საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

"თუ კი ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, მაშინ საქართველოს ეკლესია უნდა დადგეს რუსეთის ეკლესიაზე წინ, ანუ, ის უნდა დადგეს იერუსალიმის ეკლესიის შემდეგ"
გაიოზ გია მამალაძე

 ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური ესაუბრა მსოფლიოს (კონსტანტინოპოლის) პატრიარქ ბართლომეოს პირველს.

 

 ინტერვიუ პატრიარქ ბართლომეოსის პოზიციას გვიჩვენებს არაერთ საკითზე. ზოგიერთ რამეში მას ვერ დაეთანხმებიან ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები და მრევლი (მათ შორის მეც). მაგალითად, კრებაში ჩვენი ეკლესიის არმონაწილეობის შეფასებაში.


 ამჯერად, მკითხველის ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. 

  

ქართველი ჟურნალისტი პატრიარქ ბართლომეოს ეკითხება:



- "უკვე რამდენიმე საუკუნეა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას დიპტიქში კუთვნილი ადგილი არ უჭირავს, როგორც ამას საქართველოს საპატრიარქო აცხადებს. წმინდა სინოდი უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ეკლესიის მიერ მისთვის ისტორიულად განკუთვნილი პატივის, .. საეკლესიო დიპტიქში მოხსენიების რიგის გამო. რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს?"

 

 

პატრიარქი პასუხობს:

 


- "ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი თვალსაზრისი ცნობილია და გამოგვითქვამს კიდეც ეკლესიების მეთაურების საყოველთაო მართლმადიდებლურ შეხვედრებზე. საქართველოს ეკლესია მოიხმობს ისტორიულ წყაროებს, რომლის თანახმადაც დიპტიქში მოითხოვს მეექვსე ადგილს. თუ კი ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, მაშინ საქართველოს ეკლესია უნდა დადგეს რუსეთის ეკლესიაზე წინ, ანუ, ის უნდა დადგეს იერუსალიმის ეკლესიის შემდეგ. არსებობს კვიპროსის ეკლესია, რომელმაც ავტოკეფალია მიიღო მსოფლიოს მესამე საეკლესიო კრებაზე და თუკი ჩვენ გავითვალისწინებთ საქართველოს ეკლესიის პრეტენზიას, მაშინ ეს აღაშფოთებს სხვა ეკლესიებს, რომლებიც მოითხოვენ ადგილის შეცვლას, ანუ დაწინაურებას. ამიტომაც დიპტიქის საკითხი არ იქნა შეტანილი საეკლესიო კრების დღის წესრიგში. ჩვენ გვიყვარს საქართველოს ეკლესია და პატივს მივაგებთ, მიუხედავად მისი ადგილისა. ვისურვებდი მოგვეგვარებინოს ყველა საჭირობოროტო საკითხი, რომელიც მართლმადიდებლობის წინაშე დგას და დაე დიფტიკის საკითხი იყოს ის ბოლო საკითხი, რომელზედაც ჩვენ ვიმსჯელებთ."  


დიახ, ასე განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა...

 

უკვე რამდენიმე ათეული წელია, ვამბობ -

 

 უნდა გაბედოს ჩვენმა ეკლესიამ, უნდა გაუბედოს რუსეთის ეკლესიას...

 

 ჩვენს ეკლესიას ეკუთვნის მეხუთე ადგილი დიპტიხში - რუსეთზე წინ და ჩვენმა ეკლესიამ უნდა მოითხოვოს კუთვნილი მეხუთე ადგილი რუსეთის ეკლესიის წინ.

 

 ჩვენს ეკლესიას მართლმადიდებლური ეკლესიების უმრავლესობა მოიხსენიებს მეცხრე ადგილზე. ჩვენ ჩვენს ეკლესიას მოვიხსენიებთ მეექვსე ადგილზე (და რუსეთშიც მეექვსე ადგილზე მოგვიხსენიებენ). გამოდის, ისედაც "ვარღვევთ" მართლმადიდებლურ ეკლესიებში გავრცელებულ დიპტიხს. და თუ "დარღვევაა" სამართლიანად მაინც „დავარღვიოთ“, ხომ არ ვართ კმაყოფილები უსამართლობით.

 

 მანამდე კი ქართულ ტაძრებში აღვადგინოთ სამართლიანობა და მოვიხსენიოთ ჩვენი ეკლესია იერუსალიმის ეკლესიის შემდეგ და რუსეთის ეკლესიაზე წინ. ამის გაკეთება, შინ, საქართველოში, საკუთარ ტაძრებში  ხომ მსოფლიო საპატრიარქოსა და სხვა ეკლესიების დაუკითხავად შეგვიძლია, მათ დაუკითხავად ხომ მოვიხსენიებთ მეექვსე ადგილას ჩვენს ეკლესიას, რასაც ზემოთ "დარღვევა" ვუწოდე პირობითად. როგორც თქვა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა: „თუ კი ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, მაშინ საქართველოს ეკლესია უნდა დადგეს რუსეთის ეკლესიაზე წინ, ანუ, ის უნდა დადგეს იერუსალიმის ეკლესიის შემდეგ."

 

 მართალია, ბართლომეოსი ამბობს, დიპტიხის ცვლილება რთული საკითხია, თქვენზე ადრე მიიღო ავტოკეფალია კვიპროსმა და მას რა ვუთხრათო (და კიდევ სხვა რამეების გამოო), მაგრამ, მეექვსე ადგილის მოთხოვნა, ანუ ადგილის მოთხოვნა რუსეთის ეკლესიის მერე, რუსეთისადმი შიშის გამოხატულებად ჩანს და უსამართლობად და საერთოდ არაფერი მოვითხოვოთ სჯობს.

 

ალბათ უნდა ვიფიქროთ ამაზე.

 

გაიოზ მამალაძე

 

ახლა კი გთავაზობთ პატრარქ ბართლომეოსოს ინტერვიუს სრულად, რადგან საინტერესოა (გადმობეჭდილია https://imedinews.ge/ge/interview/114/gzavnili-konstantinopolidan-saqartvelos-patriarqs): 


გზავნილი კონსტანტინოპოლიდან საქართველოს პატრიარქს

ექსკლუზიური ინტერვიუ მსოფლიო პატრიარქთან

ბართლომეოს პირველმა ქართულ ტელეარხს ინტერვიუ პირველად მისცა. ექსკლუზივი ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერების, მამა იერონიმე ქადაგიძისა და მამა ირინიოს შენგელიას დამსახურებაა. მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო ასევე ქართველი სტუდენტი ნიკოლოზ გურგენიძე, რომელიც ძირითად დროს პატრიარქთან ატარებს. მართლმადიდებლური სამყაროს მსოფლიო ლიდერს "იმედის კვირა" ესტუმრა ქვეყანაში, რომელშიც მოსახლეობის 99% მუსლიმია - გადაღებები სტამბოლში დაიწყო და კუნძულ ხალკიზე დასრულდა, რომელთანაც პატრიარქს ბავშვობა აკავშირებს. ბართლომეოს პირველი წუხს, რომ საქართველო კრეტის მსოფლიო საეკლესიო კრებაში არ მონაწილეობდა, ის გამოსავალზე ლაპარაკობს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს კონსტანტინოპოლში ეპატიჟება; წუხს ოკუპაციის გამო და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან კანონიკის უხეშად დარღვევაზე მიუთითებს. მსოფლიო პატრიარქს  ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური ესაუბრა.

 



26 წელია მართავთ კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელ ეკლესიას. როგორ შეაფასებდით ამ წლებს? რა გამოწვევებს უმკლავდებოდით ამ ხნის განმავლობაში?

 

მადლობას მოგახსენებთ, რომ მაძლევთ საშუალებას დაველაპარაკო საქართველოს საყვარელ მოსახლეობას, საყვარელ ქართველ ხალხს, რომელიც მომწონს ძალიან, მისი ღრმა რწმენისა და მორწმუნეობისათვის. მინდა მადლიერება გამოვთქვა ღვთის მიმართ, რომელმაც მიბოძა ასეთი დიდი საბოძვარი, რომ ავსაყდრებულიყავი მსოფლიო საპატრიარქო ტახტზე, რომლის საჭეთმპყრობელიც ვარ უკვე 26 წელია. ეს 26 წელი იყო ძნელიც და ადვილიც. იყო როგორც შიდა, ასევე გარე პრობლემები და სირთულეები. 26 წელია ვემსახურები კონსტანტინეპოლის ეკკლესიას და სრულიად მართლმადიდებლობას. ეს იყო დიალოგის, სხვა ეკლესიებთან და სამყაროსთან კარგი ურთიერთობების დამყარების დრო.

როდესაც საუკუნეების შემდეგ პირველად კუნძულ კრეტაზე ჩატარდა მსოფლიო მართლმადიდებლური საეკლესიო კრება, მას გამოეთიშა რამდენიმე ეკლესია, მათ შორის, საქართველოს ეკლესიაც.  როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ჰქონდა ამ ნაბიჯს მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობაზე

კრებას, როგორც ცნობილია, მრავალი წელი ვამზადებდით. ამ პროცესში  ჩართული იყო ყველა მართლმადიდებელი ეკლესია. გადავლახეთ უამრავი დაბრკოლება და ბოლო შეხვედრაზე ჟენევაში, 2016 წლის იანვარში, დასრულდა მოსამზადებელი პერიოდი. ხელი მოვაწერეთ დიდი კრებისთვის მოსამზადებელ დოკუმენტებს, ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია და ყველამ ერთად შევარჩიეთ თარიღიც და ადგილიც. ერთი სიტყვით, 50-წლიანი სამზადისის შემდეგ ყველაფერი მზად იყო კრების ჩასატარებლად. გაიარა თებერვალმა, მარტმა, აპრილმა, თითქმის მაისმა და ამ თვეების განმავლობაში არანაირი შეტყობინება არ მოსულა არცერთი ეკლესიიდან. როდესაც ვემზადებოდით კრეტაზე გასამგზავრებლად, გამგზავრების წინ, ოთხმა ეკლესიამ, მათ შორის საქართველომ, უეცრად განაცხადეს, ჩვენ ვერ ჩამოვალთო. წარმოადგინეს სხვადასხვა არგუმენტი, რომლებიც არ იყო დამაჯერებელი და მოითხოვეს კრების გადადება, მაგრამ ასე შეიძლებოდა კრება კიდევ გადადებულიყო. ვინაიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვქონდა 2016 წლის დასაწისში, ვთქვით, რომ ეს იყო ნება ღვთისა და გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა კრება იმ ოთხი ეკლესიის გარეშე. თქვენ მკითხეთ, ხედავთ თუ არა რაიმე გამამართლებელს, რომ არ ჩამოვიდნენ კრებაზე. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ რაიმე დამაჯერებელ მიზეზს, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანად არ წარდგა. ეს კი არ მიაგებს პატივს მართლმადიდებლობას და არც იმ ოთხ ეკლესიას, რომლებმაც არ სცეს პატივი მართლმადიდებლობას და არც თავიანთ ხელმოწერებს ჟენევაში. ამას განსჯის ღმერთი და ისტორია! ვფიქრობ უნდა აღიარონ კრეტაზე მიღებული გადაწყვეტილებები. 

საქართველოს ორი რეგიონიცხინვალი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აფხაზეთი ოფიციალურად დღემდე საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებშია, თუმცა უკვე ოც წელზე მეტია არ ვრცელდება მასზე არც საერო და არც საეკლესიო იურისდიქცია. განხეთქილებაა აფხაზეთის ეკლესიაშიც, რომლის მოგვარებას საქართველოს და რუსეთის ეკლესიები ერთობლივი კომისიით ცდილობენ; თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე

ამ პრობლემას აქვს პოლიტიკური სარჩული და მსოფლიო საპატრიარქო პოლიტიკით არ არის დაკავებული, მაგრამ ეკლესიურად მიგვაჩნია, რომ ეს ადგილები მიეკუთვნება საქართველოს ეკლესიას. ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს ეკლესიასთან ამ საკითხებზე და ბოლოს, როდესაც კონსტანტინოპოლში ვისაუბრე ამ საკითხზე მის უნეტარესობასთან, გვითხრა, რომ გავაგზავნი ერთ-ერთ ქორეპისკოპოსს, შეიძლება მეც წავიდეო. მაშინ ჩვენ, როგორც მსოფლიო საპატრიარქომ, გამოვთქვით სურვილი დავხმარებოდით და გაგვეგზავნა ჩვენც ერთი ეპისკოპოსი, არა იმისთვის, რომ დავუფლებოდით ეპარქიას, რომელიც არ გვეკუთვნის, არამედ დავხმარებოდით დროებითი დაბრკოლების მოგვარებაში. ეს ვერ განხორციელდა, რამდენადაც ვიცი, ვერც მისმა უნეტარესობამ გაგზავნა იქ ქორეპისკოპოსი. მსოფლიო საპატრიარქოში ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია მისი ერთი ეპისკოპოსის მეშვეობით ახორციელებს მღვდელთა ხელდასხმას, ანუ აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის. ვისურვებ, მოწესიგდეს ეს საკითხი, ვისურვებ, რომ ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს და არასდროს შელახოს ეს საზღვრები.

უკვე რამდენიმე საუკუნეა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას დიპტიქში კუთვნილი ადგილი არ უჭირავს, როგორც ამას საქართველოს საპატრიარქო აცხადებს. წმინდა სინოდი უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ეკლესიის მიერ მისთვის ისტორიულად განკუთვნილი პატივის, .. საეკლესიო დიპტიქში მოხსენიების რიგის გამო. რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს?

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი თვალსაზრისი ცნობილია და გამოგვითქვამს კიდეც ეკლესიების მეთაურების საყოველთაო მართლმადიდებლურ შეხვედრებზე. საქართველოს ეკლესია მოიხმობს ისტორიულ წყაროებს, რომლის თანახმადაც დიპტიქში მოითხოვს მეექვსე ადგილს. თუ კი ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, მაშინ საქართველოს ეკლესია უნდა დადგეს რუსეთის ეკლესიაზე წინ, ანუ, ის უნდა დადგეს იერუსალიმის ეკლესიის შემდეგ. არსებობს კვიპროსის ეკლესია, რომელმაც ავტოკეფალია მიიღო მსოფლიოს მესამე საეკლესიო კრებაზე და თუკი ჩვენ გავითვალისწინებთ საქართველოს ეკლესიის პრეტენზიას, მაშინ ეს აღაშფოთებს სხვა ეკლესიებს, რომლებიც მოითხოვენ ადგილის შეცვლას, ანუ დაწინაურებას. ამიტომაც დიპტიქის საკითხი არ იქნა შეტანილი საეკლესიო კრების დღის წესრიგში. ჩვენ გვიყვარს საქართველოს ეკლესია და პატივს მივაგებთ, მიუხედავად მისი ადგილისა. ვისურვებდი მოგვეგვარებინოს ყველა საჭირობოროტო საკითხი, რომელიც მართლმადიდებლობის წინაშე დგას და დაე დიფტიკის საკითხი იყოს ის ბოლო საკითხი, რომელზედაც ჩვენ ვიმსჯელებთ.  

ეკუმენური საბჭოს წევრი აღარ არის საქართველოს ეკლესია. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და რა ხელისშემშლელ გარემოებებს ქმნის ეს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის?   

დღემდე ვწუხვართ ამის გამო; ეკლესიები, რომლებიც გაერთიანებულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში და ჩვენც, მსოფლიო საპატრიარქო, ვითარცა ერთ-ერთი დამაარსებელი, 1948 წლიდან ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ და გავაცნოთ სხვა ეკლესიებს ჩვენი რწმენა, ჩვენი საგანძური, რომელიც მართლმადიდებლებს გაგვაჩნია; გასაგები გავხადოთ ეს ღირებულებები მთელი კაცობრიობისათვის. განუყოფელი მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა ამ საკითხებში აღმოჩნდა ძალიან შედეგიანი. ამით გავმდიდრდით, კი არ გავღარიბებულვართ? იმედი მაქვს, რომ საქართველოსა და ბულგარეთის ეკლესია, რომელმაც ასევე დატოვა საბჭო, კვლავ დაბრუნდებიან როგორც ევროპის საბჭოს, ასევე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, რადგან, როგორც ხედავთ, დიალოგებით რომის ეკლესიასთან, ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიასთან მივაღწიეთ წარმატებას. მაგალითად, კათოლიკურმა ეკლესიამ უკვე დაიწყო საუბარი სინოდალურ მმართველობაზე. ჩვენ გავლენას ვახდენთ მათზე და მივაღწიეთ წარმატებას. ასევე მხარს უჭერენ ჩვენს ინიციატივას ეკოლოგიასა და გარემოს დაცვის საკითხში. ჩვენი მონაწილეობა, ჩვენი საბჭოში ყოფნა და ეს წვლილი ეკუთვნის მთელ მართლმადიდებლობას და ეხმარება მთელს საქრისტიანოს, რომ დაუბრუნდეს თავის საფუძვლებს განუყოფელი ეკლესიისა. მართალია, ბოლო წლებში შეიმჩნეოდა ტენდენცია, რომ ეს საბჭო დაშორებოდა იმ მთავარ მიზანს , რისთვისაც დაარსდა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ უგულებელყოფილ იქნა ეკლესიის ერთიანობა და აქცენტი უფრო მეტად გადავიდა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე, რასაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ. 2018 წელს შესრულდება ეკლესიათა საბჭოს დაარსებიდან 70 წელი, საიუბილეო ღონისძიებებში
მეც მივიღებ მონაწილეობას და კიდევ ერთხელ შევახსენებთ ამ საბჭოს უმთავრეს მიზანს.

საქართველოში ბრძანდებოდით და კარგად იცნობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ბრძანდებოდით თბილისში რამდენიმე წლის წინ პატრიარქის იუბილეზე. ილია მეორეს 25 დეკემბერს აღსაყდრებიდან 40 წელი, იანვარში კი 85 წელი უსრულდება. რას უსურვებდით მას

მის უნეტარესობას, საქართველოს პატრიარქს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. ის აქ ნამყოფია ჩემთან, მეც ვყოფილვარ საქართველოში. ჩვენ შევხვედრივართ ხშირად საყოველთაო მართლმადიდებუბლურ შეხვედრებზე. პატრიარქი ილია, არამხოლოდ მიყვარს, არამედ მას დიდ პატივს ვცემ. ამას მე ვამბობ და ვადასტურებ ყოველთვის, როდესაც შესაძლებლობა მეძლევა. ის არის თავდადებული თავისი ერისთვის, ის ნამდვილი წინამძღოლია და აქვს სიყვარული და პატივისცემა საქართველოს მთელი მოსახლეობისგან. არ დამავიწყდება, რომ ჩემი აღსაყდრების 20 წლის იუბილეზე ჩამოვიდა და ერთად ვიზეიმეთ ის დღე. მე თბილისში ჩავედი, როდესაც მან იზეიმა აღსაყდრებიდან 35 წელი და დაბადებიდან 80 წლის იუბილე. მაშინ მე მას გადავეცი როგორც ჩემი პირადი, ასევე მთელი საპატრიარქოს საუკეთესო სურვილები. ის ამდენი წელია ემსახურება მორწმუნე ხალხს, რომელთა ღვთისადმი სასოება სჩანს ღვთისმსახურების დროს, როდესაც ყველანი ერთად გალობენ; ეს არის დიდი სიამოვნება, რომ ადამიანმა იხილოს საქართველოს პატრიარქი, როცა გარშემო მრევლთან ერთად აღავლენს ღვთისმსახურებას. პატრიარქი ახლაც იუბილარია, მე მას ვუსურვებ, მრავალჯერ გადაეხადოს იუბილე. ცხადია, მივწერ მისალოც წერილს, მაგრამ ამ ეთერითაც მინდა მივულოცო, გადავცე  ჩემი საუკეთესო სურვილები, ქრისტესმიერი ამბორი, ვითარცა მისმა ჭეშმარიტად მოსიყვარულე ძმამ და ვუთხრა - მრავალჟამიერ მეუფეო. 

რას უსურვებდით ქართველ ხალხს

ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ როგორც ჩემს მეგობარს, პატრიარქ ილიას, ასევე მის მღვდელმთავრებს, სამღვდელოებას და სრულიად ქართველ ერს. ღმერთი ფარავდეს თქვენს ქვეყანას. ილია მეორის კურთხევით ჩვენთან ხშირად ჩამოდის ქართველი სასულიერო პირი, ვუთმობთ მას ვლაქენის ეკლესიას, რათა წირვა აღავლინოს ხოლმე აქ მყოფი ქართველებისთვის. კონსტანტინოპოლიდან ვლოცავ და ვაკურთხებ საქართველოს მთელ მოსახლეობას. ვეამბორებით მის უნეტარესობას და გისურვებთ ყველას, არ მოგკლებოდეთ წყალობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. უფალმა დაიცვას საქართველო და ქართველები. 

ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხალკის საღვთისმეტყველო ისტორიულ  სასწავლებელში, სადაც ბევრი სასულიერო პირი, პატრიარქი და მღვდელი აღიზარდა. სამწუხაროდ უკვე 46 წელია ეს სასწავლებელი დახურულია. ვისურვებდით, ისევ ამოქმედდეს არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ. ეს იქნება დიდი წარმატება ასევე თურქეთის სახელმწიფოსი, რადგან ეს იქნება დასტური იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის რელიგიური თავისუფლება. ქრისტიანებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი სასწავლებელი, სასწავლებელი, რომელიც დაარსდა 1844 წლიდან. ცოტა ხნის წინ ნურსის მიტროპოლიტმა ელპიდო ფოროსმა მომიტანა 2018 წლის კალენდარი, რომელიც ხელში მაქვს და მინდა, რომ ის გადავცე თქვენს პატრიარქს, რათა მთელი 2018 წელი იყოს დალოცვილი მისთვის და მთელი მართლმადიდებლობისთვის, რომლისთვისაც გაღებული გვაქვს ძალიან ბევრი მსხვერპლი. მინდა ვთხოვო მის უნეტარესობას საქართველოს პატრიარქს, როდესაც ხელში აიღებს ხალკის წმინდა სამების მონასტერში დაბეჭდილ ამ კალენდარს, გვისურვოს, რომ კვლავ ამოქმედდეს ხალკის სასწავლებელი. ყდაზე გამოსახულია სარდის მიტროპოლიტი მიქაელი, რომელიც იყო რექტორი ამ სასწავლებლისა. 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

24 მარტი - ხსენება წმიდა სოფრონ იერუსალიმელისა (+638-644)
წმიდა სოფრონ იერუსალიმელი დაიბადა დამასკოში. სიყრმიდანვე კეთილმსახურებით და მეცნიერების სიყვარულით გამორჩეულ სოფრონს ბრძენს ეძახდნენ.
20 მარტს ხსენება - წმიდა მღვდელმოწამეთა, ხერსონესის ეპისკოპოსებისა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ეთერიოსისა, ელპიდესი, აღათოდორესი (IV)
წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.
gaq