საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

როგორ აღმოჩნდნენ იმპერიალისტ სერგეი მარკოვის თანამოაზრეები გიგი თევზაძე, რომან გოცირიძე და სხვები, შობის აღნიშვნის საკითხში
გაიოზ მამალაძე
არაერთი მოქალაქე პრაგმატიზმის სურვილით, მათთან ერთად კი, არაერთი რადიკალ-ლიბერალი, ან დაბნეული, ან საქმეში ჩაუხედავი, ან ეკლესიის გათანამედროვეობის მოსურნე, ხანდახან კი საერთოდ ურწმუნო ადამიანი ითხოვს, ქართული ეკლესია გადავიდეს კალენდრის ახალ სტილზე და 25 დეკემბერს აღნიშნოს შობის დღესასწაული. სამწუხაროდ, ისინი არ ითვალისწინებენ ეკლესიისა თუ მკვლევარების აზრს.

რა თქმა უნდა, ამ საკითხშიც, ყველაზე მეტი რიხიანობით გამოირჩევიან რადიკალ-ლიბერალიზმთან დაკავშირებული პერსონები, განსაკუთრებით ისინი, ვისთვისაც ქრისტეს შობა მხოლოდ თარიღთანაა დაკავშირებული და არა კაცობრიობის ხსნასთან. 

რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, რაც უნდა თქვას, თუმცა, სხვაგვარად მოაზროვნე, ხელაღებით არ უნდა გამოაცხადოს რუსეთის, ანუ ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტის, მიმდევრად, მოკავშირედ თუ ინტერესების გამტარებლად... თორემ, ცხოვრებას, ხანდახან, ახასიათებს ირონია, და რისთვისაც სხვას აკრიტიკებს ადამიანი, შეიძლება თვითონ გააკეთოს იგივე, ან უარესი, ან გამოუვიდეს უნებლიედ.

რასაც ქვემოთ გაცნობებთ, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ დამთხვევაა და მეტი არაფერი, სულაც არ ვდებ ბრალს სხვაგვარად მოაზროვნეებს, ანუ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს (ახალი სტილით) აღნიშნვის მომხრეებს რუსეთის იმპერიის მოკავშირეობაში, თუმცა, განგების ირონიით, სწორედ ამგვარი გეგმა, შობის 25 დეკემბერს აღნიშვნის სურილი, აქვს ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის მმართველ წრეებს, რომელთა აზრსაც ახმოვანებს ცნობილი რუსი იდეოლოგი - სერგეი მარკოვი.

მკითხველი ადვილად შეამჩნევს, როგორ ემთხვევა, ჩვენი კრიტიკოსების პოზიცია და არგუმენტები მარკოვის პოზიციას.

აქვე, მარკოვის ბიოგრაფია, მაპატიეთ და ოკუპანტის ენაზე: 

Серге́й Алекса́ндрович Ма́рков (род. 18 апреля 1958, Дубна, Московская область, СССР) — российский общественный деятель, политолог, генеральный директор НП «Институт политических исследований», депутат Государственной Думы РФ 5-го созыва, член Общественной палаты РФ, доверенное лицо президента В. В. Путина... 

მესმის, რომ ჩვენი "25 დეკაბრისტები" (ამას ხუმრობით ვამბობ, მათი ასეთი და
სახელება აღებულია ფეისბუკიდან, იმედია არ მიწყენენ), უფრო კარგად შეისწავლიან საკითხს, და იმედი მაქვს, მოგვცემენ საშუალებას, ჩვენ და რაც მთავარია, საქართველოს ეკლესიას, ვისაც როდესაც გვინდა აღვნიშნოთ შობა თუ სხვა დღესასწაული. თვითონ კი როცა უნდათ აღნოშნონ, რაც უნდათ...  


აი რას წერს მარკოვი (მაპატიეთ, ისევ დედნის, ოკუპანტის ენაზე):


"Русская Православная Церковь, без сомнения, перенесет празднование Рождества Христова с 7 января на 25 декабря. Вопрос только когда. У такого переноса много причин. 

1. Из 15 православных церквей 10 уже перешли на 25 декабря. 

2. Именно около 25 декабря солнце как бы перерождается, поворачивает на возрождение. Во всех народах это важный день. 

3. Братья христиане католики и протестантсты все празднуют 25 декабря. Переход РПЦ на 25 декабря это важный шаг в возрождении единства христиан. 

4. 7 января это важный элемент антизападничества, борьбы с Ватиканом. Но это было в прошлом. Сейчас РПЦ и Ватикан союзники в борьбе антихристианством, захватившем Европу. 

5. Дата 7 января получилась, как всем понятно, из-за накопившихся ошибок календаря. Нельзя вечно считать ошибку особой добродетелью. 

6. 7 января провоцирует обычных православных нарушать пост. Ведь получается, что Новый Год, любимый народом праздник веселья и волшебства, приходится на строгий рождественский пост. Ну и что, без веселья и без обильного стола встречать Новый Год? Новый год получается как конфликт в душе. Зачем заставлять людей мучиться муками совести, если они не виноваты? Куда лучше праздновать Новый Год после строгого поста.

7. А 6 января будем праздновать Крещение. А 7 января "старое рождество", как сегодня наш уникальный "старый Новый год".

Переход Рождества на 25 декабря сделает православие ближе к народу и сильнее. И омолодит русское православие".
....
დიახ, ასე ემთხვევა 7 იანვარს შობის აღნიშვნის ქართველი კრიტიკოსებისა და რუსი ი
Сергей Александрович Марков - Партия: Единая Россия
მპერიალისტის არგუმენტები ერთმანეთს. რა ვქნათ ახლა, კრემლის აგენტებად გამოვაცხადოთ ისინი?...

ღმერთმა დაგვიფაროს!

მეგობრებო, მოდით, ვიყოთ ერთმანეთისადმი შემწყნარებლები. ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს, მტრების გასახარად. მოდი, მეტად დაკვირვებულები ვიყოთ და სიყვარულით შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს... სხვაგვარად, სიძულვილით არაფერი გამოგვივა.

დაბოლოს, 

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მიხეილ სააკაშვილი (რომლის პარტიისათვისაც ხმა არასდროს მიმიცია (არც ივანიშვილის პარტიისათვის)  მას შემდეგ, რაც, მის პარტიას ჩამოშორდა ევროპელი-დემოკრატები, გიგა ბოკერიას მეთაურობით, არასდროს გამოსულა კონსერვატიული განწყობების წინააღმდეგ. პრაგმატული მიზნით, მაგრამ, ამ პრინციპს ხშირად არღვევს ენმ-ს წევრი, ბატონი რომან გოცირიძე, რაც ხელს არ უწყობს მისი პარტიისათვის ელექტორატის მატებას, პირიქით. და არაერთი მათი მომხრის გაღიზიანებას იწვევს, როგორც ვიცი...

ევროპელი დემოკრატების, და მათთან ერთად, ყველას, განსაკუთრებით, რადიკალ-ლიბერალების გასაგონად კი მინდა ვთქვა, კონსერვატიზმისა და ტრადიციებისადმი თქვენი უპატივცემლობა აზიანებს პროდასავლურ განწყობას საზოგადოებაში და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ხოლო მტერი თუ გაიმარჯვებს, სულაც არ გვექნება თავისუფლება, რომლისკენაც მიილტვით.


რა თქმა უნდა, ლიბერალიზმი კარგია, ოღონდ არა ტრადიციების წინააღმდეგ.

რომ არ დამწამონ "ოცნების" მომხრეობა, აქვე დავსძენ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ ელექტროენერგიაზე და წყალმომარაგებაზე ტარიფების გაზრდა და პრემია-დანამატებზე ისევ არაადეკვატური, მტაცებლური წესის დატოვება, არის ძალიან უსამართლო და შესაძლოა გამოიწვიოს სოციალური რევოლუციის შესაძლებლობაც კი... ამასთან, ამ ხელისუფლების მიერ, ოკუპაციის კანონის შერბილება, რომესაც ამზადებენ, ქვეყნის ინტერესებისათვის კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია...

პატივისცემით, გაიოზ მამალაძე
...
ესეც მარკოვის გზავნილი მისსავე ფეისბუკზე. სქრინებიც გადავუგზავნე დაინტერესებულ პირებს და აქვე გამოვაქვეყნე. კიდეც
 https://www.facebook.com/sergey.markov.5/posts/1337465353047793

მამული, ენა, სარწმუნოება

თომა მოციქული (მისი თავის ქალა საქართველოშია დაცული)
6 (ახალი სტილით 19) ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს.
gaq