| სერ როჯერ სკრუტონი Sir Roger Scruton | მეგობარი შემხვდა, მითხრა, ჩემმა შვილმა "მწვანე ბარათი" მიიღოო. გახარებული იყო. მივულოცე. ვისაუბრეთ და რო ვემშვიდობებოდით ერთმანეთს, ვერ მოვითმინე და ვუთხარ: არა უშავს თუ ჩვენი შვილები ევროპაში და ამერიკაში გადასახლდებიან, ჩვენ რომ დავბერდებით, აქ ჩამოსახლებული უცხოელები მოგვხედავე-მეთქი. ამ ამბავმა ძველი წერილი გამახსენა და ბარემ დავურთავ.
ოიკოფობია
როჯერ ვერნონ სკრუტონი (დ. 1944 წლის 27 თებერვალს) თანამედროვეობის ერთ-ერთი გავლენიანი ფილოსოფოსია; იგი ესთეტიკის საკითხებზე მუშაობს, მაგრამ არც რელიგია და პოლიტიკური ფილოსოფიაა მისთვის უცხო; ამ მხრივ საგულისხმოა მისი წიგნი, პოლიტიკური ფილოსოფია: არგუმენტები კონსერვატიზმისათვის. ამ წიგნის ერთი თავის კითხვისას ტარიელ ჭანტურიას ლექსი წამომიტივტივდა გონებაში, სადაც ბიჭების, მშვიდობის და ერისათვის საშიში საგნები თუ მოვლენებია ჩამოთვლილი, აქედან ნაწილს საშიშად აცხადებდა კომუნისტური ოფიციოზი და ერთი კი, პოეტის აზრით, მართლაც საშიში გახლდათ. „. . . ტაში შინ და ტაში გარეთ, ტაში გარეთ ტაში შინ.“ ლიბერალური დემოკრატიაც ჩამოთვლის საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენებსა თუ განწყობილებებს და მათგან ერთი ყველაზე საშიშთაგანია, ქსენოფობია; იმდენად საშიშია, რომ როცა საუბარი ეროვნებასა, რასასა და ეთნიკურ ჯგუფებზე ჩამოვარდება, შიშით ენა გვებმის, აცა, არაპოლიტკორექტული არაფერი წამოგვცდესო! აი, როჯერ სკრუტონს კი ერისათვის ყველაზე საშიშად სულ სხვა რამ მიაჩნია და ამ, ქსენოფობიის საწინააღმდეგო მოდას, მოვლენას, თუ განწყობილებას ოიკოფობიას უწოდებს, რაც შინაურობისაგან და ეროვნული მემკვიდრეობისაგან განდგომას ნიშნავს.
როჯერ სკრუტონი შენიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ინგლისში გაჩნდა ერთგვარი, დამცინავი და ამთვალისწუნებელი განწყობილება ეროვნული გრძნობებისა და სამშობლოსადმი ერთგულების მიმართ. და კიდევ კარგი რომ ომის შემდგომ გაჩნდა, თორემ ინგლისელებს ეგება თავიც აღარ გაეწირათ სამშობლოსათვისო. შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ეროვნული ნიჰილიზმი, პატრიოტული გრძნობების აღორძინებას რომ აადევნეს საქართველოს ახდილმა თუ ფარულმა მტრებმა, რამაც სწრაფად გაიდგა ფესვები ჩვენს სნობებში და თავისი როლი შეასრულა დიდ ეროვნულ ტრაგიკომედიაში.
ყ
| სერ როჯერ სკრუტონი Sir Roger Scruton | ველაზე მეტად მედიასა თუ განათლების სისტემაში გაბატონდა ჩვეულება დაეცინათ და განექიქებინათ ეროვნული ერთგულება, რაც ხალხს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება და გაუცნობიერებელ, სპონტანურ სოციალურ ქმედებაში გადადისო, წერს როჯერ სკრუტონი. ინგლისელთა ხელოვნება, ლიტერატურა და მუსიკა მეტ-ნაკლებად ამოგლეჯილია სასწავლო გეგმებიდან, ხოლო ფოლკლორი, ადგილობრივი ჩვეულებანი და ადათ-წესები კი ყოველდღიურად იყრება ნაგავშიო.როჯერ სკრუტონის აზრით, ეროვნული იდეისაგან განდგომა შედეგია გონების ერთგვარი წყობისა, მეორე მსოფლიო ომმა რომ მოიტანა მთელ დასავლურ სამყაროში და მეტწილად ინტელექტუალებსა და პოლიტიკურ ელიტებში გავრცელდა. ოიკოფობების გამოცნობა იოლია. ისინი ყოველ კონფლიქტში ”იმათ” მხარეზე დგებიან ”ჩვენ” წინააღმდეგ, ლაფს ასხამენ ჩვენ ადათებს, კულტურასა და ეროვნულ, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელ, ინსტიტუტებს. როჯერ სკრუტონი ფიქრობს, რომ ოიკოფობია გარკვეული ეტაპია, მოზარდმა გონებამ რომ უნდა გამოიაროს, თუმცა ინტელექტუალებს მოგვიანებითაც ატყვევებს. ჯორჯ ორუელი ხომ ამბობდა, მემარცხენე ინტელექტუალები ეროვნული ნიჰილიზმისაკენ არიან მიდრეკილნი და ხალისით ხდებიან უცხო ხელისუფლებათა აგენტებიო; ამის ნიმუში კემბრიჯელი ჯაშუშები არიან და BBC-ს ამ თემაზე გადაღებული ’დოკუდრამაც’ (დოკუმენტური სტილის დადგმები თუ ფილმები, რეალურ ისტორიულ მოვლენებზე) ამისი ნათელი ილუსტრაციაა, როცა არც გამცემლობის რეალური სურათი მიმოუხილავთ და არც ამ გამცემლობის მსხვერპლი მილიონობით აღმოსავლეთ ევროპელი უხსენებიათ; მხოლოდ ოიკოფობია დაადასტურეს, რამაც აღძრა ჯაშუშები, ჩაედინათ ის რაც ჩაიდინესო. იფ, რა კარგია! ჩვენშიც ხომაა გავრცელებული ეს ფრაზა: კი არ ვუღალატე, კი არ დავეცი, კი არ გადავგვარდი, არამედ ჩავიდინე ის, რაც ჩავიდინე . . . და მერე ყველაფერი სოციალურ ვითარებას გადაბრალდება. ჩვენს ახალგაზრდობაში ასე გვასწავლიდნენ, სოციალურ-ეკონომიკურმა გარემომ განაპირობაო, და გასოცარია, რომ დღესაც, სტუდენტები ხშირად ახსენებენ თხზულებებში ამ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს; – ნეტავ ვინ ასწავლათ?! ალბათ მარქსისტულ-ლენინური გავლენისაგან ჯერაც ვერ დაგვიღწევია თავი და სტუდენტებს ვერ ვასწავლით, რომ უბედურება კუჭის წყლულისა კი არა, ზნეობის დაქვეითების შედეგია. ოიკოფობია არ
| პაატა ჩხეიძე Paata Chkheidze | ც სპეციფიურად ინგლისურია და არც ზოგადად ბრიტანული, სკოტლენდური ხომ სულ არ არის, მათ მეტი იმუნენიტეტი აქვთ ამ სნეულების მიმართო, წერს როჯერ სკრუტონი. როცა სარტრმა და ფუკომ ფრანგული, ’ბურჟუაზიული’ მენტალიტეტი აღწერეს, დახატეს ’უცხო თვისსავე უცხოობაში’, მათ გაწირეს რიგითი, წესიერი ფრანგი კაცი და ზიზღი შეაფრქვიეს ფრანგულ კულტურასო.ოიკოფობიის ქრონიკული ფორმა ამერიკის უნივერსიტეტებშიც გავრცელდა, პოლიტიკური კორექტულობის სახით და მთელი ძალით ამოხეთქა 11 სექტემბრის შემდგომ, რათა სიძულვილი გადაენთხია ამერიკულ კულტურაზე, რამაც თითქოს შეგნებულად გამოიწვია თავდასხმა და ოიკოფობები, შეფარვით, ტერორისტთა მხარეს დადგნენო, განმარტავს როჯერ სკრუტონი. ჩვენს მშობლიურ პარლამენტში ოიკოფობების გაბატონება ერთ-ერთი მიზეზია ინგლისურ კონსტიტუციაზე თავდასხმებისა, სუბსიდირებული იმიგრაციის მხარდაჭერისა და ინგლისელთა ცხოვრების განუყოფელ ნაწილის, ადათებისა და ტრადიციების დაკნინებისაო, განგაშის ზარებს შემოჰკრავს როჯერ სკრუტონი. ოიკოფობები უარჰყოფენ ერისადმი ერთგულებას, ქადაგებენ ტრანსნაციონალური ინსტიტუტების უპირატესობას, შემოაქვთ და ნერგავენ კანონებს, ევროკავშირი და გაერთიანებული ერები რომ გვახვევენ თავსო. ოიკოფობები აცხადებენ, განათლებული უნივერსალიზმის მომხრენი ვართ, ადგილობრივი შოვინიზმის წინააღმდეგო. შეუძლებელია აქ ჩვენი არქიოიკოფობი, ედუარდ შევარდნაძე, მის მიერ ანათემას გადაცემული ’პროვინციული ფაშიზმი’ და მისი რეჟიმის დროს გამოზრდილი ოიკოფობები არ გაგვახსენდეს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ ოიკოფობიურ საქმიანობას. ოიკოფობიამ გამოუთხარა ძირი ეროვნული სახელმწიფოების ლეგიტიმურობას ევროპაში, მძიმე უღლად დააწვა ევროპელ ხალხებს, მისგან გამოწვეული უკმაყოფილება დრო და დრო იფეთქებს ხოლმე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და შედეგი იმგვარი იქნება ოიკოფობები სულაც რომ არ ელიანო, წინასწარმეტყველებს როჯერ სკრუტონი. ჩენ ხომ ისედაც ვიცოდით, რომ ქართული ქსენოფობიის პრობლემა თითიდანაა გამოწვილი გრანტების საშოვნელად და არც არის საშიში არავისათვის . . . ისიც ვიცოდით, რომ ეროვნული ნიჰილიზმია საშიში, საშიშია ის, რასაც ინგლისელი როჯერ სკრუტონიც კი შეუშინებია, რაც ფილოსოფიურად გამოკვლეული და შესწავლილია და ოიკოფობია ეწოდება! |