საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ალენ დე ბენუა: "სამყაროს ბოლო ჟამი სინამდვილეში უკვე დადგა"
ალენ დე ბენუა
გადმობეჭდილია უცვლელად: https://www.ambebi.ge/article/96339-alen-de-benua-samqaros-bolo-zhami-sinamdvileshi-ukve-dadga/ 
08:51 / 07-02-2014
ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ფრან­გი მწერ­ლი­სა და ფი­ლო­სო­ფო­სის ალენ დე ბე­ნუ­ას ნაშ­რო­მის თარ­გმანს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც სამ­ყა­როს ბოლო ჟამს შე­ე­ხე­ბა.

"ალენ დე ბე­ნუა, (Alain de Benoist) თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გი ფი­ლო­სო­ფო­სი, მწე­რა­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი სამ­ყა­როს ბოლო ჟამ­ზე. სა­თა­ურ­მა არ შეგ­ვა­ში­ნოს: თუ დაკ­ვირ­ვე­ბით წა­ვი­კი­თხავთ, ავ­ტო­რი გა­მო­სა­ვალ­ზეც მსჯე­ლობს. (თარ­გმა­ნი ჩე­მია)", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

-----

ალენ დე ბენუა 

სამყაროს ბოლო ჟამი სინამდვილეში უკვე დადგასამ­ყა­როს ბოლო ჟამი სი­ნამ­დვი­ლე­ში უკვე დად­გა. 

ეს მოხ­და არა კონ­კრე­ტულ დღეს, არა­მედ რა­მო­დე­ნი­მე ათწლე­ულ­ში გა­ი­წე­ლა. სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც გაქ­რა, იყო ის, რო­მელ­შიც ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ იცო­და წერა და კი­თხვა. სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ გმი­რე­ბით, არა მსხვერ­პლე­ბით. სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც პო­ლი­ტი­კუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ იქ­ცე­ოდ­ნენ სუ­ლის და­საფ­ქველ დაზ­გე­ბად. სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც ჩვენ მეტი რო­ლის მო­დე­ლი გვქონ­და, ვიდ­რე უფ­ლე­ბე­ბი. სამ­ყა­რო, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და გა­გე­ბა თუ რას გუ­ლის­ხმობ­და პას­კა­ლი, რო­დე­საც წერ­და, რომ გარ­თო­ბე­ბი გვა­შო­რე­ბენ რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის­გან. სამ­ყა­რო, სა­დაც სა­ზღვრე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს აძ­ლევ­დნენ მათ, ვინც თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნე­ბით და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და.

დიახ, ამ სამ­ყა­როს თა­ვი­სი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, და ზოგ­ჯერ ეს სა­ზა­რე­ლი სამ­ყა­რო იყო, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი­სა უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში რე­გუ­ლირ­დე­ბო­და საზ­რის­თა სიმ­რავ­ლის მიერ, რო­მე­ლიც თა­ვის ორი­ენ­ტი­რებს სთა­ვა­ზობ­და მათ. მო­გო­ნე­ბის ხა­რისხში ეს იყო სამ­ყა­რო, ბევ­რი ჩვენთგა­ნის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი. ზო­გი­ერთს უნდა, რომ იგი გარ­და­ვი­დეს. და ეს სამ­ყა­რო მეტი აღა­რა­სო­დეს დაბ­რუნ­დე­ბა.

ახა­ლი სამ­ყა­რო - თხე­ვა­დია. დრო და სივ­რცე გა­უქ­მე­ბუ­ლია. სა­კუ­თარ ტრა­დი­ცი­ულ შუ­ა­მავ­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სულ უფრო მეტა დე­ნა­დი და სეგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა, რაც უფრო აად­ვი­ლებს მის გა­ნივ­თე­ბას. ზო­გი­ერ­თი მას­ში "გა­დაწ­ვის" გზით ცხოვ­რობს. მსხვი­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის გაქ­რო­ბას­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც სხვა­დას­ხვა მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბე­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ, ეგო-ს რე­ლი­გი­ამ, და­ფუძ­ნე­ბულ­მა პი­რა­დი ნარ­ცი­სუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­უ­ზღუ­დავ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა სა­კუ­თა­რი თავი არაფ­რის­გან წარ­მოქ­ნას - მიგ­ვიყ­ვა­ნა სა­ყო­ველ­თაო დე­ტე­რი­ტო­რი­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც დღეს ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი მი­დის სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა ორი­ენ­ტი­რის გაქ­რო­ბის გზით. ეს ადა­მი­ანს სულ უფრო ელას­ტი­ურს ხდის, პი­რო­ბითს, მო­წყვლადს და მომ­თა­ბა­რეს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

გან­მან­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი "მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის" სა­ფარ­ველ­ქვეშ, "სულ რა­ღაც ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე იდე­ო­ლო­გი­ურ­მა ოს­მოს­მა ად­გი­ლი და­ი­კა­ვა მე­მარ­ჯვე­ნე ფი­ნან­სებ­სა და მე­მარ­ცხე­ნე მულ­ტი­კულ­ტუ­რა­ლიზმს შო­რის." (მე­თიუ ბოკ-კოტი) და­ა­კავ­ში­რა რა ეკო­ნო­მი­კუ­რი ლი­ბე­რა­ლიზ­მი სო­ცი­ა­ლურ ლი­ბე­რა­ლიზ­მთან, ხოლო სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა - კულ­ტუ­რის პე­რი­ფე­რი­ულ ელე­მენ­ტებ­თან. და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სურ­ვი­ლის იდე­ო­ლო­გი­ის მერ­კან­ტი­ლუ­რი გა­და­მუ­შა­ვე­ბის­თვის და სპე­კუ­ლა­ცი­ის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბის გა­დაგ­ვა­რე­ბის ირ­გვლივ. სა­ერ­თო აზრი მდგო­მა­რე­ობს ზო­გა­დი საზ­რი­სე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში, რომ­ლე­ბიც უარს ამ­ბო­ბენ იმოქ­მე­დონ ბაზ­რის ლო­გი­კის შე­სა­ბა­მი­სად.

ამა­სო­ბა­ში, ზო­გი­ერ­თი რე­ა­ლუ­რი ანტრო­პო­ლო­გი­უ­რი გარ­დაქ­მნა მარ­თლაც მოხ­და. ისი­ნი ზე­მოქ­მე­დე­ბენ ჩვენს მე-სთან მი­მარ­თე­ბებ­ზე, ასე­ვე სხვებ­თან, სხე­ულ­თან, ტექ­ნო­ლო­გი­ას­თან მი­მარ­თე­ბებ­ზე. ხვალ ამ გარ­დაქ­მნებს შე­უძ­ლი­ათ უფრო მე­ტად წაგ­ვწი­ონ წინ ელექტრო­ნი­კი­სა და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლე­ბის და­გეგ­მი­ლი ურ­თი­ერ­თშერ­წყმის­კენ.

რო­დე­საც მოხ­ვე­ჭის სურ­ვი­ლი ერ­თა­დერთ მო­ტი­ვა­ცი­ად იქ­ცე­ვა ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნის ხარ­ჯზე, მისი ქმე­დე­ბის რე­ზულ­ტა­ტი აღ­მოჩ­ნდე­ბა მერ­კან­ტი­ლუ­რო­ბის სუ­ლის თან­და­თა­ნო­ბით გან­ვრცო­ბა, რო­მელ­საც თა­ვის მხრივ მივ­ყა­ვართ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ო­ბის და­ცე­მის­კენ ჩვე­უ­ლებ­რივ კლი­ენ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ კონ­ტექ­სტში "პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რექ­ტუ­ლო­ბა" რო­დია შემ­თხვე­ვი­თო­ბა და სა­სა­ცი­ლო უც­ნა­უ­რო­ბე­ბი, არა­მედ მძლავ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა აზ­რის პრო­ცე­სის ტრანსფორ­მი­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც სულ უფრო მე­ტად შე­ზღუ­დავს ზო­გად სივ­რცეს ორ­მხრივ მო­ვა­ლე­ო­ბა­თა გე­ნე­რა­ტო­რის სა­ხით და შე­უძ­ლე­ბელს გახ­დის მნიშ­ვნე­ლო­ბა­თა სამ­ყა­როს მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში გაქ­რა.

ჩვენ ვხდე­ბით მოწ­მე­ნი "მარ­თვის" რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა - ერ­თგვა­რი ფი­ნან­სუ­რი ცე­ზა­რიზ­მი­
სა, რო­მე­ლიც მი­დის იქამ­დე, რომ გა­ბა­ტონ­დეს ერებ­ზე და იყო­ლი­ოს ისი­ნი ში­შის ქვეშ.

თა­ვის მხრივ თე­რა­პევ­ტუ­ლი და მარ­თვის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, არის რა სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის მე­ნე­ჯე­რი და გვევ­ლი­ნე­ბა უზე­ნა­ეს ზე­დამ­ხედ­ვე­ლად, მუ­შა­ობს ყვე­ლა ბა­რი­ე­რის მოხ­სნა­ზე, რო­მე­ლიც წეს­რიგს ქა­ო­სის­გან ყოფს. მარ­თვა ამ­კვიდ­რებს თა­ვის ძა­ლა­უფ­ლე­ბას, სრუ­ლი­ად გა­მიზ­ნუ­ლად ნერ­გავს რა სუბ-ქა­ო­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ას არაფ­რის­კენ მისი სა­მო­მავ­ლო მოძ­რა­ო­ბის ფონ­ზე, გან­ზო­გა­დო­ე­ბულ უდ­რო­ო­ბას­თან ერ­თად და ამი­თი ქმნის ცივი სა­მო­ქა­ლა­ქო ომის სი­ტუ­ა­ცი­ას.

მსხვერ­პლის სო­ცი­ო­ლო­გია უარ­ყოფს თა­ვად სო­ცი­ა­ლუ­რი კლა­სის ცნე­ბას, მის ად­გილ­ზე აყე­ნებს რა "გა­მო­ნაკ­ლისს" და "ბრძო­ლას დის­კრი­მი­ნი­ა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ", ასე­ვე ეკო­ნო­მი­კურ "მეც­ნი­ე­რე­ბას", რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ცნე­ბას და მის კა­ტე­გო­რი­ებს მო­ნარ­ჩე­ნის პრინ­ცი­პით მო­ი­აზ­რებს.

იმავდრო­უ­ლად უფრო მე­ტად, ვიდ­რე სხვა დროს, კლა­სობ­რი­ვი ბრძო­ლა თა­ვი­სი სის­რუ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ევ­რო­პა­ში "მტკი­ცე ეკო­ნო­მი­კის" პო­ლი­ტი­კის გავ­ლე­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ცე­სი­ა­ში, თუ არა დეპ­რე­სი­ა­ში გა­დას­ვლის პრო­ცე­სი. მა­სობ­რი­ვი უმუ­შევ­რო­ბა იზ­რდე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მომ­სა­ხუ­რე­ბის დე­მო­ნა­ტა­ჟი სო­ცი­ა­ლუ­რი სი­კე­თე­ე­ბის შემ­ცი­რე­ბას იწ­ვევს, მა­შინ რო­დე­საც მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რე­ბი გა­ნაგ­რძობს დაქ­ვე­ი­თე­ბას. ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ მე­ო­თხედს (120 მი­ლი­ო­ნი) დღეს სი­ღა­ტა­კე­ში გა­და­ვარ­დნა ემუქ­რე­ბა.

წარ­სულ­ში რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი ხდე­ბო­და ბევ­რად ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზე­ბის გამო, ვიდ­რე დღე­ვან­დე­ლი პრობ­ლე­მე­ბია. აუტ­სორ­სინგს, მუშა-მო­სამ­სა­ხუ­რე­თა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბებს და ე.წ."სო­ცი­ა­ლურ რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ას" შე­უძ­ლი­ათ გა­მო­იწ­ვი­ონ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტე­ბი - მაგ­რამ არ­სად ჰო­რი­ზონტზე არ ჩანს სო­ლი­და­რო­ბის გა­ფიც­ვე­ბი, რომ არა­ფე­რი ვთქვათ სა­ყო­ველ­თაო გა­ფიც­ვა­ზე. ერ­თა­დერ­თი საზ­რუ­ნა­ვია სა­კუ­თა­რი სა­მუ­შა­ოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

რა­ტომ იტა­ნენ ამ კრი­ზისს ამ ზო­მამ­დე პა­სი­უ­რად? ნუთუ ერე­ბი ამ ზო­მამ­დე გა­მო­ი­ფიტ­ნენ და დაბრმავ­დნენ, ამ ზო­მამ­დე ას­ცდნენ გეზს? ნუთუ მათ მი­ი­ღეს ის იდეა, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს?

ერე­ბი ცხოვ­რო­ბენ სა­სიკ­ვდი­ლო გა­მო­უ­ვა­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ყვე­ლა რა­ღა­ცას ელო­დე­ბა. მაგ­რამ ეს არ მოხ­დე­ბა, რად­გან კა­პი­ტა­ლიზ­მი მთე­ლი ობი­ექ­ტუ­რო­ბით თა­ვის აბ­სო­ლუ­ტურ ის­ტო­რი­ულ სა­ზღვრებს აღ­წევს.

ჩვენ გავ­დი­ვართ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის კრი­ზისს, რო­მე­ლიც ზე­მოქ­მე­დებს კა­პი­ტა­ლის­ტურ სის­ტე­მა­ზე დაგ­რო­ვე­ბის და წარ­მო­ე­ბის დო­ნე­ზე, რაც ადრე არა­სო­დეს მომ­ხდა­რა. მე-19 სა­უ­კუ­ნის კრი­ზი­სე­ბის გა­და­ლახ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და, რად­გან კა­პი­ტა­ლი ჯე­რაც არ და­უფ­ლე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვლავ­წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას. 1929 წლის კრი­ზი­სი და­იძ­ლია ფორ­დიზ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, კე­ი­სი­ა­ნურ რე­გუ­ლი­რე­ბას­თან კავ­შირ­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის გამო. ეხ­ლან­დე­ლი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­სა­მე სამრწე­ვე­ლო რე­ვო­ლუ­ცი­ის ფონ­ზე არის უკვე სტრუქ­ტუ­რუ­ლი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რე­ბის ტო­ტა­ლურ გა­ფარ­თო­ე­ბას­თან ერ­თად და და­ე­მა­ტა სა­ხელ­მწი­ფოს ვა­ლებს.

მისი ერთ-ერთი უშუ­ა­ლო შე­დე­გია ის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად და­ნებ­და Goldman Sachs-ის (ანუ აშშ-ს უდი­დე­სი ბან­კის, კ.გ.) წა­მო­მად­გენ­ლებს. მაგ­რამ არც ერთ მსგავს სტრუქ­ტუ­რას არ შე­უძ­ლია გა­დაჭ­რას ეს პრობ­ლე­მა, ვი­ნა­ი­დან არ არის მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და დღე­ვან­დე­ლი კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვა. ფი­ნან­სუ­რი ბუშ­ტე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო კრე­დი­ტი და ფუ­ლის ბეჭდ­ვა - ანუ ფიქ­ტი­უ­რი ფუ­ლა­დი კა­პი­ტა­ლის ბეჭდ­ვა - ვერ გა­და­წყვეტს სუბსტან­ცი­ის კა­პი­ტა­ლის და­კარ­გვის პრობ­ლე­მას. რე­ა­ლუ­რი ზრდის გა­რე­შე, იმის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, რომ ვი­ღაც მოძ­რა­ობს უკონ­ტრო­ლო ინფლა­ცი­ის­კენ ან ფარ­თო სო­ცი­ა­ლუ­რი დე­ფოლ­ტის­კენ - ამ ყვე­ლა­ფერს სა­ბო­ლოო ჯამ­ში და­ას­რუ­ლებს კა­ტას­ტრო­ფა.

ისეთ დრო­ში, რო­გო­რიც ჩვე­ნია, არ­სე­ბო­ბენ 4 ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი.
ზო­გი­ერ­თებს შეგ­ნე­ბუ­ლად სურთ ქა­ო­სი­სა და სიბ­ნე­ლის უფსკრულ­ში ჩა­ძირ­ვა.
ზო­გი­ერ­თე­ბი ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ მზად არი­ან მო­ით­მი­ნონ ყვე­ლა­ფე­რი.
ამას გარ­და არი­ან ასე­ვე "დი­ნო­ზავ­რე­ბი" მარ­ჯვნივ, რომ­ლე­ბიც მოთ­ქვა­მენ დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო. რო­გორც არ უნდა იყოს, მათ წა­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ ძველ წეს-წყო­ბი­ლე­ბას და­იბ­რუ­ნე­ბენ, - და აქე­დან გა­სა­გე­ბია, რა­ტომ მარ­ცხდე­ბი­ან ისი­ნი გა­მუდ­მე­ბით.
მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ხე­ლა­ხა­ლი და­სა­წყი­სის­კენ მი­ის­წრა­ფი­ან. ისი­ნი, ვინ სიბ­ნე­ლე­ში ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ სიბ­ნე­ლეს არ ეკუთ­ვნი­ან. ისი­ნი, ვინც ის­წრა­ფი­ან, ხე­ლახ­ლა წარ­მოშ­ვან სი­ნათ­ლე. ისი­ნი, ვინც იცი­ან, რომ სი­ნამ­დვი­ლის ფარ­გლებს მიღ­მა ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მათ უყ­ვართ ჯორჯ ორუ­ე­ლის ცი­ტი­რე­ბა: "სა­ყო­ველ­თაო სიც­რუ­ის დრო­ში სი­მარ­თლის ლა­პა­რა­კი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი აქ­ტია".

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq