საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

საქართველო კვლავ უნდა იქცეს კავკასიის მზედ
გაიოზ (გია) მამალაძე

წინამდებარე წერილი პირველად გამოქვეყნდა 1992 წელს, სათაურით: "საქართველო კვლავ უნდა იქცეს კავკასიის მზედ". რედაქტირების შემდეგ გამოვაქვეყნე სხვადასხვა გაზეთებში,  ზოგ შემთხვევაში ფსევდონიმით, ან ოდნავ შეცვლილი სახელწოებით.

    ვფიქრობ, წერილში წამოჭრილი საკითხი კვლავ აქტუალურია. ამიტომ ვაქვეყნებ სამეფო საიტზეც ვრცელ ვარიანტს. 


გ. მ.



   ცივილიზაციათა შორის დასაბამიდან მიმდინარე ბრძოლა თითქოსდა სხვაგვარ ჭიდილში გადადის, რომლის დროსაც ბრძოლა შეიძლება დიალოგით შეიცვალოს ან მოძებნილ იქნას დაპირისპირების ისეთი საშუალებები, რომლებიც ნაკლებად დაუნდობელი და მეტად ჰუმანურია, ვიდრე აქამდე არსებული მეთოდები.

სინამდვილეში ცივილიზაციათაშორისი ბრძოლა ვერასდროს შერბილდება და, მით უმეტეს, ვერ შეწყდება, რაც არ უნდა დიალოგები წარმოებდეს. ის ყოველთვის განპირობებული იქნება თვითგადარჩენის ინსტინქტით. 

როგორც არ უნდა დაიმალოს, შეინიღბოს გარეგნული მხარე ცივილიზაციათა აგრესიული ურთიერთდაპირისპირებისა, საფრთხეები მცირერიცხოვანი, რაფინირებული ცივილიზაციისათვის სრულიადაც არ მცირდება და არ ისპობა. არამედ სხვაგვარი გამოწვევების სახეს იღებს, დროისა და ვითარების შესაბამისად და საჭიროებს შესაბამის პასუხებს. ასე იქნება თუ ისე, ნებისმიერ ცივილიზაციას, თუკი არ უნდა, რომ მისთვის  ისტორია დამთავრდეს, სჭირდება თვითიდენტიფიკაცია, თვითგამორკვევა და თვითგადარჩენისა და თვითრეალიზაციის გეგმების შემუშავება.

ცივილიზაცია თავისთავად რასიული მოვლენაა (ხანდახან ქვერასიული და იშვიათად, ზერასიულიც, შესაძლოა, ანტირასიულიც), რომელსაც რეგიონული შემოსაზღვრულობები გააჩნია. მისი ძირითადი გენეტიკური, ეთნოფსიქოლოგიური, გეოგრაფიული, გეოეკონომიკური, გეოპოლიტიკური და ა. შ. ერთიანობა საერთო ბედისწერის მატარებელია. უფრო თუ დავაზუსტებთ, საერთო ფუნქციის, გნებავთ, მისიის (შესაძლოა, ანტიმისიის, ტერმინ მისიის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე).  ცივილიზაციათა შორის უსათუოდ უნდა ვიგულისხმოთ ქართულ-კავკასიური ცივილიზაციაც, როგორც კავკასიური (თეთრი) რასის იბერიული ნაწილის კავკასიური განშტოების, ანუ იბერიულ-კავკასიური მოდგმის, იგივე ქვერასის ცივილიზაცია, თუმცა, თუ ქართული ენის ბუნების შესაძლებლობას გამოვიყენებთ, შეგვიძლია ვთქვათ - ზერასის.

თუ იბერიული მოდგმის დღევანდელ მდგომარეობას დავაკვირდებით (ასევე მთელი თეთრი რასისაც), კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ა
მ მოდგმისათვის მართლაც უპრიანია იბერიულ-კავკასიურად წოდება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ კავკასიურობა თეთრობასაც ნიშნავს, არამედ იმიტომაც, რომ ამ მოდგმის და, საერთოდ, თეთრი რასის წინაპრების სულიერი, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ტერიტორიული მდგომარეობის მემკვიდრეობა (ზერასიულობა)  გეოგრაფიულად შემონახულია ძირითადად კავკასიურ რეგიონში, სადაც უმეტესად ცხოვრობენ ამ მოდგმის წარმომადგენლები და ამ რეგიონის ცენტრში, საქართველოში.

თავად ტერმინი `იბერიულ-კავკასიური~ შემოღებულია დიდი ქართველი მეცნიერის არნოლდ ჩიქობავას მიერ და აღნიშნავს მონათესავე ენათა ოჯახს, რომელიც სრულიად განსხვავდება სხვა ენობრივი ოჯახებისაგან. ამ მონათესავე ენებზე მოლაპარაკე ხალხთა ანთროპოლოგიური და ეთნოლოგიური ნათესაობა აღიარებულია მსოფლიო მეცნიერებაში (გარკვეული გამონაკლისების გარდა). ეს ხალხები ითვლებიან ოდესღაც დიდი, მრავალრიცხოვანი მოდგმის ჩამომავლებად.

იბერიულ-კავკასიურ ხალხებში მრავალი საუკუნის წინათაც, სანამ ლინგვისტურად, ანთროპოლოგიურად და ეთნოლოგიურად დამტკიცდებოდა მათი ნათესაობა, არსებობდა ხსოვნა საერთო წარმომავლობის შესახებ. მოყოლებული გიორგი ათონელისეული "ეფთვიმე მთაწმინდელის ცხოვრებიდან" და ლეონტი მროველის ნაშრომიდან,  ცოდნა ნათესაური კავშირების შესახებ მრავალგზის დასტურდება ქართულ წყაროებში.

იბერიული წარმოშობის ხალხებს ჯერ კიდევ მეთერთმეტე საუკუნიდან ხშირად ქართველებს უწოდებდნენ (მაგალითად, "სპანიის ქართველნი" - "ეფთვიმე მთაწმინდელის ცხოვრება"). ერთგვარად, ქართველობა თავადაც რასიულობის ნიშნებს ატარებს, უფრო დიდ ნიშნებს, ვიდრე ერი (სამი ანბანი, დიალექტების სიმრავლე და განსხვავებულობა, მთელი იბერიული მოდგმის თითქმის ერთადერთი სრულფასოვანი მემკვდრეობა სულიერ და  კულტურულ პლანში და სხვა). ამასთან, იბერიულ-კავკასიური მოდგმის თითქმის ყველა ნიშანი ქართულთან და საქართველოსთან არის გაიგივებული. საქართველოში და ქართველურ ენებში დალექილია უუძველესი ცივილიზაციების ნაშთები: შუმერის, ურარტუს, ქალდეას, კოლხას, თუბალ-მოსოხის... 
და კიდევ, რომ არ დანგრეულიყო დიდი საქართველო და მას კიდევ ასი-ორასი წელი გაეძლო თამარისეულ საზღვრებში და პოლიტიკით, დღეს ჩეჩნები, ინგუშები, ჩერქეზები, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ალბანელები-შირვანელები იტყოდნენ: `ჩვენ ისეთივე ქართველები ვართ, როგორც ქართლელი, კახელი, მეგრელი და სვანიო~. უფრო მეტიც, არაიბერიული მოდგმის ტომებიც კი გაქართველდებოდნენ.

სამწუხაროდ, თემურ-ლენგის მერ
ე ჩვენმა ცივილიზაციამ უკან დაიხია (ესეც მაგალითია ცივილიზაციათა დაუნდობელი ბრძოლისა). ხშირად ხდება ხოლმე, რომ ცივილიზაცია უკან იხევს, მაგრამ სრულიად არ ნებდება და `ანექსირებულ~ ტერიტორიებზე და მოსახლეობაში აამოქმედებს ქვეცნობიერ, მეტაფიზიკურ საშუალებებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.ყოველივე ზემოთქმულის გამო ჩვენს ცივილიზაციას სრულიად დამაჯერებლად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართულ-კავკასიური ცივილიზაცია.  ზოგიერთი ჩვენი მეგობარი მკვლევარი მას გეორგიულ ცივილიზაციას (ცივილიზაციებს) უწოდებს (ირაკლი შელია), ზოგი გეურგიულს (ბესო ბოჭორიშვილი) ან სხვა. ჩვენ მაინც ქართულ-კავკასიურს ვამჯობინებთ ან ივერიულს.

   ივერია არის საქართველოს კავკასიური იმპერიის (თანამეგობრობის) სახელწოდება.

   ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, საქართველოს კავკასიური ერთიანი სახელმწიფო არის ივერია. შეგვიძლია პირობითად ჩავთვალოთ, რომ იბერიული არის გლობალური, არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ევრაზიული, მსოფლიო მოვლენის აღმნიშვნელი ტერმინი, ზოგადმოდგმური,  ივერია კი რეგიონული, კავკასიური, იბერიულ-კავკასიური, ქართულ-კავკასიური. თუმცა, როგორც ვთქვით, ეს მხოლოდ პირობითი დეფინიციაა, ივერია მხოლოდ რეგიონული ასპექტის მატარებელი ტერმინი არ არის. გავიხსენოთ, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შემოკლებით ივერიის ეკლესია ეწოდება. ესეც ერთ-ერთი ასპექტია, მისიაა.

ჩვენი ცივილიზაციის აღმნიშვნელი ტერმინები ერთგვარად ჩვენი ცივილიზაციის ასპექტების, სხვადასხვა ასპექტების გამომხატველია. მინდა მსჯელობისათვის შემოგთავაზოთ ტერმინები: ურგართული ცივილიზაცია, კარდუული ცივილიზაცია, ასევე ხალდეური ცივილიზაცია. ჩვენ ყველა მათგანს გამოვიყენებთ, როგორც სინონიმებს.

როგორც ვთქვით, ცივილიზაციათა შორის ივერიული ცივილიზაცია არის დამოუკიდებელი, თავისთავადი უუძველესი ცივილიზაცია თავისი რეგიონით, თავისი მეტროპოლიით და ემანაციური დედაქალაქებით (მცხეთა - თბილისი). 

   ცივილიზაციის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ნიშნად სხვა ფაქტორებთან ერთად, უნდა ვიგულისხმოთ ანბანიც, რომელიც ქართულ-კავკასიურ ცივილიზაციას აქვს ხუთი: სამი საკუთრივ ქართული; ალბანური, რომელიც აწ უკვე მკვდარი ენისაა, თუმცა მის მფლობელთა მემკვიდრეებად უნდა ჩავთვალოთ იბერიულ-კავკასიური წარმოშობის ხალხები, მათ შორის, ეთნიკური თავისთავადობაშენურჩუნებულნიც და ასიმილირებულნიც კავკასიაში ახლა მცხოვრებ სხვა მოდგმის ხალხებში. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ აღმო
ჩენილი იქნა პალიმფსესტი, რომელზეც ზედა შრე არის ქართული წარწერა, ხოლო ქვედა - ალბანური ტექსტი. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი აღმოჩენილი ალბანური ტექსტი. ნიშანდობლივია ეს იმიტომ, რომ ალბანელთა ერთი მნიშვნელოვანი ნაწილით ქართველთა ეთნოსი შეივსო. 

მე ყოველთვის ვადარებდი  რასის, ცივილიზაციის ცნობიერებას პალიმფსესტს, სადაც არაფერი იკარგება. აღნიშნული აღმოჩენით არ დასტურდება, რომ ალბანური ანბანი უფრო ძველია, პირიქით, ჩანს, რომ ცივილიზაცია თავის კულტურულ მონაპოვარს, ამ შემთხვევაში საწერ საშუალებას და ტექსტს  გადარჩენილ ნაწილს, ცოცხალ ნაწილს უტოვებს. ქართული ანბანის უუძველესობაზე კი მიუთითებს მისი ცალკეული ნიშნები, აღმოჩენილნი ჯერ კიდევ ჩვენს ერამდელ საგნებზე. თუმცა, ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ფაქტი ფაქტია, ორივე ანბანი - ალბანურიც და ქართულიც, ივერიულ ცივილიზაციას ეკუთვნის;

მესამე, სომხური ანბანი, ვფიქრობ, არმენიელთა მიერ ასიმილირებული ალაროდიელების, იგივე ურარტუელების, ურგართუელების ანუ ავტოქტონ-კავკასიური წარმოშობის ხალხის მემკვიდრეობაც არის, მით უმეტეს, რომ სომხურ ანბანში არის მხოლოდდამხოლოდ იბერიულ-კავკასიური ენებისათვის დამახასიათებელი ფონემების გამომხატველი ასო-ნიშნები. ეს ფაქტი მრავლისმეტყველია და შეიძლება ითქვას, რომ არმენული ანბანი თავად იბერიულ-კავკასიურ ცივილიზაციას უფრო მიესადაგება. მიუხედავად იმისა, რომ არმენიელთა ეთნოსი არის ინდო-ევროპიული და სემიტური შენაკადებიდან შექმნილი (ასევე, როგორც ვთქვით, კავკასიური). 

შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ სომხებს, შეთვისებული აქვთ ივერიული, ქართულ-კავკასიური ცივილიზაცის ზოგიერთი მიღწევა. ისინი გეოპოლიტიკურად მიეკუთვნებიან კავკასიურ რეგიონს. თუ ეყოფათ სიბრძნე და თავიანთ ფსიქიკას, შესაბამისად კი პოლიტიკას, დაუქვემდებარებენ ქართულ-კავკასიურ ინტერესებს და არა რუსულს ან ირანულს, ან სხვას, ისინიც და ჩვენი რეგიონიც მეტს მოიგებს. იმედია, სომხებში იმძლავრებს ალაროდიულ-კავკასიური განცდა.

როგორც ვთქვით, კავკასია ავტოქტონი ხალხების, იბერიულ-კავკასიური წარმოშობის ხალხების სამშობლოა, სადაც დროთა განმავლობაში სხვა ხალხებიც მოვიდნენ და დამკვიდრდნენ. კავკასიაში გავრცელდა და დამკვიდრდა სხვადასხვა რელიგიაც. მაგრამ მაინც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის რეგიონის მთელმა მოსახლეობამ მეტნაკლებად გაითავისა და შეინარჩუნა იბერიულ-კავკასიური ავტოქტონების ეთნოფსიქოლოგია, რომელიც ყველაზე უკეთ ქართველ ერშია შემონახული, რაც გვაძლ
ევს საფუძველს, რომ ეს რეგიონი მასში მცხოვრები ხალხებით ერთ ცივილიზაციად მივიჩნიოთ - ქართულ-კავკასიურ, ივერიულ, გეურგიულ, გეორგიულ, ურგართულ, კარდუულ, ქალდეურ ცივილიზაციად.

ცხადია, საქართველო არის კავკასიის ცენტრი, კავკასიის მეტროპოლია. რომ აღარ იყოს საქართველო და ქართველობა, აღარ იქნებოდა იბერიულ-კავკასიური ხალხები და ცივილიზაცია. კავკასიის დედაქალაქი უნდა იყოს აუცილებლად სამხრეთში, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შუა, მტკვრის გაღმა-გამოღმა, ბამბაკის მთებსა და კავკასიონის ქედს შორის. ეს უძველეს დროში კარგად იცოდნენ ქართლში მცირე აზიიდან მოსულმა მესხებმა, მას შემდეგ, რაც მათი ცივილიზაცია, უფრო სწორად _ სახელმწიფო, დაეცა, რომლებმაც მცხეთა ააგეს მტკვარ-არაგვის შესართავთან და კარგად იცოდა ვახტანგ გორგასალმა, რომელმაც მტკვარ-არაგვის შესართავიდან დედაქალაქი ოდნავ სამხრეთ-აღმოსავლეთით დასწია და უფრო გააფათოვა მისი სამხრეთული და აღმოსავლური პერსპექტივა და ამით, სხვათა შორის, სამხრეთ-დასავლურიც. თბილისიდან უფრო ადვილია მიწვდენა ზემო ქართლისკენ, ვიდრე მცხეთიდან.

  ყოველ ისტორიულ ეპოქაში საქართველოს ერთიანობაზე, ქართველი ხალხის ძალისხმევაზე იყო დამოკიდებული კავკასიაში მოსახლე ყველა ხალხის და ტომის კეთილდღეობა.

  ჯერ კიდევ ფარნავაზმა დაიწყო ზოგადკავკასიური პოლიტიკის გატარება. ქართული სამეფო-სამთავროების ერთ სამეფოდ ჩამოყალიბების პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა ბრძოლა სრულიად კავკასიის ქართლის გარშემო გაერთიანებისათვის: ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ III, ბაგრატ IV. 

დავით აღმაშენებელმა გააერთიანა კავკასია ტფილისის გარშემო. შედეგი ბრწყინვალე იყო: სახარების პრინციპებით მცხოვრები სახელმწიფოს შექმნა, სადაც მონათესავე ხალხები და სხვებიც, მიუხედავად ენობრივი და სარწმუნოებრივი სხვაობისა, ცხოვრობდნენ მეზობლურად, ძმურად. მშვიდობიანობის, სახელმწიფოებრივი ერთობის გარანტის როლს ასრულებდა საქართველო - ქართველი ხალხი, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ენა, ანბანი და საქართველოს მისია.დაწყებული იყო პროცესი ასწლეულების თუ ათასწლეულების მანძილზე ნელ-ნელა დაშორებული ხალხების თუ ტომების ხელახალი დაახლოებისა, ერთ კულტურულ სამყაროში გაერთიანებისა - ერთ ცივილიზაციაში დაბრუნებისა, აღორძინებისა (ქართული რენესანსი).

როგორც ვთქვით, ქართულ სახელმწიფოში ან მისი გავლენის სფეროში შემოდიოდნენ იბერიულ-კავკასიური და სხვა წარმოშობის ხალხებიც, რომლებიც ერთად ქმნიდნენ უსაფრთხოებისა და კეთილმეზობლობის ერთიან რეგიონს.დიდ
ი საქართველოს დაცემის შემდგომ საუკუნეებშიც მრავალი ქართველი თუ სხვა კავკასიელი მოღვაწე მიისწრაფოდა კავკასიის კვლავ გაერთიანებისაკენ. მაგრამ კავკასიის წამყვანმა ძალამ, ქართველობამ, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ვეღარ აღადგინა საქართველო კავკასიის მზედ.

არასწორი ორიენტაციისა და საერთო მტრის, არაკავკასიური იმპერიების გავლენით იყო ტომობრივი შუღლიც და ომებიც კავკასიელ ხალხებს შორის.

ჩვენს წინაპრებს რომ  შესძლებოდათ ერთიანად დაერაზმათ მთელი კავკასია, რუსეთი კავკასიას ვერასოდეს დაიპყრობდა და ვერც თურქეთი ან ირანი დაგვაკლებდა რამეს.

კავკასიელი ხალხები ძირითადად მუსულმანებია, მაგრამ მათ უმრავლესობას არ ახასიათებს რელიგიური ფანატიზმი. ისინი ტრადიციონალისტები არიან და მათ ტრადიციებში ბევრია ძველი კავკასიური წარმართობისა და ძველი საერთო კულტურის წილი. ჩვენი და მათი ურთიერთობა ტოლერანტული იყო რელიგიურ საკითხებში. ჩვენი მიზანია მათი საერთო კავკასიურ პოლიტიკაში ჩაბმა. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ ქართველთა დიდი ნაწილი მაჰმადიანია.

დღევანდელი საქართველოსთვის ქართულ-კავკასიური ერთობა ნიშნავს მშვიდობიანობას კავკასიაში და ჩვენი ცივილიზაციის გამყარებას. ასევე ბუნებრივი, უახლოესი მოკავშირეების შეძენას, კავკასიაში რუსეთის პოლიტიკური დასაყრდენის მოშლას, ოსური, აფსუური, სომხური სეპარატიზმის დამარცხებას. ასეთი ერთობა ჩვენთვის ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვან სამეგობრო ხიდს ქრისტიანთა და მუსულმანთა შორის. და, რაც მთავარია, ასეთი ერთობა ნიშნავს ჩვენი მეზობლების მიერ მოკავშირის პოვნას ჩვენი სახით და მოკავშირის აღარძიებას ფუნდამენტალისტურ ქვეყნებში. ამგვარად ისინი აღარ გახდებიან უცხო ცივილიზაციების დასაყრდენნი ჩვენი ცივილიზაციის სფეროში.

   ჩვენ, ქართველებმა, ივერიული ცივილიზაციის მთავარმა პერსონაჟებმა უნდა შემოვიკრიბოთ ჩვენი ცივილიზაციის ნაწილები, უფრო მეტიც, უნდა შევეცადოთ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი რეგიონის საზღვრები მოკავშირეთა მოძებნის მეშვეობით, რომლებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ საერთო გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სივრცეს და ფართო საზღვარი უნდა შევქმნათ სხვა ცივილიზაციებთან. 

   მაგალითად, მასკალურთან, თურანულთან და ფარსულთან. ამისათვის კი საჭიროა საქართველომ აღიდგინოს თავისი ადგილი კავკასიაში.

   საქართველო კვლავ უნდა იქცეს კავკასიის მზედ!

 კავკასია ჩვენია!                       

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq