საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ეროვნული იდეოლოგიების ვერტიკალური და ჰორიზონტალური პოსტულატები - ევროპისათვის
გაიოზ მამალაძე

ეს წერილი დაიწერა XX საუკუნის ბოლოს, საქართველოს ეროვნული მოძრაობისთვის. შემდეგში, ცოტაოდენი ცვლილება შევიტანე მასში. ახლა. 2019 წელს, ვფიქრობ, ქართველებს და სხვა ხალხებს, განსაკუთრებით ევროპაში, მსგავსი პრობლემები გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ეროვნული მოძრაობის ნააზრევი უნდა გავუზიაროთ ევროპელ ძმებსაც. ამიტომ, წერილი შევამოკლე და სხვა ხალხებისთვის მეტად გასაგები გავხადე. რათა ითარგმნოს ევროპულ ენებზე და უფრო მეტად გავუგოთ ერთმანეთს. ჩვენ ერთნაირი ბედი გვაქვს და ერთად უნდა გადავლახოთ ახალი გამოწვევები. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერები და ევროპა!

ავტორი  

საქართველოს „უგვირგვინო მეფის“, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგისა და ლიდერის, საქართველოს ეკლესიის წმინდანის - ილია ჭავჭავაძის (წმიდა ილია მართლის) მიერ საქართველოს ეროვნული მოძრაობისათვის ჩამოყალიბებული ფორმულა: „მამული, ენა, სარწმუნოება“ დღესაც გამოხატავს  ეროვნული იდეოლოგიის სამ მთავარ პოსტულატს.

  ეს პოსტულატები, ერთგვარად, ვერტიკალური მიმართულებისაა, რომელსაც ამაგრებს და ავსებს სხვა სამი, ასე ვთქვათ, ჰორიზონტალური პოსტულატი, რომელთაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. 

 მამული. ქვეყანა, სამშობლო არის ადამიანთა ერთობისთვის, ერისთვის ის სასიცოცხლო არეალი, გეოგრაფიული გარემო, რომლის გარეშეც არ ყალიბდება სოციალური ერთეული - ერი, რომელიც სინამდვილეში ღვთისმიერი ერთეულია. მიწა, სამშობლო მხარე, ქვეყანა არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც შესაძლებელია საუკუნეთა, ათასწლეულთა მანძილზე, წარღვნიდან წარღვნამდე, მეორედ მოსვლამდე ცხოვრობდეს ერი და ვითარდებოდეს. სადაც იბადებიან, მოღვაწეობენ, იკრძალებიან თაობები და თაობები. სადაც ყოველი მტკაველი, ყოველი საფლავი, ყოველი ნაგებობა და ნანგრევი, ყოველი კულტივირებული მცენარე, ყოველი მდინარე და მთა, რაღაც ძალიან საერთოსი, რაღაც ძალიან ძვირფასის სახსოვარია, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად. ეს არის ის საკუთარი მტვერი (მიწა, თიხა), რომლისგანაც ღმერთმა ადამი შექმნა და რომლადაც იქცა ჩვენი ეთნარქების სათაყვანებელი ძვლები. 

 ჩვენი ქვეყნების საზღვრები არის განსაზღვრული თავად ღვთის მიერ და ეს ისტორიულადაც არის დადგენილი. ამიტომ მისი ყოველი გოჯის დათმობა მტრისათვის არის ღვთის მიერ მოცემულის განიავება, ღალატი. 

  ენა. ენა არის კომუნიკაციის საშუალება, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

საერთო ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, გარდაცვლილ და მომავალ თაობებს. მშობლიურ ანაზე მივმართავთ ღმერთსაც. ღმერთიც ჩვენს ენაზე გვესიტყვება.

 ენა არის თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. საკმაოდ მდიდარია ჩვენი ენები და მათი მეშვეობით შესანიშნავადაა შესაძლებელი ყველაფრის გადმოცემა, მათ შორის, სახარებისა და ლიტერატურული შედევრებისა. 

  სარწმუნოება. ქრისტეს სჯული არის სარწმუნოება, რომელიც ჩვენ ადვილად მივიღეთ. რომელსაც ველოდით, რომლისთვისაც მზად ვიყავით.

სხვათაგან განსხვავებით, ჩვენ გვჯეროდა, რომ ქალიც ადამიანია, რომ მასაც აქვს სული და რომ ქალი და კაცი თანაბარია. ჩვენ გვჯეროდა, რომ შეიძლება არსებობდეს უმწიკვლო ქალი, დედა და ამიტომ შევძელით გვეცნო ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობელი. თუკი ღმერთი არსებობს, მაშ, უბიწოდ ჩასახვაც შეიძლება, ვფიქრობდით ჩვენ და ვიცანით სიტყვა. თუკი აქ ვცხოვრობთ, შესაძლოა, მერეც ვიცოცხლოთ, ვიცოდით ჩვენ და მაცხოვარი ვირწმუნეთ.

 ჩვენ ალალი ხალხი ვიყავით და ვირწმუნეთ, რომ უფალს მართლაც ეტკინა მათრახების ცემა და ჯვარზე გაკვრა. ეტკინა იმიტომ, რომ თავისი ტკივილით, წამებით, ჯვარზე გაკვრით, სიკვდილითა და აღდგომით გამოესყიდა ჩვენი ცოდვები და მარადიული ცხოვრება მოენიჭებინა ჩვენთვის.

 ყოველი სარწმუნოება კარგია და საშუალებაა ღმერთთან მიახლებისა, მაგრამ ჩვენი აზრით, ყოველი შემთხვევისათვის - ჩვენთვის, ჩვენი სარწუნოება ყველაზე სრულყოფილია.

გარდაცვლილი თაობების თავდადება ქრისტიანობისათვის არ ყოფილა მხოლოდ სიჯიუტე ან ვაჟკაცობა. იგი განპირობებული იყო გარდაცვლილი თაობების მიერ დაგროვილი სიბრძნით. 

დიდი ილია ჭავჭავაძის ზემოთაღნიშნული ფორმულა „მამული, ენა, სარწმუნოება“, როგორც ვთქვით, დღესაც უკვდავ პოსტულატებად რჩება ქრისტიანი ერებისთვის. ეს ფორმულა გამოხატავს ეროვნული იდეოლოგიის ვერტიკალურ მიმართულებას. ფორმულა, დაწყებულია მიწიდან - მამული, მიემართება ენის მეშვეობით და სარწმუნოების სახით ღვთისკენ. 

  თითქმის ყველაფერი შეიძლება მოვიაზროთ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სქემაში. ილია ჭავჭავაძისეული

ფორმულა ქვემოდან ზემოთ მზირალია. ზემოდან თუ წარმოვიდგენთ, ღმერთი, სამყარო სარწმუნოების მეშვეობით, ვერტიკალის მეშვეობით, ზემოდან ქვემოთ წამოსული ცოდნის მეშვეობით, გასაგებ ენაზე, ჩვენს მშობლიურ ენაზე გვაძლევს კომუნიკაციის საშუალებას, გზას მასთან მიახლოებისა.

  რაც უფრო მართებულია სარწმუნოება, მით უფრო ახლოსაა ოთხმოცდაათ გრადუსთან მიწიდან ატყორცნილი ვერტიკალის ხაზი. მიწა-მამული არის ადგილი, სადაც ხდება ამქვეყნიური ცხოვრება-გამოცდა იმ ხალხისა, რომელსაც ღმერთი ესაუბრება ამა თუ იმ ენით.

 ილიასეული, ასე ვთქვათ, ვერტიკალური ფორმულის  (მამული, ენა, სარწმუნოება) გარდა, ჩვენს საუკუნეში შეიძლება გამოვყოთ, ასე ვთქვათ, ჰორიზონტალური ფორმულაც, რომილიც გაშლილია ამქვეყნი

ური ცხოვრების სივრცეში და ავსებს და ემატება ჰორიზონტალურ ფორმულას და მასთან ერთად ქმნის ერთიან ეროვნულ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სქემას, ესაა - ერი, გვარი ოჯახი

 მამული, როგორც ვთქვით არის სამკვიდრო, სადაც ცხოვრობს ერი. მამული არის ამა თუ იმ სარწმუნოების (სიბრძნის) მატარებელი ხალხის საცხოვრისი. 

ხალხი, ერი, თავის მხრივ, იყოფა თემებად, გვარებად, გვარები თავის მხრივ კომლებად, ოჯახებადაა გაშლილი.

  თუ ცენტრიდან, მიწიერი ცენტრიდან, მამულიდან წარმოვიდგენთ ჰორიზონტალურ ხაზსაც გაშლილს, მივიღებთ შემდეგ სურათს: მამული და ერი ერთ წერტილშია (ერთ გეოგრაფიულ მოცემულობაში) გადაკვეთილი, მერე ერი იშლება გვარებად, გვარებ

ოჯახებად, ოჯახები ინდივიდებისაგან შედგება

მივიღეთ ასეთი სურათი: ინდივიდი რომ სრულყოფილად დაუკავშირდეს ამქვეყნიურ მთავარ წერტილს (ერი-მამული), საიდანაც ყველაზე სრულყოფილად დაუკავშირდება ღმერთს, მას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი კომუნიკაცია დამყარებული ოჯახთან, ოჯახის მეშვეობით გვართან (ეს იგივე თემია, ეს იგივე მრევლია) და გვარის მეშვეობით იგი უკავშირდება ერს (ეს იგივე ეკლესია) და მამულს (ეს იგივე სახელმწიფოა).

  ამ ჰორიზონტალური სამებისა და ვერტიკალური სამების მეშვეობით ინდივიდი უკავშირდება ღმერთს. ნებისმიერი

წერტილის, რგოლის გამოტოვება, ნებისმიერი წერტილის არარსებობა ან ჯეროვანი დაუფასებლობა ჯებირებს უქმნის ინდივიდის განვითარებას, მის სამსახურს ერისადმი და ღვთისადმი. ყოველი წერტილი, ყოველი რგოლი უსათუო აუცილებლობა, გარდაუვალობაა, ბუნებრივი გადაჯაჭვულობაა.

  მაგალითად, თუ კაცს, თავისი ნებით, არ ჰყავს ცოლ-შვილი, ერთგვარად იგი სრულყოფილად ვერ დგას ქვეყნის სამსახურში. რაღაცას (შვილებს) მაინც აკლებს თავის ქვეყანას და საბოლოო ჯამში, ღმერთს. ლაპარაკია ერისკაცებზე და არა ბერ-მონაზვნებზე, რომლებიც თავისი ლოცვებითა და მოღვაწეობით ზრუნავენ ოჯახების სიმტკიცეზე, გვარების სიძლიერეზე, ერის ერთიანობაზე, მამულის დაცვაზე, ენის შეურყვნელობაზე და რწმენის განმტკიცებაზე.

  მთავარი საყრდენი წერტილების, ერი-მამულის სიმფონიური მართვა-გამგეობისათვის ღვთის მიერ დადგენილი არის ორი ხელისუფლება, საერო და სასულიერო ხელისუფლება.

  მაშასადამე, ინდივიდისათვის, ღვთის საუკეთესო სამსახურია ოჯახის, გვარის, ერის, მამულის, ენის, სარწმუნოების სამსახური.

  ადამიანი, რომელიც შემთხვევით გაიცნობს მოგვარეს (ან დედის მოგვარეს, ან ბებიის) და სიხარულით არ აევსება გული, შეგვიძლია ჩავთვალოთ, მთლად კარგი მამულიშვილი არ არის და მთლად კარგი ქრისტიანი. ასევე, ადამიანი, რომელსაც არ ადარდებს მამულის ბედი, ვერასოდეს იქნება კარგი ქმარი ან მამა.

  მაშასადამე, მამულის, ენის, სარწმუნოების შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ ერი, გვარი, ოჯახი. ხოლო ოჯახის, გვარის და ერის შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ მამული, ენა, სარწმუნოება.

თუ შევინარჩუნებთ მამულს, ენას, სარწმუნოებას, ოჯახს, გვარს და ერს - შევინარჩუნებთ ევროპას!

საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq