საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

„მართლმადიდებლობა მონარქიას მიიჩნევს ღვთისთვის ყველაზე სათნო ხელისუფლებად“
ლელა ჩხარტიშვილი


გადმობეჭდიალია ჟურნალიდან "კარიბჭე"

 

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მაგალითი, ჩვენი ისტორია და სარწმუნოება გვასწავლის, რომ ქართველი ხალხის ეროვნული, რელიგიური, კულტურული და სოციალური უფლებების დასაცავად მონარქია ყველაზე ორგანულია.

საქართველოს სასულიერო და საერო მოღვაწეთა სამეფო (მონარქისტული) კლუბი (შემოკლებით – სამეფო კლუბი ან მონარქისტული კლუბი),  საქართველოში წინა საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში დაარსდა. ჯერ მხოლოდ რამდენიმე კაცი იკრიბებოდა და საუბრობდა ეროვნულ იდეოლოგიაზე, მონარქიის აღდგენის  იდეაზე. 2004 წლიდან  სამეფო კლუბს ოფიციალური სახე მიეცა და დღესდღეობით ის წარმოადგენს   საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენისა და მისი სახალხო კონსტიტუციური მონარქიის სახით დადგენის მსურველთა ზეპარტიულ, სათათბირო-სადისკუსიო კლუბს, რომლის მუშაობაზე და უმთავრეს მიზნებზე გვესაუბრება კლუბის ხელმძღვანელი,  ისტორიკოსი გაიოზ მამალაძე.

 

- ბატონო გაიოზ, ვინ არიან სამეფო კლუბის წევრები და რა აერთიანებთ  მათ?

- სამეფო კლუბის წევრებს გვაერთიანებს ქვეყნის გადარჩენის სურვილი, ვეძებთ გზებს, როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან. ამ გზაზე, მიგვაჩნია, რომ სახალხო მონარქია, სხვა, ეროვნულ პროექტებთან ერთად, კარგი იქნებ

ა გადარჩენისა და აღორძინებისათვის.

დღეს ჩვენი სახელმწიფო და ერი დამარცხებულია და კატასტროფის საშიშროების წინაშე დგას. ერის გადარჩენისთვის საჭიროა სახელმწიფოს გაძლიერება, ოღონდ ეროვნული პროექტებით. ისეთი პროექტებით, რომლებიც მოემსახურება საქართველოს, როგორც ქართველი ხალხის სამშობლოს, ანუ ქართველი ერის ინტერესებს დაიცავს.

საქართველო ქართველი ერის ერთადერთი სასიცოცხლო ტერიტორიაა, სხვა ტერიტორია ქართველ ერს არა აქვს. სხვა სასიცოცხლო სივრცე ჩვენ არ გაგვაჩნია. არადა, ისეთი ვითარებაა, რომ მალე შეიძლება უმცირესობაში აღმოვჩნდეთ და მიგრანტები უმრავლესობა გახდნენ. ქართველები გარბიან ქვეყნიდან, რადგან მათ აქ განვითარებისა და მეტიც, ლუკმა-პურის შოვნის საშუალება არ აქვთ, სხვები კი მოდიან, რადგან აქ ძალიან იაფად აძლევენ ბინადრობის უფლებას, აქ იაფი ღირს მიწა და სხვა ეროვნული სიმდიდრეები. მათ ჩამოაქვთ გარკვეული ფული, რაც ქართველებს არა აქვთ და იწყებენ აქ დასახლებას, ბიზნესს. უფულო და მთავრობისგან უპატრონოდ მიტოვებული ქართველები ვერ უწევენ უცხოელებს კონკურენციას. ეს კი დემოგრაფიულ ვითარებას ცვლის.

სახელმწიფოებრიობის სისუსტე გამოიხატება კიდევ უამრავ რამეში. ამიტომ, სამეფო კლუბის წევრები ვცდილობთ შევქმნათ პროექტები, რომლებიც სახელმწიფოს განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ერთ-ერთია სახალხო მონარქიის პროექტი.

საერთოდ, მთლიანად, სისტემურად უნდა შეიცვ

ალოს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე, სრულიად სხვანაირად უნდა მოვაწყოთ სახელმწიფო, თორემ, ვერც დემოგრაფიულად გადავრჩებით და ვერც გაჭირვებიდან ამოვა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

ასეთი ამოცანები აქვს სამეფო კლუბს. მონარქია ეროვნული იდეოლოგიის მხოლოდ ნაწილია. მთლიანად, ეროვნული იდეოლოგია უნდა გაბატონდეს სახელმწიფოში, რაც, თავისთავად, დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებასაც გულისხმობს. თორემ, დღეს ფსევდო-დემოკრატიაა საქართველოში, ადამიანების ყველაზე მთავარი უფლება, ელემენტარულად, კვებისა და სასიცოცხლო სივრცის შენარჩუნების უფლება, არის დარღვეული.

სახალხო მონარქია ყველაზე მარტივი და იაფი ტექნოლოგიაა, ქვეყნის პირველ პირად გყავდეს ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება ქვემძრომობით, ფულითა და პოლიტიკური ხრიკებით გახდეს ქვეყნის მეთაური, რის გამოც ის მერე იქნება თავის დამფინანსებლებზე თუ არაფორმალურ მმართველებზე დამოკიდებული.

სახალხო მონარქიის დროს, ქვეყანის მეთაურის როლს ასრულებს მონარქი, რომელიც ვერაფრისდიდებით ვერ გახდება ვერც უცხო ქვეყნის აგენტი, ვერც მომხვეჭელი და ქონების დაგროვებაზე გაფაციცებული, ვერც პოპულისტი. მას ეცოდინება, რომ თავის შვილებს უნდა გადასცეს ქვეყანა და ქვეყნის მეთაურობა, ამიტომ, იქნება პატრიოტი. არ ექნება საბანკო ანგარიშები, ბიზნესი. ექნება სახელმწიფოზე დამოკიდებული ხელფასი (პრეზიდენტზე ნაკლები, სხვათა შორის), ოღონდ

გარანტირებული და ის არ დაუკარგავს ამას თავის შვილებს. ეს იქნება დარეგულირებული კონსტიტუციითა და შესაბამისი აღზრდით.

სამეფო კლუბში არიან გაწევრიანებული ჩვენი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები (ვიწვევთ ყველას, ვისაც უნდა). ახალგაზრდები და ღვაწლმოსილი პიროვნებები.

მინდა გავიხსენო სამეფო კლუბის დამფუძნებელი წევრები, რომლებიც ახლა ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანეს სამეფო კლუბის არსებობაში და განვითარებაში:

აკადემიკოსი გურამ შარაძე, აკადემიკოსი თეიმურაზ მიბჩუანი, კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე, კინორეჟისორი ლერი სიხარულიძე, ისტორიკოსი ალექსანდრე ბენდიანაშვილი, ჰერალდიკოსი მიხეილ მაყაშვილი, მკვლევარი იაკობ ახუაშვილი, ეროვნული მოძრაობის დამსახურებული წევრი გაიოზ კორძაძე, გეოგრაფი და ბრიტანეთის მონარქიის თაყვანისმცემელი გია ჭანტურია, გია ბუმბიაშვილი, სერგო მანჯავიძე, ლიანა უშვერიძე, ზაზა სიხარულიძე და სხვები.

დღეს სამეფო კლუბს ამშვენებენ: ფირდოუსის შესანიშნავი მთარგმნელი ბელა შალვაშვილი, სახალხო არტისტი ომარ მხეიძე, ისტორიკოსი ალექსანდრე აბდალაძე, ისტორიკოსი იური სიხარულიძე, ისტორიკოსიბეჟან ხორავა, ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების პრეზიდენტი გიორგი თევზაძე, ჰერალდიკოსი დავით კლდიაშვილი, ჟურნალისტი ვახტანგ ბახტაძე და სხვები.

სამეფო კლუბის საპატიო წევრები არიან მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, დეკანოზი აკაკი მე

ლიქიძე, ჰერცოგი დომენიკო ორსინი, ამერიკელი გადამდგარი ბრიგადის გენერალი რონალდ მანგამი (მანგუმი)...

გვყავს დინასტიური საპატიო წევრები, უცხოელი წევრები...

-  თქვენ რა როლი გაკისრიათ და როდიდან მოღვაწეობთ ამ სფეროში?

- მე გახლავართ სამეფო კლუბის იდეის ავტორი და სამეფო კლუბის სპიკერი. ჩვენ არ წავედით ლიდერომანიის გზით და ხელმძღვანელს დავარქვით სპიკერი და არა პრეზიდენტი, რადგან ვთვლით, რომ გუნდი უნდა არსებობდეს და გუნდი უნდა იყოს ლიდერი და არა პერსონა, რადგან, გუნდისა და გუნდური მოქმედების გარეშე გამარჯვება არ არსებობს.

მართალია, მონარქიაზე დაწერილი წერილებისა და პროექტების უმრავლესობის ავტორი მე გახლავართ, მაგრამ, მეგობრების გარეშე ვერაფერს ვერასდროს ვერ გახდება ვერავინ. სხვებიც წერენ, მუშაობენ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

- რას ისახავს მიზნად მონარქიის აღდგენა საქართველოში? როგორი ფორმით უნდა აღდგეს იგი?

- მონარქია უნდა აღდგეს და დადგინდეს თანამედროვე ფორმით - სახალხო მონარქიის, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური მონარქიის სახით. ეს იქნება სრულიად დემოკრატიული მონარქია, ყოველგვარი პრივილეგიების გარეშე. არცერთ გვარს, არც ერთ პიროვნებას, იურიდიულად, არ ექნება სხვა მოქალაქეზე აღმატებული საპატიო არც წოდება და არც პატივი (თავის წრეში თავად-აზნაურთა შთამომავლები, რასაც უნდა გააკეთებენ, როგორც უნდათ, ისე მიმარ

თავენ ერთმანეთს, ამას ვერავინ დაუშლის). საზოგადოების ყველა წარმომადგენელი იქნება თანაბარი ღირსებისა და პატივის, თანაბარი ტიტულის - მოქალაქე.

მონარქია იქნება ერთ-ერთი ბერკეტი გლობალიზაციის უარყოფითი შედეგების შესაკავებლად და დადებითი შედეგების მისაღებად.

-რა როლი მიუძვით ბაგრატიონებს  ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის ისტორიაში?

- ბაგრატიონებს ჩვენი ეკლესია მიიჩნევს დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნათესავების მემკვიდრეებად. ამით ყველაფერი ნათქვამია. აღარ სჭირდება იმის დამატება, რომ ბევრი წმინდანი გვყავს ამ საგვარეულოდან და არაერთი გმირი.

-  რელიგიური თვალსაზრისით, რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია თქვენი კლუბის მოღვაწეობა?

- ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს ეკლესიის არაერთ წარმომადგენელთან, სამეფო კლუბი პატრიარქის კურთხევით მოქმედებს. მონარქია მჭიდროდაა დაკავშირებული სარწმუნოებასთან, ისტორიასთან, მეფე და პატრიარქი ერთად მართავდნენ ქვეყანას და ამ ორი ხელისუფლების ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად გადარჩა ჩვენი ქვეყანა, გადარჩა ჩვენი გენეტიკური სახე. ეს გზა უნდა გავაგრძელოთ!

-  რა ღონისძიებებს აწყობთ და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- ვხვდებით ხოლმე ბაგრატიონთა სხვადასხვა ოჯახების წარმომადგენლებს, გამოჩენილ ადამია

ნებს, ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე. გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები. თუ მეტი შესაძლებლობები გვექნა, მეტს გავაკეთებთ.

 - თქვენი აზრით, დღეს რამდენად მზადაა ჩვენი საზოგადოება სამეფო იდეის განხორციელებისათვის?

- ხალხისთვის პროექტების გასაცნობად ვამუშავებთ სამეფო კლუბის საიტს www.georoyal.ge. ჯერ მოსახლეობის თითოეულ წარმომადგენელს ვერ მივწვდით, მაგრამ, რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, ნელ-ნელა ვიკრებთ თანამოაზრეებს.

- პატრიარქის აზრი როგორია ამ საკითხზე?

- ბუნებრივია, ჩვენი პატრიარქი მონარქისტია, ისევე, როგორც მისი წინამორბედები იყვნენ. მართალია, კომუნისტების ხანაში ამაზე ოცნების ხმამაღლა გამოხატვა შეუძლებელი იყო, მაგრამ, მართლმადიდებლობა მონარქიას მიიჩნევს ღვთისთვის ყველაზე სათნო ხელისუფლებად. რადგან, მეფე ითვლება ეკლესიის წევრად, მის გარე წარმომადგენლად ხალხში.

- რამდენად შეუწყობს ხელს მონარქიის აღდგენაზე ფიქრი და ამ მიმართულებით მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნის წინსვლას?

- მონარქიის აღდგენა იქნება სრული მორალური და ისტორიული დამოუკიდებლობის მიღწევა რუსეთის იმპერიისგან და ჩვენი ისტორიული სტატუსის სრული აღდგენა. ჩვენ არ ვართ ახალი ქვეყანა, ახალი სახელმწიფოებრიობით, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო ახალ ეპოქაში, რესპუბლიკების ხანაში. ჩვენ სამეფო გაგვიუქმა დამპყრობელმა რუსეთმა და ჩვენ შური

უნდა ვიძიოთ ისტორიაზე, დამპყრობელ რუსეთზე და აღვიდგინოთ, რაც წაგვართვა. გარდა ამისა, სახელმწიფოებრიობა უნდა განვამტკიცოთ ხელისუფლების სათავეში ეროვნული, პატიოსანი ძალებისა და პროფესიონალების მოყვანით, ქვეყნის პატრიოტი მეთაურის, შესაბამისად მეთაურობისთვის ტრადიციულად აღზრდილი მეფის აყვანით ტახტზე. თუ პატრიოტები არ იქნებიან ხელისუფლებაში, ჩვენს სამშობლოს შეიძლება მომავალი არც ჰქონდეს.

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq