საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ცვლილებები სამეფო კლუბის წესდებაში (2016 წლის 18 მაისი)
georoyal.ge
2016 წლის 18 მაისს გაიმართა საქართველოს სამეფო კლუბის მორიგი შეხვედრა. სამეფო კლუბის წევრებმა იმსჯელეს სხვადასხვა საკითხებზე. სამეფო კლუბის წესდებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და V, VI, VII, VIII თავები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

V. სამეფო (მონარქისტული) კლუბის  წევრი
   1. სამეფო კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის სხვა ქვეყნის მოქალაქეც, ვისაც სურთ საქართველოს ერთიანი სამეფოს აღდგენა, რომელიც აღიარებს სახალხო კონსტიტუციური მონარქიის პრინციპებს, კლუბის წესდებას და რომლისთვისაც მისაღებია კლუბის საქმიანობის მიზნები. უცხელ მოქალაქეებს, რომლებიც გახდებან სამეფო კლუბის წევრები ეწოდებათ „სამეფო კლუბის უცხოელი წევრი“.   
2. სამეფო კლუბს ჰყავს ნამდვილი წევრები, დამსახურებული წევრები და ღვაწლმოსილი წევრები (შემდგომ ტექსტში – წევრი). დამსახურებულ და ღვაწლმოსილ წევრებს ირჩევს სამეფო კლუბის კრება მათი დამსახურების მიხედვით სამეფო კლუბისა და ქვეყნის წინაშე. ნამდვილ, დამსახურებულ და ღვაწლმოსილ წევრებს აქვთ ყველა უფლება სამეფო კლუბში, რაც გათვალისწინებულია წესდებით. სამეფო კლუბის უცხოელ წევრებს აქვთ სათათბირო ხმის უფლება.  
 3. სამეფო კლუბის დამფუძნებელ წევრებს და შემდგომ გაწევრიანებული პირებს აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები.   
4. სამეფო კლუბის წევრად გახდომისათვის წევრობის მსურველმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს კლუბის სპიკერს.   
5. სამეფო კლუბის წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპიკერი.   
6. სურვილის გამოთქმიდან ერთი წლის მანძილზე სამეფო კლუბის წევრი ითვლება ასოცირებულ წევრად, ერთი წლის შემდგომ კი იღებს ნამდვილი წევრის სტატუსს. სპიკერის გადაწყვეტილებით შესაძლებელია უფრო ადრეც მოხდეს ნამდვილი წევრის სტატისის მინიჭება.
 7. კლუბის წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კლუბის კრების მუშაობაში გადამწყვეტი ხმის უფლებით;  
 8. აირჩიოს და არჩეულ იქნეს სამეფო კლუბის ხელმძღვანელ ორგანოებში და თანამდებობებზე წინამდებარე წესდებით განსაზღვრული წესით;   
9. სამეფო კლუბის ხელმძღვანელ ორგანოებში და კლუბის თანამდებობის პირების წინაშე დააყენოს განსახილველად კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;  
10. სამეფო კლუბის წევრობის მითითება საჯარო გამოსვლისას შეუძლია ყველა წევრს, თუ ეს ეხება მონარქიის აღდგენის საკითხებს და დაცულია სამეფო კლუბის პრინციპები, სხვა შემთხვევაში სპიკერთან შეთანხმებით. სამეფო კლუბის წევრებისთვის საჯარო გამოსვლისას მიუღებელია პოლიტიკური აგრესიის გამომჟღავნება.     
11. სამეფო კლუბის წევრთაგან კლუბის წევრები ირჩევენ უფროსი თაობის ღვაწლმოსილ წევრებს, რომელთაც თავისი სამეცნიერო, იდეოლოგიური ან ხელოვნების დარგში მოღვაწეობით დიდი დამსახურება მიუძღვით ქვეყნის წინაშე.    
12. სამეფო კლუბის წევრთაგან კლუბის წევრები ირჩევენ დამსახურებულ წევრებს, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით სამეფო კლუბის საქმიანობაში.

VI. სამეფო კლუბის საპატიო დინასტიური წევრი (და უცხოელი საპატიო დინასტიური წევრი)    
სამეფო კლუბს ჰყავს სამეფო კლუბის საპატიო დინასტიური წევრებიც და შეიძლება ჰყავდეს სამეფო კლუბის უცხოელი დინასტიური წევრები (მათივე თანხმობით). სამეფო კლუბის საპატიო დინასტიური წევრი შეიძლება გახდეს ბაგრატიონთა გვარის მატარებელი პიროვნება, მამაკაცი ან ქალი, რომლის მამაც მამრობითი ხაზით არის მეფეთა შთამომავალი, ბაგრატიონი (და მისი მეუღლე). სამეფო კლუბის საპატიო დინასტიური წევრი შესაძლოა ტახტის მემკვიდრეობაში ითვლებოდეს პირველიდან მეასე და ა. შ. ადგილზე.
 სამეფო კლუბის საპატიო დინასტიური წევრი შეიძლება გახდეს უცხოური სამეფო, სამთავრო ან საჰერცოგო დინასტიის წარმომადგენელი.      
      სამეფო კლუბის საპატიო დინასტიურ წევრებს აქვთ გადამწყვეტი ხმის უფლება, კლუბის სხვა ნამდვილ, დამსახურებულ და ღვაწლმოსილ წევრებთან ერთად.

  VII. სამეფო კლუბის საპატიო წევრი და განსაკუთრებული საპატიო წევრი (და უცხოელი საპატიო წევრი და უცხოელი განსაკუთრებული საპატიო წევრი)

      სამეფო კლუბს ჰყავს საპატიო წევრები (ასევე უცხოელი საპატიო წევრები) და განსაკუთრებული საპატიო წევრები (ასევე უცხოელი განსაკუთრებული საპატიო წევრები). სამეფო კლუბის საპატიო წევრი ან განსაკუთრებული საპატიო წევრი, მისივე თანხმობით, შეიძლება გახდეს ფიზიკური პირი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მონარქისტული იდეის გავრცელებისა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების საქმეში. სამეფო კლუბის უცხოელი საპატიო წევრი ან სამეფო კლუბის უცხოელი განსაკუთრებული საპატიო წევრი, მისივე თანხმობით, შეიძლება გახდეს საპატიო ადამიანი. ასევე დაძმობილებული ორგანიზაციის წარდგენით. უცხოელ საპატიო წევრს ეწოდება „უცხოელი საპატიო წევრი“, უცხოელ განსაკუთრებულ საპატიო წევრს ეწოდება „უცხოელი განსაკუთრებული საპატიო წევრი“. სამეფო კლუბის საპატიო და განსაკუთრებულ საპატიო  წევრად და უხოელ საპატიო და უცხოელ განსაკუთრებულ საპატიო წევრად არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კლუბის კრება.       
 სამეფო კლუბის საპატიო და განსაკუთრებულ საპატიო წევრს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. სამეფო კლუბის უცხოელ საპატიო წევრებს და უცხოელ განსაკუთრებულ საპატიო წევრებს აქვთ საპატიო სათათბირო ხმის უფლება. მოთხოვნის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება.

                                      VIII. სამეფო კლუბის მარადი წევრი
სამეფო კლუბის მარად წევრად სამეფო კლუბი აცხადებს სამეფო კლუბის გარდაცვლილ, დამსახურებულ წევრებს.   
         

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq