინა) გამოჩნდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა კინაღამ სამოქალაქო ომი გამოიწვია. მხოლოდ ჩრდილოურმა, არაფეთქებადმა, ნაკლებად ემოციურმა ხასიათმა გადაარჩინა ისინი.

  გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში სახიფათო იქნება მომავალში2, და საერთოდ, საპრეზიდენტო ხელისუფლების შენარჩუნებას სჯობს კონსტიტუციურ მონარქიაზე ვიფიქროთ. 

----

შენიშვნები

1 - ეს წერილი დაიწერა, სააკაშვილის პრეზიდენტობისას, დაახლოებით 2004 წელს,  როცა პრეზიდენტს დიდი ძალაუფლება ჰქონდა, თუმცა ვადების საკითხი (5 წლით არჩევა) ახლაც გადასახედია, გარდა ამისა, პრეზიდენტის თანამდებობის არსებობაც
უკვე უაზრობა გახდა, იმდენად შეეზღუდა უფლებები. არადა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მილიონები ჯდება. პრეზიდენტის ასე უგულებელყოფა ქართული სახელმწიფოს სირცხვილია. ასეთ რამეს მეფეს ვერ გაუბედავდნენ. 

2 - საპრეზიდენტო არჩევნებამდე საპარლამენტო არჩევნები იყო სახიფათო, რადგან ძალიან დიდი, ფაქტიურად სრული ძალაუფლება იყო სასწორზე. სააკაშვილს ივანაშვილმა წაართვა ძალაუფლება. ახლა, პირველობისთვის, „პირველი კაცობისთვისაა“ ბრძოლა ერთი გუნდის წევრებს – პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. ყველას პირველობა უნდა, ყველას უნდა ხელი მოაწეროს საერთაშორისო დოკუმენტებს, ვითარცა „საქართველოს პირველმა პირმა“. მეფის არსებობის შემთხვევაში, პირველობისთვის ასეთი ბრძოლა არ იქნება.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-05-26
ღირსისა ექვთიმე ათონელისა (1028); მოწამეთა: გლიკერია ქალწულისა და მისთანა ლაოდიკე დილეგის მცველისა (დაახ. 177); მოწამისა ალექსანდრე რომაელისა (284-305); წმ. პავსიკაკოსი, სინადის ეპისკოპოსისა (606); წმიდათა: გიორგი აღმსარებელისა, მეუღლისა მისისა ირინესი და შვილთა მათთა (IX).
წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი
13 (26) მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე გლიკერია ქალწულისა და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველის (+177) ხსენების დღეს.
gaq